old
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_9663.JPG
12/03/2018 09:38

საკონსულტაციო შეხვედრა

2018 წლის 12 მარტს, 14:00 საათზე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების კონფერენციის 2018 წლის საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის. შეხვედრაზე დაინტერესებულ მხარეებს, ფონდის თანამშრომლებმა მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია - კონკურსის წესის, პირობების შესახებ და უპასუხეს დამსწრეთა კითხვებს.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_9633.JPG
09/03/2018 13:37

საკონსულტაციო შეხვედრა

2018 წლის 9 მარტს, 12:00 საათზე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების საგრანტო კონკურსის გამარჯვებულებთან. შეხვედრაზე დაინტერესებულ მხარეებს ფონდის თანამშრომლებმა მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია პროექტების განხორციელების და ფონდთან ანგარიშგების საკითხებთან დაკავშირებით.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/images%20(2).jpg
07/03/2018 17:30

ფონდი აცხადებს 2018 წლის სახელმწიფო საგრანტო კონკურს საქართველოში და საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის

კონკურსის სახელწოდება სახელმწიფო საგრანტო კონკურსი საქართველოში და საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის კონკურსის აბრევიატურა HE კონკურსის მიზანი ხელი შეუწყოს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არსებული ქართული ისტორიული ძეგლების, კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების, წერილობითი და სხვა სახის წყაროების, საარქივო მასალის, ეთნოგრაფიული მონაცემების მოძიებას, აღრიცხვასა და სისტემატიზაციას, მათ მაღალ სამეცნიერო დონეზე შესწავლას, ქართველი ერის ინტელექტუალური და ნივთიერი მემკვიდრეობის კვლევის პოპულარიზაციას და ახალგაზრდა სამეცნიერო კადრების მოზიდვას ამ სამეცნიერო დარგში. საპროექტო განაცხადი ტიპი ინსტიტუციური     კონკურსის ძირითადი პირობები ერთი პროექტის მაქსიმალური ბიუჯეტი წელიწადში: • 100 000 ლარი საზღვარგარეთ განხორცილებული კვლევითი პროექტისათვის • 70 000 ლარი საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული კვლევითი პროექტისათვის პროექტის განხორციელების პერიოდი: 24 ან 36 თვე კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი გამოცხადების თარიღი: 7 მარტი, 2018 ჯგუფური კონსულტაციების თარიღები: 23 მარტი, 2018 16:00 სთ. (რეგისტრაციის ფორმა) 10 აპრილი, 2018 16:00 სთ. (რეგისტრაციის ფორმა) შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა: 11 აპრილი, 2018 ელექტრონული რეგისტრაციის გახსნა: 3 აპრილი, 2018 რეგისტრაციის ბოლო ვადა: ელექტრონული 16 აპრილი, 2018 16:00 სთ. კანცელარიაში 17 აპრილი, 2018 16:00 სთ. კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 ივლისის №129/ნ ბრძანება ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 7 მარტის N27 ბრძანება   ცვლილება ფონდის გენერალური დირექტორის N 27 ბრძანებაში ცვლილება ფონდის გენერალური დირექტორის N 95 ბრძანებაში ცვლილება ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებაში ბიუჯეტის კლასიფიკატორი შეფასების კრიტერიუმები პროექტის მომზადებისათვის საჭირო დანართები და მასალები • კონკურსის პირობები (დანართი 1) • პროექტის თავფურცელი (დანართი 2) ნიმუში • საპროექტო წინადადება (დანართი 3) GEO / ENG • ძირითადი პერსონალის პროფესიული ბიოგრაფია - CV (დანართი 4) ნიმუში • ძირითადი პერსონალის სტატუსით ჩართული უცხო ქვეყნის მოქალაქის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანხმობის წერილი პროექტში მონაწილეობაზე - Letter of Personal Commitment (დანართი 5) • პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი (დანართი 6) GEO / ENG • პროექტის განხორციელების ბიუჯეტი (დანართი 7) ნიმუშები GEO / ENG • ცნობა თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) (დანართი 8) GEO / ENG • ხშირად დასმული კითხვები საკონსულტაციო პრეზენტაცია ელექტრონული რეგისტრაციის ლინკები გრანტების მართვის ერთიანი სისტემა - პროექტების რეგისტრაციისათვის (გაიხსნება 3 აპრილს) ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია (ლინკი) მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის: • პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მინისტრის ბრძანებასს, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს; • დანართები, რომლებიც მოცემულია ნიმუშის სახით ივსება გრანტების მართვის ერთიან სისტემაში GMUS-ში ელექტრონული რეგისტრაციის დროს; • ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაციები; • დამატებუთი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია შეკითხვების გამოგზავნა ელ. ფოსტით he@rustaveli.org.ge 11/04/2018 - მდე. კითხვებზე პასუხის განახლებული დოკუმენტი აიტვირთება და განახლდება ყოველ პარასკევს, კონკურსის ბოლო ვადამდე. კოორდინატორები: ლანა დავითულიანი ხათუნა არაბული ვაჟა ლომიძე საკონტაქტო ინფორმაცია: he@rustaveli.org.ge     ფონდი გისურვებთ წარმატებებს!  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/pic%20picture.jpg
07/03/2018 16:19

2017 წლის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის (CNRS PICS) შედეგები

საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრისა (CNRS) და სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2017 წლის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის - „საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტის“ (The International Scientific Cooperation Project - PICS)  ფარგლებში საქართველოს მეცნიერთა ჯგუფის მონაწილობით საკონკურსოდ წარმოდგენილი იყო ორი განაცხადი, რომლებიც შეფასდა საფრანგეთსა და საქართველოში, დარგის დამოუკიდებელი ექსპერტებისგან დაკომპლექტებული კომისიების მიერ. მხარეთა მიერ დასაფინანსებლად შერჩეულ იქნა საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან წარმოდგენილი პროექტი სახელწოდებით „უკანასკნელ ნეანდერტალელთა და პირველ ანატომიურად თანამედროვე ადამიანთა განსახლება საქართველოში.“  საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრისა (CNRS) და სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის - „საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტის“ ( The International Scientific Cooperation Project - PICS ) მიზანია საფრანგეთისა და საქართველოს მეცნიერთა ჯგუფებს შორის უკვე არსებული თანამშრომლობის გაღრმავება. პროგრამით დაფინანსებული პროექტის ხანგრძლივობა 3 წელია. მომდევნო  The International Scientific Cooperation Project - PICS  კონკურსი გამოცხადდება 2018 წლის აპრილში.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_9609.JPG
07/03/2018 09:39

საკონსულტაციო შეხვედრა

2018 წლის 6 მარტს, 16:00 საათზე, გოეთეს ინსტიტუტის დიდ დარბაზში, მე-2 სართულზე ჩატარდა რიგით მეოთხე საკონსულტაციო შეხვედრა ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით. შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ერთობლივი „Rustaveli-DAAD“-ის სასტიპენდიო პროგრამის საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის. შეხვედრაზე დაინტერესებულ მხარეებს, ფონდის თანამშრომლებმა და Daad - ის წარმომადგენლებმა მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია - კონკურსის წესის, პირობების შესახებ და უპასუხეს დამსწრეთა კითხვებს.
სრულად

„Rustaveli-DAAD“-ის სასტიპენდიო პროგრამის საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ!

06/03/2018 14:29
2018 წლის 6 მარტს 16:00 საათზე ,  გოეთეს ინსტიტუტის დიდ დარბაზი, მე-2 სართულზე ჩატარდება საკონსულტაციო შეხვედრა ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით . ( მ.ზანდუკელის ქ. 16- ში ) დასწრების მსურველებმა რეგისტრაცია გაიარეთ  ბმულზე.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/Online-Registration_1.jpg
05/03/2018 16:10

2018 წლის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის – „მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ელექტრონული რეგისტრაციის წესი

    კონკურსში რეგისტრაცია ხორციელდება 2 ეტაპად. კონკურსით მოთხოვნილი საკონკურსო დოკუმენტაცია დასკანირებული PDF ფორმატის სახით უნდა გამოიგზავნოს ელექტრონულად,  ფონდის ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: scr@rustaveli.org.ge   2018 წლის 18 აპრილის  16:00 სთ-მდე ; განცხადება „მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ კონკურსში მონაწილეობის შესახებ“   ამობეჭდილი და ხელმოწერილი წარმოდგენილი უნდა იქნას ფონდის კანცელარიაში 2018 წლის 23 აპრილის  16:00 სთ-მდე. ვადის დარღვევის ან/და არასრული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში პროექტი მოიხსნება კონკურსიდან. ფონდი უფლებამოსილია, კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე კონკურსიდან მოხსნას პროექტები, რომლებიც არ შეესაბამება კონკურსის მიზნებისათვის დადგენილ მოთხოვნებს ან შეიცავს ყალბ ინფორმაციას. ფონდი არ ანაზღაურებს პროექტის მომზადებისა და წარდგენისათვის გაწეულ ხარჯებს. პროექტი არ განიხილება, თუ საკონკურსო დოკუმენტაციის სრული პაკეტი არ იქნება წარმოდგენილი ვადების დაცვით ელ. ფოსტაზე, ხოლო ხელმოწერით დადასტურებული განცხადება - ფონდის კანცელარიაში. კონკურსის საბოლოო შედეგები ფონდის ვებგვერდზე გამოცხადდება 2018 წლის ივნისში.    კონკურსის ადმინისტრირების განრიგი კონკურსის გამოცხადება 2018 წლის 23 იანვარი    ჯგუფური კონსულტაციები ფონდის საკონფერენციო დარბაზში: 2018 წლის 22 თებერვალი 16:00 სთ; 2018 წლის 16 მარტი, 16:00 სთ; ელექტრონული ფოსტით შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა 2018 წლის 5 აპრილი. ელექტრონულ ფოსტაზე საკონკურსო დოკუმენტაციის გამოგზავნის   ბოლო ვადა   2018 წლის  18 აპრილის 16:00 სთ;   ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადა 2018 წლის 23 აპრილის 16:00 სთ ; კონკურსის პირველ ეტაპზე გადასული პროექტების ვებგვერდზე განთავსება 2018 წლის 4 მაისამდე; მეორე ეტაპზე გადასული პროექტების საკონკურსო კომისიასთან პრეზენტაციები ფონდში 2018 წლის მაისის თვეში; კონკურსის შედეგების გამოცხადება და საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება 2018 წლის ივნისის თვეში.   კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ პროგრამის კოორდინატორებს:   მაკა ქაჯაია , ელ.ფოსტა:  kajaia@rustaveli.org.ge ,   ანა გოგუაძე , ელ.ფოსტა  goguadze@rustaveli.org.ge დავით ჩიჩუა, ელ.ფოსტა  chichua@rustaveli.org.ge     კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ  ბმულზე
სრულად

მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების 2017 წლის საგრანტო კონკურსში გამარჯვებულებთა საყურადღებოდ!

02/03/2018 16:09
2018 წლის 9 მარტს, 12:00 საათზე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების საგრანტო კონკურსის გამარჯვებულებთან. შეხვედრაზე დაინტერესებულ მხარეებს ფონდი მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას - პროექტების განხორციელების და ფონდთან ანგარიშგების საკითხებთან დაკავშირებით.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_9566.JPG
01/03/2018 09:39

საკონსულტაციო შეხვედრა

2018 წლის 28 თებერვალს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101-ე აუდიტორიაში, გაიმართა რიგით მესამე საინფორმაციო შეხვედრა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ერთობლივი „Rustaveli-DAAD“-ის სასტიპენდიო პროგრამის საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის. შეხვედრაზე დაინტერესებულ მხარეებს, ფონდის თანამშრომლებმა მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია - კონკურსის წესის, პირობების შესახებ და უპასუხეს დამსწრეთა კითხვებს.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/28276378_10213845268618478_8766633077802803309_n.jpg
28/02/2018 14:31

ოქსფორდში საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების პროგრამის კონფერენცია გაიმართა

 28 თებერვალს, ოქსფორდში გაიმართა საქართველოს შემსწავლელი პროგრამის მეორე კონფერენცია. ოქსფორში, წმ. ენტონის კოლეჯის აღმოსავლეთ ევროპისა და რუსეთის კვლევების ცენტრის (REES), ქვეყანათმცოდნეობის ინტერდისციპლინური სკოლის (SIAS) და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის (SRNSFG) ერთობლივი პროგრამის - Georgian Studies Research Programme ფარგლებში უკვე მეორედ ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელსაც ოქსფორდისა და გაერთანებული სამეფოს სხვა კვლევითი უნივერსიტეტების ცნობილი მეცნიერები და სტუდენტები ესწრებოდნენ. პროგრამაში მონაწილეობდნენ საქართველოს ნიჭიერი, წარმატებული ახალგაზრდა მკვლევრები, საქართველოს საკითხებზე მომუშავე გამოჩენილ ბრიტანელ მეცნიერებთან ერთად. კონფერენცია გახსნეს წმ. ენტონის კოლეჯის დირექტორმა, პროფ. როჯერ გუდმანმა, საქართველოს ელჩმა გაერთანებულ სამეფოში, ქ-მა თამარ ბერუჩაშვილმა და REES-ის ხელმძღვანლმა, პროფ. დენ ჰეილიმ. კონფერენციას მიწვეული იყვნენ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი მანანა მიქაბერიძე და ილიას უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია. უკვე მესამე წელია, რაც ფონდი აფინანსებს ახალგაზრდა ქართველ მკვლევართა ერთწლიან სამეცნიერო მუშაობას ოქსფორდის უნივერსიტეტში. გამოცხადებულია ახალი კონკურსიც 2019 წლის სტიპენდიებზე. გაიცემა 3 სტიპენდია: ერთი-სოციალურ მეცნიერებებში, ერთი-ჰუმანიტარულ მეცნიერებებში და ერთიც ოქსფორდის უნ. ბოდლეინის ბიბლიოთეკის ვორდროპების კოლექციის კვლევისათვის. ოქსფორდის უნივერსიტეტის ქვეყანათმცოდნეობის ინტერდისციპლინურ სკოლაში 2015 წლის 23 ოქტომბერს დაარსდა საქართველოს შემსწავლელი კვლევების პროგრამა, რომელიც ხორციელდება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის „უცხოეთში საქართველოს შესწავლის ცენტრებისა და პროგრამების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში. ოქსფორდის უნივერსიტეტსა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს შორის შეთანხმების საფუძველზეც საქართველოდან ყოველწლიურად 3 მკვლევარი დაფინანსდება.  საქართვლოს შემსწავლელი კვლევითი ცენტრების დაფინანსება ხელს შეუწყობს საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებებისა და ქართველოლოგიის ტრადიციული მიმართულებების, ასევე თანამედროვე ინტერდისციპლინური კვლევების განვითარებასა და პოპულარიზაციას საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში.  აღსანიშნავია, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ფონდი აგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას და 2018 წლიდან ევროპის 7 უნივერსიტეტში დაარსდება საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების კვლევითი პროგრამები.  
სრულად