old
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/ai-ia-anchisxatis-ornamenti.jpg
23/03/2018 13:38

საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების კონფერენციის 2018 წლის საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ!

 გამარტივდა უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის გრანტების მართვის სისტემაში (GMUS) რეგისტრაციის პროცესი. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/IMG_9838.JPG
23/03/2018 09:37

საკონსულტაციო შეხვედრა

23 მარტს 16:00 საათზე ფონდის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა  „საქართველოში და საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის“ 2018 წლის სახელმწიფო საგრანტო კონკურსში მონაწილეთათვის რიგით პირველი ჯგუფური საკონსულტაციო შეხვედრა. საკონსულტაციო შეხვედრაზე მოსულ საზოგადოებას განემარტა საგრანტო პროექტის წესი და პირობები.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/31068946_10214267858403433_5463347483121811456_n.jpg
21/03/2018 12:29

„ჰორიზონტი 2020“-ის პროგრამული კომიტეტის წევრების ტრენინგი კიევში

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ის პროგრამული კომიტეტის წევრების ტრენინგის შესახებ, რომელიც დაგეგმილია ამა წლის 20-21 მარტს ქალაქ კიევში, უკრაინაში. აღნიშნული ტრენინგი ხორციელდება ჰორიზონტი 2020-ის დაფინანსებული პროექტის EaP PLUS -ის ფარგლებში. სამუშაო შეხვედრა იმართება უკრაინის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რეგიონალური და საერთაშორისო STI სწავლებისა და მხარდაჭერის ცენტრის (CeRISS), ინფორმაციული და სამეცნიერო განვითარების რეგიონალური ცენტრის (RCISD) და უკრაინა-ევროკავშირის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების თანამშრომლობის საინფორმაციო ცენტრის (NIP Ukraine ) ორგანიზებით და მასში მონაწილეობენ ჰორიზონტი 2020-ის პროგრამული კომიტეტის წევრები - საქართველოდან, სომხეთიდან, მოლდოვიდან და უკრაინიდან. სამუშაო შეხვედრა მიზნად ისახავს ახლად ასოცირებულ ქვეყნებს შორის (საქართველო, სომხეთი, მოლდოვა) „ჰორიზონტი 2020“-ისა და პროგრამული კომიტეტის წევრებს შორის აღნიშნული საქმიანობის შესახებ ინფორმირებასა და ტრენინგს. შეხვედრაზე განხილულ საკითხებს შორისაა „ჰორიზონტი 2020“-ის საქმიანობის მიმოხილვა, პროგრამული კომიტეტის წევრების ფუნქციები, მოსამზადებელი სამუშაოები ეროვნულ დონეზე და „ჰორიზონტი 2020“-ის სამუშაო პროგრამების მომზადების პროცესში ჩართულობა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. ამასთანავე, შეხვედრის ერთ-ერთი მიზანია მონაწილე დელეგატების მიერ ეროვნულ დონეზე არსებული პრობლემების, გამოწვევებისა და შესაძლებლობების განხილვა და პოზიციონირება.  სამუშაო შეხვედრა რამდენიმე სესიას მოიცავს, ტრენინგებს ევროკავშირის წევრი (ავსტრია, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, პოლონეთი) და სხვა ასოცირებული ქვეყნების (ნორვეგია, სერბეთი, თურქეთი) დელეგატები გაუძღვებიან. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ ბმული.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_9813.JPG
20/03/2018 09:21

საკონსულტაციო შეხვედრა

20 მარტს 16:00 საათზე ფონდის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების კონფერენციის 2018 წლის საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის რიგით მეორე ჯგუფური საკონსულტაციო შეხვედრა. საკონსულტაციო შეხვედრაზე მოსულ საზოგადოებას განემარტა საგრანტო პროექტის წესი და პირობები.
სრულად

2017 წლის მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის ფარგლებში გამოცხდებული სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის შედეგები

16/03/2018 16:20
გენერალური დირექტორის ბრძანება გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შესახებ გთხოვთ, გაითვალისწინოთ გენერალური დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტების ვადის დარღვევით წარმოდგენის შემთხვევაში გამარჯვებულ აპლიკანტებთან საგრანტო ხელშეკრულება არ გაფორმდება!
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_9702.JPG
16/03/2018 14:26

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის შეხვედრა მეცნიერებთან

16 მარტს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის შეხვედრა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2017 წლის კონკურსების გამარჯვებულებთან(მეცნიერები, დოქტორანტები, პოსტდოქტორანტები, მაგისტრანტები). შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო საქართველოს მთავრობის მიერ მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემის განვითარებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტების შესახებ ინფორმაციის გავრცელება და მეცნიერების პოპულარიზაცია. ღონისძიების კონკრეტულ მიზანს წარმოადგენდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის  2017 წლის კონკურსების გამარჯვებულების შეხვედრა, ძირითადი ტენდენციების, დაფინანსებული დარგებისა და ინსტიტუციების წარმოჩენა, არსებული მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ სამეცნიერო საზოგადოების მხრიდან ინფორმაციის მიწოდება და აქტუალურ საკითხებზე დისკუსიის ინიცირება. ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე თევზაძე, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში და  დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.   საქართველოს მთავრობის სამეცნიერო საზოგადოებასთან შეხვედრა ხელს შეუწყობს ქვეყნის მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემაში მიმდინარე პროგრესული ცვლილებებისა და მიღწევების გასაჯაროებას, ფართო საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდებას, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემის როლის ხაზგასმას, სამეცნიერო კვლევებით არასახელმწიფო სექტორის დაინტერესებასა და პოტენციური ინვესტორების მოზიდვის წახალისებას. ღონისძიება გახსნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ბატონმა მიხეილ ჩხენკელმა, რომელმაც ისაუბრა - განათლებისა და მეცნიერების განახლებული სტრატეგიასა და სამინისტროს გეგმებზე. დამსწრე საზოგადოების წინაშე პრეზენტაციით წარდგა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი, ქალბატონი მანანა მიქაბერიძე, რომელმაც მიმოიხილა 2017 წლის საგრანტო კონკურსები და ისაუბრა სამომავლო გეგმებზე. გამომსვლელთა შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელსაც უძღვებოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ბატონი ალექსანდრე თევზაძე. დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა  დაესვა შეკითხვები საჭირბოროტო საკითხებზე.   დარბაზში პარალელურად წარმოდგენილი იყო მცირე გამოფენა ფონდის გამარჯვებული პროექტების ფარგლებში შესრულებული აკადემიური და სამეცნიერო გამოცემების შესახებ. იხილეთ პრეზენტაცია
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_9808.JPG
16/03/2018 09:38

საკონსულტაციო შეხვედრა

2018 წლის 16  მარტს, 16:00 საათზე, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში,  გაიმართა კონკურსის ,,კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ რიგით მეორე   საჯარო კონსულტაცია. საკონსულტაციო შეხვედრაზე მოსულ საზოგადოებას განემარტა საგრანტო პროექტის წესი, პირობები და კონკურსის კოორდინატორმა  უპასუხა მათ შეკითხვებს.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_3803.JPG
16/03/2018 09:22

„მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ 2018 წლის კონკურსში მეცნიერთა ჩართულობა

საქართველოს მეცნიერებმა გამოხატეს მზაობა ითანამშრომლონ და კონსულტაცია გაუწიონ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდის სახელმწიფო სამეცნიერო  საგრანტო კონკურსში – „მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ მონაწილე პროექტის ხელმძღვანელებს, პედაგოგებსა და მოსწავლეებს.   იხ. მეცნიერთა შესახებ მონაცემები
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/2017%20AUGUST/IMG/ResInternet(1).jpg
15/03/2018 16:54

დაიწყო საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების კონფერენციის საგრანტო კონკურსზე რეგისტრაცია

საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების კონფერენციის 2018 წლის საგრანტო კონკურსზე საპროექტო განაცხადების ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყო. რეგისტრაციისთვის გადადით   ბმულზე . რეგისტრაცია გაგრძელდება 28 მარტის 16:00 საათამდე. ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქციის გასაცნობად გადადით   ბმულზე . 
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/H2020%202018/pgh2020.jpg
15/03/2018 11:25

ფონდი აცხადებს „ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ში საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობის ხელშეწყობის“ 2018 წლის საგრანტო კონკურსს

კონკურსის ს ახელწოდება: „ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ში საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობის ხელშეწყობის“ საგრანტო კონკურსი კონკურსის აბრევიატურა: H2020 PG კონკურსის კოორდინატორები: მარიამ ქებურია                                                             თამთა შკუბულიანი                                                             ნინო ბიწაძე                                                             მეგი ქარცივაძე საკონტაქტო ინფორმაცია: H2020@rustaveli.org.ge კონკურსის მიზანი: ა) საქართველოს მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ში საქართველოს სამეცნიერო საზოგადოების ჩართულობის მხარდაჭერა; ბ) მაღალი ხარისხის საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში, ღონისძიებებსა და საერთაშორისო კონსორციუმებში გაერთიანებისათვის საქართველოს მეცნიერთათვის ხელშემწყობი პირობების შექმნა; გ) საქართველოს მეცნიერთათვის საერთაშორისო სამეცნიერო კონკურსებისათვის საპროექტო წინადადებების მომზადებასთან დაკავშირებული შესაძლებლობების განვითარება. კონკურსის ქვე-მიმართულებები: I ლოტი - ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ში წარსადგენი საპროექტო წინადადების მოსამზადებელი გრანტი, (პროექტის მაქსიმალური ბიუჯეტი: 25 000 ლარი); II ლოტი - გრანტი ფართომასშტაბიან სამეცნიერო საშუამავლო ღონისძიების ორგანიზებისათვის (პროექტის მაქსიმალური ბიუჯეტი: 60 000 ლარი); III ლოტი - საზღვარგარეთ ფართომასშტაბიან საშუამავლო ღონისძიებაში მონაწილეობისათვის საქართველოს მეცნიერთა მობილობის გრანტი (პროექტის მაქსიმალური ბიუჯეტი: 2 000 ევროს ექვივალენტი ლარში). საპროექტო განაცხადის ტიპი: ინსტიტუციური/ინდივიდუალური კონკურსის ადმინისტრირების ვადები: ა)  2018 წლის 15 მარტი  - კონკურსის გამოცხადება; ბ)  2018 წლის 12 აპრილი და 20 აპრილი 16:00 სთ   - ჯგუფური კონსულტაციები;  გ)  2018 წლის 25 აპრილი  - ელექტრონულ ფოსტაზე შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა; დ)  2018 წლის 11 აპრილიდან 30 აპრილის 16:00 სთ-მდე  - პროექტების ელექტრონული რეგისტრაციის ვადები GMUS-ში; ე)  2018 წლის 3 მაისი, 16:00 საათი  - ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენის ბოლო ვადა;    ვ)  2018 წლის მაისი  - რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა; ზ)  2018 წლის მაისი - ივნისი -  კონკურსის პირობების დაცვით რეგისტრირებული პროექტების შეფასება და გამარჯვებულთა გამოვლენა და ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცება; თ)  2018 წლის ივნისი  - კონკურსის შედეგების გამოქვეყნება; ი)  2018 წლის ივნისი  - გამარჯვებული პროექტ(ებ)ის წამყვან და თანამონაწილე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ორგანიზაციასთან, ძირითად პერსონალთან და მეცნიერთან საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება. კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 15 დეკემბრის ბრძანება № 197/ნ სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება №30 ცვლილება გენერალური დირექტორის 2018 წლის 15 მარტის N30 ბრძანებაში კონკურსის პროგრამა და პირობები (დანართი 1) შეფასების კრიტერიუმები ბიუჯეტის კლასიფიკატორი (დანართი 23) პროექტის მომზადებისათვის საჭირო დანართები და მასალები I ლოტი - მოსამზადებელი გრანტი პროექტის თავფურცელი (დანართი 2); საპროექტო წინადადება (დანართი 3) GEO / ENG ; პროექტში ძირითადი პერსონალის სტატუსით ჩართული უცხო ქვეყნის მოქალაქის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანხმობის წერილი პროექტში მონაწილეობის შესახებ - Letter of Commitment (დანართი 4) ; პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი (დანართი 5) GEO / ENG ; პროექტის განხორციელების ბიუჯეტი (დანართი 6) GEO / ENG ; ცნობა თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) (დანართი 7) GEO / ENG ; პროექტის წარმომდგენი ფიზიკური პირების ერთობლივი „განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ“ (ნიმუში)  (დანართი 8); პროფესიული ავტობიოგრაფია (CV) ნიმუში.  (დანართი 9). II ლოტი - გრანტი საშუამავლო ღონისძიების ორგანიზებისთვის პროექტის თავფურცელი (დანართი 10); საპროექტო წინადადება (დანართი 11) GEO / ENG; პროექტში ძირითადი პერსონალის სტატუსით ჩართული უცხო ქვეყნის მოქალაქის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანხმობის წერილი პროექტში მონაწილეობის შესახებ - Letter of Commitment (დანართი 12); პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი (დანართი 13) GEO / ENG; პროექტის განხორციელების ბიუჯეტი (დანართი 14) GEO / ENG; ცნობა თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში (დანართი 15) GEO / ENG; პროექტის წარმომდგენი ფიზიკური პირების ერთობლივი „განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ“ (ნიმუში)  (დანართი 16); პროფესიული ავტობიოგრაფია (CV) ნიმუში (დანართი 9). III ლოტი - მობილობის გრანტი პროექტის თავფურცელი (დანართი 17); საპროექტო წინადადება (დანართი 18) GEO / ENG; პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი (დანართი 19) GEO / ENG; პროექტის განხორციელების ბიუჯეტი (დანართი 20) GEO / ENG; ცნობა თანადაფინანსების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) (დანართი 21) GEO / ENG; პროექტის წარმომდგენი პირის „განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ“ (ნიმუში)  (დანართი 22); პროფესიული ავტობიოგრაფია (CV) (ნიმუში) დანართი 9.   ელექტრონული რეგისტრაციის ბმულები: გრანტების მართვის ერთიანი სისტემა (GMUS) - პროექტების რეგისტრაციისათვის (გაიხსნება 2018 წლის 11 აპრილს) ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია ( ბმული )   მნიშვნელოვანია: პროექტის მომზადებისას გაეცნოთ როგორც მინისტრის ბრძანებას, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ კონკურსის პირობებსა და დანართებს; დანართები, რომლებიც მოცემულია ნიმუშის სახით, ივსება გრანტების მართვის ერთიან სისტემაში (GMUS) ელექტრონული რეგისტრაციის დროს; ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაციები; შეკითხვების გამოგზავნა შესაძლებელია 25/04/2018- მდე მოცემულ ელ. ფოსტაზე: h2020@rustaveli.org.ge ხშირად დასმული კითხვები საკონსულტაციო პრეზენტაცია     ფონდი გისურვებთ წარმატებებს!      
სრულად