old
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/images_2.jpg
04/04/2018 14:31

Elsevier-ის სამეცნიერო ბაზებით სარგებლობის შესახებ გამოკითხვა

2014 წლის N02/44  ხელშეკრულების შესაბამისად (საქართველოს მთავრობის განკარგულება N780) ფონდი უზრუნველყოფს საქართველოს   21 ინსტიტუციისგან  შემდგარი კონსორციუმის წვდომას გამომცემლობა ELSEVIER-ის ბაზებზე: ScienceDirect, Scopus, Mendeley. ხელშეკრულება სრულდება 2018 წლის დეკემბერში. ფონდი აპირებს თანამშრომლობის ეფექტიანობის შეფასებას და სამიზნე აუდიტორიის გამოკითხვას. კითხვარი შედგება 17  შეკითხვისაგან, რომლისშევსება მოითხოვს 8 - 10 წუთს. თქვენი მონაწილეობა მნიშვნელოვანია თანამშრომლობის მიზანშეწონილების განსაზღვრისთვის. გთხოვთ, კითხვარის შესავსებად გადახვიდეთ  ბმულზე . მადლობას გიხდით თანამშრომლობისათვის.   შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი.    
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/IMG_9936.JPG
04/04/2018 12:25

“ლისის ტბის ჰიდრობიოქიმიური მდგომარეობის შეფასება“

2018 წლის 3 აპრილს 15:15 სთ-ზე, თბილისის 199-ე საჯარო სკოლაში, გაიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის  2017 წლის საგრანტო კონკურსში  „მეცნიერება იწყება სკოლიდან - კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ გამარჯვებული პროექტის პრეზენტაცია, სახელწოდებით “ლისის ტბის ჰიდრობიოქიმიური მდგომარეობის შეფასება“. პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი გახლავთ ლიანა ინწკირველი.
სრულად

დაიწყო რეგისტრაცია საქართველოში და საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის 2018 წლის სახელმწიფო საგრანტო კონკურზე

03/04/2018 14:30
დაიწყო რეგისტრაცია საქართველოში და საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის 2018 წლის სახელმწიფო საგრანტო კონკურზე.  რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე . რეგისტრაცია გაგრძელდება 16 აპრილის 16:00 საათამდე. ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქციის გასაცნობად გადადით ბმულზე .   
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/etriks.jpg
02/04/2018 16:36

ფონდი აცხადებს 2018 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსს

ფონდი აცხადებს 2018 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსს კონკურსის სახელწოდება ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსი კონკურსის აბრევიატურა - YS კონკურსის მიზანი კონკურსის მიზანია ახალგზარდა მეცნიერთა სამეცნიერო-კვლევითი პროექტების მხარდაჭერის გზით ხელი შეუწყოს მათი სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაუმჯობესებას, თემატური ან ინტერდისციპლინური მიმართულებით სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებასა და აკადემიურ საქმიანობაში ჩართულობას, აგრეთვე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გაძლიერებასა და გაუმჯობესებას. საპროექტო განაცხადის ტიპი - ინსტიტუციური   კონკურსის ძირითადი პირობები ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსში პროექტების წარდგენა შესაძლებელია სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორით განსაზღვრულ შემდეგ მიმართულებებში: ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; ინჟინერია და ტექნოლოგიები; სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები; აგრარული მეცნიერებები; სოციალური მეცნიერებები; ჰუმანიტარული მეცნიერებები; საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები. ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების კონკურსში გრანტის მოპოვების მიზნით, პროექტი უნდა წარმოადგინოს ახალგაზრდა მეცნიერმა, რომელსაც დოქტორის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი მიენიჭა კონკურსის გამოცხადების თარიღამდე 7 წლის განმავლობაში, და მასპინძელმა დაწესებულებამ ერთობლივად. კონკურსში მასპინძელი დაწესებულების სახით მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებული საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (სსიპ), კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს (ა(ა)იპ), აგრეთვე, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელთა წესდებით/დებულებით განსაზღვრული მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება. ახალგაზრდა მეცნიერს უნდა ჰყავდეს მენტორი მასპინძელი დაწესებულების აკადემიური/სამეცნიერო პერსონალიდან; შესაძლებელია, ახალგაზრდა მეცნიერს ჰყავდეს კონსულტანტ(ებ)ი. კონსულტანტი შესაძლოა იყოს უცხო ქვეყნის მოქალაქე; პროექტში შესაძლოა ჩართული იყოს არა უმეტეს 2 დამხმარე პერსონალი. საკონკურსოდ წარდგენილი პროექტის ხანგრძლივობა უნდა იყოს ორი წელი . ერთი საგრანტო პროექტისთვის ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსება  არ უნდა აღემატებოდეს 30 000 ლარს წელიწადში, 60 000 ლარს - ორ წელიწადში. პროექტს შესაძლებელია ჰქონდეს თანადაფინანსება (დამატებითი ფინანსური წყარო), რომელიც ნაწილობრივ დაფარავს პროექტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების ნაწილს. ფონდიდან მოთხოვნილი თანხა მოიცავს შემდეგ ხარჯვით კატეგორიებს: ა) ახალგაზრდა მეცნიერის სტიპენდიას (არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 15 000 ლარს ) ; ბ) კვლევითი საქმიანობის ხარჯებს (არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 13 500 ლარს ); გ) ზედნადებ ხარჯებს (არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 1500 ლარს )   კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი 2 აპრილი - კონკურსის გამოცხადება დადგენილი წესით; 2018 წლის 18 აპრილს 16:00 საათზე, 3 მაისს 16:00 საათზე და 16 მაისს 16:00 საათზე  - ჯგუფური კონსულტაციები; 18 მაისი - შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა; 30 აპრილიდან 25 მაისის 16:00 საათამდე - პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია; 28 მაისის 16:00 საათამდე - ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა; ივნისი - რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა; ივნისი-ივლისი - შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ ივნისი-ნოემბერი  - კონკურსის პირობების დაცვით წარმოდგენილი პროექტების წარდგენა საკონკურსო ექსპერტების და/ან ესპერტთა ჯგუფებისათვის, განხილვა, შეფასება, ერთიანი რანჟირებული სიის შედგენა და გამარჯვებულთა გამოვლენა დეკემბერი – გამარჯვებული პროექტ(ებ)ის ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დასაფინანსებლად დამტკიცება; დეკემბერი - კონკურსის შედეგების გამოქვეყნება; დეკემბერი - ახალგაზრდა მეცნიერებთან ხელშეკრულების გაფორმება. რეკომენდებულია, 5 აპრილიდან პროექტების ელექტრონული რეგისტრაციის დაწყებამდე პროექტში ჩართული ფიზიკური და იურიდიული პირები დარეგისტრირდნენ გრანტების მართვის ერთიან სისტემაში (GMUS). ეს პირებია: ახალგაზრდა მეცნიერი, მენტორი, მასპინძელი დაწესებულება და ასევე კონსულტანტი, თანადამფინანსებლი ან სხვა იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც პროექტს უზრუნველყოფს კვლევისათვის საჭირო მატერიალურ ტექნიკური ბაზით (ასეთების არსებობის შემთხვევაში). კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 13 ოქტომბრის №135/ნ ბრძანება ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 2 აპრილის № 38 ბრძანება ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 2 აპრილის N38 ბრძანებაში ცვლილება ფონდის გენერალური დირექტორის N38 ბრძანებაში ცლილება ფონდის გენერალური დირექტორის N38 ბრძანებაში ცლილება შეფასების კრიტერიუმები დაფინანსების წესი; სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორი ( GEO / ENG )   პროექტის მომზადებისთვის საჭირო მასალები და დანართები პირობები - დანართი 1 თავფურცელი (ნიმუში) - დანართი 2 საპროექტო წინადადება - დანართი 3 ( GEO / ENG ) ახალგაზრდა მეცნიერის, მენტორისა და კონსულტანტის პროფესიული ბიოგრაფია - CV (ნიმუში) - დანართი 4  მენტორის/კონსულტანტის თანხმობის წერილი - დანართი 5 ( GEO / ENG ) პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი - დანართი 6 ( GEO / ENG ) პროექტის განხორციელების ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება (ნიმუში) - დანართი 7 ( GEO / ENG ) ცნობა თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) - დანართი 8 ( GEO / ENG ) ცნობა მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაზე წვდომის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) - დანართი 9 ( GEO / ENG ) ხშირად დასმული კითხები საკონსულტაციო პრეზენტაცია   ელექტრონული რეგისტრაციის ბმულები გრანტების მართვის ერთიანი სისტემა (GMUS) - პროექტების რეგისტრაციისათვის (ბმული) ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია (ბმული)   მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის: პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მინისტრის ბრძანებას, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს; ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაციები; დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია შეკითხვების გამოგზავნა ელ. ფოსტით ys@rustaveli.org.ge 18/05/2018 - მდე. ხშირად დასმული კითხვების დოკუმენტი აიტვირთება ფონდის ვებგვერდზე და პერიოდულად განახლდება კონკურსის დასრულებამდე.   კოორდინატორები: ნინო ბიწაძე მირანდა თედეშვილი ნატალია გვერდწითელი   საკონტაქტო ინფორმაცია: ელ. ფოსტა: ys@rustaveli.org.ge   ფონდი გისურვებთ წარმატებას!  
სრულად

ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის ერთობლივი კვლევითი პროგრამის საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ!

02/04/2018 14:33
იხილეთ სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორის N09 ბრძანებაში ცლილება.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/ai-ia-anchisxatis-ornamenti.jpg
30/03/2018 14:34

საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების კონფერენციის 2018 წლის საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ!

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 30 მარტის ბრძანება N35-ის თანახმად, საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების კონფერენციის 2018 წლის საგრანტო კონკურსის ელექტრონული რეგისტრაციის ვადა გაგრძელებულია  2 აპრილის 16:00 საათამდე. ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 3 აპროლი, 16:00 საათი .
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/ai-ia-anchisxatis-ornamenti_1.jpg
28/03/2018 13:37

საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების კონფერენციის 2018 წლის საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ!

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 28 მარტის ბრძანება N34 -ის თანახმად, საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების კონფერენციის 2018 წლის საგრანტო კონკურსის ელექტრონული რეგისტრაციის ვადა გაგრძელებულია 30 მარტის 16:00 საათამდე. ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 3 აპროლი, 16:00 საათი. 
სრულად

დაიწყო რეგისტრაცია ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის 2018 წლის საგრანტო კონკურსზე

27/03/2018 13:37
დაიწყო რეგისტრაცია ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის 2018 წლის საგრანტო კონკურსზე. რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე . რეგისტრაცია გაგრძელდება 8 ივნისის 18:00 საათამდე. ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქციის გასაცნობად გადადით ბმულზე . 
სრულად

„ლეონარდო და ვინჩი“- სა და კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ!

26/03/2018 10:05
გრძელდება რეგისტრაცია კონკურსებზე: მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა   კონკურსი „ლეონარდო და ვინჩი“ და  „მეცნიერება იწყება სკოლიდან –  კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/IMG_9825.JPG
23/03/2018 14:47

შეხვედრა Clarivate Analytics-ის წარმომადგენლებთან

23 მარტს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში, კომპანია Clarivate Analytics -ის წარმომადგენელმა, ვალენტინ ბოგოროვმა, ჩაატარა სემინარი Clarivate Analytics-ის სამეცნიერო ბაზის - Web of Science -ის გამოყენების შესახებ. გარდა ამისა, დამსწრე საზოგადოებას გააცნო ახალი ინსტრუმენტი - InCites, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ერთ სტანდარტში მოაქციოს სტრატეგიული კვლევითი ხედვა წინასწარ გამოთვლილი ბიბლიომეტრული ანგარიშების გამოყენებით. 20-22 მარტს Clarivate Analytics-ის წარმომადგენლებმა Web of Science-ის გაცნობითი სემინარები, აგრეთვე,  ჩაატარეს კონსორციუმის წევრ 10 ინსტიტუციაში, კერძოდ: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თავისუფალ უნივერსიტეტში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიასა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში. იხილეთ სემინარებზე გამოყენებული პრეზენტაცია.
სრულად