old
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_0112.JPG
16/04/2018 17:07

შეხვედრა ბულგარეთის ანტარქტიდის შემსწავლელი ინსტიტუტის წარმომადგენლებთან

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ბულგარეთის ერთ-ერთი კვლევითი ცენტრის -  Bulgarian Antarctic Institute    წარმომადგენლებს შეხვდა. ქ-ნ მანანა მიქაბერიძემ მათ ფონდის საქმიანობა და პროგრამები გააცნო. ასევე, აღნიშნა, რომ საქართველოს მეცნიერებთან თანამშრომლობით, ბულგარეთის მეცნიერებს (ისევე, როგორც სხვა ქვეყნების მეცნიერებს) ერთობლივი კვლევითი პროექტების შემუშავება  და ფონდში საკონკურსოდ წარდგენა შეუძლიათ -  საერთაშორისო მკვლევართათვის  ღიაა როგორც ახალგაზრდა მეცნიერთა დაფინანსების, ასევე ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების დაფინანსების სქემები.   Bulgarian Antarctic Institute -ის წარმომადგენლებმა საქართველოს მეცნიერებთან თანამშრომლობის განვითარების მიზნით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს სხვადასხვა კვლევით უნივერსიტეტების და ცენტრების წარმომადგენლებთან.   ინფორმაცია  Bulgarian Antarctic Institute -ის საქმიანობის შესახებ  ხელმისაწვდომია ბმულზე.  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/IMG_0063.JPG
13/04/2018 10:08

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ენის სახელმწიფო დეპარტამენტის ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია

13 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის კვირეულის ფარგლებში კ.კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოფენა „დედა ენის“ შექმნის სათავეებთან“ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ენის სახელმწიფო დეპარტამენტის ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა.  ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნა “დედაენისთვის” შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების ავტოგრაფები, გოგებაშვილის სახელმძღვანელოებისათვის შემქნილი ოსკარ შმერლინგისეული ილუსტრაციების ორიგინალები, იაკობისა და მისი თანამედროვე მოღვაწეების მიმოწერა “დედაენის” შექმნის პროცესთან დაკავშირებით, პირველნაბეჭდი “დედაენა”, ანბანის პირველი ბეჭდური გამოცემა - 1629 წელს რომში დაბეჭდილი “ქართულ-იტალიური ლექსიკონი”, აფხაზური “დედაენა” - რეპრესირებული წიგნი, რომელიც ივანე ჯავახიშვილის არქივს შემორჩა, მიძღვნითი წარწერით გამომცემელთაგან, “დედაენის” 1920 წლის გამოცემის სტამბური კლიშეები და სხვ. ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში გაფორმდება ურთიერთთანამაშრომლობის მემორანდუმი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ენის სახელმწიფო დეპარტამენტს შორის.  მემორანდუმის ფარგლებში თსუ და სახელმწიფო ენის დეპარტამენტი გამართავენ ერთობლივ კონფერენციებს, სამეცნიერო და სასწავლო სემინარებს.  ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეებსა და დამსწრე აუდიტორიას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა გიორგი შარვაშიძემ, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ქალბატონმა მანანა მიქაბერიძემ, ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ბატონმა გიორგი ალიბეგაშვილმა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ქალბატონმა  ნანი გაფრინდაშვილმა.  კონფერენციის ფარგლებში, ასევე, გაიმართება ენის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებული „გავრცელებულ ენობრივ შეცდომათა ლექსიკონის“ პრეზენტაცია. მაღალი სიხშირის მიხედვით. ამიტომ წიგნი სასარგებლო იქნება მომხმარებელთა ფართო წრისთვის. ხშირი ენობრივი შეცდომებიდან ლექსიკონში შესულია ორთოგრაფიული, მორფოლოგიური, სინტაქსური და სტილისტიკური შეცდომები.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/30772286_10156277991082378_710293491_o.jpg
13/04/2018 09:57

გამოფენა კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში

2018 წლის 13 აპრილს, 13 საათზე სსიპ - კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „ძველი ქართული სამწიგნობრო კერები (ორენოვანი მონაცემთა ბაზა და ელექტრონული რუკა)“ ფარგლებში დაგეგმილი ხელნაწერების გამოფენა. გამოფენას ესწრებოდნენ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_9999.JPG
12/04/2018 09:37

საკონსულტაციო შეხვედრა

2018 წლის 12 აპრილს, 16:00 საათზე, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართა „ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ში საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობის ხელშეწყობის“ 2018 წლის საგრანტო კონკურსის საკონსულტაციო შეხვედრა. საკონსულტაციო შეხვედრაზე მოსულ საზოგადოებას განემარტა საგრანტო პროექტის წესი, პირობები და კონკურსის კოორდინატორმა  უპასუხა მათ შეკითხვებს.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/governance-1.jpg
11/04/2018 16:19

ფონდი აცხადებს მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების 2018 წლის საგრანტო კონკურსს

კონკურსის სახელწოდება მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსი კონკურსის აბრევიატურა MG კონკურსის მიზანი ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად, გაძლიერდეს ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალი და ხელი შეეწყოს მეცნიერების საერთაშორისო სამეცნიერო სფეროში ინტეგრაციასა და თანამშრომლობას, მეცნიერების განვითარებასა და პოპულარიზაციას, ახალი კადრების მეცნიერებაში მოზიდვასა და ახალგაზრდა მეცნიერთა კვალიფიკაციის ამაღლებას. აგრეთვე, სამეცნიერო შრომების საერთაშორისო ჟურნალებსა და სამეცნიერო კრებულებში დაბეჭდვის ხელშეწყობა.   საპროექტო განაცხადი ტიპი :   ინდივიდუალური (მობილობა);  ინსტიტუციური (საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებები)   კონკურსის ძირითადი პირობები საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსება გაიცემა ორ ლოტში: პირველი ლოტი - მოკლევადიანი ინდივიდუალური ვიზიტი საზღვარგარეთ სამეცნიერო ღონისძიებაში მონაწილეობისათვის (მობილობა); მეორე ლოტი - საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიების ორგანიზება.   მობილობისათვის ერთი პროექტის მაქსიმალური ბიუჯეტი: 2 000 დოლარის ეკვივალენტი ლარში პროექტის განხორციელების პერიოდი: 2018 წლის 1 სექტემბერი – 2019 წლის 28 თებერვალი საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიების ორგანიზებისათვის ერთი პროექტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს: საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზებისთვის 45 000 ლარს; სეზონური სკოლის ორგანიზებისთვის 45 000 ლარს; კომბინირებული ღონისძიების (კონფერენცია და სეზონური სკოლა ერთად) ორგანიზებისთვის 60 000 ლარს. პროექტის განხორციელების პერიოდი: 2018 წლის 1 სექტემბერი – 2019 წლის 30 სექტემბერი კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი კონკურსის განრიგი და ვადები: 2018 წლის 11 აპრილი - კონკურსის გამოცხადება; ჯგუფური კონსულტაციები: 26 აპრილი, 16:00  საათი ფონდის საკონფერენციო დარბაზი - (რეგისტრაციის ფორმა) 18 მაისი, 16:00  საათი ფონდის საკონფერენციო დარბაზი - (რეგისტრაციის ფორმა) 29 მაისი, 16:00  საათი ფონდის საკონფერენციო დარბაზი -  (რეგისტრაციის ფორმა) 31 მაისი - ელექტრონულ ფოსტაზე შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა; 15 მაისიდან  5 ივნისის 16:00 სთ-მდე - ელექტრონული რეგისტრაციის ვადები GMUS-ში; 6 ივნისი, 16:00 საათი - ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენის ბოლო ვადა;                                                ივნისი - რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან შესაბამისობის დადგენა (ტექნიკური ექსპერტიზა); ივლისი - კონკურსის პირობების დაცვით რეგისტრირებული პროექტების შეფასება და გამარჯვებულთა გამოვლენა და ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცება; აგვისტო - კონკურსის შედეგების გამოქვეყნება.   რეკომენდებულია, პროექტების ელექტრონული რეგისტრაციის დაწყებამდე პროექტში ჩართული ფიზიკური და იურიდიული პირები დარეგისტრირდნენ გრანტების მართვის ერთიან სისტემაში (GMUS).   კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 9 ივნისის №96/ნ ბრძანება დირექტორის ბრძანება (2018 წლის 11 აპრილის N43 ბრძანებით) ცვლილება გენერალური დირექტორის ბრძანებაში ცვლილება გენერალური დირექტორის ბრძანებაში ცვლილება გენერალური დირექტორის ბრძანებაში კონკურსის პირობები შეფასების კრიტერიუმები სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორი ( GEO / ENG ) ბიუჯეტის კლასიფიკატორი (საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებისთვის) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის N 220 ბრძანება ხშირად დასმული კითხვები საკონსულტაციო პრეზენტაცია   პროექტის მომზადებისათვის საჭირო დანართები და მასალები მობილობის გრანტისთვის პროექტის თავფურცელი (ნიმუში) - დანართი 2 საპროექტო წინადადება დანართი 3 ( GEO / ENG ) მკვლევრის პროფესიული ბიოგრაფია (ნიმუში) - დანართი 4 ცნობა თანადაფინანსების შესახებ (დანართი 5) - ( GEO / ENG )   საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებები ს გრანტისთვის პროექტის თავფურცელი (ნიმუში) - დანართი 7 საპროექტო წინადადება - დანართი 8 ( GEO / ENG ) მკვლევრის პროფესიული ბიოგრაფია (ნიმუში) - დანართი 4 პროექტში ჩართული უცხო ქვეყნის მოქალაქის თანხმობის წერილი პროექტში მონაწილეობაზე - Letter of Personal Commitment (დანართი 9) პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკის - დანართი 10 ( GEO / ENG ) პროექტის ბიუჯეტი - დანართი 11 - ნიმუში ( GEO / ENG ) ცნობა თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) - დანართი 12 ( GEO / ENG )   ელექტრონული რეგისტრაციის ბმულები გრანტების მართვის ერთიანი სისტემა (GMUS) - პროექტების რეგისტრაციისათვის (ბმული) ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია (ბმული) მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის: პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მინისტრის ბრძანებასს, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს; ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაციები; დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია შეკითხვების გამოგზავნა ელ. ფოსტით mg@rustaveli.org,ge 31/05/2018 - ის ჩათვლით. კითხვებზე პასუხის განახლებული დოკუმენტი აიტვირთება და განახლდება ყოველ პარასკევს, კონკურსის ბოლო ვადამდე. 2018 წლის მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ   კოორდინატორები: თორნიკე სხირტლაძე ხათუნა არაბული ანა ფოლოდაშვილი   საკონტაქტო ინფორმაცია: mg@rustaveli.org.ge   ფონდი გისურვებთ წარმატებებს !                                              კონკურსის სქემა                                                                                                          
სრულად

დაიწყო რეგისტრაცია ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ში საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობის ხელშეწყობის 2018 წლის სახელმწიფო საგრანტო კონკურზე

11/04/2018 11:40
დაიწყო რეგისტრაცია ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ში საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობის ხელშეწყობის 2018 წლის სახელმწიფო საგრანტო კონკურზე. რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე . რეგისტრაცია გაგრძელდება 30 აპრილის 16:00 საათამდე.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/2018%20clis%20konkursebi/pgh2020.jpg
10/04/2018 10:53

„ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ში საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობის ხელშეწყობის 2018 წლის საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ!

2018 წლის 12 აპრილს, ხუთშაბათს 16:00 საათზე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართება ჯგუფური კონსულტაცია ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ში საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობის ხელშეწყობის 2018 წლის საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის. შეხვედრაზე დაინტერესებულ პირებს კოორდინატორები გააცნობენ კონკურსის პირობებს და უპასუხებენ მათ შეკითხვებს. მორიგი საკონსულტაციო შეხვედრა კონკურსის შესახებ, ასევე, ჩატარდება 2018 წლის 20 აპრილს ფონდის საკონფერენციო დარბაზში.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/2018%20clis%20konkursebi/PHD%20F/download.jpg
05/04/2018 15:04

ფონდი აცხადებს 2018 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსს

კონკურსის სახელწოდება დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსი  კონკურსის აბრევიატურა PHDF   კონკურსის მიზანი ინტელექტუალური პოტენციალის განვითარება და მაღალი კვალიფიკაციის სამეცნიერო პერსონალის მომზადება, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივი გამოყენება, სამეცნიერო კვლევისათვის სათანადო პირობების შექმნა, დოქტორანტებისა და უნივერსიტეტების უცხოეთში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან თანამშრომლობა და ამ გზით საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება და ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში ინტეგრირება. წარმატებული, ნიჭიერი ახალგაზრდა მკვლევარების გამოვლენა და მათი სადოქტორო კვლევების თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში განხორციელების ხელშეწყობა,  ახალგაზრდა ქართველ მეცნიერთა  საერთაშორისო კვლევით პროექტებში ინტეგრირება და საქართველოში სამეცნიერო კვლევების ხარისხის ზრდა. ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო კვლევისათვის სათანადო პირობების შექმნა.     საპროექტო განაცხადი ტიპი                 ინდივიდუალური  კონკურსის ძირითადი პირობები   დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსში პროექტების წარდგენა შესაძლებელია სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორით განსაზღვრულ შემდეგ მიმართულებებში: ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; ინჟინერია და ტექნოლოგიები; მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებები; აგრარული მეცნიერებები; სოციალური მეცნიერებები; ჰუმანიტარული მეცნიერებები; საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები.    ფინანსური მოთხოვნები: ერთ საანგარიშო პერიოდში (6 თვე) ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 10 500 ლარს. დოქტორანტის სტიპენდია ერთ საანგარიშო პერიოდში (6 თვე)  არ უნდა აღემატებოდეს 5250 ლარს. პროექტის ხანგრძლივობა: მინიმუმ 6 და მაქსიმუმ 36 თვე (კონკურსის პირობების შესაბამისად).   კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი   2018 წლის 5 აპრილი – კონკურსის გამოცხადება დადგენილი წესით;  ჯგუფური კონსულტაციები: კონსულტაციებზე დასასწრებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია. 24 აპრილი  24 მაისი  12 ივნისი  - სარეგისტრაციო ბმული 14 ივნისი – ელექტრონულ ფოსტაზე შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა; 1 ივნისიდან 21 ივნისის 16:00 სთ-მდე – პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია GMUS-ში; 22 ივნისის 16:00 სთ-მდე – კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა ფონდის კანცელარიაში; ივნისი-ივლისი - ტექნიკური ექსპერტიზა - რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა; ივლისი - შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ; ივლისი-ნოემბერი - კონკურსის პირობების დაცვით წარმოდგენილი პროექტების შეფასება, ერთიანი რანჟირებული სიის შედგენა და გამარჯვებულთა გამოვლენა; ნოემბერი – გამარჯვებული პროექტ(ებ)ის დასაფინანსებლად დამტკიცება ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით; ნოემბერი - კონკურსის შედეგების გამოქვეყნება; ნოემბერი – გამარჯვებულ დოქტორანტებთან საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება.   რეკომენდებულია, პროექტების ელექტრონული რეგისტრაციის დაწყებამდე პროექტში ჩართული ფიზიკური და იურიდიული პირები დარეგისტრირდნენ გრანტების მართვის ერთიან სისტემაში (GMUS).   კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 სექტემბრის №128/ნ ბრძანება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 5 აპრილის №39 ბრძანება ცვლილება გენერალური დირექტორის ბრძანებაში ცვლილება გენერალური დირექტორის ბრძანებაში შეფასების კრიტერიუმები დაფინანსების წესი; სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორი - ( GEO / ENG ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანება (სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისათვის უცხოეთში მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ)   პროექტის მომზადებისათვის საჭირო მასალები და დანართები კონკურსის პირობები - დანართი 1 თავფურცელი (ნიმუში) - დანართი 2 საპროექტო წინადადება - დანართი 3 ( GEO / ENG ) დოქტორანტის, დისერტაციის ხელმძღვანელის, თანახელმძღვანელისა და კონსულტანტის (მათი არსებობის შემთხვევაში) პროფესიული ბიოგრაფია - CV (ნიმუში) - დანართი 4 პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი - დანართი 5 ( GEO / ENG ) პროექტის განხორციელების ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება (ნიმუში) - დანართი 6 ( GEO / ENG ) უცხოელი კონსულტანტის / თანახელმძღვანელის თანხმობის წერილი (მათი არსებობის შემთხვევაში) - (Letter of personal commitment) -  დანართი 7  ცნობა თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) - დანართი 8 ( GEO / ENG ) ცნობა დოქტორანტურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დოქტორანტის სწავლის შესახებ - დანართი 9 ( GEO / ENG ) თანხმობის წერილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამოყენების შესახებ - დანართი 10 ( GEO / ENG ) უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი ვიზიტის დროს ყოველთვიური დაფინანსების ნორმები ქვეყნების კატეგორიების მიხედვით - დანართი 13 ხშირად დასმული კითხვები საკონსულტაციო პრეზენტაცია   ელექტრონული რეგისტრაციის ბმულები გრანტების მართვის ერთიანი სისტემა (GMUS) - პროექტების რეგისტრაციისათვის  (ბმული) ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია  ( ბმული)     მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის: პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მინისტრის ბრძანებას, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს; ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაციები; დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია შეკითხვების გამოგზავნა ელ. ფოსტით do@rustaveli.org,ge 15/06/2018 - მდე. ხშირად დასმული კითხვების დოკუმენტები აიტვირთება ფონდის ვებგვერდზე და პერიოდულად განახლდება კონკურსის დასრულებამდე.   კოორდინატორები: ანა ფოლოდაშვილი  ნატალია გვერდწითელი ოთარ გოგიაშვილი საკონტაქტო ინფორმაცია: do@rustaveli.org.ge   ფონდი გისურვებთ წარმატებებს !    
სრულად

ფონდისა და თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოს (TUBITAK) ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსში მონაწილეთა საყურადღებოდ!

05/04/2018 14:28
"2017 წლის თურქრთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოსა (TUBITAK)  და სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ" სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2017 წლის 24 ნოემბრის N155 ბრძანებაში შევიდა ცვლილება. იხილეთ გენერალური დირექტორის ბრძანება.
სრულად