old
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/31195688_1055425421290436_2124567514984742912_n.jpg
25/04/2018 14:02

მე-4 საერთაშორისო მულტიდისციპლინური კონფერენცია რეოლოგიაში

23 აპრილს სასტუმრო Gallery Palace-ში საზეიმოდ გაიხსნა მე-4 საერთაშორისო მულტიდისციპლინური კონფერენცია რეოლოგიაში. კონფერენცია იმართება რეოლოგიის საზოგადოების, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის მიერ  ერთობლივად. პროექტის წამყვანი ორგანიზაცია გახლავთ რეოლოგთა სოზოგადოება. რეოლოგთა ორგანიზაცია არის სამეცნიერო და სასწავლო ინსტიტუცია, რომლის შემადგენელი ნაწილებია: მულტიდისციპლინური მეცნიერებათა სკოლა; საბაზისო კვლევების ადაპტირების განყოფილება; ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კლინიკური კვლევების განყოფილება; დიაგნოსტიკურ-ანალიტიკური ორგანიზაცია. თანამონაწილე ორგანიზაცია არის ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი.  ეს არის ყველაზე თანამედროვე სამეცნიერო ინსტიტუცია. ისტორიულად ბერიტაშვილის სახ. ფიზიოლოგიის ინსტიტუტი ასოცირდება მაღალ რეიტინგულ კვლევებთან, დიდ ინტელექტუალურ რესურსთან, ინოვაციურობასთან. კონფერენციის ორგანიზატორი გახლავთ ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის რეოლოგიის და დიაგნოსტიკურ-ანალიტიკური სერვისების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. კონფერენციის დამფინანსებელი ორგანიზაციაა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, რომლის ხელშეწყობითა და დონორობით საქართველოში ფინანსდება ქართველი მეცნიერების მრავალი წამოწყება თუ პროექტი.  ასეთი კოლაბორაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან მოხდა საჯარო სამართლის იურიდიულ და არასამეწარმოო იურიდიულ პირებს შორის თანამშრომლობა, რამაც გახადა შესაძლო ბიზნესსექტორის დაინტერესება. კონფერენციას ესწრებოდნენ თანაორგანიზატორები უცხოეთიდან, რომელთა პრიორიტეტებია თანამედროვე რეოლოგიური კვლევები. კონფერენცია წარმოდგენილი იყო: სესიური და პლენარული სხდომებით, ინტერაქტიული ლექციებით, ახალგაზრდა სპეციალისტებისათვის ადაპტირებული ტრენიგ-კურსით. კონფერენცია მიმდინარეობს 22.04.2018 - 26.04.2018.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_0243_1.JPG
24/04/2018 16:39

ქიმიური აბსტრაქტების სერვისების სემინარი

24 აპრილს, 16:00 საათზე, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რ. აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტისა და  ფონდის მიერ ორგანიზებული სემინარი, სადაც დამსწრე საზოგადოებას გააცნეს CAS და SciFinder-ის აპლიკაციების მნიშვნელობა ქართველი მეცნიერებისათვის. ამერიკული ქიმიური საზოგადოების (American Chemical Society) განყოფილება - ქიმიური აბსტრაქტების სერვისი CAS (www.cas.org) გახლავთ ქიმიისა და მასთან დაკავშირებული თემატიკის შესახებ მსოფლიოში წამყვანი ავტორიტეტი. CAS უკვე 100 წელიწადზე მეტია აგროვებს და აანალიზებს მსოფლიოში კვლევით მიღწევებს და ხელს უწყობს სამეცნიერო აღმოჩენების წარმატებას. CAS სერვისები, როგორებიცაა SciFinder, PatentPak, MethodsNow, მიზნობრივად პასუხობს მეცნიერების, ბიზნესის წარმომადგენლებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტების ყოველდღიურ კითხვებს. ზუსტ ინფორმაციასთან დროული ხელმისაწვდომობა წარმატებული და ეფექტური ინოვაციის საფუძველია. CAS-თან პარტნიორობა ხელს უწყობს ორგანიზაციებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით სტრატეგიულად მართონ მიღებული ინფორმაცია.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_0223_1.JPG
24/04/2018 09:35

საკონსულტაციო შეხვედრა

2018 წლის 24 აპრილს, სამშაბათს, 16:00 საათზე საკონფერენციო დარბაზში (მ. ალექსიძის N 1) გაიმართა ჯგუფური კონსულტაცია დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების 2018 წლის კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის. შეხვედრაზე დაინტერესებულ პირებს კოორდინატორებმა გააცნეს კონკურსის პირობები და უპასუხეს მათ შეკითხვებს.  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_0205.JPG
23/04/2018 17:07

ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

23 აპრილს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოში ფრანგული ინსტიტუტის თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, მანანა მიქაბერიძემ, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში  პასკალ მენიემ  და ფრანგული ინსტიტუტის დირექტორმა ჟან-ივ ლავუარიმ.  მემორანდუმის მიზანია მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და კვლევის პოლიტიკისადმი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა.  აღნიშნული მემორანდუმით, მხარეები თანხმდებიან, რომ მათი საერთო ინტერესია ინფორმაციის, გამოცდილების და შეხედულებათა გაზიარება თავიანთი შესაბამისი საქმიანობის სფეროს მიხედვით. ასეთი სფეროა მეცნიერების დაფინანსება, საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობა, მეცნიერების პოპულარიზაცია. მხარეთა შორის თანამშრომლობის მიმართულებები შესაძლოა გულისხმობდეს მობილობის ხელშეწყობას, ბილატერალური თანამშრომლობის სქემას ერთობლივი კვლევითი პროექტებისა და სემინარების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს შემსწავლელი მეცნიერების მხარდაჭერის პროგრამას საფრანგეთის უნივერსიტეტებსა და კვლევით ცენტრებში, საერთაშორისო ჩარჩო პროგრამაში ერთობლივი მონაწილეობის ხელშემწყობ პროგრამას, მეცნიერების პოპულარიზაციის წახალისების ერთობლივ ღონისძიებებსა და სხვა საკითხებს.  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/IMG_9948.JPG
23/04/2018 11:36

,,გადაწერაზე დაფუძნებული გამოყენების კონტროლი“

2018 წლის 20 აპრილს , ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაიმართა, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის ,,გადაწერაზე დაფუძნებული გამოყენების კონტროლი“  კვლევის შედეგების პრეზენტაცია. ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები და პროფესორები. პროექტის მიზანს წარმოადგენდა წვდომის კონტროლი უსაფრთხო კომპიუტერული სისტემების აგების ცენტრალური საკითხი. რომელიც განსაზღვრულია, როგორც გარკვეული სუბიექტისთვის გარკვეულ ობიექტზე წვდომის ნებართვის მიცემის ან არმიცემის უნარი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს შესაბამის კომპიუტერულ რესურსთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა, რესურსის მთლიანობა და ავტორიზებული სუბიექტებისთვის მისი მისაწვდომობა. გამოყენების კონტროლი ამ პრობლემისადმი ახალი, თანამედროვე მიდგომაა, რომელიც მართავს წვდომას ღია, ჰეტროგენულ ქსელებთან დაკავშირებულ კომპიუტერულ გარემოში. პროექტის მიზანი იყო გამოყენების კონტროლისთვის ისეთი ფორმალური სტრუქტურის შემოთავაზება, რომელსაც შეეძლებოდა გამოყენების კონტროლის მთავარი მოდელების ადეკვატური ფორმალიზაცია და შესაფერისი იქნებოდა მათი ანალიზისა და ვერიფიკაციისთვის. ამისათვის ავირჩიეთ გადაწერის თეორია, კონკრეტულად, ρLog აღრიცხვა, რომელიც აფართოებს ლოგიკურ პროგრამებს მათში პირობებიანი, სტრატეგიებით მართული გადაწერის წესების დაშვებით, შევადარეთ იგი გადაწერის ცნობილ ფორმალიზმებს და ვაჩვენეთ კავშირი კონტროლის მოთხოვნებს და გადაწერის თვისებებს შორის. გარდა ამისა, ერთ-ერთი ასეთი თვისება, კონფლუენტურობა, დეტალურად შევისწავლეთ თარგთა აღრიცხვის ვარიანტისთვის, რომელიც აზოგადებს გადაწერის ჩვენთვის საჭირო ფორმალიზმებს. პრეზენტაციაზე წარდგენილ იქნა გრანტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები. შემუშავებული ρLog აღრიცხვის მოდელები და სხვა მასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ლოგიკური დაშვებების შედეგები. ასევე, კონფლუენტურობის დეტალური ანალიზი და მისი როლი გადაწერის ფორმალიზებაში.    
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_9958.JPG
20/04/2018 09:36

საკონსულტაციო შეხვედრა

2018 წლის 20 აპრილს, პარასკევს 16:00  საათზე, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართა ჯგუფური კონსულტაცია  ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ში საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობის ხელშეწყობის 2018 წლის საგრანტო კონკურსში  მონაწილეობის მსურველთათვის. შეხვედრაზე დაინტერესებულ პირებს კოორდინატორებმა გააცნეს კონკურსის პირობები და უპასუხეს მათ შეკითხვებს.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/2018%20clis%20konkursebi/pgh2020.jpg
18/04/2018 11:29

„ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ში საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობის ხელშეწყობის 2018 წლის საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ!

2018 წლის 20 აპრილს, პარასკევს 16:00  საათზე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართება ჯგუფური კონსულტაცია  ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ში საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობის ხელშეწყობის 2018 წლის საგრანტო კონკურსში  მონაწილეობის მსურველთათვის. შეხვედრაზე დაინტერესებულ პირებს კოორდინატორები გააცნობენ კონკურსის პირობებს და უპასუხებენ მათ შეკითხვებს. შეხვედრაზე დასასწრებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია მოცემული ბმულის მეშვეობით.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_0121.JPG
18/04/2018 09:36

საკონსულტაციო შეხვედრა

2018 წლის  18 აპრილს, ოთხშაბათს 16:00 საათზე,  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართა ჯგუფური კონსულტაცია ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის. შეხვედრაზე დაინტერესებულ პირებს კოორდინატორებმა გააცნეს კონკურსის პირობები და უპასუხეს მათ შეკითხვებს.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/etriks_3.jpg
17/04/2018 17:27

ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის!

2018 წლის 18 აპრილს, ოთხშაბათს 16:00 საათზე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართება ჯგუფური კონსულტაცია ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის. შეხვედრაზე დაინტერესებულ პირებს კოორდინატორები გააცნობენ კონკურსის პირობებს და უპასუხებენ მათ შეკითხვებს. მორიგი საკონსულტაციო შეხვედრები კონკურსის შესახებ, ასევე, ჩატარდება 2018 წლის  3 და 16 მაისს ფონდის საკონფერენციო დარბაზში.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/2018%20clis%20konkursebi/PHD%20F/download.jpg
17/04/2018 17:26

დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების 2018 წლის კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ!

2018 წლის 24 აპრილს, სამშაბათს, 16:00 საათზე საკონფერენციო დარბაზში (მ. ალექსიძის N 1) გაიმართება ჯგუფური კონსულტაცია დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების 2018 წლის კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის. შეხვედრაზე დაინტერესებულ პირებს კოორდინატორები გააცნობენ კონკურსის პირობებს და უპასუხებენ მათ შეკითხვებს.   მორიგი საკონსულტაციო შეხვედრები კონკურსის შესახებ ასევე ჩატარდება 2018 წლის  24 მაისსა  და 12 ივნისს. კონსულტაციაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ წინასწარ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე.
სრულად