old
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/111.jpg
01/05/2018 14:59

სეისმურად აქტიურ და მყინვარებთან ახლომდებარე ზონებში დიდი მეწყერებისა და ჩამოქცევების ფორმირების მექანიზმებისა და კანონზომიერებების დადგენა

2018 წლის 27 აპრილს, 13:00 საათზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური  კვლევების საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის: "სეისმურად  აქტიურ და მყინვარებთან ახლომდებარე ზონებში დიდი მეწყერებისა და ჩამოქცევების ფორმირების მექანიზმებისა და კანონზომიერებების დადგენა" შედეგების საბოლოო პრეზენტაცია. აღნიშნული პროექტის  ხელმძღვანელი გახლავთ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ჯემალ კილასონია (2015-2017 წწ.), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი გრიგოლ ხელიძე (2018 წლიდან), შემსრულებელი -  ბათუმის შოთა  რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი ნანა დონდოლაძე.  პროექტის მიზანს წარმოადგენდა: სეისმურად  აქტიურ და მყინვარებთან ახლომდებარე ზონებში დიდი მეწყე-რებისა და ჩამოქცევების ფორმირების მექანიზმებისა და კანონზომიერებების დადგენა. ჩამოქცევა-მეწყერული პროცესების წარმოშობისა და განვითარების მექანიზმებისა და კანონზომიერებების შესწავლის თანამედროვე მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე ძირითად მოქმედ ძალებად, რომლებსაც შეუძლიათ დაარღვიონ ფერდობის მდგრადობა, მიჩნეულია: სამთო ქანების მასივის წონა, სეისმური ზემოქმედება, ფილტრაციული ნაკადის წნევა. ამ უკანასკნელს შეუძლია გამოიწვიოს ძვრაზე სიმტკიცის მკვეთრი დაქვეითება, ხოლო მყინ-ვარების მეზობლად მდებარეობის შემთხვევაში მათთან ურთიერთქმედება. მეწყერის განვითარების პროცესის მათემატიკური მოდელირების ალგორითმი განხორციელებულია სამ ეტაპად: პირველი-მთის მასივის სტატიკური დაძაბულ-დეფორმირებული მდგომარეობის განსაზღვრა ცოცვადობის და მასივის ბზარიანობის გათვალისწინებით წრფივი დრეკადობის  თეორიის ფარგლებში, მეორე-სეისმური დაძაბულ–დეფორმირებული მდგომარეობის განსაზღვრა დრე-კად-პლასტიკური ამოცანის ფარგლებში, რომლისთვისაც პირველი ეტაპზე მიღებული შედეგები წარმოადგენს საწყის მონაცემებს, მესამე-მთის ქანების ჩა-მოქცევები, რომლებიც განხილულია ბლანტი სითხის ნაკადის სახით. წარმოდგენილია ჟინვალის წყალსაცავის ზონაში არსებული მეწყერების და ღვარცოფების თანამედროვე მდგომარეობა. მეწყერების მონიტორინგის მეთოდები და საშუალებები, აგრეთვე პროფილაქტიკისა და სტაბილიზაციისათვის გასატარებელი ღონისძიებებიები. შემოთავაზებულია მეწყერსაშიშროების ადრეული შეტყობინების სისტემის 5 დონიანი სქემა. საგრანტო პროექტის ფარგლებში მიღებული იქნა მონაწილეობა ორ საერთაშორისო კონფერენციაში, ხოლო სამუშაოს შედეგების მიხედვით მომზადდა ორი სტატია რეცენზირებად ჟურნალებში.  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/1.jpg
30/04/2018 16:03

„ საქართველოს ნიადაგების ეროვნული ატლასის შექმნა“

2018 წლის 30 აპრილს, 12:00 საათზე, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კამპუსის 322-ე აუდიტორიაში, ჩატარდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2014 წლის ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის „საქართველოს ნიადაგების ეროვნული ატლასის შექმნა“ შედეგების საჯარო პრეზენტაცია. აღნიშნული პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი გახლავთ თენგიზ ურუშაძე.
სრულად

დაიწყო რეგისტრაცია ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების დაფინანსების 2018 წლის სახელმწიფო საგრანტო კონკურზე

30/04/2018 15:13
დაიწყო რეგისტრაცია ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების დაფინანსების 2018 წლის სახელმწიფო საგრანტო კონკურზე. რეგისტრაციისთვის გადადით  ბმულზე . რეგისტრაცია გაგრძელდება 25 მაისის 16:00 საათამდე.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/11.jpg
30/04/2018 13:57

“თანამედროვე რუსთველოლოგიური კვლევებით კომენტირებული ვეფხისტყაოსანი“

2018 წლის 30 აპრილს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში შექმნილი მონოგრაფიის -“თანამედროვე რუსთველოლოგიური კვლევებით კომენტირებული ვეფხისტყაოსნის “ პრეზენტაცია. პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელია ე. ხინთიბიძე, ხოლო ძირითადი შემსრულებლები დ. თვალთვაძე და ზ. ხინთიბიძე. პროექტის ფარგლებში შეიქმნა და გამოქვეყნდა 12 სამეცნიერო სტატია, წაკითხულ იქნა 8 მოხსენება სხვადასხვა სამეცნიერო ფორუმზე და ჩატარდა სამი პრეზენტაცია.მონოგრაფია შედგება 250-მდე კომენტარისაგან. კომენტარები გარკვეულწილად არაერთგვაროვანია. არის შედარებით მცირე ზომისა და სირთულის განმარტებები და არის ვრცელი და საკმაოდ რთული კვლევებიც განსამარტავი საკითხის სირთულიდან გამომდინარე. მონოგრაფიის ავტორი პროფესორი ე. ხინთიბიძეა, მაგრამ მონოგრაფიაში შესულია ასევე პროფესორ დ. თვალთვაძის განმარტებები ვეფხისტყაოსნის ენობრივ საკითხებთან დაკავშირებით და პროფესორ ზ. ხინთიბიძის კვლევები ვეფხისტყაოსნის მიმართების თაობაზე ანტიკურ მწერლობასთან. ყველა ამგვარ შემთხვევებში კომენტარის ბოლოს არის მითითება ავტორზე. მონოგრაფია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/1K_1.jpg
30/04/2018 10:25

ფონდი აცხადებს საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრისა და ფონდის ერთობლივ საგრანტო კონკურსს - „საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტი“ (PICS)

კონკურსის სახელწოდება საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრისა და სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსი - „საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტი (PICS) კონკურსის აბრევიატურა: CNRS PICS კონკურსის მიზანი:   მეცნიერების სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება–გაფართოება და საქართველოს მეცნიერთა კვლევების დონის ამაღლება,  ახალგაზრდა მეცნიერთა ერთობლივ კვლევებში აქტიური ჩართვა და ევროპულ სამეცნიერო-კვლევით სივრცეში მათი ინტეგრაციის  ხელშეწყობა. საპროექტო განაცხადის ტიპი: ინსტიტუციური პროექტის ხანგრძლივობა: 36 თვე კონკურსის მთავარი პირობა: კონკურსის მთავარი პირობაა ერთობლივი საპროექტო წინადადების წარდგენა, საქართველოს და საფრანგეთის მეცნიერთა ჯგუფებს შორის თანამშრომლობის გამოცდილება და შედეგად სულ მცირე ერთი გამოქვეყნებული ერთობლივი სამეცნიერო პუბლიკაცია. ფონდის მიერ თითოეული პროექტისთვის გამოყოფილი საგრანტო დაფინანსება წელიწადში არ აღემატება 10 000 ევროს ეკვივალენტს ლარში. CNRS-ის ელექტრონული რეგისტრაციის სისტემაში ერთობლივი საპროექტო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 30 მაისი.   (იხილეთ სარეგისტრაციო ბმული). პროექტის ფრანგი ხელმძღვანელის მიერ CNRS-ში ერთობლივი განაცხადის წარდგენასთან ერთად, საქართველოს მეცნიერთა ჯგუფის ხელმძღვანელმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის კანცელარიაში ა.წ. 15 ივნისის 17:00 სთ-მდე უნდა წარმოადგინოს CNRS-ის ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირებული საპროექტო წინადადების ორიგინალი და მისი ინგლისურენოვანი თარგმანი ელექტრონული სახით დისკზე (CDR) PDF ფორმატით. ფონდის კანცელარიაში ასევე წარმოდგენილი უნდა იყოს პროექტის მონაწილე საქართველოს მეცნიერთა ჯგუფის ხელმძღვანელის და მისი ორგანიზაციის ადმინისტრაციის უფროსის/უფლებამოსილი პირის  ერთობლივი განცხადება (დანართი 2 ). პროექტის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე ინგლისურად და ფრანგულად . კონკურსის ადმინისტრირების განრიგი: 2018 წლის 30 აპრილი - კონკურსის გამოცხადება; 2018 წლის 30 მაისი - განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა CNRS-ის ელექტრონული რეგისტრაციის სისტემაში; 2018 წლის 15 ივნისი -  განაცხადების წარდგენა ფონდის კანცელარიაში ; 2019 წლის თებერვალი - გამარჯვებული პროექტების გამოვლენა CNRS-ის მიერ; 2019 წლის თებერვალი-მარტი- შედეგების დამტკიცება და გამოცხადება.   დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ: CNRS-ში საკონტაქტო პირს: Gulnara Le Torrivellec (+33 1 44 96 44 53) ელ. ფოსტა: Gulnara.LETORRIVELLEC@cnrs-dir.fr შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხრიდან კონკურსის კოორდინატორები:  მარიამ ქებურია, თამთა შკუბულიანი,  მეგი ქარცივაძე, ოთარ გოგიაშვილი ელ. ფოსტა -   cnrs@rustaveli.org.ge   კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 3 სექტემბრის ბრძანება №113/ნ; შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის N50 ბრძანება; კონკურსის პროგრამა და პირობები (დანართი 1) ; ერთობლივი განცხადების ფორმა (დანართი 2) . განაცხადის ფორმა ფრანგულ ენაზე (ნიმუში);   ფონდი გისურვებთ წარმატებებს!
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/31363354_2057993957561209_4606125994284154880_n.jpg
27/04/2018 13:59

„საქართველოს ეროვნული მუზეუმის უცნობი კოლექციები - ინდოეთი, ჩინეთი, იაპონია

2018 წლის 26 აპრილს, 18:00  საქართველოს ეროვნულ მუზეუმში  აღმოსავლური ხელოვნების (ინდოეთი, ჩინეთი, იაპონია)  ნიმუშთა  მრავალფეროვანი კოლექციები გამოიფინა. გამოფენა მოეწყო შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის შორეული აღმოსავლეთისა და ინდოეთის კულტურის ძეგლები -საქართველოს ეროვნული მუზეუმის უცნობი კოლექციები   ფარგლებში. (პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი ნათია დემურიშვილი). მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული, მეტად მდიდარი და მრავალფეროვანი აღმოსავლური კოლექციები მუდმივი კვლევისა და შესწავლის საგანია, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დახმარებით, კვლევებმა უფრო მასშტაბური ხასიათი  შეიძინა: 2015 -2018 წლებში, ფონდის დახმარებით, განხორციელდა ინდური, ჩინური და იაპონური  ექსპონატების სრული და ხელახალი აღნუსხვა, ფოტოფიქსაცია, დაცულობის მდგომარეობის განსაზღვრა, საარქივო მასალის მოკვლევა-დამუშავება და სხვ.; გამოიცა მონოგრაფია „საქართველო და აღმოსავლური სამყარო (ინდოეთი და შორეული აღმოსავლეთი)“,რომლის პრეზენტაცია გაიმართა გამოფენის გახსნის პარალელურად. აღნიშნულ მონოგრაფიაში თავი მოიყარა ჩინეთის, იაპონიის, ინდოეთის ისტორიისა და ხელოვნების მკვლევართა შრომებმა. ეს შრომები შეეხება  საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცულ უცნობ კოლექციებს, ასევე ინდოეთისა და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნების პოლიტიკურ, კულტურულსა და რელიგიურ-ფილოსოფიურ საკითხებს. პროექტის ფარგლებში მომზადდა  ორენოვანი (ქართულ - ინგლისური) ვებგვერდიც (www.orientalart.ge), შეიქმნა კომპიუტერულ მონაცემთა ბაზა, რომელიც დაეხმარება  ნებისმიერ მსურველს ინფორმაციის მიღებაში სამუზეუმო კოლექციების შესახებ და სხვ. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია გრანტით გათვალისწინებული სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები, რამაც მრავალ დაზიანებულ ექსპონატს ახალი სიცოცხლე შესძინა. ეს ექსპონატები, ისევე როგორც შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებისა და ინდური კოლექციების ყველაზე თვალსაჩინო ნიმუშები - გამოიფინა დამთვალიერებლისათვის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ვრცელ დარბაზებში. გამოფენა 4 თვეს გაგრძელდება.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/31302040_2193950340621525_7334001625398247424_n.jpg
27/04/2018 13:58

“ქართველთა თვითცნობიერება ისტორიული ასპექტები XVIII საუკუნე“

2018 წლის 26 აპრილს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაიმართა შოთა რუსთაველის საქართველო ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ, 2014 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით  დაფინანსებული პროექტის ფარგლებში გამოცემული წიგნის “ქართველთა თვითცნობიერება ისტორიული ასპექტები XVIII საუკუნე“ საჯარო პრეზენტაცია. ნაშრომის ავტორი გახლავთ ზურაბ თარგამაძე.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/IMG_0302.JPG
27/04/2018 10:26

"ლითონკომპლექსების სინთეზი, კვლევა და გამოყენება"

2018 წლის 27 აპრილს, 12:00 საათზე, ივ ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, პ. მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტში, ლაბორატორიული კორპუსის მეორე სართულზე, ჩატარდა ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული პროექტის: "ლითონკომპლექსების სინთეზი, კვლევა და გამოყენება" საბოლოო შედების პრეზენტაცია. აღნიშნული პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი გახლავთ ქალბატონი ლეილა ჯაფარიძე.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/2018%20clis%20konkursebi/LEO/3_1.JPG
26/04/2018 14:27

მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა ,,ლეონარდო და ვინჩის“ 2018 წლის კონკურსის პირველი ეტაპის შედეგები

სსიპ  შოთა რუსთაველის საქართველოს  სამეცნიერო ფონდში მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა ,,ლეონარდო და ვინჩის“ 2018  კონკურსის  დარეგისტრირდა 38 საკონკურსო განაცხადი შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებში: ქცევითი და სოციალური მეცნიერებები- 1 საკონკურსო განაცხადი; ქიმია/ბიოქიმია/ ბიოსამედიცინო და ჯანდაცვის მეცნიერებები -4 საკონკურსო განაცხადი კომპიუტერული ბიოლოგია და ბიოინფორმატიკა-1 საკონკურსო განაცხადი; დედამიწისა და გარემოსდაცვითი მეცნიერებები -1 საკონკურსო განაცხადი; დანერგილი სისტემები-18 საკონკურსო განაცხადი; ენერგია: ქიმიური და ფიზიკური- 1 საკონკურსო განაცხადი; საინჟინრო მექანიკა/-კომპიუტერული მექანიკა, კონტროლის თეორია-3 საკონკურსო განაცხადი გარემოსდაცვითი ინჟინერია-3 საკონკურსო განაცხადი; სანავიგაციო და სამაშველო სისტემების განვითარება-1 საკონკურსო განაცხადი; რობოტიქსი და ინტელექტუალური მანქანები-5 საკონკურსო განაცხადი; მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა ,,ლეონარდო და ვინჩის“ 2018  კონკურსის მეორე ეტაპზე გადავიდა    20      საკონკურსო განაცხადი. მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა ,,ლეონარდო და ვინჩის“ 2018  კონკურსის მეორე ეტაპზე გადასული პროექტების რანჟირებული სია  . კ ონკურსის პირველი ეტაპის მაქსიმალური შეფასებაა 50 ქულა. კონკურსის მეორე საფეხურზე გადავიდნენ   ის კონკურსანტები , რომლებიც შეფასების   კრიტერიუმების მიხედვით მიიღეს არანაკლებ 30   ქულა. კონკურსის  მეორე ეტაპზე,  საკონკურსო განაცხადის - „განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ“, პროექტის აღწერილობის, ხელმძღვანელის და შესაბამისი დარგის მეცნიერის ან ზედამხედველის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პროფესიული ბიოგრაფიების და საილუსტრაციო მაკეტის/მოდელის/ნახაზის შემცველი ელექტრონული ფაილების წარდგენა  შესაძლებელი იქნება ფონდის შემდეგ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე:  leo@rustaveli.org.ge    2018 წლის  04 ოქტომბრის 16:00 სთ-მდე.  საკონკურსოდ განიხილება მხოლოდ ის განაცხადები,  რომლებიც გამოგზავნილი იქნება მითითებულ  ელექტრონულ ფოსტაზე და ამავდროულად კონკურსის მეორე ეტაპის საკონკურსო განაცხადი  ამობეჭდილი, ხელმოწერილი და საილუსტრაციო მაკეტი/მოდელი/ნახაზი წარმოდგენილი იქნება ფონდის კანცელარიაში, ხოლო რეგიონებში მცხოვრები მონაწილეების  მიერ  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების (შესაბამისი რაიონის) საგანმანათლებლო რესურს-ცენტრში   2018 წლის  10 ოქტომბრის 16:00 სთ-მდე.   ვადის დარღვევის ან/და არასრული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში პროექტი  მოიხსნება კონკურსიდან. სარეგისტრაციო შიფრი მიენიჭება საგრანტო კონკურსის ელ. ფოსტაზე კონკურსის მეორე ეტაპზე გაგზავნილ თითოეულ პროექტს და გაეგზავნება პროექტის წარმდგენს. პროექტის წარმდგენი ამობეჭდავს განაცხადს კონკურსში მონაწილეობის შესახებ   (იხ. დანართი   №3),     მიუთითებს   პროექტის შიფრს:    leo/…/…/18 რომელიც მიენიჭება  პროექტის წარდგენის შემდეგ, ამობეჭდავს და   დაადასტურებს ხელმოწერებით. ამობეჭდილი, შევსებული, ხელმოწერებით დადასტურებული ,,განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ“ ,საილუსტრაციო ნახაზთან /მოდელთან/მაკეტთან ერთად    წარდგენილი უნდა იქნას ფონდის კანცელარიაში, ხოლო რეგიონებში მცხოვრებმა მონაწილეებმა განაცხადი და საილუსტრაციო ნახაზი/მოდელთან/მაკეტთან ერთად უნდა წარადგინონ  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების (შესაბამისი რაიონის) საგანმანათლებლო რესურს-ცენტრში.  პროექტის აღწერილობის ტექსტი (კონკურსის მეორე ეტაპზე წარსადგენი)  აკრეფილი უნდა იყოს MS Word-ის ტექსტური რედაქტორის გამოყენებით, ქართული უნიკოდის მეშვეობით (Sylfaen), ზომა 11, ინტერვალი 1.5. პროექტის აღწერილობის მოცულობა არ უნდა აჭარბებდეს 250 სიტყვას და უნდა მოიცავდეს შემდეგს:       ა) გამოგონების/კვლევის  სიახლისა და ორიგინალობის აღწერა;       ბ) გამოგონების/კვლევის აქტუალობა და მისი პრაქტიკული გამოყენებადობა/რეალიზებადობა;       გ) დასკვნა.  მეორე ეტაპზე საკონკურსო კომისია შეარჩევს კონკურსის  ფინალისტებს  არაუგვიანეს  2018 წლის 20 ოქტომბრისა.  საკონკურსო კომისია  საკონკურსო გამოფენაზე  გამოავლენს გამარჯვებულებს     არაუგვიანეს     2016 წლის 15 ნოემბრისა. კონკურსის მე-2 ეტაპზე მონაწილეობის შესახებ განაცხადი ფორმა კონკურსის პირობები პროექტის აღწერილობა მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის ლეონარდო და ვინჩის მეორე ეტაპის შეფასების კრიტერიუმები  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_0276.JPG
26/04/2018 09:34

საკონსულტაციო შეხვედრა

2018 წლის 26 აპრილს, 16:00 საათზე, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართა მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების 2018 წლის საგრანტო კონკურსის საკონსულტაციო შეხვედრა. საკონსულტაციო შეხვედრაზე მოსულ საზოგადოებას განემარტა საგრანტო პროექტის წესი, პირობები და კონკურსის კოორდინატორებმა  უპასუხეს მათ შეკითხვებს.
სრულად