old
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/5%20maisi%20.jpg
07/05/2018 21:40

გამოფენა - “კოლონიალურიდან ეროვნულ მუზეუმამდე 2013-2018“

5 მაისს, 18:00 საათზე  ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმში გაიმართა გამოფენა „კოლონიალური პოლიტიკიდან  ეროვნულ მუზეუმამდე 1913-2018“, რომელიც ასახავდა სამწლიანი კვლევის ანგარიშს,  წიგნისა და კატალოგების პრეზენტაციას და   ეძღვნება ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების 105 წლისთავს. გამოფენა წარმოადგენს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის ნაწილს და ითვალისწინებს მუზეუმის საგამოფენო სივრცეების გადააზრებას მისი განვითარების ყველა ეტაპისა და მხატვრული ტენდენციების საექსპოზიციო სივრცეებში ასახვით. მუზეუმის სხვადასხვა სივრცეებში წარმოდგენილი იყო ექსპონატები და საარქივო მასალები, რომლებიც მუზეუმის რთულსა და საინტერსო ისტორიას გვიამბობს რუსეთის იმპერიის ეპოქიდან დაწყებული ახალი დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდით დამთავრებული. გამოფენა გამდიდრებული იყო ახალი ექსპონატებით და თემატურად  აერთიანებდა არა მხოლოდ დროებით, არამედ მუზეუმის მუდმივ საგამოფენო სივრცეებსაც, ასევე ბიბლიოთეკასა და  საგანმანათლებლო სივრცეებს, ეზოს, სადაც ექსპონატები წარმოდგენილია ქრონოლოგიური და თემატური თანმიმდევრობით რომელიც აერთიანებს რუსეთის იმპერიის დროს დაარსებული კავკასიის შინამრეწეველობის კომიტეტისა და მუზეუმის (1899-1917), დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921), საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა (1921-1991) და დამოუკიდებელი საქართველოს  (1991-დღემდე) დროის მონაკვეთებს. ეს ის ისტორიული პერიოდებია, რომელშიც მუზეუმს მოუხდა არსებობა და სადაც  პოლიტიკური და იდეოლოგიური ცვლილებების, სირთულეების მიუხედავად, მან შეინარჩუნა თვითმყოფადობა, კოლექციები და რუსეთის იმპერიის მუზეუმიდან  ქართულ ეროვნულ მუზეუმად გარდაიქმნა. გამოფენის კურატორი: ირინე კოშორიძე,  საექსპოზიციო დიზაინი - ნინო ყიფშიძე.
სრულად

2018 წლის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის – „მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ ტექნიკურის ექსპერტიზის შედეგები

07/05/2018 15:00
სსიპ  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ  სამეცნიერო ფონდის 2018 წლის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსზე – „მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით   დარეგისტრირდა 41  საკონკურსო განაცხადი შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებში: მათემატიკა - 2 საკონკურსო განაცხადი ინფორმატიკა - 2 საკონკურსო განაცხადი ფიზიკა - 3 საკონკურსო განაცხადი ქიმია - 12 საკონკურსო განაცხადი სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები - 1 საკონკურსო განაცხადი დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები - 2 საკონკურსო განაცხადი ეკოლოგია - 6 საკონკურსო განაცხადი ინჟინერია და ტექნოლოგიები - 5 საკონკურსო განაცხადი აგრარული მეცნიერებანი - 8 საკონკურსო განაცხადი  კონკურსის პირობებთან შეუსაბამობის გამო, ტექნიკური ექსპერტიზის შედეგად, ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის   მაისის N52  ბრძანებით კონკურსიდან მოიხსნა ოთხი   საკონკურსო  განაცხადი (პროექტებს შიფრები: - SCR/ 23/7/2018 , SCR/ 26/ 9 /2018)  SCR/ 34/  4/2018 ;  SCR/ 40/ 7/2018). იხილეთ ბრძანება
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/hpc.png
04/05/2018 16:35

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროკომისიის მიერ დაფინანსებული კონკურსის შესახებ

HPC- Europa (ევროპის მაღალტექნოლოგიური კომპიუტერული პროგრამა) (HPC-Europa) - არის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროგრამა, რომელიც საშუალებას აძლევს მკვლევრებს განახორციელონ კვლევითი ვიზიტები თავიანთ სფეროში დეპარტამენტებთან თანამშრომლობის განვითარების მიზნით. განაცხადების წარდგენა შეუძლიათ ნებისმიერი სფეროს მკვლევარებს, ერთი სავალდებულო მოთხოვნით - მაღალტექნოლოგიური კომპიუტერული ტექნოლოგიის გამოყენების საჭიროებით. განაცხადების წარდგენა შესაძლებელია ქვე-პროგრამაზე „Regional Access”, რომლის ფარგლებშიც კვლევითი ვიზიტების განხორციელება შესაძლებელია საბერძნეთში მასპინძელ ორგანიზაციებსა და დეპარტამენტებში. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 17 მაისი (23:59 CET). კვლევითი ვიზიტი შესაძლოა გაგრძელდეს 3 კვირიდან 3 თვემდე. ყურადსაღებია, რომ პროგრამა ანაზღაურებს მოგზაურობისა და საცხოვრებელ ხარჯებს. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ მკვლევარებს არამხოლოდ ევროკავშირის წევრი, არამედ ახლად ასოცირებულ ქვეყნების წარმომადგენლებს (მათ შორის საქართველოს). აღსანიშნავია, რომ  სწორედ აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპის ქვეყნები იქნებიან წახალისებული კონკურსის ფარგლებში, რომელთაც არ აქვთ, ან მცირე გამოცდილება აქვთ მაღალტექნოლოგიური კომპიუტერული სისტემების კუთხით. განაცხადების წარდგენა შესაძლებელია ელექტრონულად. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ ვებგვერდს.  ონლაინ განაცხადის ფორმა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/20180502_183448.jpg
04/05/2018 10:41

„შეუსწავლელი საარქივო მასალები და აღმოსავლეთ საქართველოს მთისანეთის ტრადიციული კულტურა (ეთნოლოგიური ძიებანი)“

2018 წლის 2 მაისს, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა  და ეთნოლოგიის ინსტიტუტში, ჩატარდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული პროექტის: „შეუსწავლელი საარქივო მასალები და აღმოსავლეთ საქართველოს მთისანეთის ტრადიციული კულტურა (ეთნოლოგიური ძიებანი)“  საბოლოო  შედეგების და მონოგრაფიის  პრეზენტაცია.  შეხვედრაზე მოხსენებით გამოვიდა საგრანტო პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი,  ისტორიის დოქტორი, ნინო ღამბაშიძე და ამავე ინსტიტუტის არქივის პასუხისმგებელი პირი, პროექტის მონაწილე, ნიკოლოზ გურგენიძე. პროექტი ითვალისწინებდა ინსტიტუტის არქივში დაცული გრაფიკული ანაზომების დამუშავება-დიგიტალიზაციას და კომპიუტერული ბაზის შექმნას. ასევე, ანაზომებზე მოცემული საკულტო ნაგებობების ერთი ნაწილის შესწავლას ძველი და ახალი მონაცემების, გამოუქვეყნებელი ეთნოგრაფიული მასალების  მეშვეობით. ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში დაცულია მრავალი გრაფიკული ანაზომი. ამ მასალის მოცულობის გამო, შერჩეული იყო მხოლოდ ის სამი რეგიონი, რომელიც ნაკლებადაა შესწავლილი ეთნოლოგიური კუთხით. ესენია: გუდამაყარი, ხევი, თუშეთი. 19 პარამეტრის მიხედვით დამუშავდა 275 ერთეული გრაფიკული ანაზომი და შეიქმნა კომპიუტერული ბაზა. დამუშავების პროცესში, არქივში აღმოჩნდა 1 უცნობი გრაფიკული ანაზომი და 4 სწორად იქნა იდენტიფიცირებული. გაიშიფრა ზოგიერთი გრაფიკული ანაზომის შემსრულებელი არქიტექტორის სახელი და გვარი. სამწლიანი კვლევითი სამუშაოები გამოიცა მონოგრაფიის სახით. მონოგრაფიის ერთი ნაწილი დაეთმო გრაფიკული მასალის აღწერას. მეორე ნაწილში ძველ და თანამედროვე მონაცემებზე დაყრდნობით შესწავლილია გუდამაყრის, ხევის, თუშეთის სალოცავები. სამივე კუთხის მთავარი სალოცავის (პირიმზე ფუძის ანგელოზი, გერგეტის სამება, ლაშარი) და მათი დღესასწაულების  შესწავლისას, გამოიყო სხვადასხვა ისტორიულ პერიოდთნ დაკავშირებული ფენები, კერძოდ: წინა ქრისტიანული და ქრისტიანული, რამაც შესაძლებელი გახადა გარკვეულწილად, ეთნოგრაფიული მასალის დათარიღება. ქართველთა სარწმუნოების ისტორიაში გამოიყო ახალი, დღემდე უცნობი პერიოდი, რომელიც საქართველოში ქრისტიანობის შემოღებას უკავშირდება. გამოითქვა მოსაზრება დღესასწაულ ათენგენობის რაობის შესახებ. მონოგრაფიაში ცალკე თავი აქვს დათმობილი წმ. გიორგის სალოცავებს. ამ თავში პირველად გამოიცა ვერა ბარდაველიძის გუდამაყრისა და ხევის მასალები. მონოგრაფიის რედაქტორმა, ისტორიის მეცნიერებათ დოქტორმა, პროფესორნა ნინო მაისურაძემ შეაფასა მონოგრაფია და აღნიშნა მისი მნიშვნელობა. დამსწრეებმა გამოთქვეს აზრი და აღინიშნა, რომ გაწეული კვლევები  იმსახურებს მაღალ შეფასებას. საგრანტო პროექტის ფარგლებში მიღებული შედეგები მოხსენებულ იქნა სამ  საერთაშორისო დარგობრივ კონფერენციაზე (ლონდონში, ვარშავასა და თბილისში) და გამოქვეყნდა 3 სტატია. აქედან 1 რეცენზირებად ჟურნალში , ხოლო მეორე ელექტრონულ კრებულში, რომელიც განთავსდა ინტერნეტში. მესამე სტატია შევიდა საერთაშორისო კონფერენციის მასალების კრებულში. ადგილობრივ სამეცნიერო კრებულში გამოიცა 6 სტატია.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/31655535_2112792212289018_1932574346480451584_o.jpg
03/05/2018 14:54

საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა მორიგი გამარჯვება

27 აპრილს, ვილნიუსის(ლიტვა) უნივერსიტეტის კაუნასის ფაკულტეტზე  გაიმართა რიგით 23-ე კონფერენცია „საინფორმაციო საზოგადოება და საუნივერსიტეტო კვლევები“ IVUS 2018.   IVUS არის ტრადიციული კონფერენცია, რომელიც ტარდება 1995 წლიდან ლიტვაში წარმატებული უნივერსიტეტების მიერ: Vilnius University Kaunas Faculty, Kaunas University of Technology და Vytautas Magnus University. წელს კონფერენციას ესტუმრნენ მომხსენებლები 15 ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოს წარმომადგენლები, შემდეგი შემადგენლობით; მაქსიმ იავიჩი - SCSA-ს პრეზიდენტი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი და კიბერ უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელი, მელქისსადეგ ჯინჯიხაძე - აკ. წერეთლის უნივერსიტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის თანამშრომელი, სტუდენტთა საოლიმპიადო გუნდის მწვრთნელი და გიორგი იაშვილი - SCSA-ს პროექტ -მენეჯერი. კონფერენციაზე საქართველოს წარმომადგენლები წარსდგნენ ორი მოხსენებით.  ორივე თემის შედეგი იყო მიღებული შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და უკრაინაში მეცნიერების და ტექნოლოგიების ცენტრის ერთობლივი პროექტის (მტცუ) ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ  ერთმა მოხსენებამ მიიღო საუკეთესო ნამუშევრის წოდება, რის შედეგად გუნდმა საქართველოდან მიიღო პირველი ადგილი და ჯილდო. თემის სათაური არის „Hash based digital signature scheme with integrated TRNG“, მისი ავტორები არიან: მაქსიმ იავიჩი, ავთანდილ გაგნიძე და გიორგი იაშვილი. ღონისძიებაში ჩართული 15 ქვეყნის(ლიტვა, პოლონეთი, იტალია, ლატვია, თურქეთი, ირანი, პაკისტანი, ეგვიპტე, საქართველო, ინდოეთი, ნიგერია, რუსეთი, საბერძნეთი, მაროკო, მოლდოვა)  38 მოხსენებიდან, გაიმარჯვა ნამუშევარმა საქართველოდან, რაც არის უდიდესი წარმატება, როგორც სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციისთვის, ასევე, სრულიად საქართველოსათვის. ორივე ნამუშევარი იქნება გამოქვეყნებული საერთაშორისო ინდექსირებად სამეცნიერო ჟურნალში. აგრეთვე ,კონფერენციის ფარგლებში იყო განხორციელებული ინტერაქტიული პირდაპირი ჩართვები სხვადასხვა ქვეყნებიდან. ლიტვაში ვიზიტის ფარგლებში პროფესორ მაქსიმ იავიჩის მიერ იყო ჩატარებული ლექციები პროგრამული უზრუნველყოფის უსაფრთხოების და კრიპტოგრაფიის თემაზე. ლექციებზე განხილულმა საკითხებმა გამოიწვია დიდი დაინტერესება საერთაშორისო სტუდენტების მხრიდან.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_0376.JPG
03/05/2018 09:34

საკონსულტაციო შეხვედრა

2018 წლის 3 მაისს, 16:00 საათზე, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართა ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების დაფინანსების 2018 წლის საგრანტო კონკურსის საკონსულტაციო შეხვედრა. საკონსულტაციო შეხვედრაზე მოსულ საზოგადოებას განემარტა საგრანტო პროექტის წესი, პირობები და კონკურსის კოორდინატორებმა  უპასუხეს მათ შეკითხვებს.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_0329.JPG
02/05/2018 12:10

მიკრობიოლოგიის საქართველოს ასოციაცია დაფუძნდა

2018 წლის 2 მაისს , 10 საათზე , გაიმართა საქართველოს მიკრობიოლოგთა ყრილობა. ყრილობის ორგანიზატორია ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის  ეროვნული ცენტრი,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი. დამფუძნებელი ყრილობის საორგანიზაციო ჯგუფი შედგება 16 წევრისგან (დავით ფრანგიშვილი, ელიორა რონი, მზია ქუთათელაძე, პაატა იმნაძე, გიორგი კვესიტაძე, ნინო გაჩეჩილაძე, ვლადიმერ ელისაშვილი, მიხეილ ასათიანი, ლელა ბაქანიძე, მარინა თედიაშვილი, ადამ კოტორაშვილი, გიორგი მუსხელიშვილი, ნუნუ მიცკევიჩი, თინათინ სადუნიშვილი, ნინო ჭანიშვილი და ეკატერინე ჯაიანი). ყრილობა გაიხსნა მიკრობიოლოგიის საზოგადოებების საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტის, პროფესორ ელიორა რონის (თელ-ავივის უნივერსიტეტი) და პროფესორ დავით ფრანგიშვილის (პასტერის ინსტიტუტი, პარიზი) მოხსენებებით საერთაშორისო მიკრობიოლოგიური საზოგადოებების მიზნებისა და საქმიანობის შესახებ და ამ საზოგადოებების შესაძლო როლის შესახებ ქართული მიკრობიოლოგიის საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენაში. ყრილობის მეორე სესიაზე, დაფუძნდა საქართველოს ზოგადი და გამოყენებითი მიკრობიოლოგიის  ასოციაცია, დამტკიცდა წესდება, აირჩა გამგეობა და ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი დავით ფრანგიშვილი (პასტერის ინსტიტუტი, პარიზი).  ზოგადი და გამოყენებითი მიკრობიოლოგიის საქართველოს ასოციაცია მიზნად ისახავს შეჯამდეს ქართული  მიკრობიოლოგიის მიღწევები და გეგმაზომიერად დაისახოს მისი შემდგომი განვითარების გზები ქვეყნის ინტერესებისა და თანამედროვე მეცნიერული ტენდენციების გათვალისწინებით.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/111_1.jpg
02/05/2018 11:22

კონფერენცია - „ნაფიცი მსაჯულების სასამართლო რეფორმა საქართველოში“

2018 წლის 1-ელ მაისს, 15:00  საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული კონსტიტუციური კვლევების ცენტრისა და სოციალური კვლევების ლაბორატორიის ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია თემაზე: „ნაფიც მსაჯულთა სასამართლო რეფორმა საქართველოში“. კონფერენცია ჩატარდა შოთა რუსთაველის  საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ, 2017 წელს დაფინანსებული ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსის  პროექტის ფარგლებში. პროექტი 3-წლიანია და ამ ხნის  განმავლობაში რამდენიმე კონფერენციისა და სემინარის გამართვა იგეგმება. აღნიშნული კონფერენცია პირველია პროექტის ფარგლებში. კონფერენციაზე გაიმართა პროექტის პრეზენტაცია და ამ ეტაპისთვის განხორციელებული კვლევის წინასწარი შედეგების განხილვა.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/All_Souls_College_University_of_Oxford.jpg
02/05/2018 10:59

ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის 2018 წლის საგრანტო კონკურსის საკონსულტაციო დღე

გაცნობებთ, რომ ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის ერთობლივი საგრანტო კონკურსის საკონსულტაციო დღე ტექნიკური მიზეზების გამო 4 მაისის ნაცვლად გაიმართება 7 მაისს, 16 საათზე, ფონდის სააქტო დარბაზში. .news-detail-img{display:none}
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/000.jpg
02/05/2018 10:19

,,სანაპირო არეებში ტალღურ მოძრაობათა გაანგარიშების გამოყენებითი ანალიზური მეთოდები“

2018 წლის 1 მაისს  საქართველოს ტექნიკური  უნივერსიტეტის I კორპუსის №222 აუდიტორიაში   ჩატარდა სამეცნიერო გრანტ   №FR/35/9-120/14  ,,სანაპირო არეებში ტალღურ მოძრაობათა გაანგარიშების გამოყენებითი ანალიზური მეთოდები“  საბოლოო  შედეგების  პრეზენტაცია. მოხსენებით გამოვიდა საგრანტო პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი,  ემერიტუს-პროფესორი შალვა გაგოშიძე. პროექტის ფარგლებში შემუშავებულია  ზღვის სანაპირო არეებსა და სამდინარო ჰიდროტექნიკურ ნაგებობებში წყლის პერიოდულ ტალღურ მოძრაობათა ისეთი ჰიდროდინამიკური თეორია,  რომელიც   გამოირჩევა   მაღალი სიზუსტით და ამავე დროს, ადვილი მისაწვდომია   მისი შედეგების პრაქტიკაში გამოყენების  თვალსაზრისით. თეორია ეფუძნება ტალღური ჰიდროდინამიკის სამგანზომილებიანი განტოლებების ამოსახსნელად კანტოროვიჩის პირდაპირი და ვენტცელ-კრამერს-ბრიულენის ასიმპტოტური WKB  მეთოდების გამოყენებას.  ამ ევოლუციური გზით გამოყვანილია  ნებისმიერი კუთხით დახრილ სანაპირო  ფერდობებზე ზღვის ტალღების რეფრაქციისა და ტრანსფორმაცის  საანგარიშო დამოკიდებულებები, ჩაწერილი ცილინდრულ საკოორდინატო სისტემებში,  რომლებიც საშუალებას იძლევა მარტივად  ვიანგარიშოთ ტალღურ მოძრაობათა პარამეტრები  და სიჩქარეთა სამგანზომილებიანი ველი   წყლის მიერ დაკავებული სივრცის ნებისმიერ წერტილში.  ამავე დროს, ტალღურ მოძრაობათა ჰიდროდინამიკაში პირველადაა   მათემატიკურად გამოკვლეული ციცაბოდ და უარყოფითად დახრილ სანაპირო ფერდობებთან ტალღების რეფრაქციისას ე.წ. „პოტენციალური ორმოების“ წარმოქმნის პირობები, სადაც ტალღები განიცდიან წყვეტას და ფაზათა  წანაცვლებას. გარდა ამისა, საგრანტო ნაშრომში გამოკვლეულია ნაპირგასწვრივი ტალღური მოძრაობის თავისებურებები შევიწროებად აკვატორიებში;  ტრაპეციული და სამკუთხა კვეთის არხებში,   მათი სანაპირო ფერდობების ნებისმიერად დახრის შემთხვევაში;  ტალღურ მოძრაობათა მდგრადობის პირობები წრიული კვეთის უდაწნეო წყალსატარებში.   განსაკუთრებით აღსანიშნავია წყლის თანაბარ და არათანაბარ დინებებზე ზედდებული გრძელი ტალღების განტოლებების  გაწრფივების პროცედურისადმი სრულიად ახლებური  მიდგომის საფუძველზე მიღებული შედეგები, რომელთა თანახმად დინების საწინააღმდეგოდ მიმართული გრძელი ტალღის ბლოკირება (შეჩერება) და ჰიდრავლიკური ნახტომ - ტალღის წარმოქმნა  ხდება იმ შემთხვევაში, თუ ნაკადის ფრუდის რიცხვი  აჭარბებს 2/3-ს და არა 1-ს, - როგორც ეს ადრე იყო მიჩნეული, ხოლო დინების მიმართულებით ტალღური შეშფოთებები ყოველთვის გადაადგილდებიან რღვეული,  ე.წ. ბორის ტიპის ფენა-ფენა ტალღების სახით - თუ ნაკადის ფრუდის რიცხვი იცვლება 1,33 სა და 2-ს შორის, და  განიცდის სრულ რღვევას, ანუ იშლება სხვა და სხვა ზომის ცალკეულ შხეფად - თუ  ფრუდის რიცხვი აჭარბებს 2-ს. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ საგრანტო ნაშრომში მღებული ყველა ზოგადი თეორიული შედეგი სრულ შესაბამისობაშია არსებულ ნატურულ დაკვირვებებთან და აგრეთვე ცალკეულად არსებულ კერძო მათემატიკურ ამოხსნებთან. პროექტის საინჟინრო ასპექტები მოიცავს ზღვებისა და წყალსაცავების სანაპირო არეების გარემოს დაცვას;  ჰიდროტექნიკურ  და ჰიდროენერგეტიკულ მშენებლობას ზღვის ნაპირებსა მდინარეთა შესართავ აკვატორიებში; ზღვისპირა დასახლებების წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების დაპროექტებას და ა.შ.  დამსწრეებმა დასვეს შეკითხვები და გამოთქვეს აზრი. აღინიშნა, რომ გაწეული კვლევები  იმსახურებს მაღალ შეფასებას. საგრანტო პროექტის ფარგლებში მიღებული შედეგები მოხსენებულ იქნა ხუთ  საერთაშორისო დარგობრივ კონფერენციაზე და რეცენზირებად ჟურნალებში  გამოქვეყნდა  ექვსი სტატია.
სრულად