old
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/IMG_0547.JPG
30/05/2018 13:50

„საბჭოთა უტოპიური ენობრივი თეორიები და ზოგადი ენთამეცნიერების პირველი ქართული სახელმძღვანელოები“

2018 წლის 29 მაისს, 16:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ  ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოების სამეცნიერო პროექტის - „საბჭოთა უტოპიური ენობრივი თეორიები და ზოგადი ენთამეცნიერების პირველი ქართული სახელმძღვანელოები“ -  დაბეჭდილი სამი წიგნის პრეზენტაცია .  ერთ-ერთი წიგნის -„  საბჭოთა ენათმეცნიერების ქართული სამკუთხედი : ნიკო მარი , ი . სტალინი , არნ . ჩიქობავა “  ავტორის, პროფესორ  თინათინ ბოლქვაძის  თქმით, წიგნებში თავმოყრილია საბჭოთა ენობრივი უტოპიური თეორიები და პირველი ქართული საენათმეცნიერო სახელმძღვანელოები. „ ყველაზე უტოპიური თეორია , რომელიც საბჭოეთის დროს შეიქმნა , ეს იყო ნიკო მარის იაფეტური თეორია . ამ წიგნებში მოცემულია საარქივო მასალები საბჭოთა ენათმეცნიერების ისტორიიდან . ეს სამი წიგნი აერთიანებს , ერთი მხრივ , საბჭოთა ენათმეცნიერების ისტორიას , მეორე მხრივ , ყველა იმ მძიმე დაპირისპირებას , რომელიც არსებობდა საბჭოთა ენათმეცნიერებაში , “ -  აღნიშნა პროფესორმა თინათინ ბოლქვაძემ.  პროექტის ფარგლებში ასევე გამოიცა -  "გიორგი ახვლედიანი, ენათმეცნიერების შესავალი 1918-1919" , სამ ნაწილად. კრებულში აღდგენილია რარიტეტურლი წიგნი, ენათმეცნიერების პირველი სალექციო კურსი, რომელსაც გიორგი ახვლედიანი კითხულობდა თბილისის უნივერსიტეტის შექმნის პირველი დღეებიდან. წიგნს ტერმინთა საძიებელი ერთვის; ასევე გამოიცა წიგნი - "  საბჭოთა ენათმეცნიერების ისტორიიდან: საარქივო მასალები ". კრებულში მოცემულია ახალგაზრდა მეცნიერთა სტატიები და სხვადასხვა არქივში მოძიებული დოკუმენტები, რომლებიც ასახავენ საბჭოთა ენათმეცნიერების ისტორიას 1950 წლამდე. კრებულში გამოყენებული საარქივო დოკუმენტების დიდი ნაწილი პირველად შემოდის სამეცნიერო მიმოქცევაში.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/11_1.jpg
30/05/2018 10:47

ბავშვთა ასაკის შეზღუდულ შესაძლებლობათა ევროპის აკადემიის 30-ე კონგრესი

2018 წლის 29 მაისს, 09:00 საათზე, სასტუმრო „ჰოთელს & პრეფერენს ჰაულინგ თბილისი“-ში გაიხსნა ბავშვთა ასაკის შეზღუდულ შესაძლებლობათა ევროპის აკადემიის 30-ე კონგრესი, მისი სლოგანია „ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ“, რაც მიანიშნებს ურთიერთგაძლიერების აუცილებლობასა და ქართულ და ევროპულ საერთო ღირებულებებზე. აღნიშნული კონგრესი  დაფინანსებული იყო შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მობილობისა და საერთაშორისო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის ფარგლებში. კონფერენციის საზეიმო გახსნის ცერემონიალში მონაწილეობდა ბავშვთა ასაკის შეზღუდულ შესაძლებლობათა ევროპის აკადემიის და აკადემიების საერთაშორისო ალიანსის პრეზიდენტები: პროფესორი ჯოვანი ჩიონი (იტალია) და პროფესორი ჰანს ფორსბერგი (ბელგია), 30-ე კონგრესის პრეზიდენტი პროფესორი ნანა ტატიშვილი (საქართველო),   ქალბატონი მაია ლაგვილავა.  კონფერენციის თემებია: ბავშვთა ასაკის შეზღუდულ შესაძლებლობათა გამომწვევი მდგომარეობების ამოცნობის, იდენტიფიცირებისა და მართვის მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომები. ფორმატი ინტერაქტიულია და ითვალისწინებს თანამედროვე მიდგომების ურთიერთგაზიარებას. კონფერენციის ფარგლებში 29 მაისს ჩატარდა 7 ინსტრუქციული კურსი, 14 პარალელური სესია და 3 მთავარი ლექცია, რომლის მომხსენებლები იყვნენ პროფესორი პროფესორი ჰანს ფორსბერგი (შვედეთი), პროფესორი ფედერიკო ვიჯევანო (იტალია) და პროფესორი რუდოლფ კორითენბერგი (გერმანია). კონგრესს ესწრება 45 ქვეყნის 500-მდე წარმომადგენელი.   ღონისძიება სრულდება 31 მაისს. კონფერენციის ვებგვერდი: https://eacd2018.net/
სრულად

„სახელმწიფო გრანტი საქართველოში და საზღვარგარეთ არსებული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის“ 2018 წლის კონკურსში მონაწილეთა საყურადღებოდ!

30/05/2018 10:34
"2018 წლის სახელმწიფო საგრანტო კონკურსის „სახელმწიფო გრანტი საქართველოში და საზღვარგარეთ არსებული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის“ გამოცხადების შესახებ" სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 7 მარტის N27 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ იხ.ბრძანება
სრულად

საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების კონფერენციის 2018 წლის კონკურსში მონაწილეთა საყურადღებოდ!

30/05/2018 10:33
2018 წლის საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების კონფერენციის საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ" სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 22 თებერვლის N24 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ იხ.ბრძანება
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/IMG_0545.JPG
30/05/2018 09:41

„თანამედროვე ვიზუალური ხელოვნება და საზოგადოება“

2018 წლის 29 მაისს, 14:30 საათზე გიორგი ჩუბინაშვილის  სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულ ცენტრში, სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში, რომელიც ეძღვნებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს გაიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ,  მაგისტრანტთა სახელმწიფო საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული წიგნის პრეზენტაცია სახელწოდებით: „თანამედროვე ვიზუალური ხელოვნება და საზოგადოება.“ წიგნის ავტორი გახლავთ, მარიამ მიქაძე - თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მაგისტრი.
სრულად

2018 წლის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის – „მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ საბოლოო შედეგები

29/05/2018 10:34
გამოვლინდა 2018 წლის სახელმწიფო სამეცნიერო  საგრანტო კონკურსის –  „მეცნიერება იწყება სკოლიდან –  კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ გამარჯვებული პროექტები. იხილეთ სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის  გენერალური დირექტორის ბრძანებ ა  გამარჯვებული პროექტის დამტკიცების შესახებ. გამარჯვებული პროექტები გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გენერალური დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტების ვადის დარღვევით წარმოდგენის შემთხვევაში გამარჯვებულ აპლიკანტებთან საგრანტო ხელშეკრულება არ გაფორმდება!
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/mecnierebis%20popularizacia/IMG_0509.JPG
28/05/2018 15:22

კონფერენცია - „პლატონის ფილოსოფია ინტერდისციპლინურ კონტექსტში“

2018 წლის 28 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა საერთაშორისო კონფერენცია „პლატონის ფილოსოფია ინტერდისციპლინურ კონტექსტში“, რომელიც დაფინანსებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ და მიძღვნა პირველი ქართული უნივერსიტეტის დაარსების 100 წლისთავს. პლატონის ფილოსოფიისადმი მიძღვნილი სპეციალიზებული საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში პირველად იმართება. კონფერენციის უშუალო ორგანიზატორია თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი. კონფერენციის თანაორგანიზატორები არიან აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი. კონფერენციაში მონაწილეობს 60-ზე მეტი როგორც საყოველთაოდ ცნობილი, ისე ახალგაზრდა მომხსნებელი 4 კონტინენტიდან, მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნიდან, რომელთაგან 40 უცხოელია. მათ შორის არიან პლატონისტთა საერთაშორისო ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრები, მრჩევლები, აღნიშნული ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტები და მომავალი, უკვე არჩეული პრეზიდენტი. კერძოდ, კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ შემდეგი ქვეყნების წარმომადგენლები: აშშ, კანადა, ბრაზილია, ინგლისი, ირლანდია, გერმანია, შვეიცარია, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, საბერძნეთი, ბულგარეთი, უნგრეთი, რუსეთი, თურქეთი, ინდოეთი, ჰონგ კონგი, იაპონია, საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი. კონფერენციის ფარგლებში იმუშავებს სტუდენტური სექციაც. კონფერენციის პარალელურად გაიმართა : გია ბუღაძის პერსონალური გამოფენა: ფილოსოფია და მხატვრობა: „ბიბლიოდრამა ანამორფოსის“; ფოტოგამოფენა „პლატონის დიალოგები სცენაზე“; ვიდეოჩვენება „პლატონის დიალოგები სცენაზე“; წიგნების გამოფენა: „პლატონი ქართულად“.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/IMG_9999.JPG
24/05/2018 17:16

საკონსულტაციო შეხვედრა

2018 წლის 24 მაისს, ხუთშაბათს, 16:00 საათზე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართა ჯგუფური კონსულტაცია დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების 2018 წლის კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის. შეხვედრაზე დაინტერესებულ პირებს კოორდინატორებმა გააცნეს კონკურსის პირობები და უპასუხეს მათ შეკითხვებს.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/IMG_8702%20%5B800x600%5D_1.JPG
22/05/2018 15:48

ადამიანის გენომი და ჯანმრთელობა - პირველი საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში

2018 წლის 19-20 მაისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის და სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოების ორგანიზებით,  ჩატარდა კონფერენცია - “ადამიანის გენომი და ჯანმრთელობა - პირველი საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში“ (“Human Genome and Health – First International Conference in Georgia”). კონფერენცია დაფინანსებული იყო შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ. კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა  გენეტიკის სფეროში მიმდინარე ტენდენციების და სიახლეების შესახებ დაინტერესებული მხარეების ინფორმირება დაა თანამედროვე მოლეკულურ-გენეტიკური ტექნოლოგიების პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილების გაზიარება.  კონფერენციაში მონაწილეობდნენ დარგის წამყვანი ესპერტები საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის ლუვენის უნივერსიტეტიდან (ბელგია); კარდიფის უნივერსიტეტიდან (დიდი ბრიტანეთი); მეიოს კლინიკიდან (აშშ); სკრიპსის უნივერსიტეტიდან (აშშ); ლუნდის უნივერსიტეტიდან (შვედეთი); სტენფორდის უნივერსიტეტიდან (აშშ); რადბაუდის უნივერსიტეტიდან (ნიდერლანდები); ერევნის უნივერსიტეტიდან (სომხეთი) და ა.შ. კონფერენცია შედგებოდა ხუთი პლენარული სესიისგან, რომელზეც  განხილული იყო ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა: - თანამედროვე სამედიცინო გენეტიკური ტესტების ჯანდაცვის სფეროში გამოყენებასთან- დაკავშირებული პრობლემები; - მოსახლეობის გენეტიკური, კერძოდ კი რეცესიული დაავადებების მატარებლების სკრინინგი, ასევე, სამედიცინო გენეტიკური ტესტების შეფასების მეთოდი, რომელიც გენეტიკური ტესტების დადებითი და უარყოფითი მხარეების შესაფასებლად ჯანდაცვის სფეროში ხშირად გამოიყენება; - ეთიკური პრობლემები სამედიცინო გენეტიკაში, კერძოდ, სეკვენირების შედეგად მოულოდნელად მიღებული ინფორმაციის (incidental/secondary findings) მენეჯმენტის პრობლემები; - გენომური დიაგნოსტიკის როლი იშვიათი ქრომოსომული ანომალიების დასადგენად; - ხელოვნური ინტელექტის გამოყენება იშვიათი გენეტიკური დაავადებების შეფასებაში; - საქართველოში მიმდინარე კვლევები, რომელიც შეეხება სიმსივნის გენეტიკას და ეპიგენეტიკას; - მემკვიდრული თრომბოფილია და პერსონალიზებული მედიცინა საქართველოში; - სპონტანური აბორტების გენეტიკური ფაქტორების როლი საქართველოში; - შემდგომი თაობის სეკვენირების აპლიკაციების როლი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში საქართველოში; - ქრონიკული ტკივილის და ანთებითი დაავადებების ეპიგენეტიკური პროფილი და მკურნალობის თანამედროვე მიდგომები; - უჯრედული სიკვდილი და დაბერებასთან დაკავშირებული დაავადებები და პრეკლინიკური კვლევის ეფექტური ტრანსლაცია კლინიკურ პრაქტიკაში; - ღეროვანი უჯრედების კლინიკური პოტენციალი და სხვა. კონფერენციის ფარგლებში ჩატარდება ვორკშოფი: ხელოვნური ინტელექტის (Face2Gene) გამოყენება კლინიკურ პრაქტიკაში იშვიათი გენეტიკური დაავადებების დიაგნოზირებისას. ვორქშოფის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ Face2Gene პროგრამას, რომლის მეშვეობითაც ხდება პაციენტის ფოტოსურათების და კლინიკური ინფორმაციის პორტალში შეყვანა. აღნიშნული პროგრამა ალგორითმების მეშვეობით ახდენს ინფორმაციის ანალიზს და გამოაქვს სავარაუდო დიფერენციალური დიაგნოზი. პროგრამა წარმოადგენს დამხმარე საშუალებას მოვახდინოთ დიზმორფული ნიშნების მქონე პაციენტების დიაგნოსტირება ფენოტიპური ინფორმაციის გამოყენებით. კონფერენციის დასასრულს გაიმართა დნმ-ის დღესთან დაკავშირებული ესეების კონკურსში მონაწილე გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ცერემონიალი.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/2018%20clis%20konkursebi/PHD%20F/download.jpg
21/05/2018 15:00

დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების 2018 წლის კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ!

2018 წლის 24 მაისს, ხუთშაბათს, 16:00 საათზე საკონფერენციო დარბაზში (მ. ალექსიძის N 1) გაიმართება ჯგუფური კონსულტაცია დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების 2018 წლის კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის. შეხვედრაზე დაინტერესებულ პირებს კოორდინატორები გააცნობენ კონკურსის პირობებს და უპასუხებენ მათ შეკითხვებს. მორიგი საკონსულტაციო შეხვედრა  ჩატარდება 2018 წლის  12 ივნისს. კონსულტაციაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ წინასწარ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე
სრულად