old
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/2_1.jpg
08/06/2018 16:44

„ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობის“

2018 წლის 7 ივნისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული ორი პროექტის (სამეცნიერო ხელმძღვანელი - ქეთევან გიგაშვილი) გამოცემული წიგნების - „ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობის“ VIII ტომისა და „ტექსტოლოგიის“ სახელმძღვანელოს - პრეზენტაცია.  სამეცნიერო პროექტი „XIX-XX საუკუნეების ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობის აკადემიური გამოცემა“ 2010 წლიდან ხორციელდება იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტისა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მჭიდრო თანამშრომლობით. 2016 წელს პროექტმა ზედიზედ მესამედ მოიპოვა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი. პროექტის ბაზაზე შეიქმნა სადოქტორო პროგრამა „ტექსტოლოგია და გამოცემათმცოდნეობა“, რომელმაც 2016 წელს გაიმარჯვა სტრუქტურირებული სადოქტორო პროგრამების განვითარების კონკურსში. პირველი პროექტის ფარგლებში საქართველოში პირველად ხორციელდება ქართველი მწერლების პირადი წერილების მეცნიერული შესწავლა და აკადემიური გამოცემა. მე-8 ტომი, ისევე როგორც წინა 7 ტომი, დაეთმო გრიგოლ ორბელიანის წერილებს. დღეისათვის მრავალტომეულში უკვე  დაბეჭდილია პოეტის 727 ეპისტოლე. ამათგან პირველად გამოქვეყნდა 325, ხოლო დათარიღდა 156 დაუთარიღებელი ბარათი. „ტექსტოლოგიის“ სახელმძღვანელო ასახავს ტექსტოლოგიის განვითარების თანამედროვე მდგომარეობას, სხვადასხვა ქვეყნის ტექსტოლოგიურ სკოლებს შორის არსებულ ტერმინოლოგიურ სხვაობებს, კვლევის როგორც ტრადიციულ, ისე უახლეს მეთოდებსა და ტექნოლოგიებს, ფუნდამენტური ტექსტოლოგიური კვლევების გამოყენების ასპექტებსა და დარგის განვითარების პერსპექტივებს. სახელმძღვანელოს ახლავს გლოსარიუმი, დავალებების პაკეტი და დამატებითი ლიტერატურის სია. აღნიშნული სახელმძღვანელო პირველია საქართელოში დოქტორანტურის საფეხურისთვის. პრეზენტაციაზე დამსწრე მეცნიერებმა მაღალი შეფასება მისცეს აღნიშნულ გამოცემებს და აღნიშნებს მათი წვლილი დარგის განვითარების საქმეში.
სრულად

2018 წლის საგრანტო კონკურსის „საქართველოში და საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის” მონაწილეთა საყურადღებოდ!

07/06/2018 16:52
შევიდა ცვლილება „საქართველოში და საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის”  2018 წლის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 7 მარტის N 27 ბრძანებაში. იხ. ბრძანება
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/dunya-uluslararasi_son_.jpg
05/06/2018 16:53

ფონდისა და თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოს (TUBITAK) 2017 წლის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის შუალედური შედეგები

ფონდისა და თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოს ( TUBITAK)  2017 წლის ერთობლივ სამეცნიერო საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირდა 25 ერთობლივი განაცხადი. კონკურსის მარეგულირებელ დოკუმენტაციასთან -  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება  №55/ ნ  და  კონკურსის პროგრამასა და პირობებთან  შეუსაბამობის გამო,  კონკურსიდან მოიხსნა 5 პროექტი (იხილეთ ბმული) .  
სრულად

2018 წლის მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსიში მონაწილეთა საყურადღებოდ!

04/06/2018 16:55
შევიდა ცვლილება „2018 წლის მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის გამოცხადების, კონკურსის პირობებისა და საკონკურსო განაცხადის ფორმების დამტკიცების შესახებ” სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 11 აპრილის N43 ბრძანებაში. იხ. ბრაძანება
სრულად

2018 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების საგრანტო კონკურსში მონაწილეთა საყურადღებოდ!

04/06/2018 16:54
შევიდა ცვლილება „2018 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ“ სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 5 აპრილის N39 ბრძანებაში. იხ. ბრძანება
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/2018%20clis%20konkursebi/PHD%20F/download.jpg
04/06/2018 09:47

დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების 2018 წლის კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ!

2018 წლის 12 ივნისს, სამშაბათს, 16:00 საათზე საკონფერენციო დარბაზში (მ. ალექსიძის N 1) გაიმართება ჯგუფური კონსულტაცია დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების 2018 წლის კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის. შეხვედრაზე დაინტერესებულ პირებს კოორდინატორები გააცნობენ კონკურსის პირობებს და უპასუხებენ მათ შეკითხვებს. კონსულტაციაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ წინასწარ გაიაროთ რეგისტრაცია  ბმულზე .
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/he%202018/images%20(2).jpg
31/05/2018 16:56

„სახელმწიფო გრანტი საქართველოში და საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის” 2018 წლის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის შუალედური შედეგები

„სახელმწიფო გრანტი საქართველოში და საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის”  2018 წლის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირდა 40 საპროექტო განაცხადი. კონკურსიდან მოიხსნა 2 პროექტი (იხილეთ ბმული) .
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_0035.JPG
31/05/2018 16:44

„თრიალეთი - კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობა, უძველესი წყაროები და კვლევის პერსპექტივები“

2018 წლის 30 მაისს, საქართველოს ეროვნული  მუზეუმის აუდიტორიაში ჩატარდა გ. ნარიმანიშვილის, ნ. შანშაშვილის, მ. კვაჭაძის ნაშრომის „თრიალეთი - კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობა, უძველესი წყაროები და კვლევის პერსპექტივები“ პრეზენტაცია. აღნიშნული წიგნი გამოიცა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსის შედეგად დაფინანსებული პროექტის ფარგლებში. პრეზენტაციაზე წიგნის ღირსებებსა და მის როლზე საქართველოს ისტორიაში ისაუბრეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ, არქეოლოგიური კვლევების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ზურაბ მახარაძემ, არქეოლოგიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ გელა გამყრელიძემ, პროფ. ირინე ღამბაშიძემ, პროფ. ჯონი აფაქიძემ. წარმოდგენილ ნაშრომში  პირველად მოხდა თრიალეთის კულტურულ-ისტორიულ ჭრილში განხილვა უძველესი დროიდან XIX ს-ის ბოლომდე, ასევე პირველად მოხდა ისტორიული თრიალეთის ყველა ეპოქის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების თავმოყრა და დახასიათება. წიგნი დაეხმარება საქართველოსა და კავკსიის ისტორიით, არქეოლოგიით დაინტერესებულ მეცნიერებს, მნიშვნელოვანად გაამდიდრებს რეგიონის მულტიეთნიკური მოსახლეობის ცნობიერებას და ცოდნას. ნაშრომში წარმოდგენილი ავტორთა მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები ეკონომიკური კუთხითაც შეიძლება დაეხმაროს რეგიონის განვითარებას, რამდენადაც ის პოპულარიზაციას უწევს ისტორიული თრიალეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. ნაშრომის პრეზენტაციის დროს წიგნების ნაწილი საჩუქრად გადაეცა დამსწრე საზოგადოებას; აქვე აღინიშნა, რომ ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებშიც ჩატარდება პრეზენტაციები   და აღნიშნული ნაშრომი გადაეცემა ამ რეგიონის მცხოვრებლებს. წიგნები ასევე გადაეცემა ისტორიული თრიალეთის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალიტეტების მცხოვრებლებს, რომლების ერთგულად დაეხმარნენ ავტორებს საველე სამუშაობის დროს.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/2018%20clis%20konkursebi/geo%20conf%20eng/ai-ia-anchisxatis-ornamenti
31/05/2018 12:28

„საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების კონფერენციის“ 2018 წლის საგრანტო კონკურსის შუალედური შედეგები

2018 წლის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების კონფერენციის“ საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირდა 8 საპროექტო განაცხადი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად კონკურსიდან მოიხსნა 2 პროექტი (იხილეთ ბმული).
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_0026_1.JPG
30/05/2018 16:11

საკონსულტაციო შეხვედრა

2018 წლის 29 მაისს, 16:00 საათზე, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდში, გაიმართა მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების 2018 წლის საგრანტო კონკურსის საკონსულტაციო შეხვედრა. საკონსულტაციო შეხვედრაზე მოსულ საზოგადოებას განემარტა საგრანტო პროექტის წესი, პირობები და კონკურსის კოორდინატორებმა  უპასუხეს მათ შეკითხვებს.
სრულად