old
http://rustaveli.org.ge/images/2018%20clis%20konkursebi/FR%202018/FR-surati.jpg
22/06/2018 15:11

საკონსულტაციო დღე - ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი

29 ივნისს, პარასკევს, 16 საათზე გაიმართება ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის საკონსულტაციო დღე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დარბაზში (მ. ალექსიძის N1,  სართული 0) საინფორმაციო შეხვედრაზე დასწრებისათვის, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა .
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/2018%20clis%20konkursebi/FR%202018/FR-surati.jpg
20/06/2018 12:42

ფონდი აცხადებს 2018 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსს

კონკურსის სახელწოდება ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი  კონკურსის აბრევიატურა FR კონკურსის მიზანი ახალი ცოდნის შექმნა, ახალი იდეებისა და კონცეფციების, მოვლენებისა და ფაქტების, თეორიებისა და მოდელების თეორიულ და ექსპერიმენტულ შესწავლა-ანალიზი, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს შეუწყობს ქვეყანაში სოციალურ-პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საზოგადოებრივ, კულტურულ და საინფორმაციო-ტექნოლოგიურ პროგრესს. კონკურსი ხელს უწყობს კონკურენტული კვლევითი გარემოს შექმნას, გამორჩეული ხარისხის კვლევების განვითარებას, კვლევების მიახლოებას საერთაშორისო სტანდარტებთან და ინტერნაციონალიზაციას, კვლევის პროცესის ინტეგრაციას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროცესში  და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო პოტენციალის ზრდას მათი ჩართვით კვლევაში. საპროექტო განაცხადი ტიპი                         ინსტიტუციური  კონკურსის ძირითადი პირობები   პროექტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება და პროექტის ხანგრძლივობა უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ სქემას: პროექტის ბიუჯეტში ფონდიდან მოთხოვნილი თანხის ხარჯვა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: ძირითადი პერსონალის საგრანტო დაფინანსება პროექტში ახალგაზრდა მეცნიერ(ებ)ის ჩართვის შემთხვევაში , არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 45 000 ლარს. აღნიშნული თანხიდან ახალგაზრდა მეცნიერ(ებ)ის საგრანტო დაფინანსებისათვის განკუთვნილი უნდა იყოს არაუმეტეს 15 000 ლარისა წელიწადში, ხოლო გამოცდილ მეცნიერთა საგრანტო დაფინანსებისათვის - არაუმეტეს 30 000 ლარისა წელიწადში.  სავალდებულოა, ახალგაზრდა მეცნიერ(ებ)ის მონაწილეობა პროექტის ყველა საანგარიშო პერიოდში. ძირითადი პერსონალის საგრანტო დაფინანსება, თუ პროექტში არ არიან ჩართული ახალგაზრდა მეცნიერი(ებ)ი , არ უნდა აღემატებოდეს 30 000 ლარს  წელიწადში; დამხმარე პერსონალის შრომის ანაზღაურება არ უნდა აღემატებოდეს ჯამში 5 000 ლარს წელიწადში. ზედნადები ხარჯები - წამყვანი და თანამონაწილე ორგანიზაციების ბაზაზე პროექტით დაგეგმილი ამოცანების განხორციელებისათვის აუცილებელი არაპირდაპირი ხარჯების საერთო მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსების 7%-ს.   კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი 2018 წლის 20 ივნისი – კონკურსის გამოცხადება დადგენილი წესით; 2018 წლის 29 ივნისი, 6 ივლისი, 13 ივლისი   –  ჯგუფური კონსულტაციები; *29 ივნისს 16:00 საათზე საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დარბაზში (მ. ალექსიძის N1,  სართული 0),  შეხვედრაზე დასასწრებად, გთხოვთ, შეავსოთ  სარეგისტრაციო ფორმა . * 6 ივლისს, პარასკევს, 16 საათზე გაიმართება ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის საკონსულტაციო დღე ილიას სახლემწიფო უნივერსიტეტის B კორპუსის 201-ე აუდიტორიაში , II სართული (ჭავჭავაძის 32).  საინფორმაციო შეხვედრაზე დასწრებისათვის, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა. *11 ივლისს, ოთხშაბათს, 16 საათზე გაიმართება ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის საკონსულტაციო დღე  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  ადმინისტრაციული კორპუსის გ.ნიკოლაძის დარბაზში, III  სართული. *13 ივლისს, პარასკევს, 16 საათზე გაიმართება ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის საკონსულტაციო დღე ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის  107-ე აუდიტორიაში. * 13 ივლისს, პარასკევს, 11, 12 და 13 საათებზე გაიმართება GMUS- ში პროექტის რეგისტრაციის საკონსულტაციო შეხვედრა ფონდის საკონფერენციო დარბაზში, მ. ალექსიძის N 2, II სართული.   საინფორმაციო შეხვედრებზე დასწრებისათვის, გთხოვთ, შეავსოთ   სარეგისტრაციო ფორმა.   2018 წლის 16 ივლისი – შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა; 2018 წლის 27 ივნისიდან 25 ივლისის 16:00 სთ-მდე – პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია; 2018 წლის 27 ივლისის 16:00 საათი – ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენის ბოლო ვადა; 2018 წლის ივლისი-აგვისტო – რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა; 2018 წლის ოქტომბერი  – შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ; 2018 წლის ოქტომბერი -დეკემბერი - კონკურსის პირობების დაცვით წარმოდგენილი პროექტების  შეფასება დამოუკიდებელი ექსპერტების/ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ის მიერ; 2019 წლის იანვარი – დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან ან/და დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ისგან მიღებული შეფასებების საფუძველზე სამეცნიერო მიმართულებების მიხედვით პროექტების რანჟირებული სიების შედგენა და დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების გამოვლენა; 2019 წლის იანვარი – დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების საბოლოო სიის დამტკიცება ფონდის გენერალური დირექტორის მიერ და კონკურსის შედეგების გამოქვეყნება; 2019  წლის  იანვარი – საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება.   კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №84 დადგენილება ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 20 ივნისის №80 ბრძანება ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 20 ივნისის №80 ბრძანებაში ცვლილება სამეცნიერო კლასიფიკატორი ( GEO / ENG ) ბიუჯეტის კლასიფიკატორი შეფასების კრიტერიუმები პროექტით განსაზღვრული კვლევის შედეგების ამსახველი მასალა   პროექტის მომზადებისათვის საჭირო დანართები და მასალები პირობები - დანართი 1 კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ - ნიმუში, დანართი 2 საპროექტო წინადადება - დანართი 3 ( GEO / ENG ) ძირითადი პერსონალის ბიოგრაფია - CV - ნიმუში, დანართი 4 პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი  -  ნიმუში, დანართი 5   პროექტის განხორციელების ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება - ნიმუში, დანართი 6 ( GEO / ENG )   უცხოელი კონსულტანტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანხმობის წერილი პროექტში მონაწილეობის შესახებ - დანართი 7 (ENG) ცნობა თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) - დანართი 8 (GEO/ ENG ) თანხმობის წერილი სხვა იურიდიული/ფიზიკური პირის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამოყენების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) - დანართი 9 ( GEO / ENG )   ელექტრონული რეგისტრაციის ბმულები ( ინფორმაცია ვებგვერდზე განთავსდება 27 ივნისს) გრანტების მართვის ერთიანი სისტემა - პროექტების რეგისტრაციისათვის (ბმული) ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია (ბმული) მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის: პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მთავრობის დადგენილებას, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს; ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაციები; დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია შეკითხვების გამოგზავნა ელ. ფოსტით fr@rustaveli.org.ge 16 ივლისამდე . კითხვებზე პასუხის დოკუმენტი აიტვირთება ფონდის ვებგვერდზე და პერიოდულად განახლდება კონკურსის დასრულებამდე. ხშირად დასმული კითხვები   კოორდინატორები: ქეთევან გაბიტაშვილი თორნიკე სხირტლაძე სალომე შარაშენიძე - 2 200 220 (4016) გიორგი ბაგაშვილი თამთა ტურაშვილი ანა გოგუაძე საკონტაქტო ინფორმაცია: fr@rustaveli.org.ge   ფონდი გისურვებთ წარმატებებს !
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/2_2.jpg
19/06/2018 15:44

„აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ირანელი და ფრანგი ავტორები მე-19 საუკუნის საქართველოს შესახებ“

2018 წლის 18 ივნისს, გაიმართა პროექტის  „აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ირანელი და ფრანგი ავტორები მე-19 საუკუნის საქართველოს შესახებ“ საბოლოო შედეგების პრეზენტაცია, რომელიც დაფინანსებულია შოთა რუსთაველის საქაქრთველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსის ფარგლებში . პროექტის მონაწილეებმა ისაუბრეს განხორციელებული კვლევების შესახებ. აღინიშნა, რომ სულ ითარგმნა 35 ფრანგი და 63 ირანელი ავტორის თხზულება, რომელთაც თან დაერთოთ სათანადო კომენტარები. თარგმანები განთავსდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის სექციაშია. პროექტის მონაწილეებმა ვრცლად ისაუბრეს პროექტით გათვალისწინებული სამეცნიერო სტატიების კრებულის „აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ირანელი და ფრანგი ავტორები მე-19 საუკუნის საქართველოს შესახებ“ თაობაზე, ასევე იმ პუბლიკაციების შესახებ, რომლებიც გამოქვეყნდა პროექტის მიმდინარეობის პერიოდში და რომლებიც უშუალოდ ეხება პროქეტის საკვლევ თემას, კერძოდ: „საქართველო ყაჯართა პერიოდის სპარსულ წყაროებში (სამოგზაურო და მემუარული ლიტერატურა).“ კრებული შეადგინა, ტექსტები სპასრულიდან თარგმნა, შესავალი წერილი და კომენტარები დაურთო მარინა ალექსიძემ. რედაქტორი გრიგოლ ბერაძე. თბ., არტანუჯი, 2016. მარინა ალექსიძე, გრიგოლ ბერაძე, ირინა კოშორიძე. „არფა‘ ად-დოულე და საქართველო.“ თბილისი, არტანუჯი, 2017. იგივე წიგნი ინგლისურ და სპარსულ ენებზე („Arfa‘ ad-Dowle and Georgia“). ირინე ნაჭყებია. „ნაპოლეონის დიპლომატიური მისიები ირანში და საქართველოს საკითხი“ (რედაქტორი: გრიგოლ ბერაძე), თბ.: წიგნობარი, 2018. გიორგი სანიკიძემ გამოქვეყნა „შარდენის მოგზაურობის“ ახალი, შევსებული და გადამუშავებული თარგმანი გამოკვლევითა და კომენტარებით. თბ., ილიას უნივერსიტეტის გამომც., 2018 (მიუხედავად იმისა, რომ შარდენის მოგზაურობა პროექტის ეპოქა არ განეკუთვნება, ის მე-19 საუკუნის ფრანგი ავტორებისთვის საქართველოს შესახებ მთავარ წყაროს წარმოადგენდა და შესაბამისად, პროექტის თემატიკასთან უშუალო კავშირშია).
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_0829.JPG
15/06/2018 16:32

ჰორიზონტი 2020 -ის პოლიტიკის მხარდამჭერი ინსტრუმენტის ფარგლებში საქართველოსთვის შემუშავებული საბოლოო ანგარიშის პრეზენტაცია

მიმდინარე წლის 14 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის #107 აუდიტორიაში 14:00 საათზე გაიმართა „ჰორიზონტი 2020“-ის პოლიტიკის მხარდამჭერი ინსტრუმენტის ფარგლებში საქართველოსთვის შემუშავებული რეკომენდაციებისა და საბოლოო ანგარიშის პრეზენტაცია.   პოლიტიკის მხარდამჭერი ინსტრუმენტი - Policy Support Facility  გულისხმობს მაღალი რანგის, დამოუკიდებელი საერთაშორისო  ექსპერტების  მიერ რეკომენდაციების შემუშავებას  საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების (STI)  სისტემის გაძლიერების მიზნით. ექსპერტთა ვიზიტი ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ევროკომისიისადმი მიმართვის საფუძველზე  2017 წლის ოქტომბრიდან 2018 წლის მაისის ჩათვლით. ექსპერტთა ორი ვიზიტის ფარგლებში  (2017 წლის დეკემბერსა და 2018 წლის თებერვალში) გაიმართა თემატური შეხვედრები საქართველოს სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორის/ინდუსტრიის და აკადემიური სექტორის  წარმომადგენლობასთან შემდეგი საკითხების შესახებ: მეცნიერების სფეროში ძლიერი მხარეების იდენტიფიცირება (Support in identification of promising research fields); მეცნიერებასა და ინდუსტრიას/ ბიზნესს შორის თანამშრომლობის გაძლიერება (Measures for narrowing the gap between research and industry/business); შესრულების ინდიკატორებზე დაყრდნობით მეცნიერების სისტემის დაფინანსების სქემის შემუშავება (Proposal for the performance-based funding of research entities). მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკის მხარდამჭერი სპეციალური ინსტრუმენტის მესამე, შემაჯამებელი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია  ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციის გენერალური დირექტორატის საერთაშორისო თანამშრომლობის ხელმძღვანელი, ქალბატონი ქრისტინა რუსო, რომელმაც აუდიტორიას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და  კვლევისა და ინოვაციის სფეროს განვითარებისა და პოლიტიკის სპეციალური მხარდამჭერი ინსტრუმენტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ბატონმა ალექსანდრე თევზაძემ. ექსპერტებსა და  დამსწრე საზოგადოებას ასევე მადლობა გადაუხადეს და სიტყვით მიმართეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა ბატონმა ალექსანდრე ცისკარიძემ და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, ქალბატონმა მანანა მიქაბერიძემ. PSF-ის ექსპერტთა პანელმა აუდიტორიის წინაშე პრეზენტაციის სახით წარადგინა წინა ორი ვიზიტისა და კვლევის შედეგად შემუშავებული რეკომენდაციები. პანელის შემადგენლობა: მაიკლ შლიხტი (პანელის თანათავმჯდომარე) გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს (BMBF) ეროვნული და  საერთაშორისო სამეცნიერო პოლიტიკის და უმაღლესი განათლების ტრანსფორმაციის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი; კრისტოფ გულდა (პანელის თანათავმჯდომარე),  დამოუკიდებელი ექსპერტი, პოლონეთის კვლევისა და განვითარების ცენტრის საბჭოს წევრი, პოლონეთის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სამინისტროს მრჩეველი; მანფრედ სპისბერგერი - უფროსი მკვლევარი სოციალური ინოვაციების ცენტრში, (ZSI) ავსტრიაში, პოლიტიკური მეცნიერი კვლევისა და განვითარების მიმართულებით აღმოსავლეთ ევროპაში;  მარია ნედევა - მანჩესტერის უნივერსიტეტის, მანჩესტერის ბიზნესის სკოლის ალიანსის (Alliance Manchester Business School) პროფესორი მეცნიერებისა და ინოვაციების პოლიტიკის დარგში; ანა კადერაბკოვა - ეკონომიკისა და მენეჯმენტის უნივერსიტეტის (ჩეხეთის რესპუბლიკა) ინოვაციური კვლევების ცენტრის (Center for Innovation Studies) დირექტორი. ანგარიშის ძირითადი მესიჯები შემდეგია: საქართველო კვლევისა და ინოვაციის სფეროში ისეთი მოწინავე არაა, როგორც ბიზნესის წარმოებაში. ქვეყნის მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემის განვითარებისათვის, ექსპერტთა პანელი შემდეგ 4 ძირითად რჩევას გვთავაზობს:   კოორდინაცია, კონცენტრაცია, თანამშრომლობა და შეთანხმებულობა. (4C: Coordination, concentration, collaboration, coherence ). პრეზენტაციის შემდგომ, გაიმართა ღია დისკუსია და დამსწრე საზოგადოებას მიეცა საშუალება შეკითხვები დაესვათ მომხსენებლებისათვის. ექსპერტთა პანელის მიერ შემუშავებული საბოლოო ანგარიში ხელმისაწვდომია ევროკომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე: https://rio.jrc.ec.europa.eu/en/policy-support-facility/specific-support-georgia 14 ივნისს წარდგენილი პრეზენტაცია, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე .  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/2018%20clis%20konkursebi/farosana%20NFA-SRNSFG/farosana.jpg
14/06/2018 11:40

ფონდი აცხადებს „აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში სამეცნიერო - კვლევით საგრანტო კონკურსს

კონკურსის სახელწოდება  „აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში სამეცნიერო - კვლევითი საგრანტო კონკურსი კონკურსის აბრევიატურა - NFA -SRNSFG   კონკურსის მიზანი სახელმწიფოს წინაშე არსებული სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევის – აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისა და მის გავრცელებასთან დაკავშირებული სასოფლო-სამეურნეო სირთულეების გადაჭრა სამეცნიერო-ტექნოლოგიური კვლევების განხორციელების გზით; აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებულ პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული ინოვაციური სამეცნიერო კვლევების მხარდაჭერა; ახალი ცოდნის, მეთოდების და ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების ძიება; პრობლემის მოგვარების ახალი მოდელების თეორიული და ექსპერიმენტული შესწავლა-ანალიზი საერთაშორისო სივრცეში არსებული საუკეთესო გამოცდილების გაზიარების საფუძველზე. კონკურსში წარდგენილი პროექტი მიზნად უნდა ისახავდეს საქართველოს პირობებში აზიური ფაროსანას (ლათ. Halyomorpha halys ) ბიოლოგიისა და რიცხოვნობის დინამიკის შესწავლას; მისი ბიოანტაგონისტებისა და ბიოლოგიური მტრების გამოვლენას, მათი გამოყენების შესაძლებლობას და მიზანშეწონილობას, მონიტორინგს და მცენარეთა დაცვის სხვადასხვა, მათ შორის ბიოლოგიური საშუალებების ეფექტიანობის შესწავლას; ასევე პრობლემის გადაჭრის ახალი ჰიპოთეზებისა და კონცეფციების ექსპერიმენტულ დამტკიცებას. დაფინანსებული კვლევა გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა წარმოადგენდეს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში პროგრესის საფუძველს ქვეყნის, რეგიონის ან/და მსოფლიო მასშტაბით.   საპროექტო განაცხადის ტიპი               ინსტიტუციური კონკურსის ძირითადი პირობები პროექტისათვის მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 61 250 ლარს 1 წლიანი პროექტისათვის და 122 500 ლარ ს – 2 წლიანი პროექტისათვის.  პროექტის განხორციელების პერიოდი: 1 ან 2 წელი .   კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი გამოცხადების თარიღი:  14 ივნისი, 2018 ჯგუფური კონსულტაციების თარიღები:  26 ივნისი, 2018 16:00 სთ. ( რეგისტრაციის ფორმა )                                                                            10 ივლისი, 2018 16:00 სთ. (რეგისტრაციის ფორმა) შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა:   17 ივლისი, 2018 ელექტრონული რეგისტრაციის გახსნა:    7 ივლისი, 2018 რეგისტრაციის ბოლო ვადა:                     ელექტრონული - 23 ივლისი, 2018  16:00 სთ.                     კანცელარიაში - 24 ივლისი, 2018  16:00 სთ.   კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები საქართველოს მთავრობის განკარგულება №970 , 2018 წლის 3 მაისი ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 14 ივნისის N77 ბრძანება ცვლილება გენერალური დირექტორის ბრძანებაში ცვლილება 2 გენერალური დირექტორის ბრძანებაში შეფასების კრიტერიუმები ბიუჯეტის კლასიფიკატორი სამეცნიერო კლასიფიკატორი ( GEO / ENG )   პროექტის მომზადებისათვის საჭირო დანართები და მასალები კონკურსის პირობები (დანართი 1) პირობები- კონსოლიდირებული ვერსია პროექტის თავფურცელი (დანართი 2) ნიმუში საპროექტო წინადადება (დანართი 3) GEO / ENG ძირითადი პერსონალის პროფესიული ბიოგრაფია - CV (დანართი 4) ნიმუში პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი (დანართი 5) GEO / ENG პროექტის განხორციელების ბიუჯეტი (დანართი 6) ნიმუშები GEO / ENG კონსულტანტის თანხმობის წერილი (დანართი 7) GEO / ENG ცნობა თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) (დანართი 8) GEO / ENG ხშირად დასმული კითხვები   ელექტრონული რეგისტრაციის ლინკები გრანტების მართვის ერთიანი სისტემა (GMUS) - პროექტების რეგისტრაციისათვის (ბმული) ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია (ბმული)   მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის: პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია, დეტალურად გაეცნოთ დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ კონკურსის პროგრამასა და პირობებს, ასევე დანართებს; დანართები, რომლებიც მოცემულია ნიმუშის სახით, ივსება გრანტების მართვის ერთიან სისტემაში - GMUS-ში ელექტრონული რეგისტრაციის დროს; ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაციები. დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია შეკითხვების გამოგზავნა ელ. ფოსტით nfa@rustaveli.org,ge   14/06-დან17/07- მდე. ხშირად დასმული კითხვების დოკუმენტი განახლდება პერიოდულად.   კოორდინატორები: ნატალია გვერდწითელი 2 200 220 (4015) საკონტაქტო ინფორმაცია: nfa@rustaveli.org,ge   ფონდი გისურვებთ წარმატებებს !    
სრულად

თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოსა (TUBITAK) და სსიპ –შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2017 წლის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის მონაწილეთა საყურადღებოდ!

13/06/2018 17:49
გაცნობებთ, რომ თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოსა (TUBITAK) და სსიპ –შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2017 წლის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის ფარგლებში, თურქეთის მხრიდან  ტექნიკური ექსპერტიზის შედეგად მოიხსნა 2 პროექტი.
სრულად

ხელშეკრულება თანამშრომლობის შესახებ

13/06/2018 16:51
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდსა და სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს შორის დაიდო ხელშეკრულება  “აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში თანამშრომლობის შესახებ. „აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში სამეცნიერო-კვლევითი საგრანტო კონკურსი გამოცხადდება 2018 წლის ივნისში. აღნიშნული კონკურსის მიზნებია: სახელმწიფოს წინაშე არსებული სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევის - აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისა და მის გავრცელებასთან დაკავშირებული სასოფლო-სამეურნეო სირთულეების გადაჭრა სამეცნიერო-ტექნოლოგიური კვლევების განხორციელების გზით; აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებულ პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული ინოვაციური სამეცნიერო კვლევების მხარდაჭერა; ახალი ცოდნის, მეთოდებისა და ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების ძიება; პრობლემის მოგვარების ახალი მოდელების თეორიული და ექსპერიმენტული შესწავლა-ანალიზი საერთაშორისო სივრცეში არსებული საუკეთესო გამოცდილების გაზიარების საფუძველზე.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/1_3.jpg
13/06/2018 16:38

„ადგილობრივი აგროინდუსტრიული ნარჩენებიდან ბუნებრივი საკვები საღებავების ექსტრაქცია და ანალიზი“

2018 წლის 12 ივნისს, 14:00 სთ–ზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პეტრე მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტში, გაიმართა 2016 წლის ფუნდამენტური გრანტების კონკურში გამარჯვებული პროექტის „ადგილობრივი აგროინდუსტრიული ნარჩენებიდან ბუნებრივი საკვები საღებავების ექსტრაქცია და ანალიზი“ შედეგების პრეზენტაცია. დამსწრე საზოგადოებას მომხსენებლებმა გააცნეს პროექტის ფარგლებში განხორციელებული კვლევის შედეგები. კერძოდ, პროექტის ფარგლებში შემუშავებული იქნა აგროინდუსტრიული ნარჩენებიდან ბუნებრივი საღებავების მიღების თანამედროვე ექსტრაქციული, რაოდენობრივი განსაზღვრის ანალიზის მეთოდები და რამდენიმე სტადიანი ლაბორატორიული ტექნოლოგიური სქემა, თუ როგორ  მივიღოთ აგროინდუსტრიული ნარჩენებიდან ბუნებრივი საღებავები ფხვნილის სახით.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_0637.JPG
12/06/2018 14:03

საკონსულტაციო შეხვედრა

2018 წლის 12 ივნისს, სამშაბათს, 16:00 საათზე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის  საკონფერენციო დარბაზში (მ. ალექსიძის N 1) გაიმართა ჯგუფური კონსულტაცია დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების 2018 წლის კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის. შეხვედრაზე დაინტერესებულ პირებს კოორდინატორებმა გააცნეს კონკურსის პირობები და უპასუხეს მათ შეკითხვებს.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_0618.JPG
11/06/2018 16:39

საქართველოს სამინისტროების წარმომადგენლებთან შეხვედრა კვლევების ხელშეწყობისა და კომერციალიზაციის მიზნით

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 11 ივნისს, 16 :00 საათზე გაიმართა სამუშაო შეხვედრა სამინისტროების, სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ჩართულობით სამეცნიერო, სამრეწველო და კერძო სექტორს შორის კავშირების გაძლიერების თაობაზე. შეხვედრის მიეძღვნა საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუციებს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავება ისეთ საკითხებზე, რომლებიც უკავშირდება პრობლემაზე ორიენტირებული კვლევების ხელშეწყობას,  გამოყენებითი კვლევების განვითარებას, სამეცნიერო კვლევების კომერციალიზაციას, კერძო სექტორის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუციებთან კოლაბორაციის მხარდაჭერას. მოგეხსენებათ, რომ 2016 წლიდან საქართველო არის ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“-თან ასოცირებული ქვეყანა, რაც საშუალებას აძლევს საქართველოს მეცნიერებს, კვლევით ინსტიტუციებს, მცირე და საშუალო საწარმოების წარმომადგენლებს განახორციელონ ფართომასშტაბიანი და მაღალბიუჯეტიანი საპროექტო წინადადებები ევროპელ და სხვა საერთაშორისო კოლეგებთან ერთად და მოიპოვონ დაფინანსება ევროკომისიის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსებში.  პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“ -ის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სამეცნიერო და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობას, კონკრეტული საზოგადოებრივი გამოწვევის საპასუხოდ შემუშავებულ  კვლევით პროექტებს, კომერციალიზაციაზე ორიენტირებული კვლევითი აქტივობების ხელშეწყობას და სხვ. აღსანიშნავია, რომ ევროკომისიის საჯარო კომუნიკაციისა და  ანგარიშების მიხედვით, კვლევისა და ინოვაციის მომდევნო ჩარჩო პროგრამა (EU Framework Programme 9)  კიდევ უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობს ბიზნესსექტორსა და სამეცნიერო სფეროს შორის თანამშრომლობას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სამუშაო შეხვედრა დაეთმო შემდეგ საკითხებზე  მსჯელობას: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ადმინისტრირებული საგრანტო კონკურსი - გამოყენებითი კვლევები (Applied Research): სახელმწიფო ინსტიტუციების მხრიდან აქტუალური საკითხების იდენტიფიცირება და მათი დასახელება გამოყენებითი კვლევების საგრანტო კონკურსის კონცეფციაში გასათვალისწინებლად; ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის მომდევნო, მეცხრე ჩარჩო პროგრამაში და შესაბამის კომიტეტებში საქართველოს პოზიციონირება: არსებული საზოგადოებრივი გამოწვევებისა და ეკონომიკური შესაძლებლობების გათვალისწინება მეცხრე ჩარჩო პროგრამის სტრატეგიულ დოკუმენტებში (Work Programmes); სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, როგორც საგრანტო კონკურსების ადმინისტრირების გამოცდილების მქონე ინსტიტუციის, პოტენციალის გამოყენება. საქართველოს სამინისტროების წარმომადგენლებთან შეხვედრა წარიმართა მრგვალი მაგიდის ფორმატში, გამოითქვა მოსაზრებები და დაისახა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები.
სრულად