old

„ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ში საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობის ხელშეწყობის“ 2018 წლის საგრანტო კონკურსში მონაწილეთა საყურადღებოდ!

02/07/2018 14:53
შევიდა ცვლილება „ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ში საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობის ხელშეწყობის“ 2018 წლის საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ გენერალური დირექტორის 2018 წლის 15 მარტის N30 ბრძანებაში. იხ. ბრძანება
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/1212_1.jpg
02/07/2018 14:51

„ტაო-კლარჯეთის მწიგნობრული მემკვიდრეობა“

2018 წლის  28 ივნისს ,საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში,  გაიმართა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დაარსების 60 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია: „ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობა“, სადაც   წარმოდგენილი იყო შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანასებული საგრანტო ნაშრომის „ ტაო - კლარჯეთის მწიგნობრული მემკვიდრეობა“ პრეზენტაცია. საგრანტო პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი გახლავთ: მზია სურგულაძე, მონაწილენი: ნესტან ჩხიკვაძე, მაია კარანაძე, ლელა შათირიშვილი, ნიკოლოზ ჟღენტი, ეთერ ედიშერაშვილი. ნაშრომის წარდგენის დროს, მომხსენებელმა აუდიტორიას გააცნო სამეცნიერო ლიტერატურაში დამკვიდრებული პირობითი სახელწოდების – ტაო-კლარჯეთი –ფართო ისტორიულ-გეოგრაფიული კონტექსტი და ამ რეგიონიდან ჩვენამდე მოღწეული ტექსტების (მწიგნობრული მემკვიდრეობის) სრული შინაარსობრივი სპექტრი. ტაოკლარჯული მწიგნობრული მემკვიდრეობა პოლიტიკური  და კულტურული ფაქტორების   ურთიერთქმედების საფუძველზე ნაშრომში დაყოფილია IX-X, XI-XIII და XIV-XVI საუკუნეების პერიოდებად. ცალკეულ თავებში ცალ-ცალკეა დაჯგუფებული და გაანალიზებული თითოეული პერიოდის ხელნაწერული მასალა. ფუნქციის მიხედვით ტაოკლარჯული ტექსტების მთლიანი მოცულობა იყოფა საეკლესიო ლიტერატურის ნიმუშებად და სამართლის ძეგლებად. ტაო-კლარჯეთის  ლიტერატურული ცხოვრების  აღმავლობის პერიოდია IX-X საუკუნეები, როდესაც რეგიონში ბერმონაზვნური მოძრაობის შედეგად დაარსდა მრავალი სამონასტრო ცენტრი,  რომლებშიც ქრისტიანული აღმოსავლეთისა და კონსტანტინოპოლის სამონასტრო ცენტრებთან მჭიდრო კავშირში მიმდინარეობდა ინტენსიური ლიტერატურული საქმიანობა. ამ პერიოდიდანაა ჩვენთვის ცნობილი საუკეთესო  ტაოკლარჯული ხელნაწერები: ბიბლიის წიგნები, ჰიმნოგრაფიული, ასკეტიკური და სასწავლო დანიშნულების კრებულები, ჟანრობრივად შერეული „მრავალთავები“, – ყველა ესენი შეიცავენ   ძველი და ახალი ათთქმის წიგნებს, ჰომილეტიკურ, პატრისტიკულ, აპოკრიფულ,  აგიოგრაფიულ, ეგზეგეტურ და ისტორიულ თხზულებებს.  შემდგომ საუკუნეებში ტაო-კლარჯეთი საზრდოობს ათონიდან და სხვა უცხოური კერებიდან წამოსული ლიტერატურული პროდუქციით, ხოლო სამცხე-საათაბაგოს  პერიოდში (XIV-XVI სს.), ლიტერატურულ- შემოქმედებითი იმპულსები წყდება, სამაგიეროდ მატულობს სამართლებრივი შინაარსის ტექსტები,  რომლებიც სამთავროს დამოუკიდებელ პოლიტიკურ მისწრაფებებს ასახავენ. ნაშრომის სულ ბოლო თავში ტექსტები წარმოდგენილია სხვადასხვა ჟანრის  ნაწარმოებთა და იურიდიულ დოკუმენტთა ის ნიმუშები, რომლებიც მკითხველს წარმოდგენას შეუქმნის საქართველოს ამ ისტორიული მხარის კულტურულ ცხოვრებაზე და პოლიტიკურ პერიპეტიებზე.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/111_2.jpg
02/07/2018 14:38

“კლინიკური ეთიკის კომიტეტების საქმიანობა ჰოსპიტალურ დაწესებულებებში“

2018 წლის 29 ივნისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომლის მიზანიც იყო შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევითი გრანტის ფარგლებში მკვლევარის, მედიცინის დოქტორის ნატო ფიცხელაურის მიერ ჩატარებული კვლევის: “კლინიკური ეთიკის კომიტეტების საქმიანობა ჰოსპიტალურ დაწესებულებებში“ შედეგების პრეზენტაცია და წარმოდგენილი სამოქმედო გეგმის დახვეწა. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა მეცნიერის მიერ  კვლევის შედეგები რამდენიმე დღის წინ წარდგენილი იქნა ოქსფორდის უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი) საერთაშორისო კონფერენციაზე ,,ICCEC 2018: კლინიკური ეთიკა ტრანსლიაციაში: პრაქტიკის კავშირი კვლევასთან, სწავლებასა და პოლიტიკასთან’. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს თსუ მედიცინის ფაკულტეტის სამედიცინო ეთიკის კათედრის წევრებმა, ექსპერტებმა ბიოეთიკის დარგში. პრეზენტაციაზე წარდგენილი იქნა საქართველოს ჰოსპიტალურ დაწესებულებებში კლინიკური ეთიკის კომიტეტების საქმიანობის რაოდენობრივი და ხარისხობრივი კვლევის შედეგები.  სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კლინიკური ეთიკის კომიტეტების საქმიანობა არ შეფასებულა 2003 წლის შემდეგ, ამდენად მეტად საინტერესო აღმოჩნდა კვლევის შედეგების, კერძოდ ჰოსპიტალურ დაწესებულებებში არსებული კომიტეტის სტრუქტურა და შემადგენლობა, კომიტეტის წევრების გამოცდილება და დარგობრივ  ტრენინგებში მონაწილეობა, კომიტეტის ფუნქციები, კომიტეტების მიერ განხილული შემთხვევების რაოდენობები, იდენტიფიცირებული ეთიკური დილემები და ბარიერები და სხვა.  ხარისხობრივი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ჩატარებული იქნა SWOT ანალიზი და შემუშავებული იქნა სამოქმედო გეგმა კომიტეტების საქმიანობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით. შეხვედრაზე გაიმართა დისკუსია კვლევის შედებთან და სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით. ახალგაზრდა მეცნიერმა აღნიშნა, რომ გამოთქმული მოსაზრებები გათვალისწინებული იქნება სამოქმედო გეგმის დასახვეწად და ასევე აისახება მონოგრაფიაში, რომლის პრეზენტაცია და პროექტის შემაჯამებელი ანგარიში წარდგენილი იქნება ფართო სამეცნიერო და სამედიცინო საზოგადოების წინაშე მიმდინარე წლის ბოლოს.    
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/962741248_n.jpg
29/06/2018 15:18

ქართული ანდაზები და ადაპტაციური ქცევის კულტურული მოდელები

2018 წლის 27 ივნისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსის შედეგად, გამარჯვებული პროექტის პრეზენტაცია -  ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტის, დიმიტრი ჩუბინიძის დისერტაციის დაცვა სახელწოდებით „ქართული ანდაზები და ადაპტაციური ქცევის კულტურული მოდელები“. დისერტაციის მთავარი თემაა ადაპტაციური ქცევის რეგულაციაში კულტურული კოგნიციის მნიშვნელობის შესწავლა, კერძოდ, ადაპტაციური ქცევის ქართული კულტურული მოდელების აღმოჩენა. კვლევის კონცეპტუალური ჩარჩო ეყრდნობა ფსიქოლოგიური ანთროპოლოგიის კულტურული მოდელების სკოლას (ბ. შორის გონების კოგნიტურ–ეთნოგრაფიულ თეორიას), ხოლო კვლევის მეთოდოლოგია – ექსპერიმენტული და თვისებრივი ტექნიკების სინთეზს. კვლევა იზიარებს დაშვებას, რომ კულტურული ინფორმაცია სხვადასხვა დონეზე (სოციალურზე, ფსიქიკურზე) ორგანიზებულია მოდელების/სქემების სახით, ხოლო კულტურულ კოგნიციაში მნიშვნელობის შექმნა განსხვავებულ დონეებზე არსებულ მოდელთა შორის კავშირის მეშვეობით ხორციელდება. საკვლევი კონტექსტი წარმოდგენილია ქართული კულტურის სახით, ხოლო საკვლევ არეალს თანამედროვე საქართველო წარმოადგენს. კვლევის ობიექტია ადაპტაციური ქცევის სტრატეგიები. კულტურა-დონის ელემენტად შერჩეულია პრობლემური სიტუაციის გადაჭრასთან დაკავშირებული ქართული ანდაზები. მათი მენტალური რეპრეზენტაცია ასახულია ცნობიერების კატეგორიალურ სტრუქტურებში, რომელიც გამოვავლინეთ სემანტიკური სივრცეების სახით. ამგვარად, წარმოდგენილ იქნა კვლევაში გამოყენებული ანდაზების სუბიექტურ მნიშვნელობათა სივრცული მოდელი. ადაპტაციის კულტურული მოდელების აღწერა/ანალიზი, ასევე, ეყრდნობოდა კულტურის წევრთა დისკურსებში ასახულ მნიშვნელობებს. კვლევის შედეგად გამოვლენილი და აღწერილია ადაპტაციის ქართული კულტურული მოდელები. დისერტაცია ადაპტაციური ქცევის ქართული კულტურული მოდელების ემპირიული კვლევის პირველი მცდელობაა.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/vebi.jpg
26/06/2018 17:54

საკონსულტაციო შეხვედრა

2018 წლის 26 ივნისს, სამშაბათს, 16:00 საათზე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის  საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ჯგუფური კონსულტაცია „აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში სამეცნიერო - კვლევითი საგრანტო  კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის.  შეხვედრაზე დაინტერესებულ პირებს კოორდინატორებმა გააცნეს კონკურსის პირობები და უპასუხეს მათ შეკითხვებს.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/2018%20clis%20konkursebi/AA%20RP/images%203.jpg
26/06/2018 16:16

გამოცხადდა კონკურსი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ჯილდო 2018 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერთა და მეცნიერთა ჯგუფებისათვის

კონკურსის სახელწოდება კონკურსი სსიპ - შოთა რუსთაველის  საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ჯილდო  2018 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერთა და მეცნიერთა ჯგუფებისათვის კონკურსის აბრევიატურა AARP კონკურსის მიზანი საქართველოს და საერთაშორისო მკვლევართა წახალისება მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში აქტიური და ნაყოფიერი  მოღვაწეობისა და ჩართულობის მიზნით, აგრეთვე გაწეული განსაკუთრებული მიღწევების დაფასებისათვის, საქართველოს მეცნიერებისა და საქართველოს შესახებ კვლევების წახალისებისა და პოპულარიზაციისათვის.    სა კონკურსო განაცხადი ტიპი :   ინდივიდუალური, ჯგუფური.   კონკურსის ძირითადი პირობები კონკურსი ითვალისწინებს ერთჯერადი ჯილდოთი მეცნიერის/კვლევითი ჯგუფის დაჯილდოებას.  ფონდის ჯილდო გაიცემა შემდეგ კატეგორიებში: საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების მიმართულებით მოღვაწე წლის საუკეთესო მეცნიერი საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების მიმართულებით მოღვაწე წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერი ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით მოღვაწე წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერი ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით მოღვაწე წლის საუკეთესო მეცნიერთა ჯგუფი სიცოცხლის შემსწავლელ, ჯანდაცვის, აგრარული მეცნიერებების მიმართულებით მოღვაწე წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერი სიცოცხლის შემსწავლელ, ჯანდაცვის, აგრარული მეცნიერებების მიმართულებით მოღვაწე წლის საუკეთესო მეცნიერთა ჯგუფი ტექნოლოგიებისა და საინჟინრო მეცნიერებების მიმართულებით მოღვაწე წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერი ტექნოლოგიებისა და საინჟინრო მეცნიერებების მიმართულებით მოღვაწე წლის საუკეთესო მეცნიერთა ჯგუფი სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით მოღვაწე წლის საუკეთესო ახალგზარდა მეცნიერი სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით მოღვაწე წლის საუკეთესო მეცნიერთა ჯგუფი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე თითოეულ ნომინაციაში, დამატებით, შესაძლებელია გაიცეს წარჩინების სიგელი (Seal of Excellence) ფულადი ჯილდოს გარეშე.  თითოეულ ნომინაციაში დამატებით გაიცემა არაუმეტეს 1 სიგელი;   კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი კონკურსის განრიგი და ვადები: 2018 წლის 26 ივნისი - კონკურსის გამოცხადება; 20   ი ვლისის 16:00 სთ-მდე - ელექტრონული რეგისტრაციის (ელექტრონული ფოსტის მეშვეობით) ბოლო ვადა; 23 ივლისის 16:00 სთ-მდე - ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენის ბოლო ვადა;                                                ივლისი- რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან შესაბამისობის დადგენა (ტექნიკური ექსპერტიზა); აგვისტო/სექტემბერი - კონკურსის პირობების დაცვით რეგისტრირებული პროექტების შეფასება და გამარჯვებულთა გამოვლენა და ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცება; სექტემბერი - კონკურსის შედეგების გამოქვეყნება.   დადგენილი ვადების, რეგისტრაციის წესებისა და კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი დოკუმენტაცია საკონკურსოდ არ განიხილება. დეტალური ინფორმაცია კონკურსის წესებისა და პირობების შესახებ იხილეთ შემდეგ დოკუმენტებში: ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება კონკურსის ჩატარების წესი ( ქართული / ინგლისური ) განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ ( ქართული / ინგლისური ) განმცხადებლის პროფესიული ბიოგრაფია  ( ქართული / ინგლისური ) განმცხადებლის/ჯილდოს კანდიდატის დასაბუთების წერილი დარგში  ბოლო 3 წლის პერიოდში  სამეცნიერო მიღწევების მითითებით  ( ქართული / ინგლისური ) სარეკომენდაციო წერილი ( ქართული / ინგლისური ) ხშირად დასმული კითხვები   კოორდინატორები: მაკა ქაჯაია, თორნიკე სხირტლაძე
სრულად

დამტკიცდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დამოუკიდებელ ექსპერტთა კოდექსი

26/06/2018 14:56
დამტკიცდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დამოუკიდებელ ექსპერტთა კოდექსი. იხ. გენერალური დირექტორის ბრძანება
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/2018%20clis%20konkursebi/YS/etriks.jpg
26/06/2018 14:55

2018 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსის შუალედური შედეგები

“2018 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსზე“ დარეგისტრირდა 107 საპროექტო განაცხადი. კონკურსზე წარმოდგენილმა პროექტებმა გაიარეს ტექნიკური ექსპერტიზის ეტაპი და შეფასების ეტაპზე გადავიდა 107-ვე პროექტი.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/1_3.jpg
25/06/2018 14:54

საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმი „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გახსენება 100 წლის შემდეგ: მოდელი ევროპისთვის?“

25 ივნისს, 10.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმი - „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გახსენება 100 წლის შემდეგ: მოდელი ევროპისთვის?“ გაიხსა. ფორუმი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა, რომლის თანამონაწილეებიც იყვნენ: ივანე ჯავახიშვილი სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნული არქივი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და სამხრეთ კავკასიის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი (ARISC). ღონისძიება 30 ივნისამდე გასტანს. ფორუმის ფარგლებში 25-26 ივნისს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება, ხოლო 27-30 ივნისს - საერთაშორისო საზაფხულო სკოლა. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და რეგიონის წამყვანი უცხოელი და ქართველი პროფესორები და მკვლევრები. საზაფხულო სკოლაში კონკურსის შედეგად შერჩეული 13 ქართველი და 8 უცხოელი სტუდენტი და ახალგაზრდა მკვლევარი ჩაერთვება მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან. კომბინირებული სამეცნიერო ფორუმი მიეძრვნა საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს  და მიზნად ისახავს საქართველოს პირველი რესპუბლიკის არსებობის ხანის გაანალიზებას.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/2018%20clis%20konkursebi/farosana%20NFA-SRNSFG/farosana.jpg
25/06/2018 12:05

საკონსულტაციო დღე - „აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში სამეცნიერო - კვლევითი საგრანტო კონკურსი

26 ივნისს, პარასკევს, 16 საათზე, გაიმართება „აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში სამეცნიერო - კვლევითი საგრანტო კონკურსის საკონსულტაციო დღე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სხდომის დარბაზში (მ. ალექსიძის N1,  სართული 4) საინფორმაციო შეხვედრაზე დასწრებისათვის, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.
სრულად