old
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_1962.JPG
26/09/2018 16:46

საშუამავლო ღონისძიება -სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ სხვადასხვა კონკურსებში დაფინანსებული, წარმატებული, ახალგაზრდა მეცნიერების..

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში, სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში გაიმართა საშუამავლო ღონისძიება -სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ სხვადასხვა კონკურსებში დაფინანსებული, წარმატებული, ახალგაზრდა მეცნიერებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების (საჯარო და კერძო სკოლების) უფროსკლასელების VIII-XI კლასელების შეხვედრა სამომავლო თანამშრომლობის ინიცირების მიზნით.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/20180919_161712.jpg
26/09/2018 11:29

„მეცნიერება იწყება სკოლიდან - კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით

2018 წლის 19 სექტემბერს ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის ცენტრში გაიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის - „მეცნიერება იწყება სკოლიდან - კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ - გამარჯვებული პროექტის „გარემოს რადიაციული ფონის შესწავლა და მონიტორინგი მიკროკომპიუტერული გამზომი სადგურის საშუალებით“ გახსნის ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდნენ სსიპ - ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის ფიზიკის პედაგოგები ინდირა ნატრიაშვილი და მიხეილ ბერიშვილი და ამავე სკოლის მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეები: ნიკოლოზ ციმაკურიძე, ნიკოლოზ ციმაკურიძე, ლევან გოგრიჭიანი, თინათინ თუთბერიძე, თამაზ სანიკიძე, მარიამ ჯაფარიძე, მარიამ ჩხეიძე, მარიამ წურწუმია, გიორგი კედია, ქეთევან ბეგიაშვილი, ქეთევან ხაჭაპურიძე. პროექტის გახსნის ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ: რუსთაველის ფონდის წარმომადგენლები , დაბა ბედიანის სკოლის ფიზიკის პედაგოგი დავით ნატრიაშვილი. საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის ბირთვული ენერგიისა და რადიაციული უსაფრთხოების პრობლემათა კომისიის თავმჯდომარე, აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე, ამავე კომისიის მდივანი ლია ჭელიძე, ელეფთერ ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ზაზა როსტომაშვილი, მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი, პროფ. მიხეილ ნიორაძე, ამავე ინსტიტუტის თეორიული ფიზიკის განყოფილების ხელმღვანელი, პროფ. გელა დევიძე, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები - ირაკლი მჭედლიშვილი და თამარ პატარაია. აღვნიშნავთ, რომ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში - „მეცნიერება იწყება სკოლიდან - კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ გაიმარჯვეს ჩვენი სკოლის ფიზიკის პედაგოგმა ინდირა ნატრიაშვილმა და ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა რევაზ შანიძემ და დოქტორანტმა გოგიტა პაპალაშვილმა პროექტით „გარემოს რადიაციული ფონის შესწავლა და მონიტორინგი მიკროკომპიუტერული გამზომი სასდგურის საშუალებით“, რის შედეგადაც სკოლამ მოიპოვა გრანტი და პროექტის დასასრულს სკოლას ექნება რადიაციული ფონის გამზომი სადგური, რომელიც რეალურ დროში შეძლებს გაზომვების ჩატარებას, მიღებული ინფორმაციის დამუშავებას და გარემოს რადიაციული მონიტორინგის როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზებში განთავსებას. გამზომი სადგურის მობილურობა საშუალებას მოგვცემს გარემოს რადიაციული ფონის გაზომვები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩავატაროთ. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ამგვარი სადგურის განლაგებას საქართველოს სკოლებში და რადიაციული მონიტორინგის სასკოლო ქსელის შექმნას.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/20180922_121456.jpg
24/09/2018 16:50

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2018

22 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით იმართება მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2018. 22 სექტემბერს ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_1896_1.JPG
24/09/2018 16:49

Clarivate Analytics -ის სემინარი

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში გაიმართა Clarivate Analytics -ის სემინარი. • სემინარის თემა: ელექტრონული ბაზების მოხმარება და ფონდის პრეზენტაცია საქართველოს სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუციების სამეცნიერო პროდუქტიულობის შესახებ.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_1912.JPG
24/09/2018 16:48

საინფორმაციო შეხვედრა ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) შესახებ

მიმდინარე წლის 24 სექტემბერს, 15 სთ-ზე,  2018 წლის “მეცნიერებისა და ინოვაციის ფესტივალის“ ფარგლებში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) შესახებ. შეხვედრაზე ფონდის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ERC-ის ახალი სამუშაო პროგრამა (Work Programme 2019 ), წარადგინეს პრეზენტაცია ERC-ის მიმდინარე კონკურსების, ასევე ფონდის გეგმების შესახებ ჰორიზონტი 2020-ში საქართველოს მეცნიერთა ხელშესაწყობად და უპასუხეს შეკითხვებს. ERC არის ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“ -ის ერთ-ერთი კომპონენტი 13 მილიარდი ბიუჯეტით, რომელიც დაარსდა 2007 წელს, როგორც კვლევის დამფინანსებელი პირველი პანევროპული ორგანიზაცია, რომელიც საგრანტო სახსრებს მიმართავს მეცნიერების პერსპექტიული დარგების განვითარებისაკენ.  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლები არიან ევროპული კვლევების საბჭოს ეროვნული საკონტაქტო პირები საქართველოში. დეტალური ინფორმაცია ევროპული კვლევების საბჭოს შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე.  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/2017%20AUGUST/IMG/AR%20logo.jpg
20/09/2018 17:24

გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2018 წლის კონკურსის მონაწილეთა საყურადღებოდ!

გაცნობებთ, რომ გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2018 წლის კონკურსის ფარგლებში, გადაიწევს I ეტაპის შედეგების გამოცხადებისა და II ეტაპზე გადასული პროექტების სრული ვერსიის ელექტრონული რეგისტრაციის ვადები. შესაბამისად, ელექტრონული რეგისტრაცია არ დაიწყება 25 სექტემბერს. ინფორმაცია ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 13 ივლისის №99 ბრძანებაში შესული ცვლილებებისა და ახალი ვადების შესახებ განთავსდება ფონდის ვებ-გვერდზე.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_1877.JPG
12/09/2018 16:36

საერთაშორისო კონფერენცია „სამხრეთ კავკასიური ცარცის წრე 2“

12 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა  ქართველოლოგიის საერთაშორისო კონფერენცია „სამხრეთ კავკასიური ცარცის წრე 2“. კონფერენციის ორგანიზატორები არიან: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, მერილენდის უნივერსიტეტი (აშშ) და უნივერსიტეტი პარიზი 8 (საფრანგეთი). კონფერენცია დაფინანსებულია  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ. ქართველოლოგიის საერთაშორისო კონფერენცია „სამხრეთ კავკასიური ცარცის წრე“ 2016 წელს დაარსდა უცხოელი ქართველოლოგების ინიციატივით; ამავე წელს პარიზში გაიმართა პირველი კონფერენცია: „სამხრეთ კავკასიური ცარცის წრე 1“. 2018 წლის 2-11 სექტემბერს ილიას უნივერსიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა ამავე სახელწოდების საზაფხულო სკოლა, ხოლო 12-14 სექტემბერს კონფერენცია , რომლის მიზანია ქართველოლოგიური კვლევების ინტერნაციონალიზაცია, ქართველი და უცხოელი მკვლევრებისთვის ერთიანი სამუშაო პლატფორმის შექმნა, ქართველოლოგიისა და კავკასიოლოგიის, როგორც მნიშვნელოვანი საენათმეცნიერო დარგების, პოპულარიზაცია უცხოურ უნივერსიტეტებში. ქართველ მეცნიერებთან ერთად კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ ამერიკისა და ევროპის უნივერსიტეტებში ქართველოლოგიურ პრობლემატიკაზე მომუშავე 15 მეცნიერი.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/39622254_2043951765623349_5872531126240673792_n.jpg
10/09/2018 12:12

მე-8 ქართულ-გერმანული სკოლა და სემინარი ფუნდამენტურ მეცნიერებებში

2018 წლის 20-25 აგვისტოს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა   იულიხის კვლევითი ცენტრისა (გერმანია) და პარტნიორი ქართული უნივერსიტეტების (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აგრარული უნივერსიტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) ერთობლივი, მე-8 ქართულ-გერმანული სკოლა და სემინარი ფუნდამენტურ მეცნიერებებში. აღნიშნული ღონისძიება, არის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის იულიხის ცენტრის ერთობლივი მიზნობრივი პროგრამა. ღონისძიების თემატიკას წარმოადგენდა "მეცნიერება საქართველოში არსებულ მულტიდისციპლინარულ SMART|Labs-ებში სკოლისა და სემინარის განმავლობაში აქცენტი გაკეთდა სამ ძირითად კომპონენტზე: ა) სიმეტრიები სუბატომურ ფიზიკაში, რომელიც მიეძღვნება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ერთ-ერთ ფუნდამენტურ საკითხს: სამყაროში დამზერილ მატერიის დომინირების საკითხს ანტიმატერიაზე; ბ) ატმოსფერული კვლევები და მოდელირება, რომელიც დაკავშირებულია SMART|AtmoSim_Lab-თან; გ) ვიზუალიზაცია მედიცინის სფეროში და ბიომარკერები. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ ამაჩქარებლების, ნაწილაკთა ფიზიკის და ტექნოლოგიების მსოფლიო დონის ექსპერტები, რომლებიც სხვადასხვა საერთაშორისო კოლაბორაციების (JEDI, Borexino, JUNO, PAX) წევრები არიან. კონფერენციის მუშაობა ითვალისწინებდა ამ სფეროებში არსებული მიღწევების შეჯამებას და  ორ ქვეყანას შორის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის გზების კიდევ უფრო გაუმჯობესებას. ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის ჩატარდა თემატური სალექციო კურსები საბუნებისმეტყველო და საინჟინრო მეცნიერებებში, ლექციებს კითხულობდნენ კვლევითი ცენტრის დირექტორები და წამყვანი მეცნიერ თანამშრომლები. ღონისძიების ფარგლებში ლექციებს კითხულობდნენ კვლევითი ცენტრის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი ჰანს შტროერი, ნეირომეცნიერებისა  და მედიცინის ინსტიტუტის დირექტორი ნადიმ ჯონ შა, ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტის დირექტორი ბერნ ნოიმაიერი, ელექტრონიკისა და ელექტრო ინჟინერიის ინსტიტუტების დირექტორებმა გალებ ნატუამ და სტეფან ვაზენმა, კლიმატის ცვლილებისა და ატმოსფერული კვლევების ინსტიტუტის დირექტორებმა ანდრეას ვანერმა და ასტრიდ კლიენდერ შრამ. შეირჩა 11  სხვადასხვა მიმართულების (ფიზიკა, მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია, საინჟინრო ტექნოლოგიები) საუკეთესო სტუდენტი იულიხის კვლევით ცენტრში სტაჟირებას გაივლიან 1 თვის განმავლობაში. სტაჟირება სრულად ფინანსდება გერმანული მხარის მიერ.  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/fg.PNG
07/09/2018 09:57

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ღონისძიებები „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2018“

იხილეთ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ღონისძიებები „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2018“-ის პროგრამა
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/1.png
30/08/2018 16:36

2018 წლის საკონფერენციო გრანტების კონკურსის შედეგები

2018 წლის საკონფერენციო გრანტების კონკურსში დარეგისტრირდა 26 განაცხადი. კონკურსის პირობებთან შუსაბამობის გამო  საკონკურსო კომისიის მიერ მოიხსნა 3 განაცხადი პროექტი. საკონკურსო კომისიის მიერ მოხსნილი განაცხადები საკონკურსო კომისიამ  შემოსული განაცხადები  შეაფასა  საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 ივლისის N149 დადგენილებით დამტკიცებული კრიტერიუმების შესაბამისად და დასაფინანსებლად გამოავლინა  4 განაცხადი. კომისიის მიერ შეფასებული პროექტები გენერალური დირექტორის ბრძანება გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შესახებ
სრულად