old
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/df.jpg
05/10/2018 17:29

საკონსულტაციო შეხვედრა

მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ფონდის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართა საკონსულტაციო შეხვედრა „ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ში საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობის ხელშეწყობის“ 2018 წლის სახელმწიფო საგრანტო კონკურსის გამარჯვებულებთან. შეხვედრაზე, აუდიტორიას განემარტა დაფინანსებული პროექტების მართვასთან, ფონდთან პროგრამული და ფინანსური მონიტორინგის საკითხებთან დაკავშირებული საკითხები და კოორდინატორმა უპასუხა მათ შეკითხვებს.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_2623.JPG
05/10/2018 17:29

სამუშაო შეხვედრა NCDC - ში

დღეს, 5 ოქტომბერს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ჩატარდა გაცნობითი ხასიათის სამუშაო შეხვედრა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლებისა და აშშ-ის ჯანმრთელობის  ეროვნული ინსტიტუტის ( NIH)  პროფესორის, ლეონიდ მარგოლისის მონაწილეობით. პროფ. მარგოლისი  საქართველოს ეწვია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ერთ-ერთი პროგრამის ფარგლებში - Embassy Science Fellows Programme. პროგრამა ითვალისწინებს აშშ-ის წამყვანი სამეცნიერო ცენტრის წარმომადგენლის ვიზიტს საქართველოში, კერძოდ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდში, საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციის (STI) სისტემის გაცნობის, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავების და  გაზიარების მიზნით. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში პროფ. მარგოლისს და ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურ დირექტორს, ბატონ ზვიად გაბისონიას ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ბატონმა ამირან გამყრელიძემ და გენერალური დირექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა, ბატონმა პაატა იმნაძემ გაუზიარეს ინფორმაცია ცენტრის ფარგლებში შესრულებული უნიკალური და მაღალი ხარისხის კვლევითი პროექტების, სამომავლო გეგმების და აშშ-ს მხარესთან წარმატებული თანამშრომლობის შესახებ.   
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_2610_2.JPG
05/10/2018 16:17

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის თანამდებობა ზვიად გაბისონიამ დაიკავა

2018 წლის 4 ოქტომბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა,  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე  წარადგინა ზვიად გაბისონია. ზვიად გაბისონია გახლავთ სამართლის დოქტორი, ჰამბურგის, ბრემენისა და ბონის უნივერსიტეტების კურსდამთავრებული. გავლილი აქვს სტაჟირება ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტში, ჰამბურგის საზღვარგარეთ ქვეყნებში და საერთაშორისო კერძო სამართლის კვლევით ინსტიტუტებში. იყო აშშ-ს კონგრესის, DAAD-ის  (გერმანია) და მაქს პლანკის ინსტიტუტის სტიპენდიანტი. ზვიად გაბისონიას ეკავა სხვადასხვა აკადემიური თანამდებობა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში. არის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის ღია უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი. იგი გახლავთ 5 წიგნისა და 30 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/20181005_141616.jpg
05/10/2018 16:15

საკონსულტაციო შეხვედრა

2018 წლის 5 ოქტომბერს, 14 : 00 საათზე , ფონდის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართა  მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების 2018 წლის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულებთან საკონსულტაციო შეხვედრა.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_2572.JPG
05/10/2018 16:15

„მეცნიერება იწყება სკოლიდან - კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“

2018 წლის 4 ოქტომბერს, თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში, ფიზიკის პედაგოგმა და  აკადემიურმა დოქტორმა ლალი ნადირაძემ წარმოადგინა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში „მეცნიერება იწყება სკოლიდან - კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“, გამარჯვებული პროექტის „თბილისის კლასიკური გიმნაზიის მზის ავტონომიური ელექტროსადგურის კვლევა“ პრეზენტაცია. ამ ღონისძიებით დაიწყო აღნიშნული პროექტის განხორციელება გიმნაზიაში. აღსანიშნავია, რომ კონკურსის ყველა ეტაპზე პროექტმა დაიმსახურა უმაღლესი შეფასება და საბოლოოდ დაიკავა პირველი ადგილი. პროექტის ხელმძღვანელმა ლალი ნადირაძემ, საზოგადოებას წარუდგინა პროექტის მონაწილე სუბიექტები: პროექტის მონაწილე მეცნიერი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელი ფიზიკის აკადემიური დოქტორი ბელა კვირკველია, პროექტის ასისტენტი, გიმნაზიის ინფორმატიკის პედაგოგი დოქტორანტი ნანა ნოზაძე და გიმნაზიის მოსწავლე მკვლევარები. პროექტის ხელმძღვანელმა, ასევე ისაუბრა განახლებადი ენერგიის მნიშვნელობაზე, საქართველოში მზის ენერგიის გამოყენების პერსპექტივებზე, პროექტის მიზნებზე და პროექტის ფარგლებში გიმნაზიის მაღალტექნოლოგიური დანადგარის კვლევის საქმეში მოსწავლეთა ჩართულობის მნიშვნელობაზე. გამართულ ღონისძიებაზე საზოგადოება გაეცნო საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტის ფარგლებში ეტაპობრივად დაგეგმილ გასახორციელებელ აქტივობებს. აღინიშნა, რომ პროექტის განხორციელების შედეგად შეიქმნება თბილისის კლასიკური გიმნაზიის ავტონომიური ელექტროსადგურის მონაცემთა ბაზა. ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისის კლასიკური გიმნაზიის დირექცია, პედაგოგები, მე-8, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლები და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელები. პრეზენტაციის შემდგომ დაისვა კითხვები, ღონისძიების მონაწილეებმა ისაუბრეს პროექტის განხორციელების პროცედურებზე. შეხვედრის ბოლოს კიდევ ერთხელ აღინიშნა პროექტის „თბილისის კლასიკური გიმნაზიის მზის ავტონომიური ელექტროსადგურის კვლევა“ სასწავლო, კვლევითი, ეკონომიური და ეკოლოგიური ღირებულება.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/IMG_2546.JPG
04/10/2018 16:14

საერთაშორისო კონფერენცია „ქართველთა კულტურული კვალი გერმანიაში“

2018 წლის 4 ოქტომბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიხსნა ქართულ-გერმანული ურთიერთობების 200 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია: „ქართველთა კულტურული კვალი გერმანიაში“. პროექტი დაფინანსებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ. კონფერენციის თანაორგანიზატორია რეგენსბურგის აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპის კვლევების ინსტიტუტი, ხოლო პროექტის ხელმძღვანელი გახლავთ – პროფ. ნ. დობორჯგინიძე. კონფერენციის მიზანია, შეაჯამოს და ქართველ და უცხოელ მეცნიერებს განსახილველად წარუდგინოს 2015-2018 წლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელებული ამავე სახელწოდების კვლევითი პროექტის შედეგები.  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_2174.JPG
03/10/2018 16:47

სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის ფოლკსვაგენის ფონდის ერთობლივ საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტების ღონისძიებები

27 სექტემბერს სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის ფოლკსვაგენის ფონდის ერთობლივ საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტების ღონისძიებები ჩატარდა. საგრანტო პროექტის “სტრუქტურირებული განათლება - ხარისხის უზრუნველყოფა აზროვნების თავისუფლება” (ხელმძღვანელი გიგა ზედანია) ფარგლებში გაიმართა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გეორგ-აუგუსტის გიოტინგენის უნივერსიტეტის ერთობლივი კარლ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის პრეზენტაცია. აღნიშნული პროგრამა შესაძლებლობას აძლევს დოქტორანტებს დაიცვას სადოქტორო ნაშრომი კოტუტელის პრინციპზე დაფუძნებული მოდელით და მიენიჭოს ორმაგი სადოქტორო ხარისხი. საგრანტო პროექტის “საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა მათემატიკაში” (ხელმძღვანელი რამაზ ბოჭორიშვილი) მონაწილე პროფესორებს რალფ მაიერს და ინგო ვიტს (გიოტინგენის გეორგ-ავგუსტის უნივერსიტეტი) მიენიჭათ ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/2018%20clis%20konkursebi/governance-1_1.jpg
02/10/2018 16:36

საკონსულტაციო შეხვედრა

2018 წლის 5 ოქტომბერს, 14 : 00 საათზე , ფონდის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართება მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების 2018 წლის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულებთან საკონსულტაციო შეხვედრა.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_2183.JPG
28/09/2018 18:03

“ჰორიზონტი 2020”-ის ეროვნული საკონტაქტო პირების ტრენინგი

მიმდინარე წლის 28 სექტემბერს, 2018 წლის “მეცნიერებისა და ინოვაციის ფესტივალის ფარგლებში“  09:30 – 16:30 საათზე, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით, ჩატარდა  ჰორიზონტი 2020 -ის ეროვნული საკონტაქტო პირების ტრენინგი ( Training for Horizon 2020 NCPs ). ღონისძიება გაიმართა მულტილატერალური პროექტის „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელი-პლუსი (EaP Plus)“ ფარგლებში. დამსწრე საზოგადოებამ მოისმინა ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციის დირექტორატის წარმომადგენლების, ავსტრიის კვლევის ხელშეწყობის სააგენტოს (FFG), EaP PLUS პროექტის კოორდინატორის  - CeRISS, საქართველოში ეროვნული საკონტაქტო პირების კოორდინატორის პრეზენტაციები. ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში ჰორიზონტი 2020-ის ეროვნულმა საკონტაქტო პირებმა და სხვადასხვა კვლევითი ინსტიტუციის, სახელმწიფო თუ კერძო უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა, რომლებიც წარმოადგენენ მნიშვნელოვან რგოლს ჰორიზონტი 2020-ის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით. ტრენინგი წარიმართა ინტერაქტიულად, აქტიური დისკუსიისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში. დამატებითი ინფორმაციისათვის, შეგიძლიათ იხილოთ ღონისძიების დღის წესრიგი .   ფონდის მიერ ორგანიზებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2018“-ის შესახებ იხილეთ ბმულზე .
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_2070.JPG
27/09/2018 16:45

ფონდის წარმატებულ გრანტიორთა პრეზენტაცია თემაზე: როგორ მივიღე გრანტი; როგორ ვახორციელებ გრანტს

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში ,სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში გაიმართა ფონდის წარმატებულ გრანტიორთა პრეზენტაცია თემაზე: როგორ მივიღე გრანტი; როგორ ვახორციელებ გრანტს.(HE, MG/GeoConf, H2020PG, , FR 2017, YS 2017, PhDF2017, Oxford GSP 2018, SCR.) წარმატებული პროექტების ხელმძღვანელებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები მათ მიერ წარმატებით განხორციელებული პროექტების შესახებ და აუდიტორიას გაუზიარეს საგრანტო წერისა და პროექტის წარმატებით განხორციელების შესახებ.
სრულად