old
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/pgh2020.jpg
30/08/2018 16:31

2018 წლის „ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ში საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობის ხელშეწყობის“ საგრანტო კონკურსის შედეგები

ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ში საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობის ხელშეწყობის 2018 წლის საგრანტო კონკურსის ფარგლებში შემოსული საპროექტო განაცხადები შეაფასა ექსპერტთა ჯგუფმა კონკურსის შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად. იხილეთ გენერალური დირექტორის ბრძანება კონკურსის შედეგების შესახებ. კონკურსის მონაწილეებს შეფასებების ნახვა შეუძლიათ გრანტების მართვის ერთიან სისტემაში (GMUS).
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/governance-1_2.jpg
29/08/2018 16:32

მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების 2018 წლის საგრანტო კონკურსის შედეგები

მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის ფარგლებში, კომისიამ შეაფასა პროექტები შეფასების კრიტერიუმების მიხედვით. აპლიკანტებს საკუტარი პროექტების შესახებ შეფასებების ნახვა შეუძლიათ გრანტების მართვის ერთიან სისტემაში - GMUS-ში. იხილეთ გენერალური დირექტორის ბრძანება გამარჯვებული პროექტების შესახებ .
სრულად

2018 წლის მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ

24/08/2018 13:47
2018 წლის მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/capa_24_3.cover.png
24/08/2018 12:40

"ქართველთა აკულტურაციის პროცესისა და შინაგანი დიალოგისათვის მისი მნიშვნელობის კვლევა" პროექტის წარმატება

ახალგაზრდა მეცნიერთა საგრანტო პროექტის - "ქართველთა აკულტურაციის პროცესისა და შინაგანი დიალოგისათვის მისი მნიშვნელობის კვლევა" - ფარგლებში მიმდინარე კვლევის პროცესში ლადო (ვლადიმერ) გამსახურდიამ განავითარა თეორიული ინოვაცია, რაც სოციოკულტურულ სიახლეებთან არსებული თეორიული პლატფორმების არსობრივ განახლებას ითვალისწინებს. კერძოდ, დასაბუთებულ იქნა აკულტურაციის ცნების და მასთან დაკავშირებული კვლევების შეუსაბამობა რეალურ ცხოვრებისეულ კანონზომიერებებთან. სანაცვლოდ დამუშავებულ და შეთავაზებულ იქნა ახალი ალტერნატიული თეორიული ცნება - პროკულტურაცია. პროკულტურაცია აღნიშნავს პიროვნებაზე-ცენტრირებული სუბიექტივისტური ადაპტაციის პროცესს ახალ სოციოკულტურულ  მნიშვნელობებთან მიმართებაში. აღსანიშნავია, რომ აკულტურაციის პროცესი ახალგაზრდა მეცნიერის მიერ განიხილება დიალოგური სელფის თეორიის კონტექსტში. აღნიშნული ინოვაცია სტატიის სახით გამოქვეყნდა ჟურნალში “კულტურა და ფსიქოლოგია” , რომელიც ფსიქოლოგიის სფეროში მხოლოდ თეორიულ ინოვაციებს აქვეყნებს და ამ თვალსაზრისით  ერთ-ერთ ყველაზე წონად სამეცნიერო გამოცემას წარმოადგენს. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ქართველი ფსიქოლოგი ქართული უნივერსიტეტის სახელით, ერთი ავტორის სტატუსით, ავტორიტეტულ საერთაშორისო სამეცნიერო გამოცემაში აქვეყნებს ინოვაციურ თეორიულ ნაშრომს.  გასათვალისწინებელია, რომ თეორიული ინოვაცია ამ პროექტით  გათვალისწინებული არ იყო. აღნიშნული ცნების თეორიული დამუშავება მკვლევრის შემოქმედებითი მიდგომის შედეგია. ამჟამად პროექტის ფარგლებში მზადდება ახალი მასალები და იგეგმება მათი გამოქვეყნება ამჯერად ემპირიული კვლევის შედეგად მიღებულ მონაცემთა საფუძველზე. პროექტი ხორციელდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/IMG_1853_1.JPG
22/08/2018 11:29

„საქართველოში ინოვაციური მეთოდების შემუშავება ორგანულ მევენახეობაში“

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, ღვინის ეროვნულ სააგენტოში ბიომევენახეებთან შეხვედრა გაიმართა. ბიომევენახეებთან შეხვედრა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტის „საქართველოში ინოვაციური მეთოდების შემუშავება ორგანულ მევენახეობაში“ ფარგლებში გაიმართა. შეხვედრაზე ბიოწარმოებაზე გადასვლის, ბუფერული ზონების, ნიადაგის განაყოფიერების სისტემის, ბიოღვინის წარმოების, მავნებელ-დაავადებების რეგულირების საკითხები განიხილეს. შეხვედრაში მონაწილეობა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილემ, სოფიო უჩანეიშვილმა, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მეხუზლამ, ბიოსერტიფიცირების ორგანოს „კავკასსერტი“ დირექტორმა, დავით ბედოშვილმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა მიიღეს. პროექტი „საქართველოში ინოვაციური მეთოდების შემუშავება ორგანულ მევენახეობაში“ 2016 წლიდან მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, საქართველოში პირველად, მეცნიერულად დამუშავდა ბიოყურძნის წარმოების სქემა. ორგანული მევენახეობის განვითარების ხელშეწყობისთვის, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლები კვლევას ორ, მკვეთრად განსხვავებულ კლიმატურ რეგიონში - კახეთსა და მთიან აჭარაში ახორციელებდნენ.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/55_1.jpg
21/08/2018 16:34

ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის სადემონსტრაციო დღე

20 აგვისტოს 15:00 სთ-ზე გაიმართა სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2014 წლის ფუნდამენტური კვლევების სამეცნიერო საგრანტო პროექტის „ოპტიკურად მკვრივი, შემთხვევითი ფაზური ეკრანის ფლუორესცენციული მახასიათებლების რაოდენობრივი და გაბნეული ლაზერული გამოსხივების ინტენსივობის კორელაციური ფუნქციის სტატისტიკური მომენტების სპექტრალური ანალიზი“ (ხელმძღვანელი ნუგზარ ღომიძე) დასკვნითი ნაწილისადმი მიძღვნილი სადემონსტაციო დღე. პროექტის განმხორციელებელმა პირებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს პროექტის მიზნები, ამოცანები ძირითადი შედეგები. პროექტის განხორციელება დაიწყო 2015 წლის 5 მაისს და ოფიციალურად სრულდება 2018 წლის 5 სექტემბერს. პროექტის ჯამური ბიუჯეტი შეადგენდა 149 200 ლარს, რომელთაგან 25 000 ლარის სამეცნიერო აპარატურა იქნა შეძენილი. ძირითადი შედეგები გამოქვეყებული იქნა 5 მაღალრეიტინგულ ჟურნალში, აგრეთვე მოხსენებული იქნა საერთაშორისო ფორუმებში (პოლონეთი-2018, ესპანეთი-2017, უკრაინა-2016, თურქეთი-2016, 2015, იტალია-2015, ისრაელი-2014). პროექტის ფარგლებში შესრულდა ორი სადოქტორო დისერტაციის ცალკეული ამოცანები (მირანდა ხაჯიშვილი - 2015, კახა მახარაძე - 2018), ორი სამაგისტრო შრომა (რევაზ თურმანიძე - 2017, ანა სლიუსარევა - 2018), მომზადდა სტუდენტები ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებზე (მალხაზ დიმიტრაძე, ჯაბა შაინიძე). პროექტის განხორციელებაში მონაწილეობდა 4 ჯგუფი, კონსტრუქტორთა ჯგუფი (ხელმძღვანელი ზაზა დავითაძე), ექსპერიმენტატორთა ჯგუფი (ხელმძღვანელი ზურაბ შაშიკაძე), თეორეტიკოსთა ჯგუფი (ხელმძღვანელი იზოლდა ჯაბნიძე), მოდელირების ჯგუფი (ხელმძღვანელი მირანდა ხაჯიშვილი). დაგეგმილი იყო 12 ამოცანა, რომლებიც წარმატებით შესრულდა. მომხსენებლებმა ჟუჟუნა დიასამიძემ და ლალი კალანდაძემ დამსწრე საზოგადოება გააცნეს პროექტის განვითარების პერსპექტივები და მისი მნიშვნელობა პრობლემური კომპლექსური ეკოლოგიური, გამოყენებითი და რაც მთავარია ფუნდამენტური ამოცანების გადაწყვეტისას. პროექტის ფარგლებში შესრულებული ამოცანების ძირითადი შედეგებია:  ეფექტური და ექსპრესული, მაღალიტერაციული არასტანდარტული დანადგარის ლაზერული სპექტროპლუორიმეტრი მოდერნიზება. ნაჩვენები იქნა, ფოტონების თვლის მეთოდზე დაფუძნებული სპექტროფლუორიმეტრის უპირატესობა სტრობოსკოპულ მეთოდზე დაფუძნებულ სპექტროფლუორიმეტრთან შედარებით. უნიკალური ექსპერიმენტული სამუშაოების შესრულება: ფლუოროფოლიდან გამოსხივებული ფლუორესცენციული სიგნალის ინტენსივობის სპექტრის გადაღება; ფლუორესცენციის მილევის დროის, კვანტური გამოსავალისა და სპექტრული მახასიათებლების შეფასება ჰექსანისათვის, დისტილატისათვის, სასმელი წყლისთვის, ზღვის წყლისთვის და სხვა თხევადი ნივთიერებებისათვის  აგზნები წყაროს სხვადასხვა ტალღის სიგრძის მიხედვით.   შესწავლილი იქნა ლაზერით გენერირებული იმპულსის დროით–სიხშირული ევოლუცია გარემოს სტატისტიკური პარამეტრების ცვლილებების მიხედვით. გარემოს ზოგად შემთხვევაში წარმოადგენს ოპტიკურად მკვრივი შემთხვევითი ფაზური ეკრანი. ავტოკორელატორის მართვა განხორცილდა პროგრამულად (spectra Wiz, Lab view). მიღწეული იქნა სიგნალი/ხმაურის თანაფარდობის მნიშვნელობა 10000:1. შესრულდა ფუნდამენტური კვლევები ოპტიკურად მკვრივი შემთხვევითი ფაზური ეკრანიდან გაბნეული ლაზერული გამოსხივების ინტენსივობის კორელაციური ფუნქციის პირველი და მეორე რიგის სტატისტიკური მომენტებისათვის, ფაზის კორელაციური ფუნქციის გაუსური და ლორენცისეული სტატისტიკის შემთხვევაში. შესრულდა რიცხვითი მოდელირება და შესწავლილი იქნა მართკუთხა, ექსპონენციალური, ბიექსპონენციალური და სინუსოიდალური იმპულსური სიგნალების სივრცე-სიხშირული ევოლუცია შემთხვევითი ფაზური ეკრანის გავლით, როცა ამ უკანასკნელს წარმოადგენს იზოტროპული, დაჯახებადი პლაზმური ფენა.     ნაწილობრივ კოჰერენტული ტალრების თეორიის, ტალღური თეორია და შემთხვევითი ფაზური ეკრანის მოდელზე შეიქმნა ადეკვატური თეორიული მოდელი და შედეგები გაანალიზდა ექსპერიმენტულ მონაცემებთან მიმართებაში ოპტიკურად მკვრივი შემთხვევითი ფაზური ეკრანისათვის. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ოპტიკურად მკვრივი, შემთხვევითი ფაზური ეკრანის სტატისტიკური მახასიათებლების შესწავლა, მის გავლით მიღებული ლაზერული გამოსხივების საფუძველზე არც ახლა დაწყებულა და ბუნებრივია არც გრანტის განმხორციელებელ  ჯგუფს აქვს პრეტენზია ბოლომდე სრულყოფილი, ადეკვატური თეორიული მოდელის შექმნისა. მაგრამ ფუნდამენტური კვლევები და ექსპერიმენტის შედეგები უდავოდ არის ღირებული ინფორმაცია რეალური გარემოს სტატისტიკური მახასიათებლების ანალიზის კუთხით. ასევე, ხაზი გაესვა პროექტის ინოვაციურ მიდგომას, რაც გამოიხატება ფაზური ეკრანის მოდელის გამოყენებაში ფლუორესცენციული მახასიათებლების შეფასებასთან მიმართებაში. აღინიშნა სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წვლილი დაფინანსებული პროექტების და შემდგომ ამ პროექტების განხორციელებაში ხელშეწყობის კუთხით. მნიშვნელოვანია კვლევების გაგრძელება, რათა ხორცი შეესხას პროექტის განმხორციელებელი ჯგუფის იდეებს ესოდენ აქტუალური კომპლექსური ეკოლოგიური, გამოყენებითი და ფუნდამენტური ამოცანების გადაწყვეტისთვის, რომელიც უკავშირდება არა მხოლოდ ოპტიკურად მკვრივი შემთხვევითი სტატისტიკის გარემოს ეფექტურ და ექსპრესიულ დიაგნოსტიკას, არამედ ულტრა თხელფენიანი, მყარსხეულოვანი, ნანოსტრუქტურების შესწავლას პროექტის ფარგლებში შემოთავაზებული მეთოდოლოგიის დამუშავებით, მათ შორის კვლევის ინოვაციური რადიოფიზიკური და მაგნიტო ოპტიკური მეთოდების საფუძველზე.           სადემონსტრაციო დღის დასკვნით ნაწილში დამსწრეებმა დაათვალიერეს შეძენილი სამეცნიერო აპარატურა და ლაბორატორია, სადაც პროექტის განხორციელება მიმდინარეობდა (ბსუ, აუდიტორია 208).           
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/Tengiz%20Urushadze.jpg
20/08/2018 16:00

ნიადაგმცოდნეობის 21-ე მსოფლიო კონგრესი

2018 წლის 16 აგვისტოს, ბრაზილიაში, ქ. რიო-დე-ჟანეიროში  ნიადაგმცოდნეობის 21-ე მსოფლიო კონგრესზე, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი, მიხეილ საბაშვილის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორაციის ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი თენგიზ (გიზო) ურუშაძე არჩეულ იქნა მსოფლიო ნიადაგმცოდნეობის საერთაშორისო საზოგადოების საპატიო წევრად, რაც უპრეცენდენტო შემთხვევაა საქართველოს ნიადაგმცოდნეობის ისტორიაში.  კონგრესს ესწრებოდა მსოფლიოს 145 ქვეყნის 7 500 დელეგატი. ეს პატივი 1924 წლიდან დღემდე წილად ხვდა სულ 92 ცნობილ მეცნიერს.  ბატონ თენგიზ ურუშაძის კონგრესში მონაწილეობა, განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გამოყენებითი კვლევების საგრანტო კონკურსში დაფინანსებული  პროექტის  „საქართველოს ნიადაგების წითელი წიგნის შექმნა და  გამოცემა“  ფარგლებში. კონგრესზე წარდგენილი იქნა აღნიშნულ პროექტში მიმდინარე სამეცნიერო კვლევის შედეგები.  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_1800.JPG
20/08/2018 12:21

მე-8 ქართულ-გერმანული სკოლა და სემინარი ფუნდამენტურ მეცნიერებებში

2018 წლის 20 აგვისტოს,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზეიმოდ გაიხსნა  იულიხის კვლევითი ცენტრისა (გერმანია) და პარტნიორი ქართული უნივერსიტეტების (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აგრარული უნივერსიტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერისტეტი) ერთობლივი, მე-8 ქართულ-გერმანული სკოლა და სემინარი ფუნდამენტურ მეცნიერებებში, რომელიც გაგრძელდება 25 აგვისტომდე. აღნიშნული ღონისძიება, არის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის იულიხის ცენტრის ერთობლივი მიზნობრივი პროგრამა. ღონისძიების თემატიკას წარმოადგენს "მეცნიერება საქართველოში  არსებულ მულტიდისციპლინარულ SMART|Lab - ებში . სკოლისა და სემინარის განმავლობაში აქცენტი გაკეთდება სამ ძირითად კომპონენტზე: ა) სიმეტრიები სუბატომურ ფიზიკაში, რომელიც მიეძღვნება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ერთ-ერთ ფუნდამენტურ საკითხს: სამყაროში დამზერილ მატერიის დომინირების საკითხს ანტი მატერიაზე; ბ) ატმოსფერული კვლევები და მოდელირება, რომელიც დაკავშირებულია SMART|AtmoSim_Lab-თან; გ) ვიზუალიზაცია მედიცინის სფეროში და ბიო მარკერები. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ ამაჩქარებლების, ნაწილაკთა ფიზიკის და ტექნოლოგიების მსოფლიო დონის ექსპერტები, რომლებიც სხვადასხვა საერთაშორისო კოლაბორაციების (JEDI, Borexino, JUNO, PAX) წევრები არიან. კონფერენციის მუშაობა ითვალისწინებს ამ სფეროებში არსებული მიღწევების შეჯამებას და მოხდება ორ ქვეყანას შორის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის გზების დასახვა. ამასთან ერთად, ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის ჩატარდება თემატური სალექციო კურსები საბუნებისმეტყველო და საინჟინრო მეცნიერებებში, მოეწყობა პოსტერების სესია. შეირჩევიან სხვადასხვა მიმართულების (ფიზიკა, მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია, საინჟინრო ტექნოლოგიები) საუკეთესო სტუდენტები იულიხის კვლევით ცენტრში სტაჟირების გასავლელად.                      
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_1765.JPG
07/08/2018 16:47

საკონსულტაციო შეხვედრა

2018 წლის 7 აგვისტოს, 16:00 საათზე, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართა გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2018 წლის კონკურსის საკონსულტაციო შეხვედრა. საკონსულტაციო შეხვედრაზე მოსულ საზოგადოებას განემარტა საგრანტო კონკურსის წესი, პირობები და კონკურსის კოორდინატორებმა  უპასუხეს მათ შეკითხვებს.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/2018%20clis%20konkursebi/AA%20RP/images%203.jpg
07/08/2018 16:38

სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ჯილდო 2018 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერთა და მეცნიერთა ჯგუფებისათვის“ კონკურსის ტექნიკური ექპერტიზის შედეგები

სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ჯილდო 2018 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერთა და მეცნიერთა ჯგუფებისათვის“ კონკურსზე დარეგისტრირდა 23 საკონკურსო განაცხადი. კონკურსის პირობებთან შეუსაბამობის გამო მოიხსნა ერთი საკონკურსო განაცხადი (შიფრი- aarp /2/7/18). შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის  გენერალური დირექტორის ბრძანება  ფონდის ჯილდო  2018 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერთა და მეცნიერთა ჯგუფებისათვის კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი საკონკურსო განაცხადის მოხსნის შესახებ.  
სრულად