old

მიკროორგანიზმების შერეული კულტივირება,როგორც ხის დამშლელი სოკოების ლიგნოცელულაზური ფერმენტების და მცენარეული ნედლეულის დელიგნიფიკაციის გაძლიერების სტრატეგია

13/01/2016 13:55
2012 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა ორ წლიანმა პროექტმა N 11/03: „მიკროორგანიზმების შერეული კულტივირება,როგორც ხის დამშლელი სოკოების ლიგნოცელულაზური ფერმენტების და მცენარეული ნედლეულის დელიგნიფიკაციის გაძლიერების სტრატეგია“, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მეცნიერ თანამშრომლის ეკატერინე მეტრეველის ხელმძღვანელობით. პროექტის მიზანს წარმოადგენდა მიკროორგანიზმების კო-კულტივირების გამოყენება, როგორც სტრატეგია მცენარეული ნედლეულის დელიგნიფიკაციისა და ლიგნოცელულაზური ფერმენტების სინთეზის გაძლიარების მიზნით. პირველად დადგინდა ახალი მონო- და ორი სხვადასხვა სოკოს კო-კულტივირების პირობები, რომლებიც უზრუნველყოფენ ლიგნინის უპირატეს დეგრადაციას. აგრეთვე ჩატარდა ცელულაზების, ქსილანაზების, ლაკაზების და მანგანუმ პეროქსიდაზების პროდუცენტების სკრინინგი მცენარეული ნარჩენების კო-ფერმენტაციისას. გამოვლენილი იქნა შერჩეული კულტურების მიერ ფერმენტის სინთეზის ფიზიოლოგიური რეგულაციის მექანიზმები. ბოლო ეტაპზე შემუშავდა ფერმენტიორში ლიგნოცელულაზური ფერმენტების გაძლიერებული წარმოების სტრატეგია. პროექტის  შედეგი და   ეფექტი: ტესტირებული სოკოებს შორის C. unicolor   303 + T. maxima 155 და C. unicolor   303 + L. tigrinus 110-ს კო-კულტივირებამ აჩვენა ყველაზე მაღალი დელიგნიფიკაციის ხარისხი ხორბლის ნამჯის მყარფაზოვანი ფერმენტაციისას. არეში 20% გლიცერინის დამატება აინჰიბირებდა ცელულოზის დაშლას და ზრდიდა ლიგნინოლიზის ინდექს. აზოტის წყაროებს შორის (NH 4 ) 2 SO 4 აღმოჩნდა ყველაზე ეფექტური ლიგნოცელულოზის ბიოდელიგნიფიკაციისათვის. არეში Cu +2 დამატება უზრუნველყოფდა მაღალ ლაკაზურ და MnP-ურ აქტივობას. I. lacteus 104 + P. coccineus   310 და I. lacteus 104 + S . commune 632 კოკულტივირებამ აჩვენა მაღალი ჰიდროლაზური ფერმენტების აქტივობები. ცელულოზის და მანდარინის ქერქის, ამონიუმის სულფატის და პეპტონის გამოყენება ხელს უწყობდა ცელულაზის და ქსილანაზის სინთეზს. განსაკუთრებით C. unicolor   305 და T. versicolor 159-ის კო-კულტივირება 3-ჯერ აძლიერებდა ლაკაზის სინთეზს. გლუკოზისა და  გლიცერინის არეში არსებობა ხელს უწყობს ლაკაზის აქტივობის ზრდას. ფუნდამენტური კვლევების შედეგები გამოყენებული იქნა ფერმენტების წარმოებისთვის ლაბორატორიულ ფერმენტიორში. შედეგად, შემუშავებული იქნა ლაკაზის, ცელულაზის და ქსილანაზის წარმოების კონკურენტუნარიანი და ინდუსტრიულად მნიშვნელოვანი ლაბორატორიული რეგლამენტები. საგრანტო პროექტის ფარგლებში მიღებული შედეგები წარდგინდა 3 საერთაშორისო კონფერენციაზე და გამოქვეყნებული იქნა 5 საერთაშორისო რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალებში.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/warmatebuli-proeqtebi/amiran-gogatishvili/5.JPG
13/01/2016 13:46

ფუნქციათა სივრცეთა გეომეტრია, ინტერპოლაცია და ჩართვის თეორემები

2011 წლის საზღვარგარეთ მოღვაწე თანამემამულე მეცნიერთა სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა პროექტმა N DI/7/5-100/11: „ფუნქციათა სივრცეთა გეომეტრია, ინტერპოლაცია და ჩართვის თეორემები“, ჩეხეთის რესპუბლკის მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომლის დოქ. ამირან გოგატიშვილის  ხელმძღვანელობით. პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ბანახის ფუნქციათა სივრცეების გეომეტრიული თვისებების შესწავლას. პროექტის ფარგლებში შესწავლილ იქნა ბანახის სივრცის ამოზნექილობის, ჩაზნექილობის, ზედა და ქვედა შეფასებების, რადემახერის ტიპების, განზოგადოებული და სუსტი მინკოვსკის უტოლობების მახასიათებლები. აღნიშნული მახასიათებლები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჰარმონიული ანალიზის ძირითადი ოპერატორების (მაქსიმალური, რისის და კალდერონ-ზიგმუნდის) ფუნქციათა სივრცეების შესწავლის საკითხებში. ფურიეს მწკრივთა კრებადობის და შეჯამებადობის საკითხის შესწავლას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ გამოყენებებში. ამ საკითხის დამუშავებისას ძალზე სასარგებლოა შესწავლილ იქნას იმ ფუნქციათა კლასებში  ჩართვის ტიპის თეორემები, რომლებისთვისაც ფურიეს მწკრივთა კრებადობის საკითხები კარგადაა ცნობილი. პროექტში შესწავლილ იქნა ორი ცვლადის ფუნქციის შემთხვევაში სასრული ვარიაციის სხვადასხვა კლასების  ჩართვის თეორემები. აღვნიშოთ, რომ აღნიშნული ტიპის შედეგებს მნიშვნელოვანი გამოყენება აქვს ფურიეს მწკრივთა კრებადობის საკითხების შესწავლის დროს. საგრანტო პროექტის ფარგლებში მიღებული შედეგები წარდგინდა საერთაშორისო კონფერენციებზე და შედეგები გამოქვეყნდა კონფერენციების მასალებში. მიღებული შედეგების ნაწილი გამოქვეყნდა საერთაშორისო მაღალრეიტინგულ რეფერირებად, რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალებში, მათ შორის ათი  "Springer" -ის გამომცემლობის ჟურნალში: 2013 Cesaro means of negative order of double Fourier series and Generalized Bounded variation Siberian Math. J. Springer უ. გოგინავა 2013 Relations Between Some Classes of Functions of Generalized Bounded Variation Banach Center Publications International Stefan Banach Mathematical Center უ. გოგინავა, ა. გოგატიშვილი, გ. ტეფნაძე 2013 On the convergence of multiple Fourier series of functions of bounded partial generalized variation Analysis Mathemaica Springer უ. გოგინავა 2013 Triangular Fejér Summability of Two-Dimensional Walsh-Fourier series, Analysis Mathemaica Springer უ. გოგინავა 2013 Uniform Summability of double Walsh-Fourier series of functions of bounded partial $\Lambda $- variation Math.Slovaca Springer უ. გოგინავა 2013 Convergence and Summability of Multiple Fourier series and generalized Λ-variation Bulletin of TICMI TSU უ. გოგინავა 2013 Boundedness of Stein's spherical maximal function in variable Lebesgue space and application to the wave equation Arch. Math. Springer ა. გოგატიშვილი, თ. კოპალიანი 8. 2013 On the Vilenkin-Fourier coefficients Geo. Math. J. Springer გ. ტეფნაძე On the Rubio de Francia's Theorem in Variable Lebesgue Spaces, Bulletin of TICMI TSU ა. გოგატიშვილი, თ. კოპალიანი 10. 2014 Local Hardy-Littlewood maximal operator variable Lebesgue spaces Banach Journal of Mathematical Analysis, Duke Univ. Press ა. გოგატიშვილი, ა. დანელია, თ. კოპალიანი 11. 2014 On the partial sums of Vilenkin-Fourier series J. Contemp. Math. Anal. Springer გ. ტეფნაძე 12. 2014 Relations between and classes of functions,  Banach Centrer Publications International Stefan Banach Mathematical Center. გ. ტეფნაძე 13. 2014 Strong convergence theorems of Walsh-Fejér means Acta Mathematica Hungarica Springer გ. ტეფნაძე 14, 2014  Characterization of associate spaces of weighted Lorentz spaces with applications Studia  Mathematica Inst. Math., Polish Acad. Sci.  ა.გოგატიშვილი 2014 Estimates for imaginary powers of the Laplace operator in variable Lebesgue spaces and applications. Izv. Nats. Akad. Nauk Armenii Mat. ა. გოგატიშვილი, თ. კოპალიანი
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/warmatebuli-proeqtebi/tamar-maxaroblidze/138.jpg
13/01/2016 13:04

ქართული ჟესტური ენის ლექსიკონი

2012 წლის გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა პროექტმა N AR - 30/03: “ქართული ჟესტური ენის ლექსიკონი”, პროექტის ხელმძღვანელი იყო ილიას უნივერსიტეტის სრული პროფესორი თამარ მახარობლიძე. პროექტის მთავარი მიზანი გახლდათ ქართული ჟესტური ენის ლექსიკონის შექმნა, რაც წარმატებით განხორციელდა. სამუშაო პროცესი მოიცავდა პარალელურ რეჟიმში მიმდინარე ორ ფაზას: ენის წყაროებთან მუშაობასა და გამოკვლეული ლექსიკური ერთეულების ვიზუალიზაციას. ეს უკანასკნელი მოიაზრებდა დადგენილი და გამოკვლეული ჟესტის ფოტოგრაფირებას, გრაფიკული მხატვრობის შექმნა, ვიდეოფორმატირება და მასალის კომპიუტერიზაცია. ენობრივი ანალიზი კი გულისხმობდა ჟესტის დესკრიფციულ ანალიზსა და ტიპოლოგიზაციას, ანუ სხვა ჟესტურ ენებთან მიმართებაში მასალის გადააზრებას - საკონფერენციო და საკვლევი მასალებისთვის. განსხვავებულ ენობრივ წყაროებთან მუშაობის მეთოდით გამოკვლეულ იქნა ქართული ჟესტური ენის ლექსიკური დონის დიდი ნაწილი, ფაქტობრივად, ამ ენის მთელი აქტიური ფონდი. პარალელურ რეჟიმში მოხდა გამოკვლეული ერთეულების (ჟესტების) ვიზუალიზაცია (ფოტოგრაფირება, გრაფიკული მხატვრობა, ვიდეოფორმატირება) და ენობრივი ანალიზი – დესკრიფცია. დამუშავდა ლექსიკონის ტექსტური ნაწილი, მოხდა ვიზუალური და ვერბალური მასალის გამთლიანება და დიგიტალიზაცია თითოეული ერთეულისათვის. პროექტის ფარგლებში შექმნილი ინტელექტუალური პროდუქტი რეალურად დაეხმარება ყრუ და სმენადაქვეითებულ ადამიანებს შეისწავლონ ქართული ჟესტური და სამეტყველო ენები. ასვე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება ქართული ჟესტური ენის ლექსიკის ათვისება.  საგრანტო პროექტის ფარგლებში მიღებული შედეგები წარდგინდა 5 საერთაშორისო კონფერენციაზე და შედეგები გამოქვეყნდა კონფერენციების მასალებში. მიღებული შედეგების ნაწილი გამოქვეყნდა საერთაშორისო მაღალრეიტინგულ რეფერირებად, რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალებში: 2015 Indirect object markers in Georgian Sign Language. Sign Language & Linguistics. #18 (2)  John Benjamins Publishing Company თამარ მახარობლიძე 2013 On Georgian Dactyl Alphabet. INDIAN JOURNAL OF APPLIED LINGUISTICS – IJOAL (Vol. 40, No. 1-2, Jan-Dec 2014)C/o BAHRI PUBLICATIONS, Kalkaji, New Delhi. თამარ მახარობლიძე 2013 Georgian Sign Language Electronic Dictionary. International Journal of Computer and Information Technology. ISSN 2279-0764. vol. XX issue XX –XXXXXXXX 201X www.ijcit.com ; International Journal of Computer and Information Technology www.ijcit.com ; თამარ მახარობლიძე 2013 The Georgian Dactyl Alphabet Disability studies Quarterly. DSQ, Vol. 33, No.3 http://dsq-sds.org/article/view/3318 Disability studies Quarterly. 3  http://dsq-sds.org/article/view/3318 , თამარ მახარობლიძე სამეცნიერო ფონდის ფინანსური ხელშეწყობით გამოიცა ორი წიგნი. 2015 ქართული ჟესტურის ენის ლექსიკონი. ISBN 978-9941-16-225-5 1368 gv. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი. თბილისი. თამარ მახარობლიძე 2015 ქართული ჟესტურის ენის საარჩევნო ლექსიკონი. ISBN 978-9941-18-224-2; 291gv. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, აშშ საელჩო. თბილისი. თამარ მახარობლიძე
სრულად

გამოყენებითი კვლევები - ახალი ტიპის სათბობის ელემენტების დამუშავება

13/01/2016 11:56
2011 გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა პროექტმა N AR-10/04: ახალი ტიპის სათბობის ელემენტების დამუშავება , ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რაფიელ აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელს, პაატა ნიკოლაიშვილის ხელმძღვანელობით. პროექტის სხვადასხვა ეტაპზე განხორციელებული იყო სამეცნიერო კვლევა დენის წყაროს -სათბობის ელემენტის კონსტრუქციული მასალის შერჩევასა და შექმნის მიმართულებით. კერძოდ, შერჩეული და გამოკვლეული იყო მემბრანული და ელექტროდული მასალები მეთანოლის, ალუმინის, ბოროჰიდრიდის  და წყალბადის სათბობის ელემენტებისათვის. დამუშავებული და მიღებული იყო კატალიზური მასალა (Co, Co-Ni, Co-P და Co x B) ნატრიუმის ბოროჰიდრიდის ჰიდროლიზისთვის წყალბადის მისაღებად და შემდგომში მისი საწვავად სათბობის ელემენტში გამოსაყენებლად. კვლევის პერიოდში შექმნილი იყო Co x B-ის კატალიზატორის შემცველი ანოდი და დამუშავებული იყო ბოროჰიდრიდის და წყალბად-ჟანგბადის დენის წყაროები. შესწავლილი იყო ფენოლით და პ-ნიტროფენოლით დაბინძურებული წყლის გაწმენდის პროცესი ბოროჰიდრიდის პირდაპირი ქმედების სათბობის ელემენტში. წყლის გაწმენდის ხარისხმა შეადგინა 95%. პროექტის განხორციელების შედეგად წარმოქმნილი იქნა ახალი, ეკოლოგიურად უსაფრთხო ენერგიის წყაროების - ჰაერ(O 2 )-წყალბადის, ჰაერ(O 2 )-მეთანოლის და ჰაერ(O 2 )-ნატრიუმის ბოროჰიდრიდის ტიპის სათბობის ელემენტები, რომლებშიც ელექტრულ ენერგიასთან ერთად ხდება ”მწვანე რეაგენტის” - წყალბადის პეროქსიდის და მისი წარმოებულების გენერაცია; ნატრიუმის ბოროჰიდრიდის სათბობის ელემენტის გამოყენებით ჩატარებული იყო ტოქსიკური ორგანული ნაერთებით (ფენოლით და პ-ნიტროფენოლით) დაბინძურებული წყლის გაწმენდა. საგრანტო პროექტის ფარგლებში მიღებული შედეგები წარდგინდა საერთაშორისო კონფერენციებზე და შედეგები გამოქვეყნდა კონფერენციების მასალებში. მიღებული შედეგების ნაწილი გამოქვეყნდა საერთაშორისო მაღალრეიტინგულ რეფერირებად, რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალებში: Paata Nikoleishvili *, Gigla Tsurtsumia, Valentina Kveselava, Giorgi Gorelishvili, Rusudan Kurtanidze, Nana Koiava, Izolda Kakhniashvili, Davit Sharabidze. Waste Water Treatment in Direct Borohydride Fuel Cell with Bipolar Membrane. Open Journal of Ecology, 2015, 5, 22-32 P. O. Nikoleishviliz , G. S. Tsurtsumiya, V. M. Kveselava, G. G. Gorelishvili, R. R. Kurtanidze, D. T. Sharabidze, and D. I. Dzanashvili. Using Hydrogen Obtained by Reforming of NaBH4 on Modified Cobalt Catalyst in Hydrogen–Oxygen Fuel Cell. Russian Journal of Electrochemistry, Vol. 51, No. 7, pp. 665–671, 2015 П. О. Николеишвили , Г. С. Цурцумия, В. М. Квеселава, Г. Г. Горелишвили, Р. Р. Куртанидзе, Д. Т. Шарабидзе, Д. И. Дзанашвили. ИСПОЛЬЗОВАНИЕ ВОДОРОДА, ПОЛУЧЕННОГО РИФОРМИНГОМ NaBH4 НА МОДИФИЦИРОВАННОМ КОБАЛЬТОВОМ КАТАЛИЗАТОРЕ В ВОДОРОДНОКИСЛОРОДНОМ ТОПЛИВНОМ ЭЛЕМЕНТЕ. ЭЛЕКТРОХИМИЯ, том 51, № 7, с. 1–7, 2015 G. Tsurtsumia, N. Koiava, N gogishvili, I Zaridze, I. Kakhniashvili, G. Gorelishvili, V. Kveselava, P. Nikoleishvili , Simultaneous Production of Eletrolytic Metallic Manganese and Electrolitic Manganese dioxide in an AMI 7001S Anion Exchange Membrane Elelectrochemical Reactor. Journal of The Electrochemical society, 162 (8) E96-E103, 2015 ადგილობრივ ჟურნალებში 4. გ. აგლაძე, გ.გორელიშვილი, გ.წურწუმია, პ . ნიკოლეიშვილი , ვ. კვესელავა,რ. კურტანიძე, ლ. გელაშვილი. წყალბადის პეროქსიდის ელექტროგენერაცია ფილტრ-პრესული ტიპის ელექტროქიმიურ რეაქტორში. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მაცნე, ქიმიის სერია, ტ. 39, #1-2, 9-16. 2013. 5. გ. აგლაძე, პ . ნიკოლეიშვილი , გ. გორელიშვილი, ვ. კვესელავა, გ.წურწუმია, მ. Aვალიანი, ი. კახნიაშვილი, დ. გოგოლი. ჰაერ-ალუმინის სათბობის ელემენტში წყალბადის პეროქსიდის თანაგენერაცია. საქართველოს მეცმიერებათა ეროვნული აკადემიის მაცნე, ქიმიის სერია, ტ.38, #1, 9-19. 2012 6. Agladze, Nikoleishvili, G. Gorelishvili, G. Tsurtsumia, V. Kveselava, R. Kurtanidze. Generation of Hydrogen Peroxide in Al-Air Fuel Cell Systems. Georgian National Academy of Sciences, Chem. Series #1, 38, 2012. G.Agladze,G. Gorelishvili, P. Nikoleishvili , G.Tsurtsumia, V. Kveselava. Novel Energy Saving Electrochemical Membrane Systems for Generation on Envirnmental Friendly Oxidizers. Georgian Chemical Journal, №4, v.10,67-68. 2011 მიღებულია ერთი საქართველოს პატენტი მიმდინარეობს ერთი პატენტის განხილვა. პროექტის მონაწილეებს (გ.აგლაძე, პ.ნიკოლეიშვილი, გ.გორელიშვილ, გ.წურწუმია, ვ.კვესელავა) 2013 წელს ნაშრომთა ციკლისათვის ”ელექტროქიმიურ სისტემებში წყალბადის პეროქსიდის გენერაციის ტექნოლოგიის საფუძვლების დამუშავება მდგრადი ორგანული მინარევებით დაბინძურებული ჩამდინარე წყლების გაწმენდის მიზნით” მოენიჭათ აკადემიკოს რაფიელ აგლაძის აკადემიური სახელობის პრემია.   სინთეზირებული კატალიზატორები CoxB-ის კატალიზატორის შემცველი ელექტროდულ-მემბრანული ანაკრები ჰაერ(O 2 )-ნატრიუმის ბოროჰიდრიდის სათბობის ელემენტი (დენის წყარო) ჰაერ(O 2 )-წყალბადის სათბობის ელემენტი ჰაერ(O 2 )-წყალბადის სათბობის ელემენტი წყლის გაწმენდისათვის    
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/warmatebuli-proeqtebi/dimitri-kordzaia/amasac.JPG
13/01/2016 11:29

სიმპოზიუმი „პალიატიური მზრუნველობის ჯანდაცვითი და საუნივერსიტეტო მდგენელების - სამედიცინო მომსახურების. განათლებისა და კვლევის - ინტეგრაციისათვის"

2015 წლის საკონფერენციო საგრანტო კონკურსში  გაიმარჯვა პროექტმა N CF/53/13-813/15, სათაურით „სიმპოზიუმი „პალიატიური მზრუნველობის ჯანდაცვითი და საუნივერსიტეტო მდგენელების - სამედიცინო მომსახურების. განათლებისა და კვლევის - ინტეგრაციისათვის“, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის პროფესორის, დიმიტრი კორძაიას ხელმძღვანელობით. სიმპოზიუმი ჩატარდა სასტუმრო „პრიმავერა“-ს საკონფერენციო დარბაზში (2015 წლის 13 ნოემბერი) და ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 107 აუდიტორიაში (2015 წლის 14 და 15 ნოემბერი). სიმპოზიუმის მიზანი იყო საქართველოში პალიატიური მზრუნველობის ჯანდაცვითი და საუნივერსიტეტო მდგენელების (სამედიცინო მომსახურება, განათლება, კვლევა) ინტეგრაციის გზით - ქრონიკული ინკურაბელური დაავადებებით შეპყრობილ პაციენტთა მზრუნველობის სისტემის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობა: სიმპოზიუმზე: ქართველი და უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის დასაქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტისათვის შემუშავდა რეკომენდაციები საქართველოში პალიატიური მზრუნველობის სისტემის შემდგომი განვითარებისათვის;  ხელი მოეწერა მემორანდუმს თსუ მედიცინის ფაკულტეტზე პალიატიური მზრუნველობის „ერთობლივი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის“ დაფუძნების თაობაზე; უნივერსიტეტისადმი სიმპოზიუმის რეკომენდაციებში აისახა გადაწყვეტილებები აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ისეთ საერთაშორისო მულტიცენტრულ კვლევებში ჩართულობის შესაძლებლობებისა და მექანიზმების თაობაზე, რომელთა შედეგების საფუძველზეც მუშავდება/ახლდება პალიატიური მზრუნველობის კლინიკური და ორგანიზაციული სტანდარტები; რეკომენდაცია გაეწია ახლადდაფუძნებულ თსუ ჟურნალში „ტრანსლაციური და კლინიკური მედიცინა“ პალიატიური მედიცინის (მზრუნველობის) განყოფილების (რუბრიკის) დაარსებას და ჟურნალის სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობაში სიმპოზიუმის მონაწილეთა არჩევას, ასევე მათთან მემორანდუმის გაფორმებას ჟურნალში შემოსული პროფილური სტატიების რეცენზირებისა და სელექციის საქმეში თანამშრომლობისათვის. სიმპოზიუმის საკონფერენციო ნაწილის მუშაობაში მონაწილეობამიიღო 100-მდე წარმომადგენელმა, მათ შორის - საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის, საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, თსუ-ის ადმინისტრაციის, თსუ მედიცინის, ფსიქოლოგიისა და  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტების აკადემიური პერსონალისა დ ასტუდენტების, საქართველოს ექიმთა ასოციაციის, პალიატიური მზრუნველობის საქართველოს ეროვნული ასოციაციის, ფონდ „ღიასაზოგადოება - საქართველოს“ და სხვათა ორგანიზაციებიდან. მრგვალი მაგიდების მუშაობასა და რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობა მიიღო მოწვეულმა პროფესურამ და ქართველმა ექსპერტებმა.  სიმპოზიუმზე, პალიატიური მზრუნველობის კვლევის ევროპული ცენტრის (ტროდჰეიმი, ნორვეგია) ხელმძღვანელი, პროფესორი ს. კაასა არჩეულ იქნა თსუ-ის საპატიო დოქტორად.
სრულად