old
http://rustaveli.org.ge/images/tsarmatebuli%20proeqtebi/444.jpg
17/04/2018 15:37

ერთ და ორგანზომილებიან ერთ პარამეტრიან ჰარდის სივრცეებზე კერძო ჯამებისა და მარცინკევიჩ-ფეიერის საშუალოების შესახებ

 2014 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტი:ერთ და ორგანზომილებიან ერთ პარამეტრიან ჰარდის სივრცეებზე კერძო ჯამებისა და მარცინკევიჩ-ფეიერის საშუალოების შესახებ პროექტის ხელმძღვანელი: გიორგი ტეფნაძე პრობლემატიკას, რომელიც განვიხილეთ პროექტში არის ცენტრალური მათემატიკურ ანალიზში. ისინი მოითხოვენ ტექნიკას, რომელიც უმეტესწილად განვითარდა უკანასკნელი სამი ათეული წლის განმავლობაში. ფურიეს მწკრივების კლასიკური თეორიისგან განსხვავებით,  რომელიც ფუნქციას შლის უწყვეტ ტალღებად, ვილინკინის (უოლშის) ფუნქციები წარმოადგენს "მართკუთხა ტალღებს". ასეთი ტალღები უკვე ხშირად გამოიყენება სიგნალთა გადაცემის თეორიაში, ფილტრაციის, გამოსახულების გაუმჯობესების და ციფრული სიგნალების დამუშავებისთვის. საკვლევი მიზნების გათვალისწინებით, ფართოდ იქნა გამოყენებული ნამდვილი ანალიზი და ასევე აბსტრაქტული და არაწრფივი ჰარმონიული ანალიზი, აპროქსიმაციის თეორიასთან ერთად. სხვა კვლევის მეთოდები მოიცავს ფუნქციათა სივრცეების თეორიას. მათი დახმარებით მიღებული იქნა შედეგები მარტინგალურ ჰარდის სივრცეებზე სხვადასხვა ტიპის ოპერატორების შემოსაზღვრულობის შესახებ. პროექტის ფარგლებში გამოქვეყნდა 6 პუბლიკაცია საერთაშორისო რეფერირებად (იმპაქტ ფაქტორიან) მაღალრეიტინგულ ჟურნალებში. მიღებული შედეგები საინტერესოა ორობით ჰარმონიულ ანალიზში მომუშავე მათემატიკოსებისთვის. განხორციელებული პროექტი მნიშვნელოვალია იმ მხრივაც, რომ ის დამეხმარა საერთაშორისო კონტაქტების გაღმავებაში ერთობლივი კვლევების კუთხით და 4 სამეცნიერო პუბლიკაცია  უცხოელ მათემატიკოსებთან თანამშრომლობით დაიწერა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ახალგაზრდა მეცნიერისთვის კვლევის საწყის საფეხურზე. გამოქვეყვენული ნაშრომების სია: G. Tephnadze, On the partial sums of Walsh-Fourier series, Colloq. Math., 141, 2 (2015), 227-242. N. Memić, I. Simon, G. Tephnadze, Strong convergence of two-dimensional Vilenkin-Fourier series, Math. Nachrichten, 289, 4 (2016) 485–500. K. Nagy, G. Tephnadze, Strong convergence theorem for Walsh-Marcinkiewicz means, Math. Inequal. Appl., 19, 1 (2016), 185–195. L.E. Persson, G. Tephnadze, A sharp boundedness result concerning some maximal operators of Vilenkin-Fejér means, Mediterr. J. Math., DOI: 10.1007/s00009-015-0565-8. I. Blahota, L.E. Persson, G. Tephnadze, On the Lebesgue constants with respect to Vilenkin systems two-sided estimates of the Lebesgue constants with respect to Vilenkin systems and applications, Glasgow Math. J., DOI: 10.1017/S0017089516000549. G. Tephnadze, On the partial sums with respect to Vilenkin-Fourier systems, J. Contemp. Math. Anal., (to appear).
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/tsarmatebuli%20proeqtebi/SURATI.JPG
17/04/2018 15:33

„კიდევ ერთი ნაბიჯი მოსაუბრე ქართული თვითგანვითარებადი ინტელექტუალური კორპუსისაკენ“

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქართული ენის ტექნოლოგიზების სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ორწლიანი AR/122/4-105/14 პროექტი „კიდევ ერთი ნაბიჯი მოსაუბრე ქართული თვითგანვითარებადი ინტელექტუალური კორპუსისაკენ“ ( პროექტის ძირითადი პერსონალი: 1. ხელმძღვანელი - ქართული ენის ტექნოლოგიზების ცენტრის დირექტორი პროფესორი კონსტანტინე ფხაკაძე, 2. მკვლევარი - ქართული ენის ტექნოლოგიზების ცენტრის წამყვანი მკვლევარი აკადემიური დოქტორი მერაბ ჩიქვინიძე; 3.  მკვლევარი - ქართული ენის ტექნოლოგიზების ცენტრის წამყვანი მკვლევარი აკადემიური დოქტორი გიორგი ჩიჩუა ) , რომელიც ამავდროულად არის ამავე სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის გრძელვადიანი პროექტის „ქართული ენის ტექნოლოგიური ანბანი“ ერთ-ერთი სასაფუძვლოდ მნიშვნელოვანი ქვეპროექტი, დაფინანსდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2014 წლის გამოყენებითი კვლევების კონკურსის ფარგლებში 200 000 ლარით (166 000 ლარი გაღებულ იქნა ფონდის მიერ, 34 000 ლარი კი გაიღო პროექტის წამყვანმა და, ამავდროულად, თანადამფინანსებელმა ორგანიზაციამ - საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა). პროექტის „ქართული ენის ტექნოლოგიური ანბანი“ ამოქმედებამდე ანუ 2012 წლამდე ქართული ტექნოლოგიურად მეტად მწირედ იყო მხარდაჭერილი. უფრო მეტიც, ამ მხრივ ქართული ენა დღესაც კი საგანგაშოდ ჩამორჩება იმ 21 ევროპული ენიდან თითქმის ნებისმიერს, რომლებიც მეტა-ქსელის ( http://www.meta-net.eu/ ) კვლევის „ევროპის ენები ციფრულ ეპოქაში“ ჩვენთვის მეტად საყურადღებო შედეგების თანახმად ციფრული კვდომის საფრთხის ქვეშ არიან. აქედან გამომდინარე, პროექტი „კიდევ ერთი ნაბიჯი მოსაუბრე ქართული თვითგანვითარებადი ინტელექტუალური კორპუსისაკენ“ მიზნად ისახავდა ამ ჩამორჩენის მაქსიმალურ ნიველირებასა და არსებული ვითარების რადიკალურ ცვლილებას (უფრო დეტალურად იხილეთ AR/122/4-105/14-17 მისამართზე განთავსებული მასალა, მათ შორის პროექტის ფარგლებში გამოცემული მონოგრაფიული ნაშრომი „ქართული ინტელექტუალური ვებ-კორპუსი: მიზნები, მეთოდები, რეკომენდაციები“ (ავტორები: კონსტანტინე ფხაკაძე, მერაბ ჩიქვინიძე, გიორგი ჩიჩუა, დავით კურცხალია, ინეზა ბერიაშვილი, შალვა მალიძე) ) . ამასთან, პროექტის ფარგლებში კ. ფხაკაძის ქართული ენის ლოგიკური გრამატიკით შემუშავებულ ახალ ხედვებსა და მეთოდებზე დაყრდნობით აიგო ქართული ინტელექტუალური ვებ-კორპუსი, სხვა სიტყვებით, ქართული უნივერსალური ჭკვიანი კორპუსის პირველი საცდელ-სამომხმარებლო ვერსია ( http://corpus.ge/ ) , რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ არის ქართული უნივერსალური ჭკვიანი კორპუსის სრული სახით აგების მიმართულებით გადადგმული ჯერ მხოლოდ პირველი ნაბიჯი, საცდელი სახით უკვე არის: ერთადერთი ქართული თვითგანვითარებადი კორპუსი, რომელიც ამავდროულად არის თანამედროვე ქართული სამწერლობო ენის ყველაზე მოცულობითი კორპუსი . - ეს ერთადერთი ქართული თვითგანვითარებადი ანუ, რაც იგივეა, ავტომატურად განვითარებადი კორპუსი 2017 წლის 9 სექტემბრის მონაცემებით ჯამურად უკვე შეიცავს 270 886 730 ქართულ სიტყვას, მათ შორის 4 234 168 განსხვავებულია. ერთადერთი ქართული მრავალენოვანი და მრავალმოდალური კორპუსი. - მასში ჩადგმული სახით უკვე ფუნქციონირებს ერთადერთი ქართულ - ინგლისური, ქართულ - რუსული და ქართულ - აფხაზური თვითგანვითარებადი საცდელი კორპუსები და, ასევე, მასში უკვე ჩადგმულია ერთადერთი ქართული ტიტრირებული სამეტყველო მონაცემების საცდელი კორპუსი და ასეთი კორპუსის ამგები ინსტრუმენტები. ტექნოლოგიურად ყველაზე უფრო მეტად მხარდაჭერილი ქართული კორპუსი, - კორპუსში ჩადგმული სახით უკვე ფუნქციონირებს კ. ფხაკაძის ქართული ენის ლოგიკურ გრამატიკასა და დღეს კარგად ცნობილ პლატფორმებზე დაყრდნობით შემუშავებული მთელი რიგი მანამდე არარსებული ქართული ენობრივი ტექნოლოგიური სისტემები, რომლებიც ნაწილობრივ უკვე აღჭურვილნი არიან ქართულ ენაში ფიქრის (ანუ ქართული ტექსტების მორფოლოგიური, სინტაქსური და ლოგიკური ანალიზისა და ანალიზის შედეგების გენერირების) , საუბრის (ანუ ნათქვამის მოსმენისა და მოსმენილზე პასუხის გაცემის) , ხმოვანი მართვისა (ანუ ხმით მიღებული ბრძანების შესრულების) და თარგმნის (როგორც ხმიდან, ისე ტექსტიდან) უნარებით, რაც, მთლიანობაში, პროექტის ფარგლებშივე შემუშავებულ ქართულ ხმოვანმართვიან გზამკვლევსა და მკითხველთან ერთად ქართულ საიტერნეტო/საკომპიუტერო/სამობილურო სივრცეს საცდელი სახით უკვე ხდის ადაპტირებულს ანუ უფრო მოხერხებულს როგორც მხედველობა, ისე მეტყველება შეზღუდული, ასევე უცხოელი მომხმარებლებისათვის. ამგვარად, გრძელვადიანი პროექტის „ქართული ენის ტექნოლოგიური ანბანი“ უკვე წარმატებით გასრულებული ორწლიანი ქვეპროექტით ანუ, რაც იგივეა, AR/122/4-105/14 პროექტით „კიდევ ერთი ნაბიჯი მოსაუბრე ქართული თვითგანვითარებადი ინტელექტუალური კორპუსისაკენ“ მიღწეული შედეგები იძლევა იმის ხაზგასმით თქმის უფლებას, რომ ეს კვლევები საქვაკუთხედო მნიშვნელობისაა ქართული ენის სრული ტექნოლოგიური დამუშავების მიზნით მოქმედი სამეცნიერო სფეროსთვის . კერძოდ, კვლევები იძლევა სასაფუძვლო მნიშვნელობის შედეგებს საქართველოს სახელმწიფო ენების (იგულისხმება როგორც ქართული, ისე აფხაზური ენა) ციფრული კვდომის საფრთხისგან დაცვის თვალსაზრისით და, ამდენად, ეს კვლევები უნდა შეფასდეს როგორც ციფრული კვდომის საფრთხისგან : ქართული ენის დაცვის მიმართულებით გადადგმულ კიდევ ერთ მეტად მნიშვნელოვან ნაბიჯად; აფხაზური ენის დაცვის მიმართულებით გადადგმულ პირველ მნიშვნელოვან ნაბიჯად. ხაზგასამელია ისიც, რომ საპროექტო კვლევის ფარგლებში საპროექტო ჯგუფმა გარდა ზემოაღნიშნული მონოგრაფიული ნაშრომისა „ქართული ინტელექტუალური ვებ-კორპუსი: მიზნები, მეთოდები, რეკომენდაციები“ გამოაქვეყნა 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, საერთაშორისო კონფერენციებზე წარდგა 20-ზე მეტი სამეცნიერო მოხსენებით. დაბოლოს, დასკვნის სახით, ხაზს ვუსვამთ შემდეგს:  დღეს, უკვე კარს მომდგარ და სანახევროდ უკვე ამოქმედებულ ციფრულ ეპოქაში, AR/122/4-105/14 პროექტის  შედეგების წყალობით, ქართული ენა ბევრად უფრო დაცულია ციფრული კვდომის საფრთხისგან ვიდრე ის მანამდე იყო. თუმცა, როგორც ერთხელ უკვე აღინიშნა, ისიც ხაზგასასმელია, რომ ქართული, მით უფრო აფხაზური დღესაც საგანგაშოდ ჩამორჩება ტექნოლოგიურად ყველაზე უფრო მეტად დაწინაურებულ ენებს, რაც განპირობებულია იმით, რომ ბოლო წლებში ამ ენების ტექნოლოგიური დამუშავების პროცესებმა სწრაფი ნაბიჯებით წაიწია წინ. - ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ცხადს ხდის ქართული და აფხაზური ენების სრული ტექნოლოგიური უზრუნველყოფის მიზნით ადგილობრივ უკვე მიმდინარე პროცესების შემდგომი სწრაფი განვითარების გადაუდებელ აუცილებლობას.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/tsarmatebuli%20proeqtebi/IMG_4761.JPG
17/04/2018 15:31

დეიტრონის ელექტრული დიპოლური მომენტის (ედმ) პირველი გაზომვა COSY ამაჩქარებელზე

ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული პროექტი სახელწოდებით: დეიტრონის ელექტრული დიპოლური მომენტის (ედმ) პირველი გაზომვა COSY ამაჩქარებელზე. პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი: დავით მჭედლიშვილი. თანამედროვეობის ყველაზე გამომწვევი და წარმატებული ფუნდამენტური კვლევების თეორია, სტანდარტული მოდელი (SM), ახლო წარსულში დასრულდა ჰიგსის ნაწილაკის აღმოჩენით. ეს ნიშნავს, რომ თეორია ჭეშმარიტია. მიუხედავად ამისა, მსოფლიოში ტარდება სხვადასხვა  კვლევები და ექსპერიმენტები, რათა აღმოჩენილი იყოს ისეთი მოვლენები, რომლებიც ვერ აიხსნება ამ თეორიის ფარგლებში. მათ შორის ერთერთი ამბიციური მიმართულებაა ელემენტარული ნაწილაკების, კერძოდ დამუხტული ადრონების, პერმანენტული ელექტრული დიპოლური მომენტის ძიება. მ შემთხვევაში თუ ელექტრული მომენტის არსებობა დადასტურდება, ეს იქნება მინიშნება იმ ერთერთ მოვლენაზე, რომელიც შეიძლება იყოს სამყაროში მატერიის და ანტიმატერიის ასიმეტრიის მიზეზი. ამას გარდა ეს აუცილებლად მოითხოვს სტანდარტული მოდელის გაფართოებას, ე.წ. "ახალი ფიზიკის" მიმართულებით. ელექტრული მაგნიტური მომენტის სიდიდე უკიდურესად მცირეა და მისი აღმოჩენა დღევანდელი ტექნოლოგიური შესაძლებლობის ზღვარს მიღმაა. მიუხედავად გაზომვის პრინციპის სიმარტივისა, რაც მდგომარეობს ნაწილაკის პოლარიზაციის ცვლილებაში ელექტრულ ველთან ურთიერთქმედებისას, ეფექტის მოსალოდნელი სიმცირე წარმოშობს თითქმის გადაულახავ წინააღმდეგობებს. მაგალითად, კრიტიკულად აუცილებელია განვასხვავოთ საძიებელი სიგნალი სხვა სიგნალებისაგან, რომლებმაც შეიძლება მოახდინონ მისი იმიტაცია. დამუხტული ნაწილაკების ელექტრული მომენტის ძიების ახალი მეთოდი, რომელიც ვითარდება იულიხის კვლევების ცენტრში JEDI კოლაბორაციის მიერ, ითვალისწინებს დამაგროვებელ რგოლში ნაწილაკების პოლარიზაციის შემობრუნებას ძლიერი ელექტრული ველის ზემოქმედებით. ნაწილაკების პოლარიზაციის გაზომვა ხდება პოლარიმეტრის საშუალებით, რომელიც შესდგება სამიზნისა და კალორიმეტრისაგან. თსუ მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის (მეფი) ჯგუფის მიერ კოლაბორაციისათვის შეთავაზებული იყო პოლარიმეტრის ისეთი კონცეფცია, რომელიც საშუალებას მოგვცემდა გაგვეუმჯობესებინა გაზომვის სიზუსტე რამოდელიმე რიგით. ეს გაზრდის შესაძლებლობას რომ ელექტრული დიპოლური მომენტი იქნას აღმოჩენილი. შ.რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში განზრახულია კრისტალური კალორიმეტრის მოდულების ოპტიმიზაცია, რომელიც გამოიყენება ნაწილაკების ნაკადის განივი პოლარიზაციის გასაზომად. მოსალოდნელი შედეგები დაგვეხმარება პოლარიმეტრის პროექტირებაში, მისი პარამეტრების ოპტიმიზაციაში, და მის შექმნაში. ძირითადი თვისებები, რომლებიც გამოარჩევს აღნიშნულ პოლარიმეტრს სხვა მსგავსი ხელსაწყოებისაგან, არის მაღალი სტაბილობის დონე, უკიდურესად მცირე გაზომვის ცდომილებები, მაღალი ეფექტურობა და მდგრადობა. ასეთი პოლარიმეტრი გახდება სპეციალიზებული დამაგროვებელი რგოლის გადამწყვეტი შემადგენელი ნაწილი, რომელიც მომავალში გამოყენებული უნდა იყოს ელექტრული დიპოლური მომენტის აღმოსაჩენად. JEDI საერთაშორისო კოლაბორაცია, რომელიც COSY ამაჩქარებლის ბაზაზე ატარებს მოსამზადებელ სამუშაოებს, შესდგება 100-ზე მეტი მონაწილისაგან. თსუ მეფი-ს ჯგუფი არის კოლაბორაციის წევრი და ამ ჯგუფის პასუხისმგებლობის სფეროში შედის ისეთი პოლარიმეტრის პროექტირება და შექმნა, რომელსაც ექნება სარეკორდო პარამეტრები. ჯგუფს გააჩნია 20 წელზე მეტი თანამშრომლობის გამოცდილება იულიხის კვლევითი ცენტრის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტთან (IKP FZ-Juelich), რამაც განაპირობა მაღალი ნდობა და წარმატების მოლოდინი.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/tsarmatebuli%20proeqtebi/7.jpg
17/04/2018 15:24

„ახალი მეთოდიკით აგებული მსოლიო დონის 3D სტერეოსკოპული კონკურენტ უნარიანი აგრეგატის შექმნა"

 2014 წლისგამოყენებითი კვლევების საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტი სახელწოდებით : “GS-3D”  სტერეოსკოპიაში  ინოვაციური  მეთოდოლოგიის  საფუძველზე  აგებული GS-150-3D მოწყობილობა" პროექტის ხელმძღვანელი;           გივი ლოლაძე   სტუ  ასოც. პროფესორი, დოქტორი  ძირითადი პერსონალი;           ზაზა ლომიძე      საუნივერსიტეტო ცენტრი „3D სტერეოსკოპული ტექნოლოგიების განვითარების ცენტრი“ -ის  ხელმძღვანელი ახალი ხედვა სტერეოსკოპიაში, 3დ-ში ეს არის ქართული სტერეოსკოპია „GS 3D“ რომელიც, მოახდენს რევოლუციას მსოფლიოში, 3დ-სტერეო ტექნოლოგიებში. ჩვენ მიერ შექმნილი სტერეოსკოპული გამოსახულებების მიზანი არის არამარტო იმის დანახვა ადამიანის მხრიდან ეკრანის სიბრტყეზე, რასაც ის ბუნებრივად ხედავს, არამედ იმისაც, რასაც ის ბუნებრივად ვერ ხედავს, ანუ ადამიანს საშუალება უნდა მივცეთ დაინახოს სტერეოსკოპიაში, ე.ი. მოცულობაში – საგნებს შორის მანძილები გაცილებით უფრო დიდ მანძილებზე, მოცემული ეკრანის სიბრტყეზე. აქედან გამომდინარე,  ჩვენ დავისახეთ მიზნად შეგვექმნა ისეთი აგრეგატი (Rig) , რომელიც უზრუნველყოფდა სტერეოსკოპულ სხვადასხვა დიაპაზონების ცვლილების საშუალებას რეალურ დროში ობიექტების გადაღების დროს. სტერეოსკოპული გამოსახულებები ამ მეთოდოკის მიხედვით გადადის სხვებისგან განსხვავებულ სხვა 3დ სივრცეში, რომელიც საშუალებას აძლევს მაყურებელს დაინახოს სტერეოსკოპული გამოსახულებები სატელევიზიო ან კინოეკრანზე ისეთი ხედვით, რომელიც მაყურებელს (ადამიანს) არ შეუძლია დაინახოს მსოფლიოში აპრობირებული ჩვეულებრივი 3დ გადაღებების დროს. ასეთი მეთოდოლოგია – თანამედროვე ხედვით ხელს შეუწყობს 3დ ტელეარხების განვითარებას როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში, ვინაიდან აქამდე ცნობილი 3დ მეთოდოლოგია  გამოირჩევა  მისი  სიძვირით  და  არასრული  სტერეოსკოპული გამოსახულებების მიღებით. ჩვენ მიერ შექმნილი ახალი ხედვის მეთოდოლოგია  და ამისათვის შექმნილი GS-150-3D აგრეგატი, როგორც აღვნიშნეთ განავითარებს და წინ წასწევს კინოინდუსტრიას, მისცემს მას საშუალებას საქართველოში გადაღებული ფილმებით მონაწილეობა მიიღოს მსოფლიოში ცნობილ 3დ კინოფესტივალებზე და ამით ხელს შეუწყობს შემოსავლების ზრდას.    სტერეოსკოპული მოწყობილობა  აადვილებს 3დ სტერეოსკოპულ ვიდეო გადაღებებს, მოხმარებაში არის მარტივი, ამცირებს გადაღების თვით ღირებულებას და აძლევს საშუალებას რომ, მომხმარებელმა 3დ ტელევიზორში დაინახოს მოცულობითი გამოსახულება, რასაც ის ბუნებრივად ხედავს, არამედ იმისაც, რასაც ის ბუნებრივად ვერ ხედავს, ანუ ადამიანს საშუალება აქვს დაინახოს სტერეოსკოპიაში,  ე.ი. მოცულობაში - საგნებს შორის მანძილები გაცილებით უფრო დიდ მანძილებზე.  აქედან გამომდინარე, ჩვენ დავისახეთ მიზნად შეგვექმნა ისეთი აგრეგატი (Rig), რომელიც უზრუნველყოფდა სტერეოსკოპულ სხვადასხვა დიაპაზონების ცვლილების საშუალებას რეალურ დროში - ობიექტების გადაღების დროს და შეამცირებდა გადაღების, ტრანსლეაციის  წარმოების   თვითღირებულებას. ჩვენს მიერ გამოგანებული მეთოდოლოგიით და მასთან დაკავშირებული მოწყობილობის საშუალებით, შეგვიძლია გადავიღოთ 3დ სტერეოსკოპული ვიდეო ან ფოტო, სადაც ბევრად უკეთესად და სრულყოფილად აღიქმნება მოცულობითი გამოსახულება ეკრანის სიბრტყეზე, (ვიდეო რგოლში ნაჩვენებია ქალაქის და ლანშაფტების  „GS 3D“ ვიდეო გამოსახულებები, სადაც თქვენ შესძლებთ დაინახოთ მოცულობა, განანსხვავოდ საგნებს შორის მანძილები რომლებიც დაშორებული არიან ადამიანის თვალიდან 10-მეტრიდან 1200-მეტრამდე, ეს სრულებით ახალი დაუვიწყარი სასიამოვნო დასანახია და ახალ სასიამოვნო შთაბეჭდილებებს დაგიტოვებთ GS 3D-ზე,  3დ ვიდეოს ნახვა 3დ სმარტ ტელევიზორში, ნახავთ აქ: https://www.youtube.com/watch?v=bB7Id0iZoDw   , ხოლო ჩვეულებრივ ტელევიზორებში სადაც გამოიყენება წითელი-ლერჯი ანუ ანაგლიფური სათვალე, ნახავთ აქ: https://www.youtube.com/watch?v=i9z7ugNOHxI   )  ვიდრე უცხოელების მიერ გადაღებულ 3დ ვიდეო თუ ფოტო  მასალებში.   მოწყობილობის სამუშაოდ  გამზადაბა და დარეგულირება (დარეგულირებაში იგულისხმება მარცხენა და მარჯვენა ვიდეო გამოსახულებების ვერტიკალური და ჰორიზონტალური ხაზების თანხვედრა) შესაძლებელია 5 წთ-ში,   ( მასალა იხილედ აქ:     https://www.youtube.com/watch?v=J7Kg-aRQATg       )     მასზე სამუშაოდ საჭიროა ერთი  3D ოპერატორი, რომელიც მთლიანად აკონტროლებს GS 3D ვიდეო გადაღებას, მისი მეშვეობით ვარეგულირებთ სტერეო  ბაზას და კონვერგენციას,  ერთდროულად  და ასევე  ერთმანეთისაგან დამოუკიდებლადაც, ისე როგორც მოითხოვს GS 3D მეთოდოლოგია გადაღების მსვლელობის დროს.  მოწყობილობა უნივერსალურია და მასზე შეიძლება დავამაგროთ ყველანაირი 7 კილოგრამამდე ვიდეო კამერები.  მოძრავი ორი პლათფორმა იმართება ელექტრონულად, დისტანციური პულტით რომელიც, დამაგრებულია შტატივზე.                                                          სპეციფიკაცია:   სტერეო ბაზა;     65 მმ-დან  465 მმ-დე ფარგლებში.                      კონვერგენცია;       0 0 -დან   30 0 -მდე    ფარგლებში                      ელ. ენერგიის მოხმარება;    „+“-„  12 ვოლტი,  0,6 ამპერი                     ზომები:     სიგრძე- 612 მმ,   სიგანე- 200 მმ,    წონა- 6 კგ                      
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/tsarmatebuli%20proeqtebi/6.jpg
17/04/2018 15:13

საქართველოს ტერიტორიაზე კარსტული ფენომენების ფორმირების (გენეზისის) პირობების დადგენა და გამოვლენილი მღვიმური სისტემების ტურისტული მიზნებისათვის გამოყენების პერსპექტივები

2013 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტი სახელწოდებით : საქართველოს ტერიტორიაზე კარსტული ფენომენების ფორმირების (გენეზისის) პირობების დადგენა და გამოვლენილი მღვიმური სისტემების   ტურისტული მიზნებისათვის გამოყენების პერსპექტივები.   პ როექტის ხელმძღვანელი : ნანა ბოლაშვილი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორი, გეოგრაფიის დოქტორი საქართველოს ალ. ჯავახიშვილის სახ. გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტი გაეროს გაუდაბნოებასთან ბრძოლის კონვენციის სამეცნიერო საბჭოში საქართველოს წარმომადგენელი   ძირითადი პერსონალი :               კუკური წიქარიშვილი    ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, საქართველოს სპელეოლოგთა კლუბის თავმჯდომარე, გეოგრაფიის დოქტორი.                 გივი ჯაში    ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიხეილ ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტის გამოყენებითი და ექსპერიმენტალური გეოფიზიკის სექტორის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი,  გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი.                ავთანდილ თარხნიშვილი  ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიხეილ ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტის გამოყენებითი და ექსპერიმენტალური გეოფიზიკის სექტორის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი,  გეოლოგია-მინერალოგიის დოქტორი.                 დავით ოდილავაძე  ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიხეილ ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტის გამოყენებითი და ექსპერიმენტალური გეოფიზიკის სექტორის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი,  ფიზიკა-მათემატიკის დოქტორი.                ლაშა ასანიძე  ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერი, გეოგრაფიის დოქტორი.     საქართველოს სპელეოტურიზმის განვითარებისათვის დიდი პერსპექტივები გააჩნია.  ჩვენს ქვეყანაში გამოკვლეული კარსტული მღვიმეების რიცხვი 1400 აღწევს, თუმცა მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად მეტია, რადგან კარსტვადი ქანების გავრცელების მიხედვით საქართველო დედამიწის ერთ-ერთი უნიკალური რეგიონია. აქ იკარსტება როგორც ზედაიურული, ასევე ცარცული სისტემისა და ქვედა პალეოგენის ყველა იარუსი და ქვეიარუსი, რასაც  განაპირობებს საქართველოს ტერიტორიის გეოლოგიური და გეოტექტონიკური აგებულება და მისი გეოლოგიური განვითარების ისტორია.  კარსტული მღვიმეები მნიშვნელოვან რესურსს წარმოადგენს ტურისტული ინდუსტრიისათვის. მაღალგანვითარებულ ქვეყნებში სპელეოტურიზმი დიდი პოპულარობით სარგებლობს და მას მნიშვნელოვანი შემოსავალიც მოაქვს სახელმწიფოსათვის.   პროექტის მიზანს წარმოადგენდა საქართველოში მაღალმთიანი კირქვული მასივების გამოკვლევა და გამოვლენილი მღვიმური სისტემების     ტურისტული მიზნებისათვის გამოყენების პერსპექტივების დადგენა.  გამოყენებული იქნა კვლევის გეოგრაფიული და გეოფიზიკური მეთოდები, სპეციალური აპარატურა - გეორადარი Zond 12e. იგი წარმოადგენს თანამედროვე ხელსაწყოს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მაღალი სიზუსტით გამოვლინდეს კარსტული პროცესების მოქმედების შედეგად წარმოშობილი სიცარიელეები, წყლის ფილტრაციული პროცესები და სხვ. ასევე გამოყენებული იქნა ძიების ელექტრომეტრული მეთოდები მუდმივი დენის გამოყენებით, რომელიც ხვედრითი ელექტრული წინააღმდეგობის მიხედვით საკმაოდ დიდი სიზუსტით ახდენს შესასწავლი გარემოს დიფერენციაციას, კირქვების სიმძლავრისა და ფართის დადგენას, ნაპრალური სტრუქტურების გამოვლინებას და ფილტრაციული ნაკადების მიმართულების დადგენას. პროექტის განხორციელების პერიოდში კომპლექსური კარსტულ-სპელეოლოგიური გამოკვლევები ჩატარდა სამეგრელოს (მიგარია, წიფურია),  ზემო იმერეთის, რაჭისა და ეკის მთის კირქვულ  მასივებზე.  ინდიკატორული ექსპერიმენტების საფუძველზე განისაზღვრა მიკვლეული  კარსტული მღვიმური სისტემების კვების აუზების საზღვრები და მიწისქვეშა ნაკადების სავარაუდო მიმართულებები. განხორციელდა მათი ტოპოგრაფიული აგეგმვა.    ჩატარებული კვლევის შედეგებით დადგინდა საქართველოს მთიანი კარსტული მღვიმეების კლიმატური რეჟიმის ძირითადი კანონზომიერებანი და მღვიმური ატმოსფეროს ელექტრობის ზოგიერთი ელემენტის, აეროზოლებისა და ჰაერის აირული შემადგენლობის მდგომარეობა. შედგა საკვლევი ტერიტორიის ზედაპირული და მიწისქვეშა კარსტული ფორმების განლაგების სიტუაციური გეგმა.    შესწავლილ იქნა ძირითადი ვოკლუზური წყაროებისა და მღვიმური ნაკადების ქიმიური შემადგენლობა და მათი ჰიდროქიმიური რეჟიმი.      პროექტის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა კირქვულ მასივებზე მიკვლეული და კადასტრირებული მღვიმეებიდან, ჩვენს მიერ კომპლექსური კვლევების საფუძველზე, სპელეოტურისტული მიზნებისათვის შეირჩა ოცამდე პერსპექტიული კარსტული მღვიმე (შურუბუმუ-დეიძახის კარსტული ფენომენები, ზაქარიასკლდე, მურადის მღვიმე, სოლკოტა, ძუძუანა და სხვ.), რომელთა კეთილმოწყობა და სპელეოტურიზმის ინდუსტრიაში ჩართვა მნიშვნელოვან ეკონომიკურ შემოსავალს მოუტანს ქვეყანას, რაც თავის მხრივ ახალი ადგილობრივი და საერთაშორისო სპელეოტურების შექმნის პერსპექტივასაც იძლევა.  პროექტის ფარგლებში მიკვლეული მანამდე უცნობი მღვიმური სისტემები (საადამიოს წყლიანი დერეფანი - 800 მ; საწულეისკირო და სხვ.) შეტანილ იქნა აშშ-ს ახალი გეოგრაფიული აღმოჩენების საერთაშორისო ბაზაში. ხოლო სამხრეთ იმერეთში (ვანის რ-ნი, სოფ. ბზვანში) აღმოჩენილმა მღვიმემ (სიგრძე დაახლ. 300 მ) დასავლეთ საქართველოს კარსტული ზოლის მიღმა სპელეოლიტერატურაში მანამდე  უცნობი (მცირე ფართობის მქონე) კირქვული მასივის არსებობა დაადასტურა. ბაღდადის რ-ნი, ხანისწყლის ხეობაში, კაკას ხიდთან აღმოჩენილი იქნა ამ რაიონისათვის პირველი, ამასთანავე მნიშვნელოვანი სიდიდის  მღვიმე, რომელიც განვითარებულია ვულკანურ ქანებში, მოითხოვს დამატებით კვლევებს. ეს აღმოჩენები იმითია მნიშვნელოვანი, რომ სამხრეთ იმერეთის ტერიტორიაზე, კერძოდ ბაღდათისა და ვანის რ-ბში მანამდე არ იყო ცნობილი მღვიმის არსებობა;  საკვლევ ტერიტორიებზე მღვიმური სისტემების და კარსტული წყლების შესწავლის პროცესში გამოიკვეთა კვლევის რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი და გამოითქვა შესაბამისი დასკვნები: მდ. ხობის ხეობაში (მიგარიას მასივის დასავლეთი ნაწილი), კერძოდ, შურუბუმუს მღვიმის და დეიძახის ვოკლუზური წყაროების მიდამოებში დაფიქსირდა მიგარიას მასივზე ფორმირებული  მიწისქვეშა კარსტული ნაკადების განტვირთვის  ძირითადი მიმართულებები, სადაც მოსალოდნელია დიდი მოცულობის მღვიმური სისტემების არსებობა. მომავალში ჩვენი საექსპედიციო ჯგუფის მიერ აქ დაგეგმილი შეღებილი წყლების ტრასირების ექსპერიმენტები ვიმედოვნებთ ამ მოსაზრების სასარგებლოდ     (დადებითად) გადაწყდება. აღნიშნული სისტემის გახსნისათვის მეცნიერული და პრაქტიკული სამუშაოები დიდი ხანია დაწყებულია და მომავალშიც ინტენსიურად გაგრძელდება. მდ. შიქშას ხეობაში ჩატარებული კომპლექსური კვლევები საფუძველს გვაძლევს რეკომენდაცია გავუწიოთ ამ რეგიონში წყლის საგუბარის ან წყალსაცავის მოწყობას. მისი მოწყობა მცირე ხარჯებთანაა დაკავშირებული. ამასთან, გამორიცხულია მეწყრის ან ბუნების სხვა უარყოფითი მოვლენის განვითარება. წყალსაცავი იქნება გამდინარე და  მუდმივად განახლებადი. ამრიგად, წყალსაცავს ექნება მრავალფუნქციური დატვირთვა - დასვენების, სპორტულ-გამაჯანსაღებელი, თევზის მოსაშენებელ - სამრეწველო და ა. შ. ჩვენი აზრით, აღნიშნული წყალსაცავის მოწყობა მნიშვნელოვნად გაზრდის რაიონის ტურისტულ-რეკრეაციულ და ეკონომიკურ პოტენციალს. ეკის კირქვული მთის ჩრდილო ფერდობზე მდებარე საადამიოს მღვიმეში, პირველად მოხდა ლიტველ სპელეოაკვალანგისტებთან ერთად შეღწევა და 280 მ-ი მღვიმური სისტემის შესწავლა. ლიტველი და ქართველი სპელეომყვინთავების ერთობლივი კვლევების შედეგად პრომეთეს მღვიმის სანაოსნო მონაკვეთში მიკვლეული იქნა 300 მეტრამდე სიგრძის წყლითა და ჰაერით გამოვსებული უცნობი სიფონური მონაკვეთი. დეტალური ინფორმაცია გადაეცა დაცული ტერიტორიების დეპარტამენტს. მომავალში კვლევები უნდა გაგრძელდეს ალპინისტ-სპელეოლოგების ფართო ჩართულობით, რათა მოხდეს ეკის მთის კარსტული ვერტიკალური სიღრუეების დაძლევა-გამოკვლევა. ჩვენი ვარაუდით ამ ვერტიკალურ სისტემებთან უნდა იყოს დაკავშირებული საადამიოს ჩვენს მიერ შესწავლილი მღვიმური სისტემა. ამასთან, არ გამოვრიცხავთ, სწორედ აერაციის ზოლში, რომელიც გადის საადამიოს მღვიმის ზედა საფუძველზე, გამოვლინდეს მნიშვნელოვანი მოცულობის სიღრუეები. მიგარიას და ეკის მთის მასივები საკმაოდ სოლიდური პოტენციალის მქონეა. აქ წარმოდგენილი კარსტული მდინარეები და ნაკადები, ვოკლუზური წყაროები, მიწის წიაღიდან ამოსული კარსტული წნევიანი და თერმული წყლები, მიწისქვეშა და ზედაპირული კარსტული ფორმები, კირქვის სვეტები და სხვა ეროზიის მოწმეები, ღრმა კანიონები, ულამაზესი ჩანჩქერები, მღვიმეები, ჭები, შახტები და უფსკრულები, გადაადგილებული (ერატიული) ლოდები, ენდემური მცენარეები, ხუროთმოძღვრების ძეგლები და ა. შ. ერთობლიობაში წარმოადგენს საუკეთესო რეკრეაციულ რესურს. რაც შეეხება პროექტის შედეგების მიმართებას სხვა დისციპლინებთან, პროექტის განხორციელებისას ჩვენი ჯგუფის მიერ მღვიმეებში ნაპოვნი იქნა რკინის ჰემატიტის შრეები. ნიმუშები გამოსაკვლევად გადაეცა ქართულ-ბრიტანული არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელს, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორს, ბატონ ბრაიან გილმოურს. მისი ხელმძღვანელობით წარმოებს კვლევები ჩხოროწყუს ტერიტორიაზე არსებული უძველესი რკინის სახელოსნოების  (ჩ.წ. აღრიცხვამდე IX ს.).მათი  ექსპედიციების მიერ ხობისწყლის და ოჩხომურის ხეობებში ათეულობით უძველესი რკინის სახელოსნო იქნა ნაპოვნი, მაგრამ ნედლეულის საკითხი  გაურკვეველი იყო. ამდენად ზესნახესა და მდინარე ხურუს სათავეებთან ნაპოვნ რკინის ჰემატიტს განსაკუთრებული მეცნიერული ღირებულება გააჩნია და დიდ დახმარებას გაუწევს მეცნიერებს უძველესი რკინის მეტალურგიის საკითხების კვლევის საქმეში. პროექტის განხორციელების შედეგად ახლად აღმოჩენილი  მღვიმეებით შეივსო საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი. პროექტის ძირითადმა მონაწილემ მოამზადა სადოქტორო დისერტაცია. პროექტზე მუშაობის პროცესში აღმოჩენილი მღვიმეებისა და ბუნების სხვა არაორგანული ძეგლების (მაგ. დიდი ზომის გადაადგილებული ლოდები, ჩანჩქერები და სხვ.) შესახებ ინფორმაციები მიეწოდა ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს და დაცული ტერიტორიების დეპარტამენტს, მათი ბუნების ძეგლად გამოცხადებისა და ტურისტულ მარშრუტებში შეტანის მიზნით. ჩვენი რეკომენდაციების საფუძველზე, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ „შურუბუმუს“ მღვიმესთან დაიწყო ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა - დაიდგა ღამის გასათევი კოტეჯები, შეკეთდა მღვიმესთან მისასვლელი ხიდი და ა.შ. ასევე, გასუფთავდა „დეიძახის ლოდი“-ს მიმდებარე ტერიტორია. მას ხშირად სტუმრობენ სკოლის მოსწავლეები, ჩატარდა რამოდენიმე საგანმანათლებლო გაკვეთილი. ამრიგად, აღნიშნული მიმართულებით ჩატარებული კვლევის ასპექტები და სათანადო შინაარსის მორიტორინგის ორგანიზაცია განსაკუთრებული ყურადღების ღირსია, რამდენადაც მიგვაჩნია, რომ მეცნიერულთან ერთად მოგვცემს ფართო არეალს პრაქტიკული შედეგების მიღებისთვისაც.    თსუ გეოგრაფიის ინსტიტუტის მიერ წლების განმავლობაში ჩატარებული სარეკოგნოსცირო სამუშაოების შედეგად მოპოვებული მასალა საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ საქართველოს სხვადასხვა კირქვულ მასივებზე უკვე გამოვლენილი და ჩვენს მიერ სპელეოტურიზმისათვის შერჩეული კარსტული მღვიმეების დეტალური, კომპლექსური გამოკვლევები სასურველ შედეგს გამოიღებს და ჩვენს ქვეყანას ახლო მომავალში კეთილმოწყობილი ახალი ათონისა და პრომეთეს (წყალტუბოს) მღვიმეების მსგავსი საერთაშორისო რანგის მქონე სპელეოლოგიური ობიექტები შეემატება, რაც ახალი საერთაშორისო სპელეოტურების შექმნის საშუალებას მოგვცემს. საჭიროა  გაგრძელდეს მღვიმეების კომპლექსური, გეგმაზომიერი სპელეოლოგიური და გეოფიზიკური კვლევები. ამრიგად, აღნიშნული მიმართულებით ჩატარებული კვლევის ასპექტები და სათანადო შინაარსის მორიტორინგის ორგანიზაცია განსაკუთრებული ყურადღების ღირსია, რამდენადაც მეცნიერულთან ერთად მოგვცემს პრაქტიკულ შედეგებსაც მივიღებთ.  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/tsarmatebuli%20proeqtebi/5.jpg
17/04/2018 15:05

„ნაპირდაცვისა და ჰიდროენერგეტიკის ერთობლივი პრობლემის რეალიზაციის თანამედროვე მეთოდიკა“

 2014 წლის გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტი სახელწოდებით : „ნაპირდაცვისა და ჰიდროენერგეტიკის ერთობლივი პრობლემის რეალიზაციის თანამედროვე მეთოდიკა“   პროექტის ხელმძღვანელის სახელი და გვარი: ლია მაჭავარიანი ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ნიადაგების გეოგრაფიის კათედრის გამგე; თსუ ზსმ ფაკულტეტთან არსებული „გამოყენებითი ეკოლოგიის“ ინსტიტუტის დირექტორი; გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი სპეციალობით „გეოეკოლოგია“ (თსუ, 2006), ს-მ მეცნ. კანდიდატი სპეციალობით „ნიადაგმცოდნეობა“ (სსაუ, 1989); თსუ სადოქტორო პროგრამის „გამოყენებითი ეკოლოგია“ ხელმძღვანელი, სამაგისტრო პროგრამის „ფიზიკური გეოგრაფია და გარემოს მდგრადი განვითარება“ თანახელმძღვანელი, საბაკალავრო პროგრამის „გეოგრაფია“ ხელმძღვანელი; 180 პუბლიკაციის ავტორი (სამეცნიერო, სასწავლო, სამეცნიერო-პოპულარული და სხვ.); 5 საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის რედკოლეგიის წევრი; მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმზე (კონფერეცია, სიმპოზიუმი, ვორკშოპი): აშშ, იაპონია, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, ნიდერლანდები, ბელგია, ნორვეგია, რუმინეთი, ისრაელი, თურქეთი, ჩინეთი, ინდოეთი  და სხვ. ძირითადი პერსონალი: გიორგი მეტრეველი გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახ. უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გამოყენებითი ეკოლოგიის ინსტიტუტის ზღვის ეკოლოგიისა და ნაპირდაცვის განყოფილების გამგე; აშშ მეტეოროლოგიური საზოგადოების წევრი. საქართველოს გეოფიზიკური ჟურნალის რედკოლეგიის წევრი. საქართველოს გარემოს  და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ექსპერტი. გამოქვეყნებული აქვს 175 სამეცნიერო ნაშრომი, სამი მონოგრაფია, ერთი სახელმძღვანელო. ნოდარ წივწივაძე – ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ჰიდრომექანიკისა და ოკეანოლოგიის ლაბორატორიის  გამგე; ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი ეკოლოგიის დარგში; ეუთოს ექსპერტი ირიგაციისა და სასმელი წყალმომარაგების საკითხებში; გაეროს განვითარების პროგრამის სერტიფიცერებული ექსპერტი კატასტროფების რისკების შემცირების საკითხებში; იუნესკოს სამთავრობათაშორისო ოკეანოგრაფიული კომისიის საქართველოს ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე; შავი ზღვის აუზის ქვეყნების სამეცნიერო საბჭოს წევრი ეკოლოგიისა და ენერგეტიკის სფეროში (BSERA-NET); 187 სამეცნიერო სტატიისა და რეკომენდაციის ავტორი. 7 გრანტის ხელმძღვანელი; ქ. ფოთის ნავსადგურის მოლოების რეაბილიტაციის პროექტის ხელმძღვანელი; მრავალი საერთაშორისო კონფერენციისა და ყრილობის მონაწილე. ჰიდროენერგეტიკის განვითარება სერიოზულ კონფლიქტს უქმნის ზღვის ნაპირდაცვას და მოსახლეობის უსაფრთხოებას. ამის მიზეზია მდინარეზე წყალსაცავის შექმნის აუცილე­ბლობა. კაშხალი კეტავს ნატანის ნაკადს, რომელიც აუცილებელია ზღვის ნაპირდამცავი პლაჟებისათვის. ამასთან, წყალსაცავში აკუმულირებული ნატანი თანდათან ამაღლებს შენაკადების კალპოტებს და ამით იზრდება მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურის გამანადგურებელი კატასტროფული წყალდიდობების ალბათობა. ეს პრობლემა საქართველოში მაშინ გამწვავდა, როდესაც მდ. ჭოროხსა და მის შენაკადებზე წყალსაცავების კასკადების მშენებლობა დაიწყო. ეს ჰიდროენერგეტიკული ნაგებობები 500 წლის განმავლობაში შეაკავებენ მდინარის ნატანს, რაც გამოიწვევს ნაპირდამცავი პლაჟების განადგურებას, და ზღვა უშუალოდ ბათუმს დაემუქრება. ასეთი სცენარით მოვლენების განვითარების ასაცილებლად საჭირო გახდა ისეთი მეთოდიკის შექმნა, რომლითაც შეიძლებოდა აღნიშნული კონფლიქტების აცილება, თან გარემოს ზიანის გარეშე და მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებლით. ამისათვის საჭირო იყო წყალსაცავში ნატანის აკუმულაციის რეჟიმის გამოკვლევა და აკუმულირებული ტანის ე.წ. „მოსილვის პრიზმის“ სივრცე-დროითი დინამიკის შესწვლა. ამ მიზნით, მთის სამ მცირე, უხვნატანიან მდინარეზე მოეწყო ორწლიანი ნატურული ექსპერიმენტი. ამ ექსპერიმენტის და მოქმედი წყალსაცავების  მოსილვის პრიზმების საველე გამოკვლევების შედეგები განზოგადდა დასკვნების სახით: 1. მოსილვის პრიზმის ჩამოყალიბება გრძელდება მანამ, ვიდრე  მდინარე მასზე გამოიმუშავებს ე.წ. „წონასწორულ კალპოტს“, რომლის დახრილობა ისეთია, რომ მას შეუძლია ყველაზე მსხვილი დიამეტრის ნატანის ტრანსპორტრება ქვედა ბიეფში; 2. მოსილვის პრიზმი შედგება ძირითადი ნაწილის და შლეიფისგან. პირველი მათგანი წყალსაცავშია მოქცეული, მეორე მისი გაგრძელებაა შენკადების კალაპოტებში; 3. მოსილვის პრიზმის ზღვრული მოცულობა და სიგრძე თითქმის 1,5-ჯერ აღემატება წყალსაცავის საპროექტო პარამეტრებს; 4. ჰიდროენერგეტიკის კონფლიქტური შედეგების მინიმიზაციისათვის ყველზე ეფექტიანი გზაა წყლსაცავის პერმანენტული განტვირთვა პლაჟამგები ნატანისაგან კარიერების სისტემით; 5. გუმათის წყალსაცავის მოსილვის პრიზმის მოცულობა 2016 წლისათვის თითქმის 50,0 მლნ. მ 3 -ია, საიდანაც 12 მლნ. მ 3 პლაჟამგები მასალაა; 5. ბათუმის პლაჟების შესავსებად  წლიურად საკმარისია 50-70 ათასი მ 3 , ქობულეთი-შეკვეთილის და ფოთის სანაპიროებისათვის 30-50 ათასი მ 3 . 6. შემუშავებულია ნტანის ტრნსპორტირების ტრაექტორია გუმათის წყალსაცავიდან ზღვის სანაპირომდე. პროექტის შედეგები, სხვადასხვა ეტაპზე, მოხსენებების სახით, წარდგენილ იქნა 7 საერთაშორისო კონფერენციაზე, სიმპოზიუმსა და სემინარზე: იაპონია, საფრანგეთი, აშშ, თურქეთი, შრი-ლანკა, ნიდერლანდები, საქართველო. პროექტის თემატიკაზე გამოქვეყნდა 8 სამეცნიერო პუბლიკაცია რეიტინგულ რეცენზირებად და რეფერირებად საერთაშორისო ჟურნალებში, მათგან 2 – ტომსონის კლასიფიკატორში ინდექსირებულ იმპაკტ-ფაქტორის მქონე ჟურნალში. პროექტის სადემონსტრაციო დღე (შემაჯამებელი სემინარი) ჩატარდა ქ. დელფტში (ნიდერლანდები) იუნესკოს წყლის განათლების ინსტიტუტში (UNESCO-IHE, Institute for Water Education) საერთაშორისო ვორკშოპის „წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვა“ (WRMW2017) ფარგლებში. პროექტის შესახებ ძირითადი ინფორმაცია: შედეგები, რეკომენდაციები და სხვა აქტოვიბები ასახულია ვებ-გვერდზე: https://msphproject.wordpress.com/ ინფორმაცია პროექტის შესახებ გაშუქდა გაზეთებში: „თბილისის უნივერსიტეტი“, 29 მაისი, #6 (2208), 2017, გვ. 6 ; „უნივერსიტეტი“, #8 (75), 2017, გვ. 3.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/tsarmatebuli%20proeqtebi/4.png
17/04/2018 14:57

აბსტრაქტი ქვემო ქართლის რიოლითური და დაციტური შედგენილობის პიროკლასტური ქანების (იგნიმბრიტების, პემზის და ფერფლის ტუფების, ვულკანური ფერფლის) გეოლოგიურ-ტექნოლოგიური შესწავლა-შეფასება, მათი ცემენტის, ფ

2013 წლის გამოყენებთი კვლევების სადგარნტო კონკურსი გამარჯვებული პროექტი სახელწოდებით: აბსტრაქტი ქვემო ქართლის რიოლითური და დაციტური შედგენილობის პიროკლასტური ქანების (იგნიმბრიტების, პემზის და ფერფლის ტუფების, ვულკანური ფერფლის) გეოლოგიურ-ტექნოლოგიური შესწავლა-შეფასება, მათი ცემენტის, ფერადი მინის და კერამიკის წარმოებაში გამოყენების მიზნით . პროექტის ხელმძღვანელის სახელი და გვარი : ელენა შაფაქიძე; ტექნიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი;  სამუშაო ადგილი: ი. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის ალექსანდრე თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტი; თანამდებობა: სილიკატების და სამშენებლო მასალების ტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილების გამგე. ძირითადი პერსონალი:  გურამ ნადარეიშვილი, დაბ.08.1933; ხარისხი: გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი; სამუშაო ადგილი: ი. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის ალექსანდრე თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტი; თანამდებობა: რეგიონალური გეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილების გამგე. მურად ტყემალაძე, დაბ. 15.09.1957; ხარისხი: გეოლოგიის აკადემიური დოქტორი; სამუშაო ადგილი: ი. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის ალექსანდრე თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტი; თანამდებობა: რეგიონალური გეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილების წამყვანი ინჟინერი. იოსებ გეჯაძე , დაბ. 01.01.1951; ხარისხი: ტექნიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი; სამუშაო ადგილი: ი. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის ალექსანდრე თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტი; თანამდებობა: სილიკატების და სამშენებლო მასალების ტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილების უფროსი მეცნიერ თანამშრომელი.   ცემენტი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული მასალაა მუდმივად მზარდი სამშენებლო ბიზნესის განვითარების ფონზე. ამავე დროს საქართველოს ცემენტის მრეწველობა მინერალური ნედლეულის მწვავე დეფიციტს განიცდის. საქართველოში ცემენტის წლიური წარმოება შეადგენს დაახლოებით 3 მილიონამდე ტონას, აქედან აქტიურ მინერალურ (პუცოლანურ) დანამატზე წლიური მოთხოვნა შეადგენს, საშუალოდ, 600 - 700 ათას ტონას. ცემენტის ხარისხიანი პუცოლანური დანამატი 25 წელზე მეტია საქართველოში დეფიციტს წარმოადგენს, რაც ამ პერიოდში მომხდარი გეოპოლიტიკური ძვრებით არის განპირობებული. პროექტის მიზანია: შერჩეული და შესწავლილი იქნას ქვემო ქართლის რეგიონის პიროკლასტური ქანები (იგნიმბრიტები, პემზის და ფერფლის ტუფები, ვულკანური ფერფლი), რომლებიც ნედლეულის სახით გამოყენებას პოვებენ ცემენტის წარმოებაში, როგორც პუცოლანური დანამატი ცემენტის დაფქვისას და კაზმის შემადგენელი კომპონენტი როგორც ცემენტის, აგრეთვე ფერადი მინის და კერამიკული ფილების წარმოებაში. სამუშაო წარმოადგენს ერთობლივ გეოლოგიურ-ტექნოლოგიურ პროექტს, რომელიც მინერალური ნედლეულის მოპოვებიდან დაწყებული, სრულდება კონკრეტული სამრეწველო პროდუქციის მიღებით, ანუ იქმნება სრული ლოგიკური საწარმოო ციკლი.   პროექტის პროგრამის მიხედვით შესწავლილია და გამოვლენილი ბოლნისის და დმანისის რაიონებში ფართოდ გავრცელებული რიოლითური და დაციტური შედგენილობის პიროკლასტური ქანების - იგნიმბრიტების, პემზის და ფერფლის ტუფების და ვულკანური ფერფლის გამოსავლები. დადგენილი იქნა, რომ ოპტიმალური შემადგენლობის ცემენტები მიიღება: კაზრეთის, გუგუთის და მუშევანის იგნიმბრიტების და ქარიანის ფერფლის ტუფის 6-დან 35 მას. %-მდე დამატებით, რის შედეგად მიიღება CEM II/A-P და CEM II/B-P ტიპის ცემენტები ევროსტანდარტის (EN 197-1) მოთხოვნების შესაბამისად, სიმტკიცის კლასი: 42,5 N,  32,5 N და 22,5 N. იგნიმბრიტების გამოყენება ცემენტის წარმოებაში პუცოლანური დანამატის სახით მიჩნეული იქნა სიახლედ, რაზეც სამუშაოს ავტორების მიერ მიღებული იქნა საქართველოს პატენტი სასარგებლო მოდელზე - GE U 2016 1889 (დანართი 1). დადგენილია პიროკლასტური ქანების გამოყენების შესაძლებლობა კლინკერის ნედლეული კომპონენტის სახით თიხის ნაწილობრივი ჩანაცვლების გზით, რაც ზრდის ცემენტების მექანიკურ სიმტკიცეს და სულფატმედეგობას. გეოლოგიური ძიებისა და ტექნოლოგიური კვლევების მონაცემების საფუძველზე ცემენტის წარმოებისთვის ვარგისად მიჩნეული იქნა კაზრეთის და გუგუთის ადგილმდებარეობის იგნიმბრიტები. აღნიშნულ უბნებზე ჩატარდა დეტალური გეოლოგიური სამუშაოები და შედგენილია 1:10 000 მასშტაბის გეოლოგიური რუკები, შესაბამისი გეოლოგიური ჭრილებით, განისაზღვრა პროგნოზული მარაგები.   საკვლევი ქანების საფუძველზე მიღებული იქნა ავანტურინის, ფერადი ზედაპირული აფსკით დაფარული და მოცულობაში დახშული ფერადი მინები, რომლებიც გამოყენებას პოვებენ  შენობების შიდა და გარე დეკორირებისთვის. მიღებულია ასევე კედლის და იატაკის მოსაპირკეთებელი კერამიკული ფილები (დანართები 2 და 3). შედგენილი და „საქპატენტში“ წარდგენილი იქნა საპატენტო განაცხადი სასარგებლო მოდელზე - „ავანტურინის მინის შემადგენლობა“ №14090/02. საგრანტო პროექტზე მუშაობის პერიოდში მომზადდა 4 სამეცნიერო პუბლიკაცია და 2 საპატენტო განაცხადი, მოხსენება გაკეთდა საერთაშორისო კონფერენციაზე. წარმოდგენილი იქნა ქვემო ქართლის პიროკლასტური ქანების სამშენებლო მასალების წარმოების სხვადასხვა დარგებში გამოყენების პირობითი სქემა (დანართი 4). მოსალოდნელი შედეგები:  პროექტის რეალიზაციას, განსაკუთრებით ცემენტის წარმოებებში, საგრძნობი პრაქტიკული და ეკონომიკური ეფექტი ექნება: ცემენტის ადგილობრივი ქარხნები ათეული  წლებით უზრუნველყოფილი იქნებიან იაფი და ხარისხიანი პუცოლანური დანამატით, დაიზოგება ძვირადღირებული კლინკერი ცემენტის მაღალი სიმტკიცის შენარჩუნებით, სულფატმედეგობა, წყალმედეგობა და ხანმედეგობა გაიზრდება, პროდუქციის ასორტიმენტი გაფართოვდება. შემცირდება ცემენტის დაფქვაზე ენერგოდანახარჯები, ვინაიდან პიროკლასტური ქანები კარგი დაფქვისუნარიანობით ხასიათდებიან. ასევე, მათი ადგილზე მოპოვება დიდ ხარჯებთან არ იქნება დაკავშირებული. საბოლოო ჯამში ეს გამოიწვევს ცემენტის საწარმოების პროდუქციის თვითღირებულების შემცირებას, რაც გაზრდის მათ კონკურენტუნარიანობას ბაზარზე უცხოურ ანალოგებთან შედარებით და შესაბამისად გაიზრდება საწარმოების მოგებაც. ფასით ხელმისაწვდომი  პუცოლანური ცემენტებით ბაზრის უზრუნველყოფა საშუალებას მისცემს მშენებლებს, რომ ხიდების, გვირაბების და სხვა მიწისქვეშა თუ რიგი ჰიდროტექნიკური დანიშნულების ობიექტებისთვის ისარგებლონ ადგილობრივი პროდუქციით და არ შემოიტანონ ისინი ქვეყნის გარედან. გაიზრდება დარგის და შესაბამისად, ქვეყნის ტექნიკურ-ეკონომიკური პოტენციალი. დასაქმდება ადგილობრივი მუშახელი.    სამშენებლო მასალები იქნება ეკოლოგიურად სუფთა. მაღალია  მოთხოვნა ხარისხიან   და განსაკუთრებით სულფატმედეგ ცემენტებზე მეზობელ ქვეყნებში (თურქეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი), სადაც ზოგადად მშენებლობა და, კერძოდ, საგზაო და ჰიდროტექნიკური ინდუსტრია სწრაფი ტემპებით ვითარდება. ამიტომ  ადგილობრივი კონკურენტუნარიანი ცემენტების წარმოების შემთხვევაში გაიზრდება ცემენტების ექსპორტი საქართველოდან ამ ქვეყნებში. დეკორატიული მინისა და კერამიკული ფილების წარმოება თავისი მასშტაბებით საგრძნობლად ჩამოუვარდება ცემენტის წარმოებას, თუმცა თვითღირებულებით გაცილებით უსწრებს ამ უკანასკნელს. დეკორატიული მასალების გამოყენება სამშენებლო  ობიექტების ესთეტიკური მიმზიდველობას ამაღლებს, რაც თავის მხრივ, ამ ნაგებობების საბაზრო ღირებულების გაზრდას იწვევს. მოსალოდნელია, რომ ახალი, ეფექტური და მაღალი მხატვრული ღირებულების ნაკეთობების წარმოების შემთხვევაში, ეს პროდუქცია თავის ადგილს დაიკავებს ადგილობრივი და მეზობელი ქვეყნების ბაზრებზეც.  
სრულად

ქირალური სულფოქსიდების და ჰიდანტოინების სინთეზი, მათი ენანტიომერების დაყოფა მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფიის მეთოდით და ქირალური გამოცნობის მოლეკულური მექანიზმების კვლევა

17/04/2018 14:48
2015 წლის შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს 2017 წლის ერთობლივ სამეცნიერო საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა პროექტმა # 04/22: "ქირალური სულფოქსიდების და ჰიდანტოინების სინთეზი, მათი ენანტიომერების დაყოფა მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფიის მეთოდით და ქირალური გამოცნობის მოლეკულური მექანიზმების კვლევა", ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორის ბეჟან ჭანკვეტაძის ხელმძღვანელობით.  პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს ახალი ქირალური სულფოქსიდების და ჰიდანტოინების სინთეზი და ენანტიოსელექტიური გამოცნობის მექანიზმების კვლევა პოლისაქარიდული ტიპის ქირალური სელექტორებით. პროექტის ხელმძღვანელი საქართველოს მხრიდან: ბეჟან ჭანკვეტაძე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისისსახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური და ანალიზური ქიმიის მიმართულების/კათედრის გამგე, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი. იტალიის მხრიდან: ალესანდრო ვოლონტერიო, ასოცირებული პროფესორი, ფილოსოფიის დოქტორი, მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიის, მასალებისა და ქიმიური ტექნოლოგიის განყოფილება, ლაბორატორია „ჯულიო ნატა“. ძირითადი პერსონალი: რუსუდან კაკავა, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქიმიის დოქტორანტი; იზა მათარაშვილი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მეცნიერ-თანამშრომელი. ენანტიომერები წარმოადგენენ მოლეკულებს, რომლებსაც აბსოლუტურად იდენტური სტრუქტურული აგებულება, მაგრამ ატომების შეერთების განსხვავებული სივრცითი ორიენტაცია გააჩნიათ. აგებულებით ისინი ერთმანეთის სარკულ გამოსახულებებს წარმოადგენენ და ამიტომ ოპტიკური იზომერების სახით არიან ცნობილი. განსაკუთრებით საინტერესო ის არის, რომ მიუხედავად  მსგავსი სტრუქტურული ფორმულისა, ენანტიომერებს განსხვავებული ბიოლოგიური აქტივობა - ფარმაკოკინეტიკა, ფარმაკოდინამიკა და ტოქსიკურობა ახასიათებთ. რაცემულ სამკურნალო საშუალებაში,  როგორც წესი, მხოლოდ ერთი ენანტიომერი ხასიათდება ფარმაკოლოგიური აქტივობით, მეორე ენანტიომერი განაპირობებს პრეპარატის არასასურველ გვერდით ეფექტებს, შეიძლება იყოს ტოქსიური. არასასურველი ენანტიომერის მოცილება მნიშვნელოვნად ზრდის პრეპარატის ეფექტურობას და უსაფრთხოობას. თუმცა, ენანტიომერული დაყოფა, მათი მსგავსი ფიზიკურ-ქიმიური თვისებებიდან გამომდინარე, დიდ სირთულეს წარმოადგენს. სინთეზურად მიღებული სამკურნალო საშუალებების ნახევარზე მეტი ქირალური ნივთიერებაა და არსებობს რაცემული ნარევის, ანუ ენანტიომერების 50:50 პროცენტული შედგენილობის ნარევის სახით. მიმდინარე პროექტის ფარგლებში, ენანიოსელექტივობასა და ქირალური ნივთიერების / ქირალური სელექტორის ქიმიურ სტრუქტურას შორის კავშირის დადგენის მიზნით, ჩვენი ჯგუფის მიერ დასინთეზირებული იქნა სტრუქტურული თვალსაზრისით ჩვენთვის საინტერესო 50-მდე ქირალური სულფოქსიდი და ჰიდანტოინი, რომელთა ენანტიომერული დაყოფა შესწავლილი იქნა მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფიით ქირალური სტაციონალური ფაზების გამოყენებით. გამოვლენილი იქნა კავშირი ნივთიერების, სტაციონალური და მოძრავი ფაზების სტრუქტურასა და ენანიოსელექტივობას შორის. მიღებული შედეგები წარმოდგენილი იქნა ათობით საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციებზე, გამოქვეყნებულია ორი და გამოსაქვეყნებლად მომზადებულია რამდენიმე სტატია მაღალი რეიტინგის მქონე საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალებისთვის. G. D´Orazio, R. Kakava, A. Volonterio, S. Fanali, B. Chankvetadze, An attempt for fast separation of enantiomers in nano-liquid chromatography and capillary electrochromatography, Electrophoresis, 2017; 38(15):1932-1938 C. West, M.-L. Konjaria, N. Shashviashvili, E. Lemasson, P. Bonnet, R. Kakava, A. Volonterio, B.  Chankvetadze, Enantioseparation of novel chiral sulfoxides on chlorinated polysaccharide stationary phases in supercritical fluid chromatography, J. Chromatogr. A 1499, 2017, 174-182.  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/tsarmatebuli%20proeqtebi/3.jpg
17/04/2018 14:45

„ახლო ინფრაწითელ გამოსხივებაზე დაფუძნებული ახალი სამედიცინო მოწყობილობა პროსტატის კიბოს ადრეულ სტადიაზე ვიზუალიზაციისა და დიაგნოსტირებისთვის“

2014 წლის გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში გამარჯვებული პროექტი სახელწოდებით:  „ახლო ინფრაწითელ გამოსხივებაზე დაფუძნებული ახალი სამედიცინო მოწყობილობა პროსტატის კიბოს ადრეულ სტადიაზე ვიზუალიზაციისა და დიაგნოსტირებისთვის“. პროექტის ხელმძღვანელი: ბიოლ. მეცნ. დოქტორი, ბესარიონ ფარცვანია. პროექტის ძირითადი პერსონალი: ალექსანდრე ხუსკივაძე   მედიცინის დოქტორი, უროლოგი, ქირურგი. ასრულებდა პაციენტების დიანოსტირებას და ქირურგიულ ოპერაციებს. ომარი ცინცაძე, მედიცინის დოქტორი, ჰისტო მორფოლოგი . ასრულებდა პროსტატების ჰისტო მორფოლოგიურ კვლევებს. ლევან შოშიაშვილი , ფიზ.მათ მეცნ დოქტორი - შექმნა ახალი სამედიცინო მოწყობილობის კომპიუტერული პროგრამა. თამაზ სულაბერიძე, ფიზ.მათ მეცნ დოქტორი - ასრულებდა მიღებულ მონაცემთა სტატისტიკურ დამუშავებას. ქეთევან ჩუბინიძე- -მკვლევარი დოქტორანტი, ასრულებდა პროსტატების ოპტიკურ გამოკვლევებს. ნინო ფონჯავიძე, -მკვლევარი დოქტორანტი, მონაწილეობდა ახალი ხელსაწყოს დამუშავებასა და შექნაში. მიუხედავად მნიშვნელოვანი წარმატებებისა დიაგნოსტირებაში, პროსტატის კიბოსაგან გამოწვეულ სიკვდილიანობას მეორე ადგილი უკავის მსოფლიოში ფილტვების კიბოსგან გამოწვეული სიკვდილიანობის შემდეგ.  ამის მიზი იმაში მდგომარეობს, რომ დიაგნოსტიკის არსებული მეთოდებით უაღრესად ძნელია კიბოს აღმოჩენა ადრეულ სტადიაზე.  ამ გარემოებიდან გამომდინარე, გაგვიჩნდა მოტივაცია  რათა შეგვექმნა ხელსაწყო, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი გახდებოდა პროსტატის ვიზუალიზაცია და შესაბამისად შესაძლებელი გამხდარიყო ჯანმრთელი და კიბოვანი ქსოვილების გარჩევა. ამ მიზნის მისაღწევად ექსპერიმენტები ტარდებოდა იზოლირებულ პროსტატებზე, რომლებიც მიიღებოდა ქირურგიული ოპერაციების (ე.წ. რადიკალური პროსტატექტომია) შედეგად. ექსპერიმენტებში გამოიყენებოდა ადამიანის თვალისათვის უხილავი ინფრაწითელი სხივები. ეს სხივები, ხილილი სინათლისაგან განსხვავებით, განჭოლავს ბიოლოგიურ ქსოვილებს და მათ შორის პროსტატასაც.  ჩვენს დავამუშავეთ და შევქმენით მოწყობილობა პროსტატის კიბოს ვიზუალიზაციისა და დაიგნოსტიკისათვის. ხელსაწყო შედგება ორი ნაწილისაგან; ერთერთი მათგანია ინფრაწითელი სხივების წყარო, რომელიც ურეთრალური არხის საშუალებით მოთავსდება პროსტატის შუაში და გაანათებს მას ინფრაწითელი სხივებით. მეორე, ძირითადი, ნაწილი წარომადგენს ინფრაწითელი სხივების მადეტექტირებელ მოწყობილობას და იგი მოთავსდება პაციენტის რექტუმში პროსტატის ზედაპირთან.   ინფრაწითელი სხივების წყაროდან გამოსული გამოსხივება  პროსტატის  გავლით ხვდება   ამ ხელსაწყოში, რომელიც თავის მხრივ მიერთებული კომპიუტერთან. ჩვენს მიერ დამუშავებული კომპიუტერული პროგრამა მიღებულ პროსტატის ინფრაწითელ გამოსახულებას გარდაქმნის ხილულ გამოსახულებად და კომპიუტერის მონიტორზე  კიბოვანი წარმონაქმნები  დაიმზირებიან როგორც მაღალი ოპტიკური სიმკვრივის არეები. ხელსაწო საშუალებას იძლევა მოვახდინოთ  მცირე ზომის კიბოვანი წარმონაქნების ვიზუალიზაცია (რამოდენიმე მილიმეტრი). ამრიგად, ხელსაწყო საშუალებას იძლევა მოხდეს პროსტატის კიბოს დეტექტირება ადრეულ სტადიაზე. როგორც აღვნიშნეთ შექმნილი ხელსაწყო ჯერჯერობით გამოყენებულია იზოლირებულ პროსტატებზე.  სამეცნიერო ჯგუფი აგრძელებს მუშაობას, რათა ხელსაწყოს გამოყენებით მოხდეს პროსტატის კიბოს დეტექტირება უკვე ცოცხალი ადამიანის პირობებში.   პროექტის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალებში: 1. International Journal of Research Studies in Medical and Health Sciences Volume 1, Issue 1, 2016, PP 34- 38 სტატიის სათაური „ Ne ar Infrared Transillumination Technology as Additional Tool for Prostate Cancer Detection in vitro after Prostatectomy “ ვებ გვერდი: http://www.ijrsmhs.com/pdf/v1-i1/6.pdf და  2. Journal of Nephrology & Therapeutics, სტატიის სათაური: „ Possibility of using near infrared irradiation for prostate cancer imaging “. ვებ გვერდი: https://www.omicsonline.org/conference-proceedings/2161-0959-C1-035-003.pdf
სრულად

თავის ტვინის აღმასრულებელი სისტემების დისფუნქციის კვლევა ნევროლოგიური დაავადებების დროს საქართველოში

17/04/2018 14:38
უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტების 2013 წლის კონკურსის გამარჯვებული პროექტი სახელწოდებით : თავის ტვინის აღმასრულებელი სისტემების დისფუნქციის კვლევა ნევროლოგიური დაავადებების დროს საქართველოში. პროექტის ხელმძღვანელი: ზურაბ ნადარეიშვილი - ჯონს ჰოპკინსის სამეცნიერო ქსელის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის ინსულტის ცენტრის სამედიცინო დირექტორი,   მარინა ჯანელიძე-  პროფესორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური ნევროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი,  ს.ხეჩინაშვილის სახ. საუნივერსიტეტო  კლინიკის ნევროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ძირითადი პერსონალი:  ნაზიბროლა ბოჭორიშვილი,  ნინო მიქავა,  ნინა მიქელაძე, მარიამ ქაფიანიძე, ანა ძაგნიძე,   ირინა ხატიაშვილი უკანასკნელი 2 ათწლეულია დემენციების შესწავლაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა შემეცნებითი დისფუნქციის ადრეული ნიშნების შეფასების პრობლემამ. დიდი მნიშვნელობა მიენიჭა თავის ტვინის აღმასრულებელ ფუნქციას- სისტემას, რომელიც აკონტროლებს და   მართავს   შემეცნებით პროცესებს: მეხსიერებას, ყურადღებას, საკითხის გადაწყვეტის და მსჯელობის უნარს, სხვადასხვა მოქმედებების ერთდროულად დაგეგმვას და მათ დაწყებას. აქტუალური გახდა კოგნიტური უნარმოსილების იმ გარდამავალი ეტაპის კლინიკური შეფასება, რომელიც ნორმალურ დაბერებას მიჯნავს შემეცნებითი უნარ-ჩვევების პათოლოგიური დაქვეითებისაგან.  ამ მდგომარეობის აღსანიშნავად ნევროლოგიურ ლიტერატურაში ფართოდ დამკვიდრდა ტერმინი მსუბუქი კოგნიტური დაზიანება.          შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის  გრანტის მეშვეობით შესაძლებელი გახდა შეგვერჩია და ქართულ ენაზე გვეთარგმნა აღმასრულებელი ფუნქციების შეფასების ტესტების ბატარეა  და მსუბუქი კოგნიტური დაზიანების გამოვლენის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი- მონრეალის კოგნიტური შეფასების სკალა. მოხდა ამ ინსტრუმენტების  ადაპტაცია და ვალიდაცია ქართულენოვან მოსახლეობაში. კვლევამ  მოიცვა საქართველოს პოპულაციის განსხვავებული  ასაკობრივი ჯგუფები და გეოგრაფიული რეგიონები. ამასთან ერთად,   შესაძლებელი გახდა შეგვეფასებინა საქართველოს მოსახლეობაში მსუბუქი კოგნიტური დაზიანების გავრცელების სიხშირე. კვლევის მონაცემები გამოქვეყნდა  ჟურნალში  American Journal of Alzheimer’s disease and other Dementias, 2017, 32(1).      საქართველოს სამედიცინო საზოგადოებისათვის გამოიცა კლინიკური გზამკვლევი “მსუბუქი კოგნიტური დაზიანება”, რომელიც ექიმებს და მკვლევარებს საშუალებას მისცემს გაეცნონ  ამ შემეცნებითი დისფუნქციის შეფასების ნეიროფსიქოლოგირი მეთოდებს. გრანტის ფარგლებში ხორციელდება ორი სადოქტორო პროგრამა, რომელთა წინასწარი მონაცემები წარდგენილ იქნა საერთშორისო კონფერენციებზე ბარსელონასა და ამსტერდამში გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო  ფონდის  დახმარებით, დღეს  საქართველოში შესაძლებელია შემეცნებითი  დისფუნქციის ადრეული ეტაპების თანამედროვე დონეზე შეფასება, რაც  ადექვატური კორექციის წინაპირობას წარმოადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ გრანტის ფარგლებში შეძენილ იქნა უნიკალური ინგლისურენოვანი  ნეიროფსიქოლოგიური ტესტები, რომელთა თარგმნა და ადაპტაცია მკვლევართა ახალ თაობების წინაშე დიდ პერსპექტივას გაშლის საქართველოში კოგნიტური დაზიანების მრავალფეროვანი ასპექტების  კვლევის საკითხში.  პროცესში დიდი წვლილი შეიტანა აშშ-ში მოღვაწე ჩვენმა კოლეგამ ზურაბ ნადარეიშვილმა.  
სრულად