old

არაპირდაპირი ელექტროქიმიური აღდგენისა და დაჟანგვის მეთოდით ცეოლიტების მოდიფიცირების ტექნოლოგიის დამუშავება

17/04/2018 13:59
გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2013 წლის კონკურსის გამარჯვებული პროექტი სახელწოდებით: არაპირდაპირი ელექტროქიმიური აღდგენისა და დაჟანგვის მეთოდით ცეოლიტების მოდიფიცირების ტექნოლოგიის დამუშავება. პროექტის ხელმძღვანელი: ჯემალ შენგელია ძირითადი პერსონალი: თამაზ აგლაძე, მარინე დონაძე, მაია გაბრიჩიძე, შალვა კიკაბიძე, არჩილ ბენაშვილი, ლევან ბერიაშვილი. პროექტის მიზანს წარმოადგენდა მავნე მინერალური მინარევებისა და ბაქტერიებისაგან სასმელი წყლის გასაწმენდად მანგანუმის დიოქსიდით და ლითონური ვერცხლით მოდიფიცირებული მფილტრავი მასალის მიღების ტექნოლოგიის დამუშავება და გამოცდა. პროექტის შესრულების შედეგად განხორციელდა ორი ძირითადი ტექნოლოგიური სიახლე: შემუშავდა ბუნებრივი ცეოლიტის კლინოპტილოლიტის და თიხების ბაზაზე ახალი ტიპის მფილტრავი მასალის - ცეოლიტიანი ფოროვანი კერამიკის დამზადების ტექნოლოგია. შემუშავდა ცეოლიტიანი ფოროვანი კერამიკის აქტიური კომპონენტებით - მანგანუმის დიოქსიდითა და ლითონური ვერცხლით მოდიფიცირების ორიგინალური ტექნოლოგია, რომელსაც საფუძვლად დაედო არაპირდაპირი ელექტროქიმიური დაჟანგვისა და აღდგენის მეთოდი. ორივე ტიპის ფილტრი გამოიცადა წყლის გაწმენდის პროცესში. დადგინდა, რომ მანგანუმის დიოქსიდით მოდიფიცირებული ცეოლიტიანი ფოროვანი კერამიკული ფილტრი ეფექტურად წმენდს სასმელ წყალს მანგანუმის, რკინისა და დარიშხანის იონებისაგან. ხელოვნურად დაბინძურებული მოდელური სასმელი წყლის (იონების შემცველობა 1-2 რიგით აღემატებოდა ზღვრულ დასაშვებ კონცენტრაციას) ფილტრში გატარების შედეგად ამ იონების კონცენტრაცია ევროპის კავშირის საბჭოს დირექტივით გათვალისწინებულ ნორმამდე შემცირდა. ასევე, დადასტურდა ლითონური ვერცხლით მოდიფიცირებული ცეოლიტიანი ფოროვანი კერამიკული ფილტრის ფაკულტატიური ანაერობული (მათ შორის E.coli) და აერობული ბაქტერიებისაგან სასმელი წყლის გაწმენდის პროცესში გამოყენების შესაძლებლობა. ხელოვნურად ძლიერ დაბინძურებული სასმელი წყლის (კოლიინდექსი აღემატებოდა 1100) ფილტრში გატარების შედეგად კოლიინდექსი და მიკრობული რიცხვი ნორმამდე შემცირდა: კოლიინდექსი ნაკლებია 3-ზე, ხოლო მიკრობული რიცხვი - 10 კოლონიაწარმომქმნელ ერთეულზე. ფილტრების დასამზადებლად გამოიყენება მხოლოდ სამამულო ნედლეული: ხეკორძულას (მცხეთის რაიონი) საბადოს ცეოლიტი კლინოპტილონიტი; შროშის (ზესტაფონის რაიონი) წითელი და თეთრი თიხა; რუსთავის სს ‘’აზოტი“-ს აზოტმჟავა; ჭიათურის მანგანუმისა და მადნეულის ხალკოპირიტული მადნები.    ფილტრების გამოყენება შესაძლებელია აღნიშნული მინარევებით და ბაქტერიებით დაბინძურებული მაღალი რისკის ზონებში (ჭიათურისა და ურავის სამრეწველო აუზი, კოროზიული მილსადენები, ბუნებრივი და ხელოვნური წყალსაცავები) საყოფაცხოვრებო პირობებში უსაფრთხო სასმელი წყლის პრობლების გადასაჭრელად.    პროექტის ფარგლებში შესრულებულ ტექნოლოგიურ სიახლეებზე საქპატენტის მიერ გაცემულია ოთხი პატენტი და გამოქვეყნებულია ორი სამეცნიერო სტატია.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/tsarmatebuli%20proeqtebi/2.jpg
17/04/2018 13:48

შორეული აღმოსავლეთისა და ინდოეთის კულტურის ძეგლები - საქართველოს ეროვნული მუზეუმის უცნობი კოლექციები

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2014 წლის  ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში გამარჯვებული პროექტი : შორეული აღმოსავლეთისა და ინდოეთის კულტურის  ძეგლები -  საქართველოს ეროვნული მუზეუმის უცნობი კოლექციები  , ხელმძღვანელი : ნათია დემურიშვილი.(ისტორიის დოქტორი) საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომელი 2001 წლიდან. აღმოსავლური კოლექციების ასისტენტ-კურატორი. აღმოსავლური ხელოვნების  შესახებ  ლექციებს კითხულობს  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და საქართველოს უნივერსიტეტში. ნ. დემურიშვილის სამეცნიერო ინტერესების სფერო მოიცავს აზიის ქვეყნების, კერძოდ, შორეული აღმოსავლეთის (ჩინეთი, იაპონია, კორეა) ხელოვნებისა და კულტურის თავისებურებათა კვლევას. მუშაობს შორეული აღმოსავლეთის ქვეყნების ხელოვნების ძეგლთა ინტერდისციპლინარული კვლევების მიმართულებით, იკვლევს  ჩინური კულტურის როლს აღმოსავლურ კულტურათა და ცივილიზაციათა ფორმირებაზე, სწავლობს შორეული აღმოსავლეთის ქვეყნების რელიგიურ-ფილოსოფიური განვითარების თავისებურებებს, კულტურათა ურთიერთგავლენებს  და სხვ.    სისტემატურად მონაწილეობს საერთაშორისო თუ ქვეყნის მასშტაბით ორგანიზებულ სამეცნიერო კონფერენციებში.  არის 30-ზე მეტი  სამეცნიერო სტატიის, მონოგრაფიის, კატალოგის ავტორი . პროეტის ძირითადი პერსონალი: მარინა დგებუაძე -აღმოსავლეთმცოდნეობის მაგისტრი. აღმოსავლური კოლექციების კურატორი. მუზეუმის თანამშრომელი 1972 წლიდან. მისი სამეცნიერო ინტერესების სფერო მოიცავს აზიის  ქვეყნების ისტორიის და ხელოვნების თავისებურებების კვლევას. სწავლობს საქართველოს და აღმოსავლური სამყაროს ისტორიულ-პოლიტიკურ და სოციალურ - კულტურულ ურთიერთობებს. მუშაობს საარქივო დოკუმენტაციაზე, იკვლევს საფონდო კოლექციების წარმომავლობას და მუზეუმში კოლექციათა დაუნჯების ისტორიას. მუშაობს აღმოსავლურ კოლექციებში დაცული ხელნაწერების, მინიატიურებისა და ეპიგრაფიკული ძეგლების ატრიბუციაზე. არის 20-ზე მეტი სამეცნიერო კვლევის, სამეცნიერო კატალოგის და მონოგრაფიის ავტორი. ირინა გუგუნავა -ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი. საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომელი 2003 წლიდან. აღმოსავლური კოლექციების ასისტენტ-კურატორი. მისი სამეცნიერო ინტერესების სფერო მოიცავს აზიის ქვეყნების დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების განვითარების ეტაპებისა და თავისებურებების კვლევას. კურირებს აღმოსავლური ლითონის ფონდს. ი.გუგუნავა იკვლევს და აქვეყნებს სტატიებს აღმოსავლური ქვეყნების, პრიორიტეტულად ლითონის კოლექციებზე: სწავლობს შორეული აღმოსავლეთის ქვეყნების (ჩინეთი, იაპონია) და ინდოეთის ბუდისტურ  კოლექციებს, სარიტუალო პლასტიკას, ჭურჭელს და სხვ. სისტემატურად მონაწილეობს საერთაშორისო თუ ქვეყნის მასშტაბით ორგანიზებულ სამეცნიერო კონფერენციებში. არის 10-ზე მეტი სამეცნიერო კვლევის ავტორი. მარინე ალექსიძე -ფილოლოგიის დოქტორი, თსუ ასოცირებული პროფესორი. მისი სამეცნიერო ინტერესების სფერო მოიცავს ირან-საქართველოს ურთიერთობებს XVII-XIX სს-ში. პროექტის ფარგლებში იკვლევს საქართველოს ეროვნული მუზეუმის აღმოსავლურ კოლექციებში დაცულ ინდო-სპარსულ ექსპონატებს. მუშაობს  ინდო-სპარსულ ეპიგრაფიკასა და სიმბოლიკაზე. არის 5 მონოგრაფიის და 30-ზე მეტი სამეცნიერო კვლევის ავტორი. შორეული აღმოსავლეთისა და ინდოეთის კულტურის  ძეგლები -   საქართველოს ეროვნული მუზეუმის უცნობი კოლექციები საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცულია ინდოეთის და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნების – ჩინეთისა და იაპონიის ხელოვნებისა და კულტურის ამსახველი  ფასეული კოლექცია, რომლის ქრონოლოგიური და გეოგრაფიული სპექტრი უაღრესად ფართოა. მიუხედავად საქართველოში აღმოსავლეთმცოდნეობის ძლიერი სკოლის არსებობისა, შორეული აღმოსავლეთის და ინდოეთის კულტურული მემკვიდრეობის კომპლექსური შესწავლა სათანადოთ არ განხორციელებულა. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით შესაძლებელი გახდა ამ ხარვეზის შევსება. სამწლიანი პროექტის ფრაგლებში მიმდინარეობს მუზეუმში  დაცული შორეული აღმოსავლეთის ქვეყნების – ჩინეთისა და იაპონიის, აგრეთვე ინდოეთის მატერიალური კულტურის ამსახველი ძეგლების ატრიბუცია, საქართველოს და აღმოსავლური სამყაროს ისტორიული და სოციალურ - კულტურული ურთიერთობების  შესწავლა, სამუზეუმო კოლექციების პოპულარიზაცია და ა.შ. გრანტის ფარგლებში განხორციელდა  ხელოვნების ნიმუშთა კვლევა, კლასიფიკაცია, სრული  დიგიტალიზაცია და პასპორტიზაცია. საინიციატივო ჯგუფი სამეცნიერო კვლევებს ახორციელებს მრავალი მიმართულებით. პროექტის ფარგლებში მონაწილეობა მივიღეთ     საქართველოს ეროვნული მუზეუმის და ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტებისა (თსუ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი) მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო  კონფერენციებში, ასევე უცხოეთის წამყვან სამეცნიერო ინსტიტუციებში მოწყობილ სამეცნიერო სესიებში (სახელმწიფო ერმიტაჟი, რუსეთი; კემბრიჯის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი) სადაც საზოგადოებას წარვუდგინეთ გრანტის  ფარგლებში განხორციელებული სამეცნიერო სიახლეები. კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა   კოლექციათა წარმომავლობის ისტორიის მოძიება.  გრანტის ფარგლებში შესაძლებელი გახდა იმ მდიდარი ისტორიული დოკუმენტაციის  დამუშავება, რომელიც მუზეუმის არქივშია  დაცული.  როგორც ცნობილია,  ჩვენს ქვეყანაზე გადიოდა ე.წ. აბრეშუმის გზა, უმნიშვნელოვანესი სავაჭრო--საქარავნო მაგისტრალი, სწორედ  ამ გზის დამსახურებით,  საქართველოში შორეული წარსულიდან იცნობდნენ და აფასებდნენ აღმოსავლურ კულტურას.  საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ჩინური, იაპონური თუ ინდური ხელოვნების ნიმუშები  საშუალებას გვაძლევს თვალი გავადევნოთ  საქართველოსა და აღმოსავლური სამყაროს სავაჭრო-კულტურული ურთიერთობების  ისტორიას.  იმავდროულად, ჩვენი კოლექციის დარგობრივი მრავალფეროვნება შესაძლებლობას გვაძლევს განვსაზღვროთ შორეული აღმოსავლეთისა და ინდური ხელოვნების ინდივიდუალიზმი და  მხატვრული ესთეტიკა. გრანტის ფარგლებში დადგინდა ცალკეულ კოლექციათა წარმომავლობა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა XVIII-XIX საუკუნეებში საქართველოს ეროვნული მუზეუმის წინამორბედი კავკასიის მუზეუმის თანამშრომელთა მიერ ორგანიზებულ არქეოლოგიურ და ეთნოგრაფიულ ექსპედიციებს, რომლის შედეგადაც, როგორც  არქივის კვლევამ აჩვენა,  ჩვენს მუზეუმში თავი მოიყარა ჩინური ბუდისტური პლასტიკის უნიკალურმა კოლექციამ, შუა საუკუნეების ჩინურმა ფერწერამ, კარამიკამ, აგრეთვე ინდურმა ქსოვილებმა და სხვ.   საარქივო დოკუმენტაციის კვლევამ გამოავლინა აგრეთვე XIX-XX სს-ის სამუზეუმო შესყიდვების დეტალები;,  უამრავი მეცენატი,  რომლებმაც უსასყიდლოდ გადმოსცეს მუზეუმს ჩინური, იაპონური თუ ინდური ხელოვნების ძვირფასი ნუმუშები და  კოლექციები და ა.შ. უმნიშვნელოვანესია  გრანტის ფარგლებში დაგეგმილი და სწორედ გრანტის სახსრებით განხორციელებული  სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები,  რომლებიც ჩაუტარდა იმ ჩინურ, იაპონურ და ინდურ ექსპონატებს, რომელთა მდგომარეობა სავალალო იყო.  100-ზე მეტ სამუზეუმო ნივთს დაუბრუნდა ახალი სიცოცხლე მუზეუმის პროფესიონალ  რესტავრატორთა წყალობით. კვლევის დასკვნით ეტაპზე, დაგეგმილია მასალათა ინტერნეტ-სივრცეში განთავსება, რათა საქართველოს ეროვნული მუზეუმის საუკეთესო ექსპონატები ხელმისაწვდომი და ცნობილი გახდეს ფართო საზოგადოებისათვის. იგეგმება თემატური გამოფენაც, სადაც  გამოიფინება საქართველოს მუზეუმებში დაცული შორეული აღმოსავლეთის და ინდური ხელოვნების, როგორც რესტავრირებული, ისე  აქამდე უცნობი და მნიშვნელოვანი ექსპონატები. მზადდება მონოგრაფიაც, რომელიც  გააერთიანებს  პროექტის ფარგლებში დასახულ მეცნიერულ კვლევებს და განხორციელებული სამუშაოს ანგარიშებს,  ვფიქრობთ, პროექტის შედეგები მცირედით მაინც შეავსებს იმ ვაკუუმს, რაც საქართველოში აღმოსავლეთის ცივილიზაციათა ხელოვნების და კულტურის შესწავლის სფეროში არსებობს.  
სრულად

კავკასიურ-ქართული ლექსიკონები ლინგვისტური კომენტარებით, ინდექსითა და გრამატიკული ნარკვევებით

17/04/2018 13:43
გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2014 წლის კონკურსში გაიმარჯვა პროექტმა სახელწოდებით : კავკასიურ-ქართული ლექსიკონები ლინგვისტური კომენტარებით, ინდექსითა და გრამატიკული ნარკვევებით, სამეცნიერო  ხელმძღვანელი გახლავთ რომან ლოლუა. (ფილოლოგიის დოქტორი, პროფ., თსუ არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა განყოფილების მეცნიერი-თანამშრომელი) იბერიულ-კავკასიური ენების მეცნიერულ კვლევას დიდი ხნის ისტორია აქვს. შექმნილია მრავალი გამოკვლევა, რომლებიც ეძღვნება ამ ენათა როგორც სინქრონიული, ისე დიაქრონიული შესწავლის პრობლემებს. ქართველი მეცნიერების წვლილი ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია; მათი ავტორობით გამოქვეყნებულია ასობით მონოგრაფია და კრებული, ათასობით სტატია ქართველურ და მთის კავკასიურ ენათა აგებულების აქტუალურ საკითხებზე. თუ იბერიულ-კავკასიურ ენათა ფონეტიკური სისტემისა და გრამატიკული წყობის კვლევა-ძიებაში მიღწეული წარმატებები თვალსაჩინოა, ამას ვერ ვიტყვით ლექსიკოგრაფიის შესახებ, განსაკუთრებული ჩამორჩენა კი თარგმნითი ლექსიკონების შედგენის საქმეში გვაქვს. აფხაზურ-ქართული, ქართულ-აფხაზური და ჩეჩნურ-ქართული ლექსიკონების გარდა, სხვა ამგვარი ლექსიკონები უკანასკნელ ხანებამდე არ მოგვეპოვებოდა. ამ არასახარბიელო ვითარების გამოსასწორებლად გადადგმულ პირველ ნაბიჯად უნდა მივიჩნიოთ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტი „ კავკასიურ-ქართული ლექსიკონები ლინგვისტური კომენტარებით, ინდექსითა და გრამატიკული ნარკვევებით “, რომლის ფარგლებში თსუ არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში მომზადდა ექვსი ლექსიკონი: აფხაზურ-ქართული (შემდგენელი ნ. მაჭავარიანი), ჩერქეზულ-ქართული (ვ. შენგელია), ინგუშურ-ქართული (რ. ფარეულიძე), ხუნძურ-ქართული (ლ. აზმაიფარაშვილი), ბეჟიტურ-ქართული (ნ. არდოტელი) და უდიურ-ქართული (რ. ლოლუა) (იხ. http://ice.ge/of/?page_id=275 ). თითოეული ლექსიკონის მოცულობა არანაკლებ 5000 სიტყვისაა. ყველა ლექსიკონს ახლავს ინდექსი, თითოეულ სიტყვასთან წარმოდგენილია ლინგვისტური კომენტარები (კვალიფიკაციები) და სათანადო საილუსტრაციო მასალა. ამასთანავე, ლექსიკონებს ერთვის ონომასტიკური მასალა (ანთროპონიმები, ეთნონიმები, ტოპონიმები) და მოკლე გრამატიკული ნარკვევები. ლექსიკონი იხილეთ ბმულზე
სრულად

გვიან ანტიკური და შუა საუკუნეების ქრისტიანული კავკასიის ნარატიული წყაროები (ეთნო-ისტორიული იდენტობისა და სოციალურ-კულტურული მეხსიერების ჩამოყალიბება)

17/04/2018 13:33
სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის „საქართველოს შმსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტი სახელწოდებით: გვიან ანტიკური და შუა საუკუნეების ქრისტიანული კავკასიის ნარატიული წყაროები (ეთნო-ისტორიული იდენტობისა და სოციალურ-კულტურული მეხსიერების ჩამოყალიბება) პროექტის ხელმძღვანელი - ირმა ყარაულაშვილი პროექტის ფარგლებში განსაზღვრული კვლევა ნარატიულ წყაროთა ირგვლივ არსებულ სამეცნიერო პრობლემატიკის ორ ძირითად ასპექტს მოიცავს: ა) წყაროთმცოდნეობის თეორიული საფუძვლების ანალიზი, განსაზღვრული თანამედროვე ჰუმანიტარიაში პრიორიტეტული კვლევის მეთოდების ჭრილში.  ქართული ნარატიული წყაროების მიმართება შესაბამის ქრისტიანულ და ისლამურ ლიტერატურასთან; წარტულ წერილობით წყაროთა ჟანრობრივი თავისებურებანი. ბ) ქართული ნარატიული წყაროები, როგორც ეთნიკური თვით-იდენტიფიკაციის ამრეკვლელი სარკე. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება პრე-ქრისტიანული მოვლენების ქრისტიანული ინტერპრეტაციისა და მის მიღმა არეკლილ ქართლში არსებული მრავალსაუკუნოვანი სპარსული ზეგავლენის ასახვაზე. ქრისტიანობის პერიოდთან დაკავშირებით კი გაანალიზებულია ნინო დობორჯგინიძის მიერ განსაზღვრული  ბიზანტიურ, ანუ პრო-ქალკედონურ სამყაროსთან კულტურული იდენტიფიკაციის სამი საფეხური: 1) თვით-იდენტიფიკაცია ბიზანტიასთან; 2) თანასწორობა ბიზანტიასთან და 3) თვითდამკვიდრება და ბიზანტიასთან პაექრობა  აბგარის ლეგენდასთან დაკავშირებული ერთ-ერთი სტატია ოქსფორდის ბოდლის ბიბლიოთეკაში დაცული ბიზანტიური მხატვრული მენოლოგიონის (ხელნაწერი შეიცავს მინიატიურებს, რომლებსაც არ ახლავს თანმდევი ტექსტი და რომლებიც  კალენდრის  მიხედვით დადგენილ საეკლესიო დღესასწაულებს ასურეთებს) აბგარის ლეგენდასთან დაკავშირებულ მინიატიურას და მის ახლებურ ინტერპრეტაციას შეიცავს.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/tsarmatebuli%20proeqtebi/11.png
17/04/2018 12:26

ქართული ვაზის ჯიშები: დაცვის მენეჯმენტი

2013 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა პროექტმა: ქართული ვაზის ჯიშები: დაცვის მენეჯმენტი. პროექტის სამეცნიერო მიმართულებაა აგრარული მეცნიერებები. სამეცნიერო ხელმძღვენალი გახლავთ დავით მაღრაძე - სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი. აქტუალობა: ვაზის ქართული გენოფონდი ერთ-ერთი უძველესი და უმდიდრესია მსოფლიოში: ადგილობრივი ჯიშების რაოდენობა 500-ს აღემატება, ხოლო ახალსელექციური ჯიშების და კლონური ვარიაციების ჩათვლით მისი რაოდენობა 600-ს აჭარბებს. ამ გენოფონდის კონსერვაცია და შესწავლა მეტად აქტუალურია, როგორც ქართული აგრონომიული მემკვიდრეობის დაცვის გარანტი. მიზანი: სკრისა (გორის რაიონი) და ვაჭევის (ზესტაფონის რაიონი) კოლექციების მენეჯმენტი, მათში ქართული ჯიშების მაქსიმალური შენარჩუნება და ახლით გამდიდრება; შესწავლა და დახასიათება კვლევის თანამედროვე მეთოდებით; უკეთესების გამორჩევა კულტივირებისა და სელექციური პროგრამებისათვის; ქართული გენოფონდის პოპულარიზაცია საქართველოში და საერთაშორისო დონეზე, ქართული ღვინის ასორტიმენტის გაფართოების მცდელობა. ამოცანები : სკრისა და ვაჭევის კოლექციებში ვაზის ქართული ჯიშების გარანტირებული დაცვა; ახალი კოლექციების აპრობაცია; ქართული ჯიშების კომპლექსური შესწავლა ამპელოგრაფიული, ციტოგენეტიკური, ემბრიოლოგიური, სამეურნეო და ენოლოგიური პარამეტრებით; ამპელოგრაფიული კატალოგის მომზადება ელექტრონულ და ბეჭდურ ფორმატში; საზოგადოებრივი ინტერესის ამაღლება ქართული გენოფონდის უნიკალურობისადმი. შედეგები: სამი წლის განმავლობაში გეგმაზომიერად მიმდინარეობდა სკრისა და ვაჭევის კოლექციების მენეჯმენტი, რამაც განაპირობა ამ კოლექციების შევსება ნაკლული ქართული ჯიშებით და იქ არსებული გენოფონდის კონსერვაცია, როგორც ქართული აგრონომიული მემკვიდრეობის დაცვის გარანტია. ამავდროულად, პროქტის გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ვაზის იმ ქართული ჯიშების ძიებას, რომლებიც არ არიან დაცული საქართველოს ვაზის კოლექციებში, კიდევ აქვს პერსპექტივა და უნდა გაგრძელდეს როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე იმ უცხოურ კოლექციებში ან მევენახეობის ქვეყნებში, სადაც ვაზის ქართული ჯიშები გვხვდება ან გვხვდებოდა უახლოეს წარსულში. ვაზის 200-მდე ჯიშის შესწავლა განხორციელდა ამპელოგრაფიის, აგრონომიის, ფენოლოგიური, ბიოქიმიის, ენოლოგიის, ციტოგენეტიკის, ემბრიოლოგიის თანამედროვე კვლევის მეთოდებით; 100 ჯიშზე მეტი გამოიცადა ჭრაქის მიმართ გამძლეობაზე; ყველა შესწავლილი ჯიშის აღწერასა და დახასიათებაში გამოყენებული იქნა ცალკეული ორგანოების ფოტოსურათების ნაკრები. შედეგად, გაიზარდა შესწავლილი ვაზის ქართული ჯიშების რაოდენობა, რომელთაგან პერსპექტიულებს მიეცათ რეკომენდაცია კულტივირებისათვის და სელექციურ პროგრამებში ჩასართველად თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ახალი ჯიშების გამოყვანის მიზნით; ჯიშების ამპელოგრაფიული, აგრონომიული, ფენოლოგიური, ბიოქიმიური  და ენოლოგიური მასალა გაერთიანდა ლოკალურ ელექტრონულ მონაცემთა ბაზებში. გამოცემული იქნა ვაზის ჯიშების ორი ილუსტრირებული კატალოგი 24 ფართოდ გავრცელებული ჯიშის აღწერით პრაქტიკოსი მევენახეებისათვის და 152 საკოლექციო ჯიშის დახასიათებით ფართო ამპელოგრაფიული საზოგადოებისათვის; პროექტის შედეგებზე დაბეჭდილია 7 სამეცნიერო სტატია. პროექტის შედეგების და გენოფონდის პოპულარიზაცია ხდებოდა პრეზენტაციების, კონფერენციების და პუბლიკაციების საშუალებით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, რაც ზრდის საზოგადოებრივ ინტერესს მათდამი. შედეგად მივიღეთ ა) უცხოელ მეცნიერთა დაინტერესება ჩვენი გენოფონდით და მონაწილეობა ევროპულ პროექტებში COST FA1003 და YESVITE. ბ) ქართველ მიწათმოქმედთა შორის ვაზის იშვიათი, საკოლექციო ჯიშებისადმი ინტერესის ზრდა. ამ გამოცდილებიდან გამომდინარე ანალოგიური აქტივობები შენარჩუნებული იქნება მომავალ წლებშიც ქართული გენოფონდის პოპულარიზაციისათვის.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/warmatebuli-proeqtebi/sulkhan-nanobashvili/img.JPG
08/02/2016 14:06

დარტყმითი ტალღის ევოლუცია და დინამიკა ნეიტრალურ აირებში და პლაზმაში

2011 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა პროექტმა N 11/03 : დარტყმითი ტალღის დინამიკა ნეიტრალურ აირებსა და პლაზმაში, ივ. ჯავაიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის სულხან ნანობაშვილის ხელმძღვანელობით. პროექტის მიზანი იყო დეტალურად შესწავლილიყო დარტყმითი ტალღის ევოლუცია და დინამიკა როგორც ნეიტრალურ გარემოში, ასევე პლაზმაში. პროექტის ამოცანები დაიყო ორ ძირითად ნაწილად: 1 ) დარტყმითი ტალღის ევოლუცია და დინამიკა ნეიტრალურ აირებში    და  2 ) დარტყმითი ტალღის ევოლუცია და დინამიკა პლაზმაში .    პროექტის განხორციელებისათვის შეიქმნა: 1)  უნივესალური ვაკუუმური დანადგარ ი , რომელშიც შესაძლებელი იქნა წნევის ცვლილების ფართო დიაპაზონში  შესწავლილიყო დტ-ის დინამიკა, როგორც ნეიტრალურ აირებში, ასევე სუსტად იონიზებულ პლაზმაში. 2 ) ვაკუუმური დანადგარი, რომელშიც ხდებოდა დტ-ის სხვადასხვა დიამეტრის რგოლური-ნაპერწკლური განმუხტველის ინსტალირება. ამ გზით იქმნებოდა ტოროიდული დტ და ტოროიდის ცენტრში ხდებოდა კრებადი დტ-ეს კუმულიაცია. 3)  განხორციელდა CO 2 ლაზერის კომპლექსის   (განმუხტვის ძირითადი ბლოკების, მაღალი ძაბვის კვების წყაროს, მისი მართვის და კონდენსატორული ბატარეიის, სამუშაო გაზის - CO 2 , He და N - ნარევის დამზადების სტენდის და სხვა) პრაქტიკულად თავიდან აწყობა, ტესტირება და გაწყობა.   პროექტის განხორციელების პერიოდში: 1)  აგრეთვე გაგრძელდა მუშაობა, ტოკამაკ COMPASS -ზე  (ჩეხეთის მეცნიერებათა აკადემიის პლაზმის ფიზიკის ინსტიტუტი) სხვადასხვა ზემაღალსიხშირული დიაგნოსტიკური მოწყო-ბილობების დამუშავებისათვის, გამოცდისა და აქტიური ექსპერიმენტებისათვის. ექსპერიმენტების შედეგად დადგინდა: 1)  ნაპერწკლური წყაროს საშუალებით შესაძლებელია დტ-ის (სფერულის  და  ბრტყელის)  საიმედოდ მიღება დაბალი წნევის პირობებში p=3 ტორამდე, 2)  გაზის წნევა შემცირებისას დტ-ის ამპლიტუდა მცირდება და მახის რიცხვი იზრდება. დაბალი წნევის დროს p=3 ტორი , მახის რიცხვი აღწევს M= 5.2, 3)  წნევის დიაპაზონში p=1÷10 ტორი,   წყაროდან მნიშვნელოვან მანძილზე (30 სმ-მდე)   ბრტყელი დტ-ის სიჩქარე პრექტიკულად არ იცვლება, 4)   პლაზმაში დტ-ის ამპლიტუდა მნიშვნელოვნად ეცემა, მაშინ როდესაც მისი სიჩქარე მკვეთრად, 35%- ით იზრდება,    5)   პლაზმაში დტ-ის სიჩქარის ზრდა დაკავშირებულია ნეიტრალური აირის ტემპერატურის ზრდასთან T a = 500÷600 K-მდე  (იზომება თერმოწყვილით), 6)   დტ-ის ამპლიტუდის შემცირება დაკავშირებულია პლაზმაში ძლიერ დისიპაციურ მოვლენებთან. ეს ეფექტი დაკავშირებული უნდა იყოს აგრეთვე ე.წ.      იზოტოპურ ეფექტთანაც, რაც შესაძლებელია შემოწმდება  შემდგომი ექსპერიმენტულ კვლევებით. 7)   ტოროიდული ნაპეწკლური წყაროს საშუალებით რეალურად იქმნება ერთიანი დტ, რომელიც მოძრაობს ცენტრისაკენ და ცენტრში ქმნის მძლავრ კუმულიაციურ ეფექტს, რომელასაც თან სდევს ძლიერი ნათება ცენტრალურ არეში და მძლავრი ჭავლების გამოსროლა ტოროიდის ცენტრიდან მისი  სიბრტყის მართობულად ორივე მიმართულებით. ეს ეფექტი ძალიან ჰგავს ცნობილი ასტროფიზიკურ jet -ებს, რაც კვლევების გაგარძელების მოტივაციას იძლევა. 8)  კუმულიაციის არეში აგრეთვე შეინიშნება ე.წ. მახის ტალღის   ფორმირება. 9)   დტ-ის დიდი დიამეტრის ტოროიდული წყაროს შემთხვევასი ( d >100 მმ ),  დტ-ის წერტილოვან წყაროდან ახლოსვე, პლაზმა ჩამორჩება დტ-ის ფრონტს და ცენტრში მიმდინარე კუმულიაციურ ეფექტებში ის საერთოდ არ ღებულობს მონაწილეობს. ეფექტები სრულადაა განპირობებული დტ-ის კუმულიაციით. საგრანტო პროექტის ფარგლებში მიღებული შედეგები წარდგინდა 4 საერთაშორისო კონფერენციასა და სიმპოზიუმზე და გამოქვეყნებული იქნა 8 საერთაშორისო მაღალრეიტინგულ რეფერირებად, რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალებში: 2012, “Toroidal Shock Wave Dynamics Near the Area of Cumulation” In Proc. 25 th Symposium on Plasma Physics and Technology SPPT 25 th , Prague, Czech Republic, June 18-21, 2012. S.Nanobashvili, G.Gelashvili, M.Mdivni-shvili, I.Nanobashvili,G.Rostomashvili, 2012, „First Results from EBW Emission Diagnostics on COMPASS" Rev. Sci. Instrum., V.83, 10E327, 2012 AIP Publishing, USA J.Zajac, J.Preinhaelter, J.Urban, S.Nanobashvili, F.Zacek et al. 2013 „Modernization and calibration of interferometer of TOKAMAK Compass“ IEEE,2013,s.571-575. ISBN 978-1-4799-1066-3; IEEE Publishing, USA Varavin M., Zajac J., Žáček F., Nanobashvili S. et al; 2013, „Possible Use of Dynamic Ergodic Divertor as a Contactless Biasing in Tokamaks“ ECA, Vol. 37D, P5.171, 2013 European Physical Society Publishing, EU I.Nanobashvili; 2014, “Shock Wave Propagation in Neutral Gases and Weakli ionized Plasma” In Proc. 25 th Symposium on Plasma Physics and Technology SPPT 26 th , Prague, Czech Republic, June 16-19, 2014, S.NanobaSvili, G.GelaSvili, M. MdivniSvili, I.Nanobashvili, G.Rostomashvili, G.Tavxelidze 2014, „New Design of Microwave Interferometer for Tokamak COMPASS“ Telecommunications and Radio Engineering,V.73, N 10, pgs. 935-942, 2014 This journ. consists of  transl. from two Russian journ.: Ele-ktrosvyaz' and Radiotekhnik. Publisher J.Wiley, USA  Varavin M., Zajac J., Žáček F., Nanobashvili S. et al;   2014, „Investigation of Intermittent Burst Characteristics for Bwttwr Understending of Plasma Turbulent Transport in Tokamaks“ Plasma Physics and Technology, V.1, №1, p.26, 2014 Czech Technical University in Prague, Czech Republic I.Nanobashvili                               2014, „Shock Wave Propagation in Neutral Gases and Weakly Ionized Plasma“ Plasma Physics and Technology, V.1, №2, p.93, 2014 Czech Technical University in Prague, Czech Republic S.Nanobashvili, G.Gelashvili, M.Mdivnishvili,I.Nanobashvili, G. Rostomashvili, G.Tavkhelidze
სრულად

შემოდგომის ლექციები თბილისში - ბირთვული ფიზიკა მედიცინაში

15/01/2016 16:46
2015 წლის რუსთაველის ფონდისა და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი კვლევითი-საგანმანათლებლო კონკურსში გაიმარჯვა პროექტმა N SS_15_2_002, სათაურით „მე-2 საერთაშორისო სკოლა: შემოდგომის ლექციები თბილისში - ბირთვული ფიზიკა მედიცინაში“, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორის, ქეთევან კოტეტიშვილის ხელმძღვანელობით. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, 2015 წლის  5-14  ოქტომბერს, ჩატარდა  მე-2 საერთაშორისო სკოლა - შემოდგომის ლექციები თბილისში - ბირთვული ფიზიკა მედიცინაში. ლექციები წაიკითხეს და პრაქტიკული მეცადინეობები ჩაატარეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კიოლნის, ბონის და აახანის უნივერსიტეტის პროფესორებმა: იულიხის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორთა საბჭოს წევრმა, პროფესორ სებასტიან შმიდტმა, ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ჰანს შტროერმა, ამავე ინსტიტუტის თანამშრომლებმა - პროფესორმა დეტლევ გოტამ, დოქტორებმა ანდრო კაჭარავამ და ირაკლი ქეშელაშვილმა. ასევე ბონის უნივერსიტეტის ფიზიკის ინსტიტუტის პროფესრომა დიტერ ევერსაიმმა, იულიხის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ჯონ შაჰმა, ფარიდა გრინბერგმა და იულიხის საინჟინრო და ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა გჰალებ ნათუამ და დოქტორმა იორგ ვოლტერსმა. სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდნენ დოქტორანტები, მაგისტრანტები, ბაკალავრები და სკოლის წარჩინებული მოსწავლეების ჯგუფები, რომლებიც დაინტერესებულები იყვნენ ბირთვული ფიზიკისა და სამედიცინო ფიზიკის საკითხებით. ლექციები შედგებოდა თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობებისაგან. ძირითადი ყურაღრება გამახვილებული იყო მედიცინაში ბირთვული ფიზიკის გამოყენებაზე და იულიხის კვლევით ცენტრში  ამ მიმართულებით განხორციელებულ უახლეს კვლევებზე. სკოლის მსველელობისას ამორჩეულ იქნა 6 საუკეთესო სტუდენტი, რომლებიც 2016 წლის გაზაფხულზე სტაჟირებას გაივლიან იულიხის კველვით ცენტრში. რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა მეცნიერების ინტეგრირებას უცხოურსამეცნიერო-კვლევით ცენტრებში.
სრულად

მთლიანად ოპტიკური გამაძლიერებელი და კოდირების მოწყობილობები კომბინირებული ტალღგამტარების ბაზაზე

15/01/2016 16:05
2012 წლის გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა პროექტმა N AR-30/12: მთლიანად ოპტიკური გამაძლიერებელი და კოდირების მოწყობილობები კომბინირებული ტალღგამტარების ბაზაზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, რამაზ ხომერიკის ხელმძღვანელობით. პროექტის განხორციელების მიზანს წარმოადგენდა ოპტიკური სიგნალების გაძლიერების შესაძლებლობის თეორიული კვლევა კომბინირებული დიელექტრიკ-მეტალისგან დამზადებული სუბტალღოვან ტალღგამტარში, როდესაც გვერდითა ტალღგამტარიდან დანათების მეშვეობით ხდება ისეთი სასაზღვრო პირობის შექმნა, რომელიც ეხმარება სიგნალის გაძლიერებას ტალღგამტარში. ამგვარად, ამ პროექტის განხორციელებით შესაძლებელი გახდა წრფივ ეფექტებზე დაფუძნებული მთლიანად ოპტიკური ტრანზისტორების და დიოდების შექმნა, რაც ნაჩვენებია ქვემოთ მოყვანილ სურათზე. პროექტის ხელმძღვანელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, წინამდებარე პროექტის ფარგლებში მათ უკვე აჩვენეს, რომ უარყოფითი გარდატეხის ეფექტი შეიძლება განხორციელდეს სოლიტონური ტალღებისათვის არაწრფივ პერიოდულ დიელექტრიკებში. მათ განავრცეს ეს კვლევები ეგრეთ წოდებული უაბერაციო ფოკუსირების განსახორციელებლად რეალისტური ექსპერიმენტული პარამეტრების ცდაზე შემოწმებისათვის.    პროექტის  შედეგი და  ეფექტი: პროექტის უნიკალურობა მდგომარეობს წრფივ მთლიანად ოპტიკურ გამაძლიერებელ მოწყობილობაში.  ამავდროულად კვლევები შეიძლება განზოგადდეს სხვადასხვა ფიზიკური სისტემების ფართო სპექტრისთვის, კერძოდ კი  პროექტს ბევრი საერთო აქვს “ატომური ჩიპის” პრობლემატიკასთან, რადგან სხივის  გავრცელება ფოტონურ კრისტალებში ფორმალურად ანალოგიურია ცივი ატომების დინამიკასთან ოპტიკურ მესერებში. ქვემოთა ნახატებში წარმოდგენილია ფოტონურ კრისტალებში ოპტიკური ანალოგური სიგნალების გაძლიერების კომპიუტერული მოდელის სიმულაციები. საგრანტო პროექტის ფარგლებში მიღებული შედეგები წარდგინდა საერთაშორისო კონფერენციებზე და შედეგები გამოქვეყნდა კონფერენციების მასალებში. მიღებული შედეგების ნაწილი გამოქვეყნდა საერთაშორისო მაღალრეიტინგულ რეფერირებად, რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალებში.   All-optical amplification in metallic subwavelength linear waveguides 2013, Phys. Rev. A, 87, 053806 APS Ramaz Khomeriki, Jérôme Leon Dynamics of Localized Modes in a Composite Multiferroic Chain 2013, Phys. Rev. Lett. 111, 117202 APS L. Chotorlishvili, R. Khomeriki, A. Sukhov, S. Ruffo, J. Berakdar Dipolar needles in the microcanonical ensemble: Evidence of spontaneous magnetization and ergodicity breaking 2013, Europhys. Lett., 104, 17011 EPS G. Miloshevich, Th. Dauxois, R. Khomeriki, S. Ruffo Creation and amplification of electromagnon solitons by electric field in nanostructured multiferroics 2015, Phys. Rev. B. 91, 041408(R) APS R. Khomeriki, L. Chotorlishvili, B. Malomed, J. Berakdar Landau–Zener tunneling in multiferroic composites 2015, New Journal of Physics, 17, 013030 APS R. Khomeriki, L. Chotorlishvili, J. Berakdar Linear Amplification of Optical Signal in Coupled Photonic Crystal Waveguides 2015, Photonics Technology Letters, IEEE, 27, 639 IEEE V. Jandieri, R. Khomeriki Instabilities and relaxation to equilibrium in long-range oscillator chains 2015, Phys. Rev. E 91, 032927 APS G. Miloshevich, J.P. Nguenang, Th. Dauxois, R. Khomeriki, S. Ruffo
სრულად

სიმპლიციური ალგებრა, ჰომოლოგიის თეორიები, K- თეორია და გამოყენებები ალგებრული და ტოპოლოგიური სტრუქტურებისათვის

15/01/2016 13:33
2011 წლის საზღვარგარეთ მოღვაწე თანამემამულე მეცნიერთა სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა პროექტმა N DI/12/5-103/11: სიმპლიციური ალგებრა, ჰომოლოგიის თეორიები, K- თეორია და გამოყენებები ალგებრული და ტოპოლოგიური სტრუქტურებისათვის, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის კოლეჯის „Staten Island“ მეცნიერებისა და ტექნიკის დეკანმა, ალექსანდრე ჩიგოგიძის ხელმძღვანელობით. პროექტის ფარგლებში განხილული საკითხები აქტუალურია თანამედროვე ალგებრასა და ალგებრულ ტოპოლოგიაში. მსგავს თემებზე მუშაობა მიმდინარეობს მსოფლიოს მრავალ წამყვან მათემატიკურ ცენტრში. პროექტის განმავლობაში მიღებული სამეცნიერო შედეგები ნიშვნელოვანია შესაბამისი დარგის განვითარებისათვის როგორც საქართველოში, ასევე ზოგადად, პროექტით გათვალისწინებულ  სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში ჩართული იყო ოთხი ქართველი სტუდენტი, რომლებმაც ამ წლების განმავლობაში მიიღეს მნიშვნელოვანი გამოცდილება.  ამჟამად ოთხივე მათგანი, ქართულ გერმანული ერთობლივი სადოქტორო პროგრამის ფარგლებში, სწავლას აგრძელებს გიოთინგენის უნივერსიტეტის დოქტორანტურაში (გ. ნადარეიშვილი, ა. თავხელიძე - თანახელმძღვანელები პროფესორები ხ. ინასარიძე და რ. მაიერი, აგრეთვე გ. არაბიძე და ი. ნანობაშვილი - თანახელმძღვანელები პროფესორები ნ. ინასარიძე, რ. მაიერი და ჩენჩანგ ჟუ). პროექტის ერთ-ერთი ძირითადი ღირებულებაა პროექტის გუნდის მიერ არააბელური, ექვივარიანტული ჰომოლოგიური და ჰომოტოპიური ალგებრის, ციკლური და ჰოხშილდის ჰომოლოგიების, K-თეორიის და კეტეგორიათა თეორიის მეცნიერული სფეროების განვითარების მხარდაჭერა მნიშვნელოვანი სამეცნიერო შედეგების წარმოდგენით. განხორციელებული პროექტი მნიშვნელოვალია იმ მხრივაც, რომ ის აძლიერებს მათემატიკოსთა სამეცნიერო საზოგადოებას საქართველოში და განაღრმავებს საერთაშორისო კონტაქტებს, როგორც ერთობლივი კვლევების კუთხით, ასევე სტუდენტებისათვის ევროპული განათლების მიღების შესაძლებლობის გაჩენით. პროექტის ფარგლებში გამოქვეყნდა 8 პუბლიკაცია საერთაშორისო რეფერირებად მაღალრეიტინგულ ჟურნალში. პროექტის ფარგლებში განხილული საკითხები აქტუალურია თანამედროვე ალგებრასა და ალგებრულ ტოპოლოგიაში. მსგავს თემებზე მუშაობა მიმდინარეობს მსოფლიოს მრავალ წამყვან მათემატიკურ ცენტრში. პროექტის განმავლობაში მიღებული სამეცნიერო შედეგები ნიშვნელოვანია შესაბამისი დარგის განვითარებისათვის არამხოლოდ საქართველოში. 2012 Pure morphisms are effective for modules Applied Categorical Structures Springer B. Mesablishvili 2012 Decent in monoidal categories Theory and Applications of Categories B. Mesablishvili 2013 Low-dimensional non-abelian Leibniz cohomology Forum Mathematicum De Gruyter J.M. Casas, E. Khmaladze, M. Ladra 2013 QF functors and (co)monads Journal of Algebra Elsevier B. Mesablishvili, R. Wisbauer 2014 Adjunction between crossed modules of groups and algebras J. Homotopy and Rekated Structures Springer J. M. Casas, N. Inassaridze, E. Khmaladze, M. Ladra 2014 Universal enveloping crossed module of a Lie crossed module Homology, Homotopy and Applicationes International Press J.M. Casas, R.F. Casado, E. Khmaladze, M. Ladra 2014 Descent in Locally Presentable Categories Applied Categorical Structures Springer B. Mesablishvili 2015 Azumaya monads and comonads Journal of Axioms MDPI - Open Access Publishing B. Mesablishvili, R. Wisbauer
სრულად

დენები კირალური ეფექტური ველის თეორიის რამდენიმე ნაწილაკის სექტორში

15/01/2016 12:24
2011 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა პროექტმა N 11/31: დენები კირალური ეფექტური ველის თეორიის რამდენიმე ნაწილაკის სექტორში, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერ თანამშრომელს, ჯამბულ გეგელიას ხელმძღვანელობით. პროექტის განხორციელების შედეგად მიღებული იქნა რამდენიმე ნაწილაკი ამოცანის დაბალენერგეტიკული სექტორის ამოცანებისადმი პრინციპულად ახალი, ეფექტური ველის თეორიის ფორმალიზმზე დაყრდნობილი მიდგომა. ახალი ფორმალიზმის პრინციპული სიახლე მისი გადანორმვადობაა. ამ მიდგომის ფარგლებში ასევე შესაძლებელი გახდა ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედების გათვალისწინება. საბოლოოდ მიიღეს დაბალენერგეტიკული სექტორის ამოცანებისადმი ფუნდამენტურ პრონციპებზე დაყრდნობილი თვითშეთანხმებული სისტემატური ფორმალიზმი, რომელიც გამოყენებული იქნა რამდენიმე ნაწილაკის სექტორში ძლიერი და ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედების მონაწილეობით მიმდინარე  სხვადასვა პროცესის აღწერის ამოცანების გადასაწყვეტად. მიღებული შედეგების ნაწილი უკვე გამოქვეყნდა საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში, ნაწილი გაგზავნილია და განხილვის პროცესშია. საგრანტო პროექტის ფარგლებში მიღებული შედეგები წარდგინდა საერთაშორისო კონფერენციებზე და შედეგები გამოქვეყნდა კონფერენციების მასალებში. მიღებული შედეგების ნაწილი გამოქვეყნდა საერთაშორისო მაღალრეიტინგულ რეფერირებად, რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალებში: Weinberg’s approuch to nucleon-nucleon scattering revisited Phys.Lett.B716 (2012) p.338-344 ELSEVIER ჯ. გეგელია 2 . 2014 Deuteron electromagnetic form factors in a renormalizable formulation of chiral effective field theory Eur.Phys. J. A50 (2014)  51 Springer ჯ. გეგელია 2014 The magnetic moment of the -meson Phys. Letters B730 (2014) pp. 115-121 ELSEVIER ჯ. გეგელია 2014 Covariant equations for the tetraquark and more Phys. Rev. D 90 (4) 045042 (2014) APS ა. კვინიხიძე 2014 Properties of effective massive Yang-Mills theory in the limit of vanishing vector boson mass Eur. Phys. J. A50 (2014) 11, 174 Springer ჯ. გეგელია
სრულად