old
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/it.forumi.jpg
17/07/2018 17:44

საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმი

2018 წლის 17 ივლისს, სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია “საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმის" ფარგლებში, მრგვალი მაგიდის ფორმატში მიმდინარეობს შეხვედრა საქართველოსა და იტალიას შორის უმაღლესი განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ (Cooperation in Higher Education). შეხვედრაზე ქართული და იტალიური სახელმწიფო/კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლო პერსპექტივებს. მრგვალ მაგიდას ესწრებიან : შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი და საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს წევრები, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორები, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, განათლების საერთაშორისო ცენტრის, ფონდი „ქართუ"- ს და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. იტალიის მხრიდან კი, სამუშაო შეხვედრას ესწრებიან: იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს (СNR) პრეზიდენტი, სხვადასხვა უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო კვლევითი ფონდების წარმომადგენლები.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/11.JPG
17/07/2018 11:23

საკონსულტაციო შეხვედრა

2018 წლის 17 ივლისს, 16:00 საათზე, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში, გაიმართა უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სამეცნიერო გრანტების  2018 წლის კონკურსის საკონსულტაციო შეხვედრა. საკონსულტაციო შეხვედრაზე მოსულ საზოგადოებას განემარტა საგრანტო კონკურსის წესი, პირობები და კონკურსის კოორდინატორებმა  უპასუხეს მათ შეკითხვებს.  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/111.JPG
17/07/2018 09:35

ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ფონდის “საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების” ერთობლივი საერთაშორისო კონფერენცია

16 ივლისს,  საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში, გაიმართა ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ფონდის “საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების” ერთობლივი საერთაშორისო კონფერენცია. საერთაშორისო კონფერენცია მიზნად ისახავს ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის ერთობლივი კვლევითი პროგრამის მიღწევებისა და სამომავლო განვითარების პერსპექტივების განხილვას. ასევე, საქართველოს შემსწავლელი ჰუმანიტარული და სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით ფონდის სხვადასხვა სქემით დაფინანსებული კვლევების მნიშვნელოვანი შედეგების წარმოჩენას, საერთაშორისო და ადგილობრივ მკვლევართა შორის დიალოგის ხელშეწყობასა და თანამშრომლური ურთიერთობების გაღრმავებას.  კონფერენციამ უმასპინძლა  საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების სფეროში მოღვაწე მკვლევრებს: ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის ერთობლივი პროგრამის აპლიკანტებსა და გრანტის მფლობელებს, ფონდის მიერ ადმინისტრირებული სხვა კონკურსების წარმატებულ მონაწილეებსა და საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებებით დაინტერესებულ პირებს.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/37190733_1998732720437627_7003301697795653632_n.jpg
16/07/2018 10:46

ფონდსა და იტალიის კვლევების ეროვნულ საბჭოს შორის ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებას ხელი მოეწერა

დღეს, 16 ივლისს , 19:00 საათზე , პრეზიდენტის სასახლეში, ხელი მოეწერა იტალიის კვლევების ეროვნულ საბჭოსა და სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს შორის, მეცნიერების სფეროში, ურთიერთთანამშრომლობის შესახებ განახლებულ შეთანხმებას. შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდი იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოსთან(CNR) მრავალი წელია თანამშრომლობს და  ერთობლივ პროგრამას ახორციელებდა  წელიწადში  ორჯერ. განახალებული შეთანხმება კი, მეცნიერებს მეტ საშუალებას აძლევს და გულისხმობს გაზრდილი ბიუჯეტით, გაზრდილი რაოდენობის კვლევითი პროექტების ყოველწლიურად დაფინანსებას. ახლი შეთანხმების მიზანია გააღრმაოს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა კვლევისა და ინოვაციების მიმართულებით. ამ დოკუმენტით გათვალისწინებული მიზნებისათვის, მხარეები ითანამშრომლებენ ურთიერთგაგებისა და საერთო სარგებლის პრინციპებზე დაყრდნობით, რათა ხელი შეუწყონ თანამშრომლობას ორი ქვეყნის მეცნიერებსა და კვლევით ინსტიტუციებს შორის საერთო ინტერესების სფეროებში. მხარეები ხელს შეუწყობენ თავიანთი კვალიფიციური მეცნიერების თანამშრომლობას კვლევითი მიმართულებების ყველა სფეროში, ძირითადად კი: კულტურული მემკვიდრეობის სფეროში და ახალი ტექნოლოგიების კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით გამოყენებაში. თანამშრომლობის შედეგად დაფინანსდება: ერთობლივი კვლევითი და მობილობის  პროექტები მკვლევართათვის. მკვლევრის მონაწილეობის ხარჯებს ორივე მხარე დაფარავს საკუთარი ბიუჯეტიდან. ყოველწლიურად მხარეების მიერ შეირჩევა 10 ერთობლივი კვლევითი პროექტი, ორივე მხარის მეცნიერების ჩართულობით. ერთობლივი კვლევითი პროექტის საშუალო ხანგრძლივობა განისაზღვრება 2 წლით. შეხვედრას ესწრებოდნენ იტალიის პრეზიდენტი  სერჯო მატარელა, იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს პრეზიდენტი პროფ. მასიმო ინგუსჩიო, იტალიის ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი მანანა მიქაბერიძე, სხვა ოფიციალური პირები და მოწვეული სტუმრები .
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/1_4.jpg
13/07/2018 11:25

საკონსულტაციო შეხვედრა

13 ივლისს,  16 საათზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის 107-ე აუდიტორიაში, გაიმართა ჯგუფური კონსულტაცია ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის. შეხვედრაზე დაინტერესებულ პირებს კოორდინატორებმა გააცნეს კონკურსის პირობები და უპასუხეს მათ შეკითხვებს.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/2018%20clis%20konkursebi/AR%202018/AR%20logo.jpg
13/07/2018 11:14

ფონდი აცხადებს გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2018 წლის კონკურსს

კონკურსის სახელწოდება გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი   კონკურსის აბრევიატურა AR   კონკურსის მიზანი გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის (შემდგომში - კონკურსი) მიზანია ხელი შეუწყოს: ა) გამოყენებითი და ტექნოლოგიური ხასიათის სამეცნიერო კვლევების შემდგომ განვითარებას; ბ) საერთაშორისო პარტნიორებსა და არასამეცნიერო სექტორთან (კერძო სექტორი - მცირე და საშუალო ბიზნესი, არასამთავრობო ორგანიზაციები, საჯარო დაწესებულებები) თანამშრომლობით მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიის, მათემატიკის, მედიცინისა და ჯანმრთელობის, სოფლის მეურნეობის მეცნიერებების მიმართულებით საქართველოს ინსტიტუციების გრძელვადიანი, ინოვაციური და ტექნოლოგიური გამოყენებითი კვლევითი პროექტების განხორციელებას; გ) სახელმწიფოს სოციალური და ეკონომიკური გამოწვევების საპასუხოდ ტექნოლოგიის ტრანსფერისა და ინოვაციების უზრუნველყოფას; დ) ღიად გამოცხადებული საგრანტო კონკურსის გზით გამოყენებითი ხასიათის სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შერჩევასა და დაფინანსებას; ე) კომერციალიზაციის პერსპექტივის მქონე ინოვაციური და ტექნოლოგიური ტრანსფერის განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების განხორციელებას; ვ) ინოვაციური კვლევების გამოვლენას, რომელთა შედეგად მიღებულ მაღალტექნოლოგიურ პროდუქტზე ადგილობრივ და/ან საერთაშორისო ბაზარზე არსებობს მოთხოვნა და რომელიც პასუხობს ახალი ტექნოლოგიების განვითარების სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრას.   საპროექტო განაცხადი ტიპი                         ინსტიტუციური    კონკურსის ძირითადი პირობები კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება სამი კატეგორიის პროექტი: პირველი კატეგორია - ტექნოლოგიის ტრანსფერის ხელშემწყობი საპილოტე კვლევითი გრანტი ცალკეული ორგანიზაციებისათვის; მეორე კატეგორია - ინოვაციური კვლევების განხორციელება და ტექნოლოგიური განვითარების გრანტი კონსორციუმებისათვის; მესამე კატეგორია - კვლევითი კონცეფციის დამტკიცება: ინფრასტრუქტურის, ტრენინგისა და კლასტერების განვითარების გრანტი კონსორციუმებისათვის. პროექტის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 2, 3 ან 4 წელი. საანგარიშო პერიოდის ხანგრძლივობაა 1 წელი (12 თვე). ფონდიდან მოთხოვნილი წლიური საგრანტო დაფინანსება ერთი ორგანიზაციისათვის არ უნდა აღემატებოდეს 140 000 ლარს, ხოლო მთლიანი კონსორციუმისათვის - 420 000 ლარს.    პროექტის ბიუჯეტში ფონდიდან მოთხოვნილი თანხის ხარჯვა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: ძირითადი პერსონალის ყოველთვიური საგრანტო დაფინანსებისა და დამხმარე პერსონალის ყოველთვიური შრომის ანაზღაურების ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს  ფონდიდან მოთხოვნილი თანხის 50%-ს. ზედნადები ხარჯების - წამყვანი და თანამონაწილე ორგანიზაციების ბაზაზე პროექტით დაგეგმილი ამოცანების განხორციელებისათვის აუცილებელი არაპირდაპირი ხარჯების საერთო მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსების 7%-ს.   საგრანტო კონკურსი მოიცავს სამ ეტაპს:   I ეტაპი - საპროექტო განაცხადის კონცეფციის წარდგენა; II ეტაპი - პროექტის წარდგენა; III ეტაპი - პროექტის პრეზენტაცია.   კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი   24 ივლისი - ჯგუფური კონსულტაცია ( რეგისტრაციის ბმული ) 26 ივლისი - ჯგუფური კონსულტაცია ( რეგისტრაციის ბმული ) 7 აგვისტო –  ჯგუფური კონსულტაცია ;  ( რეგისტრაციის ბმული ) 14 აგვისტო – შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა; 13 ივლისიდან 20 აგვისტოს 16:00 სთ-მდე – პროექტების კონცეფციის ელექტრონული რეგისტრაცია საგრანტო კონკურსის პირველ ეტაპზე; 21 აგვისტო 16:00 სთ-მდე – ფონდის კანცელარიაში კონკურსის პირველ ეტაპზე კონცეფციის მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენის ბოლო ვადა; ოქტომბერი – კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია საგრანტო კონკურსის მეორე ეტაპზე გადასული პროექტების კონცეფციების შესახებ; 12 ოქტომბერი –  ჯგუფური კონსულტაცია ფონდის საკონფერენციო დარბაზში, 15:00 საათი  (რეგისტრაციის ბმული) ; 18 ოქტომბერი -   ჯგუფური კონსულტაცია ფონდის საკონფერენციო დარბაზში, 16:00 საათი (რეგისტრაციის ბმული); 22 ოქტომბერი - შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა; 10 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის 16:00 სთ-მდე –  მეორე ეტაპზე გასული პროექტის სრული ვერსიის ელექტრონული რეგისტრაცია GMUS-ში; 1 ნოემბრის 16:00 სთ-მდე - ფონდის კანცელარიაში კონკურსის მეორე ეტაპზე სრული პროექტის მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენის ბოლო ვადა; ნოემბერი - შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია საგრანტო კონკურსის მეორე ეტაპზე საგრანტო კონკურსიდან მოხსნილი სრული პროექტების შესახებ; ნოემბერი - კონკურსის მეორე ეტაპზე პირობების დაცვით წარმოდგენილი სრული პროექტების შეფასება დამოუკიდებელი ექსპერტების/ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ის მიერ; ნოემბერი – კონკურსის მეორე ეტაპის შედეგების გამოქვეყნება და მესამე ეტაპზე გადასული პროექტების გამოვლენა; დეკემბერი – პროექტების პრეზენტაცია კომისიის წინაშე; დეკემბერი - კონკურსის მესამე ეტაპის შედეგების გამოქვეყნება დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან ან/და ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ისგან მიღებული შეფასებებისა და კომისიისაგან მიღებული შეფასებების შეჯამების საფუძველზე, სამი რანჟირებული სიის შედგენა პროექტების კატეგორიების შესაბამისად და დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების გამოვლენა;    დეკემბერი – დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების საბოლოო სიის დამტკიცება  ფონდის გენერალური დირექტორის მიერ და კონკურსის შედეგების გამოქვეყნება; დეკემბერი – საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება.   კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №85 დადგენილება ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 13 ივლისის №99 ბრძანება ფონდის გენერალური დირექტორის N99 ბრძანებაში ცვლილება ფონდის გენერალური დირექტორის N99 ბრძანებაში ცვლილება 2 ფონდის გენერალური დირექტორის N99 ბრძანებაში ცვლილება 3 ფონდის გენერალური დირექტორის N99 ბრძანებაში ცვლილება 4 ბიუჯეტის კლასიფიკატორი - დანართი 13 სამეცნიერო კლასიფიკატორი - დანართი 14 ( GEO / ENG ) შეფასების კრიტერიუმები საბოლოო ქულის დაანგარიშების და დაფინანსების წესი   პროექტის მომზადებისათვის საჭირო დანართები და მასალები პირობები - დანართი 1 პირობები- კონსოლიდირებული ვერსია (29.10.2018) საპროექტო განაცხადის კონცეფცია - დანართი 2 ( GEO / ENG , იგზავნება PDF ფორმატში) წინასწარი ძიების განაცხადი - დანართი 3 ( GEO / ENG ) განცხადება საგრანტო კონკურსის პირველ ეტაპზე მონაწილეობის შესახებ - დანართი 4 კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ - ნიმუში, დანართი 5 ( GEO/ENG ) საპროექტო წინადადება - დანართი 6 ( GEO / ENG ) ძირითადი პერსონალის პროფესიული ბიოგრაფიები (CV)  - ნიმუში, დანართი 7 პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი - ნიმუში, დანართი 8 პროექტის ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება - ნიმუში, დანართი 9 ( GEO / ENG ) ცნობა თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) - დანართი 10 ( GEO / ENG ) თანხმობის წერილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამოყენების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) - დანართი 11 ( GEO / ENG )   ელექტრონული რეგისტრაციის ბმულები გრანტების მართვის ერთიანი სისტემა - პროექტების რეგისტრაციისათვის ბმული ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია (ბმული) წინასწარი ძიების განაცხადის შევსება საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ ელექტრონულ სისტემაში ( ბმული ) საქპატენტის წინასწარი ძიების ინსტრუქცია ( ბმული )   მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის: პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მთავრობის დადგენილებას, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს; ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაციები; დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია შეკითხვების გამოგზავნა ელ. ფოსტით ar@rustaveli.org.ge 10 აგვისტომდე. კითხვებზე პასუხის დოკუმენტი აიტვირთება ფონდის ვებგვერდზე და პერიოდულად განახლდება კონკურსის დასრულებამდე. ხშირად დასმული კითხვები (22.10.2018) საკონსულტაციო პრეზენტაცია   კოორდინატორები: ნატალია გვერდწითელი   2 200 220 (4015) ანა ფოლოდაშვილი ოთარ გოგიაშვილი გიორგი ბაგაშვილი ქეთევან გაბიტაშვილი   საკონტაქტო ინფორმაცია: ar@rustaveli.org.ge       ფონდი გისურვებთ წარმატებებს !
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/37008575_1111431452356499_6987300887328718848_n.jpg
11/07/2018 11:25

საკონსულტაციო შეხვედრა

11 ივლისს, ოთხშაბათს, 16 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის გ.ნიკოლაძის დარბაზში, გაიმართება ჯგუფური კონსულტაცია ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის. შეხვედრაზე დაინტერესებულ პირებს კოორდინატორებმა გააცნეს კონკურსის პირობები და უპასუხეს მათ შეკითხვებს.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/2018%20clis%20konkursebi/DI%202018/1.jpg
10/07/2018 17:46

ფონდი აცხადებს უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სამეცნიერო გრანტების 2018 წლის კონკურსს

კონკურსის სახელწოდება უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სამეცნიერო გრანტების  კონკურსი კონკურსის აბრევიატურა DI კონკურსის მიზანი კონკურსის მიზანია უცხოეთის სამეცნიერო-კვლევით ცენტრებში, კვლევით ინსტიტუტებში მოღვაწე წარმატებულ თანამემამულე მეცნიერებთან საქართველოს სამეცნიერო კადრების მჭიდრო, პროფესიული ურთიერთობების დამყარება, მათი სამეცნიერო პოტენციალის გამოყენება, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება და ეროვნულ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებსა და უნივერსიტეტებში მიმდინარე სამეცნიერო კვლევების საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება,  ერთობლივი ინოვაციური კვლევითი პროექტების დაფინანსების გზით ორმხრივად ნაყოფიერი თანამშრომლობის ჩამოყალიბებისათვის სტიმულის მიცემა და სამშობლოში დაბრუნების მსურველ თანამემამულე მეცნიერთა საქართველოს კვლევით სივრცეში ადაპტირების ხელშეწყობა.  გრანტი საშუალებას მისცემს საქართველოში მომუშავე მკვლევარებს, უკეთ გაეცნონ უცხოეთის წამყვან ქვეყნებში არსებულ სამეცნიერო სიახლეებს და აითვისონ თანამედროვე კვლევითი ტექნოლოგიები. ამასთან, გრანტი ხელს შეუწყობს უცხოეთში მცხოვრებ წარმატებულ თანამემამულე მეცნიერებს, მუდმივი საქმიანი კონტაქტი ჰქონდეთ სამშობლოსთან და თავისი ცოდნა და გამოცდილება მოახმარონ საქართველოში მეცნიერების დონის ამაღლებას.  მნიშვნელოვანი კომპონენტია ახალგაზრდა მკვლევართა ჩართვა სამეცნიერო პროექტებში, რაც ხელს შეუწყობს მათი სამეცნიერო პოტენციალის განვითარებასა და საერთაშორისო სამეცნიერო ქსელთან ინტეგრაციას.   საპროექტო განაცხადი ტიპი                         ინსტიტუციური   კონკურსის ძირითადი პირობები პროექტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება და პროექტის ხანგრძლივობა უნდა შეესაბამებოდეს  შემდეგ სქემას: პროექტის ბიუჯეტში ფონდიდან მოთხოვნილი თანხის ხარჯვა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:  ა) პროექტში ახალგაზრდა მკვლევარ(ებ)ის ჩართვის შემთხვევაში, ძირითადი თანხიდან ახალგაზრდა მეცნიერ(ებ)ის საგრანტო დაფინანსებისათვის განკუთვნილი უნდა იყოს არაუმეტეს   15000 ლარისა წელიწადში, ხოლო გამოცდილ მეცნიერთა საგრანტო დაფინანსებისათვის - არაუმეტეს 30000 ლარისა წელიწადში.  სავალდებულოა, ახალგაზრდა მეცნიერ(ებ)ის მონაწილეობა პროექტის ყველა საანგარიშო პერიოდში. ბ) იმ შემთხვევაში, თუ პროექტში არ არის/არ არიან ჩართული ახალგაზრდა მკვლევარ(ებ)ი, ძირითადი პერსონალისათვის საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს  30000 ლარს წელიწადში;  გ) დამხმარე პერსონალის შრომის ანაზღაურება არ უნდა აღემატებოდეს ჯამში 5000 ლარს წელიწადში; დ) წამყვანი და თანამონაწილე ორგანიზაციების ბაზაზე პროექტით დაგეგმილი ამოცანების განხორციელებისათვის აუცილებელი არაპირდაპირი ხარჯები უნდა აისახოს ხარჯვის კატეგორიაში - „ზედნადები ხარჯები“.  „ზედნადები ხარჯების“ მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსების 7%-ს.   კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი კონკურსის განრიგი და ვადები: 2018 წლის 17 ივლისი, 1 აგვისტო – ჯგუფური კონსულტაციები; *17 ივლისს, სამშაბათს, 16 საათზე, შეხვედრა გაიმართება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დარბაზში (მ. ალექსიძის N1,  0 სართული) *1 აგვისტოს,  ოთხშაბათს, 16 საათზე, შეხვედრა გაიმართება ფონდის საკონფერენციო დარბაზში,  მ. ალექსიძის N1, III სართული საინფორმაციო შეხვედრებზე დასწრებისათვის, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა 2018 წლის 10 აგვისტო – შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა; 2018 წლის 19 ივლისიდან - 14 აგვისტოს  16:00 სთ-მდე – პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია; 2018 წლის 16 აგვისტოს 16:00 საათი – ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენის ბოლო ვადა; 2018 წლის აგვისტო - სექტემბერი – რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა; 2018 წლის სექტემბერი - ოქტომბერი – შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ; 2018 წლის ოქტომბერი - ნოემბერი  -  კონკურსის პირობების დაცვით წარმოდგენილი შეფასება დამოუკიდებელი ექსპერტების/ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ის მიერ; 2018 წლის ნოემბერი - დეკემბერი – დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან ან/და დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ისგან მიღებული შეფასებების საფუძველზე სამეცნიერო მიმართულებების მიხედვით პროექტების რანჟირებული სიების შედგენა და დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების გამოვლენა; 2018 წლის დეკემბერი – დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების საბოლოო სიის დამტკიცება  ფონდის გენერალური დირექტორის მიერ და კონკურსის შედეგების გამოქვეყნება;    201 8 წლის დეკემბერი – საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება.   კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №88 დადგენილება ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 10 ივლისის №96 ბრძანება სამეცნიერო კლასიფიკატორი ( GEO / ENG ) ბიუჯეტის კლასიფიკატორი შეფასების კრიტერიუმები ხშირად დასმული კითხვები   პროექტის მომზადებისათვის საჭირო დანართები და მასალები პირობები - დანართი 1 კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ - ნიმუში, დანართი 2 საპროექტო წინადადება - დანართი 3 ( GEO / ENG ) ძირითადი პერსონალის პროფესიული ბიოგრაფიები (CV)  - ნიმუში, დანართი 4 პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი - ნიმუში, დანართი 5 პროექტის ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება - ნიმუში, დანართი 6 ( GEO / ENG ) პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელის - უცხოეთში მოღვაწე თანამემამულის თანხმობის წერილი - დანართი 7 ( GEO / ENG ) ცნობა თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) - დანართი 8 ( GEO / ENG ) თანხმობის წერილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამოყენების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) - დანართი 9 ( GEO / ENG )   ელექტრონული რეგისტრაციის ბმულები (ინფორმაცია განთავსდება 19 ივლისს) გრანტების მართვის ერთიანი სისტემა - პროექტების რეგისტრაციისათვის ბმული ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია (ბმული)   მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის: პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მთავრობის დადგენილებას, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს; ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაციები; დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია შეკითხვების გამოგზავნა ელ. ფოსტით di@rustaveli.org.ge არაუგვიანეს 10 აგვისტოსი. კითხვებზე პასუხის დოკუმენტი აიტვირთება ფონდის ვებგვერდზე და პერიოდულად განახლდება კონკურსის დასრულებამდე.   კოორდინატორები: სალომე შარაშენიძე  მეგი ქარცივაძე 2 200 220 (4017) ანა გოგუაძე დავით ჩიჩუა   საკონტაქტო ინფორმაცია: di@rustaveli.org.ge   ფონდი გისურვებთ წარმატებებს !
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/2018%20clis%20konkursebi/farosana%20NFA-SRNSFG/farosana.jpg
10/07/2018 15:20

საკონსულტაციო დღე - „აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში სამეცნიერო - კვლევითი საგრანტო კონკურსი

10 ივლისს, 16 საათზე, გაიმართება „აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში სამეცნიერო - კვლევითი საგრანტო კონკურსის საკონსულტაციო დღე ფონდის საკონფერენციო დარბაზში. საინფორმაციო შეხვედრაზე დასწრებისათვის, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/36865326_1110434712456173_8646444632059674624_n.jpg
10/07/2018 11:26

საკონსულტაციო შეხვედრა

10 ივლისს, 16 საათზე, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართა „აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში სამეცნიერო - კვლევითი საგრანტო კონკურსის საკონსულტაციო შეხვედრა, სადაც დაინტერესებულ პირებს განემარტათ კონკურსის წესი, პირობები და კოორდინატორებმა უპასუხეს მათ შეკითხვებს.
სრულად