old
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/ULICH%201.png
23/07/2018 11:38

ფონდისა და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროგრამის გამრჯვებულების ნაყოფიერი შედეგი

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის (Forschungszentrum Jülich) ერთობლივი პროგრამის შედეგად დაფინასებული პროექტების გამარჯვებულებმა წარმატებით დაასრულეს გრანტი და მიენიჭათ დოქტორისა და მაგისტრის ხარისხი. 1. ელენე იორდანიშვილი. 2014 წლის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. სადოქტორო პროგრამა "საინჟინრო ფიზიკა". თემა -"კვლევის ახალი მეთოდების განვითარება თავის ტვინის ტრავმული დაზიანებებისას". ხელმძღვანელები: სტუ-ის პროფესორი ქეთევან კოტეტიშვილი, იულიხი - ნეირომედიცინისა და მედიცინის ინსტიტუტის დირექტორი პროფესორი ნადიმ ჯონ შა. მიენიჭა - საინჟინრო ფიზიკის დოქტორის წოდება. 2015 წლის იანვრიდან დღემდე იულიხში იმყოფება. 2. მაგისტრანტი ანა გოგიშვილი. 2017 წლის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული. სტუ-ის სამაგისტრო პროგრამა „სამედიცინო ფიზიკა“. თემა - „მრტ-ს ახალი დიფუზიური ბიომარკერების გამოყენება და განვითარება ნევროლოგიაში’’. ხელმძღვანელები სტუ-ის პროფესორი ქეთევან კოტეტიშვილი, იულიხი - ნეირომედიცინისა და მედიცინის ინსტიტუტის დირექტორი პროფესორი ნადიმ ჯონ შა. მიენიჭა ფიზიკის მაგისტრის წოდება. 2018 წლის თებერვლიდან დღემდე იულიხში იმყოფება. 2014-2017 წლებში 4 ჯერ გაიარა სტაჟირება იულიხის კვლევით ცენტრში. შეგახსენებთ, რომ პროგრამის ფარგლებში, ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ,  ესტუმრონ მსოფლიოში წამყვან კვლევით ცენტრს და წარმართონ საქმიანობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ფონდისა და ცენტრის დაფინანსება ქართველ მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს შესაძლებლობას აძლევს, ცენტრში სტაჟირების ფარგლებში, განახორციელონ სადიპლომო/სადისერტაციო ნაშრომების მომზადებასთან დაკავშირებული კვლევა, ასევე დაამყარონ გრძელვადიანი თანამშრომლობა იულიხისა და გერმანიის სხვა სამეცნიერო ცენტრების თუ უნივერსიტეტების მეცნიერებთან.  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/13.jpg
23/07/2018 10:32

„საბჭოური პოლიტიკა და საქართველო ახალ სივრცეში 1921-1991 წლებში“

2018 წლის 20 ივლისს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა პროექტის „საბჭოური პოლიტიკა და საქართველო ახალ სივრცეში 1921-1991 წლებში“ პრეზენტაცია, რომელიც დაფინანსებულია შოთა რუსთაველის  საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ. პროექტის ფარგლებში გამოიცა სამი მონოგრაფია. ავტორები: 1. ავთანდილ სონღულაშვილი (პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი) _ საბჭოური პოლიტიკა და საქართველოს ეროვნული უმცირესობა; 2. შოთა ვადაჭკორია (პროექტის ძირითადი შემსრულებელი) _ ქართული ემიგრაცია და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა საქართველოში (1921-1990); 3. ნატო სონღულაშვილი (პროექტის ძირითადი შემსრულებელი) _ საბჭოთა რეჟიმი და ქართული ეროვნული იდეა (1921-1991). პროექტში სხვადასხვა ეროვნული იდენტობრივი მახასიათებლების საფუძველზე, სხვადასხვა სოციალური ფენების თუ ჯგუფების როლის შეფასების და შესწავლის ფონზე, წარმოდგენილია ქართული გარემო 1921-1991 წლებში. თანამედროვე ეპოქამ მრავალი საკითხის, პრობლემის ახლებური გადააზრება დააყენა დღის წესრიგში. წარსულის, ისტორიის საფუძვლიანი შეფასებისთვის მოვლენათა კომპლექსური ანალიზია საჭირო. საბჭოთა სისტემა და მის სივრცეში მყოფი საქართველოს საკითხი კი ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემათა რიგს მიეკუთვნება. ყოველ ეპოქას თავის გამოწვევა და ტენდენცია გააჩნია. წლების, საუკუნეების მანძილზე იცვლება და ყალიბდება ახალი იდეოლოგიები. იცვლება ისტორიული მოვლენებისადმი დამოკიდებულება, შესწავლა-შეფასების სტილი. დღევანდელი ისტორიული მეცნიერების გამოწვევა არა მხოლოდ კონკრეტული საკითხების კვლევა, არამედ სხვადასხვა სახის წყაროთა ბაზაში დაცული ინფორმაციის შეჯერების საფუძველზე მოვლენათა კომპლექსური შესწავლაა. საბჭოური პოლიტიკის შეფასება და ამ ახალ განზომილებაში საქართველოს ადგილის განსაზღვრა მხოლოდ ისტორიის გაბმული თხრობა არაა, არამედ ძირითადი, კონკრეტული და მასშტაბური მოვლენების გამოვლენა და ანალიზი. 1921-1991 წლებში განვითარებული მოვლენები, მათი ცალკეული მხარეები არაერთხელ გამხდარა მეცნიერთა შესწავლის ობიექტი და საკმაოდ მრავალრიცხოვანი სპეციალური ლიტერატურა არსებობს, თუმცა დრო გარკვეულ რედაქტირებას უკეთებს სამეცნიერო ლიტერატურას, იცვლება საკითხისადმი მიდგომა, პრობლემათა შესწავლა-შეფასების ტენდენციები და გარკვეულ ეტაპზე საჭიროება მოითხოვს ისტორიის გადააზრებას და დროის ლაბირინთებში მიმალული ფაქტების სააშკარაოზე გამოტანას. პროექტში გაანალიზებულია თუ როგორ ხვდება ახალ სივრცეში შესვლას სხვადასხვა სოციალური ფენა თუ ჯგუფი, ეროვნული და რელიგიური უმცირესობა. რა ფორმით გამოიხატებოდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის პროცესი და როგორ პასუხობდა საქართველო მის წინაშე დამდგარ ახალ გამოწვევებს. გამოცემულ ნაშრომებში დოკუმენტური წყაროების, საარქივო მასალის, რომელთა დიდი ნაწილი პირველად შემოდის სამეცნიერო ბრუნვაში, მდიდარი სამეცნიერო ლიტერატურის გათვალისწინებით შესწავლილია საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე მძიმე პერიოდის _ საბჭოთა რეჟიმის ცალკეული საკითხები.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/2018%20clis%20konkursebi/CG%202018/1.png
20/07/2018 11:23

ფონდი აცხადებს საკონფერენციო გრანტების 2018 წლის კონკურსს

კონკურსის სახელწოდება საკონფერენციო გრანტების კონკურსი კონკურსის აბრევიატურა CG კონკურსის მიზანი საკონფერენციო გრანტების კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში რეგიონული და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების, კონგრესების, ფორუმების, სიმპოზიუმებისა და სემინარების ჩატარებას, ინფორმაციის გაცვლასა და გამოცდილების გაზიარებას, სამეცნიერო კვლევების განვითარებას, ქართველ მეცნიერთა შრომების პოპულარიზაციას საერთაშორისო ჟურნალებსა და სამეცნიერო კრებულებში, მსოფლიო პროცესებში მეცნიერთა ინტეგრირებას. 2018 წლის კონკურსის ფარგლებში შესაძლებელია, აგრეთვე დაფინანსდეს მიზნობრივი კონფერენციები, რომლებიც თემატურად მიძღვნილი იქნება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისადმი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების 100 წლის იუბილისადმი.   საპროექტო განაცხადი ტიპი                         ინსტიტუციური/ჯგუფური   კონკურსის ძირითადი პირობები კონკურსის ფარგლებში დასაფინანსებელი კონფერენციის ჩატარება გათვალისწინებული უნდა იყოს 2018 წლის 1 სექტემბრიდან 2019 წლის 1 სექტემბრამდე. საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისადმი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი მიზნობრივი, თემატური კონფერენციის ჩატარება გათვალისწინებული უნდა იყოს 2018 წლის 1 სექტემბრიდან 2018 წლის 31 დეკემბრამდე. პროექტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 40 000 ლარს. კონფერენციის ორგანიზატორთა (ძირითადი პერსონალი) საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს პროექტის  მთლიანი ბიუჯეტის 5%-ს.   კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი   2018 წლის 6 აგვისტომდე – პროექტების რეგისტრაცია ელ.ფოსტით; 2018 წლის 27 ივლისი 16:00 სთ – ჯგუფური კონსულტაცია ფონდში 2018 წლის 8 აგვისტოს 16:00 სთ-მდე – ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა; 2018 წლის აგვისტო – კონკურსზე რეგისტრირებული პროექტების განხილვა საკონკურსო კომისიის მიერ; 2018 წლის აგვისტო – საკონკურსო კომისიის მიერ დასაფინანსებლად შერჩეულ პროექტების დამტკიცება  ფონდის გენერალური დირექტორის მიერ და კონკურსის შედეგების გამოქვეყნება;    2018 წლის აგვისტო - სექტემბერი – საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება.   კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 ივლისის №149 დადგენილება ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 20 ივლისის №104 ბრძანება ცვლილება გენერალური დირექტორის ბრძანებაში შეფასების კრიტერიუმები სამეცნიერო კლასიფიკატორი   პროექტის მომზადებისათვის საჭირო დანართები და მასალები პირობები - დანართი 1 საპროექტო წინადადება, გეგმა-გრაფიკი და რეზიუმე - დანართი 2 პროექტის ბიუჯეტი - დანართი 3 ძირითადი პერსონალის პროფესიული ბიოგრაფიები (CV)  - ნიმუში, დანართი 4 ცნობა თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) - დანართი 5 განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ, დანართი 6   ელექტრონული რეგისტრაცია პროექტში ჩართული პირები (კონფერენციის ორგანიზატორები) დარეგისტრირებული უნდა უნდა დარეგისტრირდნენ ფონდის გრანტების მართვის ერთიან სისტემაში [GMUS] და შექმნან „მეცნიერის პროფილი“  ( ბმული ) პროექტის ხელმძღვანელმა საპროექტო დოკუმენტაცია უნდა გამოაგზავნოს კონკურსის ელექტრონულ ფოსტაზე: cg@rustaveli.org.ge   მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის: პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მთავრობის დადგენილებას, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს; ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაცია.   კოორდინატორი: დავით ჩიჩუა 2 200 220 (4402)   ფონდი გისურვებთ წარმატებებს !
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/All_Souls_College_University_of_Oxford_1.jpg
20/07/2018 10:42

ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის ერთობლივი კვლევითი პროგრამის 2018 წლის საგრანტო კონკურსის შედეგები

გამოვლინდა  ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“  ერთობლივი კვლევითი პროგრამის 2018 წლის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები. 2018 წლის კონკურსზე დარეგისტრირდა 9 განაცხადი. ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ფონდის ერთობლივმა კომისიამ ინტერვიუები ჩაატარა კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ 6 აპლიკანტთან. ინტერვიუების შედეგად კომისიამ დასაფინანსებლად შეარჩია სამი პროექტი. იხილეთ ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შესახებ . გთხოვთ, გამარჯვებულებმა  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის კანცელარიაში წარმოადგინოთ ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტები 2018 წლის 31 ივლისის 18:00 საათამდე.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/2018%20clis%20konkursebi/AR%202018/AR%20logo.jpg
20/07/2018 10:39

გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში მონაწილეთა საყურადღებოდ!

შევიდა ცვლილება 2018 წლის "გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის" ფარგლებში სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის N99 ბრძანებაში.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/2018%20clis%20konkursebi/geo%20conf%20eng/ai-ia-anchisxatis-ornamenti
20/07/2018 10:37

"საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების კონფერენციის“ 2018 წლის საგრანტო კონკურსის მონაწილეთა საყურადღებოდ!

შევიდა ცვლილება  "საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების კონფერენციის 2018 წლის საგრანტო კონკურსის შედეგად გამარჯვებული პროექტების დამტკიცების" შესახებ სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის N94 ბრძანებაში.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/he%202018/images%20(2).jpg
20/07/2018 10:34

2018 წლის „სახელმწიფო საგრანტო კონკურსი საქართველოში და საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის“ მონაწილეთა საყურადღებოდ!

შევიდა ცვლილება 2018 წლის „სახელმწიფო საგრანტო კონკურსი საქართველოში და საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის“ გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შესახებ სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 6 ივლისის N95 ბრძანებაში.  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/governance-1_1.jpg
19/07/2018 10:44

მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების 2018 წლის საგრანტო კონკურსიში მონაწილეთა საყურადღებოდ!

მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების 2018 წლის საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირდა 195 საპროექტო განაცხადი. კონკურსზე წარმოდგენილმა პროექტებმა გაიარა ტექნიკური ექსპერტიზა და შეფასების ეტაპზე გადავიდა 189 პროექტი. იხილეთ მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების 2018 წლის საგრანტო კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ გენერალური დირექტორის ბრძანება .
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/2018%20clis%20konkursebi/AR%202018/AR%20logo.jpg
18/07/2018 14:07

საკონსულტაციო დღეების განრიგი - გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი

იხილეთ გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის ფარგლებში დაგეგმილი საკონსულტაციო დღეების განრიგი: 24 ივლისი , 16:00 საათი - ჯგუფური კონსულტაცია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკონფერენციო დარბაზში (0 სართული) - რეგისტრაციის ბმული 26 ივლისი , 16:00 საათი - ჯგუფური კონსულტაცია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკონფერენციო დარბაზში (0 სართული) - რეგისტრაციის ბმული 7 აგვისტო  –  ჯგუფური კონსულტაცია ;  (რეგისტრაციის ბმული)
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_0083.JPG
18/07/2018 10:35

ფონდის საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს რიგით VII სხდომა გაიმართა

17-18 ივლისს, 10:00 სთ. შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს რიგით VII სხდომა გაიმართა. ფონდს 2015 წლიდან ჰყავს კოლეგიალური ორგანო, საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭო, რომლის  წევრები არიან წამყვანი ქართველი და უცხოელი მეცნიერები და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები. საბჭო განსაზღვრავს ფონდის ხედვას, პოლიტიკას და უზრუნველყოფს მისი საქმიანობის ხარისხის ზედამხედველობას. ამასთანავე, საბჭო  ადგენს ფონდის სტრატეგიულ პრიორიტეტებს და ახორციელებს სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგს. ფონდის თანამშრომლებმა საბჭოს წარუდგინეს და განიხილეს: ახალი პროგრამის პორტფოლიო და 2018 წლის სამუშაო გეგმა(ბიუჯეტი და პროგრამები; საერთაშორისო თანამშრომლობა; მეცნიერების პოპულარიზაციის პროგრამები;  ფონდის ჩართულობა საერთაშორისო პროექტებში; 2019 წლის გამოწვევები; ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ში საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული აქტივობები. საკოორდინაციო საბჭო  წელიწადში ორჯერ იკრიბება და მართვის მიზნით განიხილავს 6 თვის მანძილზე ფონდის მიერ გაწეულ საქმიანობას.
სრულად