old
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/SDC11155.JPG
20/11/2017 15:17

2017 წლის კონკურსის მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით,” ფარგლებში თბილისის #64 სკოლაში ეკოლოგიური კლუბი შეიქმნა

2017 წლის კონკურსის მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით,” გამარჯვებული პროექტის ,,კოჯორი-სამადლოს საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიის ნიადაგური პირობების შესწავლა და მათი რაციონალურად გამოყენების მიდგომების დადგენა“ ფარგლებში, თბილისის N64-ე  საჯარო სკოლის ბაზაზე დაარსდა ეკოლოგიური კლუბი „ერთადერთი დედამიწა“, სადაც ყოველ ორ კვირაში ერთხელ ტარდება შემეცნებითი ლექციები. 2017 წლის 17 ნოემბერს  თბილისის N64-ე  საჯარო სკოლაში გაიმართა სემინარი, რომელიც   მიეძღვნა ადამიანების ოთხფეხა მეგობრებს – ძაღლებს.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_6512.JPG
14/11/2017 16:10

მსოფლიოს სამეცნიერო წრეების აღიარება: საქართველო - უძველესი მეღვინეობის ქვეყანა!

14 ნოემბერს, სასტუმროში "რადისონ ბლუ ივერია" გაიმართა ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტის პრეზენტაცია. კვლევის შედეგად სამეცნიერო წრეებმა აღიარეს, რომ მეღვინეობა მთელ მსოფლიოში საქართველოს ტერიტორიიდან გავრცელდა. პროფესორმა დავით ლორთქიფანიძემ საზოგადოებას გააცნო კვლევის მეთოდები და შედეგები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის გამოჩენილ მეცნიერებთან ერთად განახორციელა. აღნიშნულ აღმოჩენაზე არა ერთი სამეცნიერო თუ პოპულარული ჟურნალი საუბრობს. აშშ-ს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამეცნიერო ჟურნალი PNAS (მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული სამეცნიერო ჟურნალი) აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით „Early Neolithic wine of Georgia in the South Caucasus“ („საქართველოს ადრეული ნეოლითური ღვინო სამხრეთ კავკასიიდან“). ქართველებთან ერთად, სტატიის ავტორები არიან მეცნიერები აშშ-დან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, კანადიდან, დანიიდან და ისრაელიდან. სტატია მოგვითხრობს საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალის ახლადჩატარებული მულტიდისციპლინარული კვლევის შესახებ, რომელიც ადასტურებს, რომ აქ მოსახლე ტომები ღვინოს ჯერ კიდევ ძვ.წ. 6000-5800 წლებში, ე.ი. 8000 წლის წინ აყენებდნენ. 2014 წლიდან, „ასოციაცია ქართული ღვინო“-ს ინიციატივით და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ღვინის ეროვნული სააგენტო ხელმძღვანელობს საერთაშორისო მულტიდისციპლინარულ პროექტს „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევა“. მასში, ქართველ მეცნიერებთან ერთად, მონაწილეობენ პენსილვანიის, მონპელიეს, მილანის, კოპენჰაგენის, ტორონტოს უნივერსიტეტების, ისრაელის ვაისმანის ინსტიტუტისა და მონპელიეს აგრარული კვლევების ეროვნული ინსტიტუტის (INRA) თანამშრომლები. პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი დავით ლორთქიფანიძე, ხოლო კოორდინატორი − ღვინის ეროვნული სააგენტოს მეცნიერი, დოქ. დავით მაღრაძე. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის ექსპედიციების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ნეოლითური ხანის (ძვ.წ. VI ათასწლეული) ძეგლების კვლევა მე-20 საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო. სხვადასხვა დროს მას ხელმძღვანელობდნენ ალექსანდრე ჯავახიშვილი, ოთარ ჯაფარიძე და თამაზ კიღურაძე. ამჟამად გათხრებს ხელმძღვანელობს არქეოლოგი მინდია ჯალაბაძე. უკანასკნელ წლებში საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციების მხარდამჭერები არიან ღვინის ეროვნული სააგენტო, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი და ტორონტოს უნივერსიტეტი. პროექტის ფარგლებში პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორის პატრიკ მაკგოვერნის ხელმძღვანელობით ჩატარებული ბიომოლეკულარული კვლევების შედეგად მარნეულის რაიონში მდებარე ნეოლითის პერიოდის „გადაჭრილი გორის“ და „შულავერის გორის“ არქეოლოგიურ ძეგლზე უკანასკნელი პერიოდის გათხრების დროს აღმოჩენილი თიხის ჭურჭლის კედლებზე ღვინისათვის დამახასიათებელი ორგანული მჟავების (ღვინის მჟავა, ვაშლმჟავა, ქარვამჟავა და ლიმონმჟავა) არსებობა დადასტურდა, რაც Vitis vinifera-ს ვაზის ჯიშისგან დამზადებული ღვინის მარკერია. საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერების ელისო ყვავაძისა და ნანა რუსიშვილის მიერ მუზეუმში ჩატარებულმა პალეობოტანიკურმა კვლევებმა ცხადყო, რომ ადრეული ნეოლითის ხანაში ამ რეგიონში ვაზის კულტურა ფართოდ იყო გავრცელებული. მილანის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ოსვალდო ფაილას ხელმძღვანელობით აღადგინეს ძვ.წ. VI ათასწლეულის კლიმატი და დაადასტურეს, რომ ქვემო ქართლში 8000 წლის წინ ვაზის კულტივირებისთვის შესაბამისი პირობები იყო. ისრაელის ვაისმანის ინსტიტუტში ელიზაბეტა ბოარეტოს ხელმძღვანელობით განხორციელებული ლაბორატორიული კვლევების შედეგად C14-ის დათარიღების მეთოდით ნიმუშების ასაკი განისაზღვრა ძვ.წ. 6000-5800 წლებით, რაც 600 წლით უფრო ძველია, ვიდრე აქამდე უძველესად მიჩნეული ღვინის კვალი ზაგროსის მთიანეთიდან (ირანი). ამრიგად, მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებამ აღიარა, რომ მეღვინეობის უძველესი კვალი სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე იქნა აღმოჩენილი, საიდანაც ის შემდეგ გავრცელდა მთელს მსოფლიოში და უდიდესი გავლენა იქონია სოფლის მეურნეობის, ხალხთა კულტურის, ბიოლოგიის, მედიცინისა და, ზოგადად, ცივილიზაციების ჩამოყალიბებაზე. სტატიის სრული ვერსია:  https://goo.gl/MYvYMJ
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/23432206_2364199583605569_849565107_o.jpg
13/11/2017 16:09

მეგრულ–ლაზური ინტონაცია

7 ნოემბერს, 14:00 საათზე, თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სხდომათა დარბაზში გაიმართა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული ფუნდამენტური საგრანტო პროექტის „მეგრულ–ლაზური ინტონაცია“ (217728) ერთწლიანი მუშაობის შედეგების წარდგინება. პროექტის წარდგინებაზე მოხსენებით გამოვიდნენ გრანტის სამეცნიერო ხელმძღვანელი - ფილოლოგიის დოქტორი ეთერ შენგელია (ინტონაციასთან დაკავშირებული სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა ), პროექტის კონსულტანტი - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ–კორესპონდენტი, პროფ. ვაჟა შენგელია ( პოლ გარდი მახვილისა და ინტონაციის შესახებ ) და პროექტის კოორდინატორი - დოქტორანტი ნათია ფონიავა ( ექსპედიციაში მოპოვებული მეგრული მასალის ექპერიმენტული ანალიზი ). ღონისძიებას ესწრებოდნენ თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის თანამშრომლები და საკითხით დაინტერესებული სხვადასხვა სამეცნიერო დაწესებულების წარმომადგენლები. პრეზენტაციის მსვლელობისას გაიმართა აზრთა გაცვლა-გამოცვლა მოხსენებებში წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა: ინტონაციის მიხედვით მეგრულის კილოკაური განსხვავებების წარმოჩენა; მეგრელთა, განსაკუთრებით ფოთელთა, ქართული მეტყველების ინტონაციის თავისებურებების გამოვლენა; მეგრულის ფლობის დონე სხვადასხვა ასაკისა და დასახლებული პუნქტის მიხედვით და ა.შ. გამოთქმული მოსაზრებები მნიშვნელოვანია კვლევის უკეთ წარმართვისათვის.  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/IMG_6066.JPG
03/11/2017 16:41

“IL10-სა და TNF alpha-ს როლი დიაბეტით გამოწვეული სპონტანური აბორტების პათოგენეზში“

2017 წლის 2 ნოემბერს 15:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში, საბჭოების დარბაზში გაიმართა სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევითი საგრანტო პროექტის სადემონსტრაციო დღე.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/IMG_6009.JPG
25/10/2017 17:00

„მევენახეობა და მეღვინეობა ევროპის ქვეყნებში, ისტორიული ასპექტები და პერსპექტივები“

2017 წლის 25-27 ოქტომბერს, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია ატარებს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას თემაზე: „მევენახეობა და მეღვინეობა ევროპის ქვეყნებში, ისტორიული ასპექტები და პერსპექტივები.“ აღნიშნული კონფერენცია 25 ოქტომბერს გაიხსნა მევენახეობა მეღვინეობის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვით. კონფერენცია ტარდება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/invitation.jpg
11/10/2017 13:12

გამოფენა -

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას 2015 წლის ახალგზრდა მეცნიერთა გრანტით დაფინანსებული პროექტის "XIX საუკუნის ვერცხლის ჭურჭელი: ქართული კულტურის უცნობი ფენომენი“ ფარგლებში მიმდინარე გამოფენის შესახებ.  გამოფენა გახისნება 2017 წლის 16 ოქტომბერს, 19:00 საათზე ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, მის. დადიანის 28. "ვერცხლში გაცოცხლებული სახეები“ წარმოდგენილი იქნება საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნებისსახელმწიფო მუზეუმის კოლექციაში დაცული XIX საუკუნის თბილისური ვერცხლის ჭურჭელი. გამოფენა მიზნადისახავს ფართო საზოგადოებას გააცნოს თბილისური კულტურის ეს ნაკლებად ცნობილი და გამოკლვეული ფენომენი. ექსპოზიციაში წარმოდგენილ თერთმეტ ექსპონატს თან ახლავს სამეცნიერო კვლევის შედეგად  გამოვლენილიმდიდარი პარალელური მასალა და მულტიმედია საშუალებები, რომლის მეშვეობითაც დამთავლიერებლის თვალწინგაცოცხლდება ძველი თბილისის ცხოვრება: ტიპაჟები, მოქეიფეები, მუსიკოსები, იმ პერიოდის ვერცხლში ასახულიისტორიული რეალიები და ღვინის კულტურასთან დაკავშირებული მოტივები. გამოფენის კურატორი - ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი,  ანა შანშიაშვილი.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/21743393_10207681058183208_3161881270819063602_n.jpg
11/10/2017 10:24

საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმის (სტუ,თსუ,ილიაუნი,აგრიუნი) სტუდენტები იულიხში

2017 წლის  9-17 სექტემბერს   „საქართველო-გერმანიის სამეცნიერო ხიდის“  კონცეფციის ფარგლებში  იულიხის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში ჩატარდა ე.წ. QUALI-Start-Up  ლექციების კურსი. ეს პროექტი  არის -საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროექტის  „შემოდგომის ლექციები თბილისში“- პროექტის (2013, 2015) გაგრძელება. პროექტის ხელმძღვანელია საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორი ქეთევან კოტეტიშვილი. პროექტი დაფინანსდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის და იულიხის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მიერ. ლექციების კურსი საზეიმოდ გახსნა  იულიხის კვლევითი ცენტრის დირექტორთა საბჭოს წევრმა, პროფესორმა სებასტიან შმიდტმა. ლექციების კურსს ესწრებოდა  საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმის (თსუ,სტუ.ილიაუნი და აგრიუნი)  22 სტუდენტი.  სტუდენტებს ლექციებს უკითხავდნენ  იულიხის კვლევითი ცენტრის ბირთვული ფიზიკის (IKP)   დირექტორი, პროფ.ჰანს შტროერი,  ნეირომეცნიერებისა და მედიცინის  (INM-5)  ინსტიტუტის დირექტორი პროფ ბერნ ნოიმაიერი, ნეირომეცნიერებისა და მედიცინის  (INM-4) ინსტიტუტის დირექტორი, პროფ. ჯონ შა,  ენერგიისა და კლიმატის ინსტიტიტის (IEK) დირექტორები: პროფ.ანდრეას ვანერი და პროფ.ასტრიდ კლენდერ-შარ, ელექტრონიკისა და ელექტროინჟინერიის ინსტიტუტის  (ZEA) დირექტორი, პროფ.გჰალებ ნატუა, ნანოტექნოლოგიების ინსტიტუტის(PGI) და  კვლევითი ცენტრის თანამშრომლები:პროფ.დეტლევ გოტა, დოქტორი ფარიდა გრინბერგი, დოქტორი ანდრო კაჭარავა, დოქტორი ირაკლი ქეშელაშვილი, დოქტორი მანუელ ანგსტი,დოქტორი ეზეკიელ ფარერ  და სხვები. ლექციების კურსის გარდა სტუდენტებს ჰქონდათ პრაქტიკული მეცადინეობები,  ბოლოს გაიმართა შემაჯამებელი პრეზენტაციები, რომლებიც სამიზნე ჯგუფებმა (ბირთვული ფიზიკა, ნეირომდიცინა, ფიზიკური ქიმია, ქიმია და ელექტრონიკა)  წარმოადგინეს. სტუდენტებს გადაეცათ სერტიფიკატები. სტუდენტები გაეცნენ იმ მოთხოვნებს, რომლებიც აუცილებლია სწავლისა და კვლევის გასაგრძელებლად როგორც იულიხის ცენტრში, ასევე აახენისა (RWTH Aachen)  და კიოლნის (Cologne) უნივერისტეტებში.  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_5509.JPG
02/10/2017 10:26

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია GADEST 2017

1 ოქტომბერს , 16:00 საათზე ,   გაიხსნა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია  GADEST 2017 (Gettering and Defect Engineering in Semiconductor Technology ), რომელიც დაფინანსდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ.  კონფერენციის თემატიკა მოიცავს თანამედროვე ნახევარგამტარების ფიზიკისა და ტექნოლოგიის   საკითხებს, როგორიცაა ნანოტექნოლოგია, მზის ბატარეები და ა. შ. GADEST კონფერენციების სერია არის ერთ-ერთი ყველაზე წარმომადგენლობითი კონფერენცია ნახევარგამტართა ფიზიკასა და ტექნოლოგიებში, რომელშიც მონაწილეობენ მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები.   GADEST-2017-ში მონაწილეობს 95 მეცნიერი მსოფლიოს 21 ქვეყნიდან. მათ შორის არიან თანამედროვე მზის ბატარეების ფუძემდებელი Martin Green ( University of New South Wales, ავსტრალია), ცნობილი ექსპერიმენტატორები და თეორეტიკოსები ნახევარგამტარების ფიზიკაში Peter Wilshaw (University of Oxford, დიდი ბრიტანეთი) Henry Radamson   ( KTH Royal Institute of Technology, შვედეთი), Stefan Estreicher ( Texas Tech University, აშშ ). კონფერენციის თანათავმჯდომარეები არიან ალექსანდრე შენგელაია (თსუ), თეიმურაზ მჭედლიძე (Technical University of Dresden, გერმანია) და Hans Richter ( Innovations for High Performance Microelectronics, გერმანია). GADEST კონფერენციების სერია 1985 წლიდან ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ტარდება.   2017 წელს GADEST პირველად გასცდება დასავლეთ ევროპის ფარგლებს. წინა კონფერენციაზე, 2015 წელს, საქართველომ, და კერძოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, მძაფრად კონკურენტულ გარემოში, მოიპოვა უფლება ჩაეტარებინა მომდევნო, 2017 წლის კონფერენცია საქართველოში. ეს ფაქტი თავისთავად ასახავს საქართველოს მეცნიერების მაღალ ცნობადობას და ნამდვილად არის ქართველი მეცნიერების წარმატების შედეგი. კონფერენციას უდიდესი მნიშვნელობა ექნება ნახევარგამტარების ფიზიკის განვითარებისათვის და ზოგადად მეცნიერების პოპულარიზაციისთვის საქართველოში. ის ასევე ძალიან შეუწყობს ხელს ქართველი მეცნიერების დაახლოებას დასავლური მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროსთან.   კონფერენციას ესწრებოდნენ: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი, თსუ-ის რექტორის მოადგილე მიხეილ ჩხენკელი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორები, სტუდენტები, საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მეცნიერები, უცხოელი სტუმრები.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/IMG_4815.JPG
28/07/2017 13:33

„ქალის როლის რეაქტუალიზაცია წარღვნის ბიბლიურ მითზე დაყრდნობით მე-20 საუკუნის ევროპულ ლიტერატურაში“

28 ივლისს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში ჩატარდა ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2016 წლის კონკურსის გამარჯვებული პროექტის  პრეზენტაცია. თამარ საქუაშვილმა წარმოადგინა  პროექტი სახელწოდებით  „ქალის როლის რეაქტუალიზაციის შესაწავლასა და განსაზღვრას მე-20 საუკუნის ევროპულ  ლიტერატურაში.“ თამარ საქუაშვილი სტაჟირებით იმყოფებოდა საფრანგეთში - ლიონის უმაღლეს სკოლაში ENS. წარმოებული კვლევა საშუალებას მისცემს, როგორც ლიტერატურითა და ლიტერატურათმცოდნეობით დაინტერესებულ მკითხველს ასევე მომიჯნავე სფეროებით (ფსიქოლოგია, ფილოსოფია) დაინტერესებულ ადამიანებს მშობლიურ, ქართულ ენაზე გაეცნონ, ქალის როლის რეაქტუალიზაციის გამომწვევ მიზეზებს სამყაროს განახლების პროცესში მე-20 საუკუნის ევროპულ ლიეტრატურაში ბიბლიურ მით „წარღვნაზე“ დაყრდნობით.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_4780.JPG
25/07/2017 13:58

„ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონის“ პრეზენტაცია გაიმართა

25 ივლისს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ პირველი „ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონის“ პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციაზე მიწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს გამოცემის ღირსებასა და პრაქტიკულ დანიშნულებაზე. სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, მთავარი რედაქტორის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა თენგიზ შუბლაძემ, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა მანანა მიქაბერიძემ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა და ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს გამოცემის მნიშვნელობასა და პრაქტიკულ ღირსებას. ენციკლოპედიური ლექსიკონზე აკადემიკოს, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილთან ერთად, სარედაქციო ჯგუფი - გენერალ-მაიორები თენგიზ შუბლაძე და ვახტანგ კაპანაძე, ასევე სხვა ავტორები და შემდგენლები მუშაობდნენ. „ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონის“ შექმნას საფუძვლად დაედო სსიპ შოთა რუსტაველის ერვნული სამეცნიერო ფონდი საგრანტო პროექტი. პროექტის მიზანი იყო საქართველოში, ქართულ ენაზე შეიქმნილიყო სამხედრო ცნებების სრულფასოვანი ბაზა  _ სრული, სისტემატიზებული და კლასიფიცირებული ნაშრომი რომელიც, ერთი მხრივ, სრულ შესაბამისობაში იქნებოდა NATO-ს, მასში შემავალი სახელმწიფოების და სხვა სახელმწიფოების ერთიან ნორმატიულ მასალებთან და მათ განმარტებებთან, ხოლო, მეორე მხრივ, იგი აღადგენდა და თანამედროვე ეტაპისთვის განავრცობდა საქართველოს სამხედრო ხელოვნების ისტორიულ და სამხედრო თეორიის უახლეს მონაცემებს.  პროექტი განხორციელდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის მეცნიერების და სამხედრო სპეციალისტების მიერ მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად. არსებული ტერმინების თარგმნის, გადამუშავების და დღევანდელ რეალობასთან შესაბამისობაში მოყვანის შემდეგ ჩამოყალიბდა ნაშრომი, რომლის მოცულობა შეადგენს 4200 ტერმინს.
სრულად