old
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/2.jpg
10/07/2017 12:18

"ქართულ ხელნაწერთა ანდერძების მონაცემთა ბაზა "

6 ივლისს კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა საგრანტო პროექტის "ქართულ ხელნაწერთა ანდერძების მონაცემთა ბაზა " საბოლოო გამოფენა-პრეზენტაცია.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/IMG_3875.JPG
11/05/2017 14:39

„კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები“

2017 წლის 10 მაისს, სსიპ ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრში, გაიმართა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ფუნდამენტური საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის „კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები“  პრეზენტაცია. აღნიშნულ ღონისძიებაზე მოხდა წიგნის განხილვა და დისკუსია. პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი გახლავთ ნუგზარ ანთელავა.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/797.jpg
10/05/2017 11:22

პროექტის-CLP(HC): საფუძვლები, იმპლემენტაცია, გამოყენებები

2017 წლის 5 მაისს 14 საათზე, ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტის სააქტო დარბაზში შედგა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული, დასრულებული სამეცნიერო-კვლევითი პროექტის-CLP(HC): საფუძვლები, იმპლემენტაცია, გამოყენებები - შედეგების პრეზენტაცია. პრეზენტაციის მომხსენებლები იყვნენ ჯ. ანთიძე, რომელმაც წარადგინა პრეზენტაცია პროექტის შესრულების შედეგად მიღებული ძირითადი შედეგებისა და მათი გამოყენებების, ხოლო ი.ქარდავამ პროგრამული უზრუნველყოფის მუშაობის შესახებ.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/IMG_3865.JPG
10/05/2017 11:10

„ახალი მეთოდიკით აგებული მსოფლიო დონის 3D სტერეოსკოპული კონკურენტუნარიანი აგრეგატის შექმნა“

2017 წლის 5 მაისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო ნიკოლაძის სახელობის მცირე სააქტო დარბაზში გაიმართა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, გამოყენებითი კვლევების საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის „ახალი მეთოდიკით აგებული მსოფლიო დონის 3D სტერეოსკოპული კონკურენტუნარიანი აგრეგატის შექმნა“ პრეზენტაცია. აღიშნულ პრეზენტაციაზე ნაჩვენები იყო შექმნილი აგრეგატით გადაღებული 3D ვიდეო-რგოლები.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/IMG_3857.JPG
10/05/2017 11:10

„საქართველოს ბუნებრივი ქვების გამოყენება მონუმენტური ხუროთმოძღვრული ნაგებობების შენება-რესტავრაცია“

2017 წლის 5 მაისს, კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტში შედგა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გამოყენებითი კვლევების სახელმწიფო საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის „საქართველოს ბუნებრივი ქვების გამოყენება მონუმენტური ხუროთმოძღვრული ნაგებობების შენება-რესტავრაცია“ საბოლოო ანგარიშის პრეზენტაცია. პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი გახლავთ ვაჟა გელეიშვილი.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/IMG_3851.JPG
04/05/2017 16:06

„ხეხილოვანი კულტურების გენოფონდის დაცვის თანამედროვე ღონისძიებები“

2017 წლის 4 მაისს, აგრარულ უნივერსიტეტში ჩატარდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის "საქართველოს ხეხილის გაქრობის პირას მყოფი ავტოქტონური გენეტიკური რესურსების  მოძიება, შესწავლა და შეფასები-ს" შემაჯამებელი კონფერენცია, სახელწოდებით „ხეხილოვანი კულტურების გენოფონდის დაცვის თანამედროვე ღონისძიებები“. პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი გახლავთ ზვიად ბობოქაშვილი.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/18296960_135902216951948_931525623_o.jpg
04/05/2017 11:13

,,ქართველურ და კავკასიურ ენათა ფრაზეოლოგიზმების მონაცემთა ბაზა“

28 აპრილს 14 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა რუსთავლის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის - ,,ქართველურ და კავკასიურ ენათა ფრაზეოლოგიზმების მონაცემთა ბაზის“ დასრულებასთან დაკავშირებული პრეზენტაცია. მოხსენებები გააკეთეს გრანტის სამეცნიერო თანახელმძღვანელმა პროფ. რევაზ აბაშიამ, პროფ. ცირა ბარამიძემ, პროფ. როსტომ ფარეულიძემ, პროფ. ქეთევან მარგიანმა, პროფ. რომან ლოლუამ, პროფ. რიტა მარღანიამ. პროექტის ფარგლებში გამოქვეყნდა საპრეზენტაციო მოხსენებათა მასალების კრებული. პრეზენტაციას ესწრებოდნენ აკადემიური პერსონალი, კავკასიოლოგები და სტუდენტები.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/IMG_3842.JPG
04/05/2017 10:20

საერთაშორისო კონფერენცია

2-3 მაისს, თსუ-ს პირველ კორპუსში, გაიმართა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის საანგარიშო პერიოდში დაგეგმილი საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით: „კოლექციები - კვლევა - ინტერპრეტაცია.“    კოლექციები მუდამ სამეცნიერო კვლევისა და ინტერეპრეტაციის საგანს წარმოადგენდა. სხვადასხვა მუზეუმსა თუ გალერეაში დაცული არტეფაქტების შესწავლის პროცესმა დიდწილად შეუწყო ხელი მეცნიერების განვითარებასა და არაერთი ახალი სამეცნიერო მიმართულებებისა და დარგის ჩამოყალიბებას:  ხელოვნებათმცოდნების, ეთნოლოგიის, ანთროპოლოგიის, საბუნებისმეტყველო დარგებისა და ტექნოლოგიების ისტორიიდან,  სამუზეუმო კვლევებსა და პრაქტიკამდე. სამეცნიერო კვლევები და კოლექციების ახლებური ინტერპრეტაცია, თავის მხრივ, ხელს უწყობს მუზეუმებისა და გალერეების, როგორც ინსიტიტუციების განვითარებას. სამეცნიერო აღმოჩენებმა და საგამოფენო სივრცეებში სხვადასხვა მედია საშულებებით ინტერპრეტაციამ კოლექციებს მეტად მიმზიდველი და საინტერესო გახადა ფართო საზოგადოებისთვის. საერთაშორისო კონფერენციის მიზანია  ხაზი გაუსვას როგორც კოლექციების როლს ახალი სამეცნიერო მეთოდოლოგიისა და მიდგომების ჩამოყალილებაში, ისე წარმოაჩინოს მეცნიერების წვლილი მუზეუმებისა და გალერეების განვითარებასა და პოპულარიზაციაში. კონფერენციის თემატიკა შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა: კოლექციების როლი მეცნიერების განვითარებაში. კოლექციების კვლევის სფეროში არსებული ბოლოდროინდელი სიახლეები. სამეცნიერო კვლევა, როგორც მუზეუმებისა და გალერეების განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობა. ახალი მეთოდოლოგიური ჩარჩოები. კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები მოიცავდა როგორც ზოგადი ხასიათის კვლევებს, ისე კონკრეტული მაგალითების ანალიზს.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/IMG_3848.JPG
04/05/2017 10:19

“საქართველოში კლიმატის ცვლილების გათვალისწინებით ახალი სამშენებლო კლიმატური ნორმების დადგენა“

2017 წლის 3 მაისს, გარემოს ეროვნულ სააგენტოში გაიმართა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ, ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის “საქართველოში კლიმატის ცვლილების გათვალისწინებით ახალი სამშენებლო კლიმატური ნორმების დადგენა“ დასკვნითი შეხვედრა.  პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი გახლავთ ლიანა ქართველიშვილი. სააგენტოს სპეციალისტებმა სამშენებლო-კლიმატურ ნორმებზე ისაუბრეს და პროექტის შედეგები განიხილეს. პროექტი სამშენებლო-კლიმატური ნორმების დადგენა-განახლებას ისახავს მიზნად, რის შედეგადაც მიღწეული იქნება ურბანული განვითარების სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერება.
სრულად

კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის 2016 წლის ანგარიში

03/05/2017 16:26
კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის მიერ 2016 წლს დამუშავდა და განხორციელდა მეტეოროლოგიური პარამეტრების მონიტორინგის, შეგროვებისა და ანალიზის მრავალფუნქციური სისტემა. ჩატარებული კვლევები განხორციელდა და შესრულდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხარდაჭერით. იხილეთ ანგარიში ბმულზე
სრულად