„ლიტერატურის მუზეუმის ხელნაწერთა აღწერილობა და დიგიტალიზაცია“
2017 წლის 1-ელ დეკემბერს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში, 18:00 საათზე, გაიმართა, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის, „ლიტერატურის მუზეუმის ხელნაწერთა აღწერილობა და დიგიტალიზაცია“ პრეზენტაცია. პრეზენტაციას ესწრებოდა მუზეუმის ადმინისტრაცია, შესაბამისი კვლევითი ინსტიტუტების მეცნიერი თანამშრომლები, სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლები, პროექტით დაინტერესებული სტუდენტები (მაგისტრანტები და დოქტორანტები). პროექტის ხელმძღვანელმა, ლიტერატურის მუზეუმის უნიკალური წიგნების ფონდის კურატორმა, ფილოლოგიის დოქტორმა ია ღადუამ დამსწრეთ გააცნო პროექტი და წარუდგინა პროექტის ფარგლებში გამოცემული „ლიტერატურის მუზეუმის ხელნაწერთა აღწერილობის“ (XII-XIX საუკუნეები) ოთხი წიგნი, რომელშიც შესულია პროექტის ფარგლებში აღწერილი 2636 ხელნაწერი.
სრულად