old
http://rustaveli.org.ge/images/Images/warmatebuli-proeqtebi/manana-qarchava/DSCN2895.JPG
15/01/2016 12:23

ახალი თაობის დიაბეტური პროდუქტების ტექნოლოგიების დამუშავება

2012 წლის გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა პროექტმა N AR - 30/25:  “ახალი თაობის დიაბეტური პროდუქტების ტექნოლოგიების დამუშავება“, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის  პროფესორის მანანა ქარჩავას ხელმძღვანელობით. სამეცნიერო პროექტის მიზანი იყო ახალი თაობის დიაბეტური პროდუქტების ტექნოლოგიების დამუშავება, რომლებიც  არა მარტო დაიცავდნენ ორგანიზმს   ჭარბი ნახშირწყლებისაგან, არამედ შეძლებდნენ ორგანიზმის დამცავი ფიზიოლოგიური   მექანიზმების   გააქტიურებას, იმუნიტეტის ამაღლებას, ზოგადად ორგანიზმის საერთო მდგომარეობის ნორმალიზებას და შედეგად დიაბეტიანი ადამიანის ცხოვრების თავისუფლების ხარისხის გაზრდას.  შედეგი/პროდუქტი:  დამუშავებულია სამომხმარებლო ბაზრისათვის თვისობრივად ახალი პროდუქტების, მაღალი კვებითი ღირებულების  დიაბეტური დანიშნულების შემდეგი საკონდიტრო ნაწარმის ტექნოლოგიები:  ხორბლისა და ხილის (ვაშლის, კომშის, ფეიჰოას, ციტრუსის) დიაბეტური კრეკერები,  დიაბეტური გალეტი, დიაბეტური კექსი, სააღდგომო „კულიჩი”, თაფლაკვერა, ნუშის ნამცხვარი,  თხილის ნამცხვარი, ნიგვზის ნამცხვარი,  ხაჭოს ნამცხვარი და ტორტი,  დიაბეტური არაჟნის ტორტი, დიაბეტური ნიგვზის ტორტი და შაქარლამა;  ტორტი და შაქარლამა ხილის ფქვილით,   სამარხვო ტორტი და შაქარლამა. დამუშავებულია დიაბეტური დანიშნულების უალკოჰოლო სასმელების ტექნოლოგიები საქართველოს  მინერალური წყლების ფუძეზე. სამეცნიერო ფონდის ხელშეწყობით, საგრანტო პროექტის (GNSF/ST 07/7 – 256 ,,დიაბეტური დანიშნულების პურისა და ფქვილოვანი ნაწარმის ტექნოლოგიების დამუშავება’’) ფარგლებში ასევე დამუშავებულია  დიაბეტური დანიშნულების პურის (ცილოვან - ბოჭკოვანი პური, ვიტამინშემცველი  პური,  იოდშემცველი პური;  დაბალკალორიული ლავაში),  ფქვილოვანი კულინარული ნაწარმის (დიაბეტური ხაჭაპური,  პიცა, ხინკალი),   დიაბეტური ფუნთუშისა და დიაბეტური  მაკარონის  ტექნოლოგიები. ტექნოლოგიების სიახლე დადასტურებულია საქართველოს პატენტებით: დიაბეტური ცილოვან - ბოჭკოვანი პური (პატენტი   P  4168) ვიტამინშემცველი დიაბეტური პური (პატენტი P 5614) იოდშემცველი დიაბეტური პური (პატენტი P 5631) დიაბეტური დაბალკალორიული ლავაში (პატენტი P 5834) დიაბეტური ხაჭაპური (პატენტი P 5835) დიაბეტური ფუნთუშა  (პატენტი P 5836) დიაბეტური პიცა (პატენტი P 5837) დიაბეტური ხინკალი   (პატენტი P 5263) დიაბეტური მაკარონი (პატენტი P 5264) გაკეთებულია  განაცხადები პატენტების მოსაპოვებლად შემდეგ ტექნოლოგიებზე: დიაბეტური თაფლაკვერას მიღების ხერხი (განაცხადი   №13501/01) ინგრედიენტთა კომპოზიცია დიაბეტური კრეკერისათვის (განაცხადი  №13647/01) ინგრედიენტთა კომპოზიცია მაღალი ბიოლოგიური ღირებულების დიაბეტური დანიშნულების სასმელისათვის (განაცხადი №13696/01) ახალი ტექნოლოგიები უზრუნველყოფენ დამუშავებული ნაწარმის დაბალ გლიკემიურ და  ინსულინურ ინდექსებსა და მაღალ კვებითი ღირებულებას. დაბალი გლიკემიური ინდექსი მიღწეულია: ფქვილოვან ნაწარმში  ნედლი წებოგვარას შემცველობის გაზრდის გზითა და  სახამებლის დაბალი შემცველობის მქონე  დაბალგლიკემიური და დაბალინსულინური (პურფუნთუშეულისა და ფქვილოვანი საკონდიტრო პროდუქტისათვის არატრადიციული) მცენარეული ნედლეულის გამოყენებით. დიაბეტური ნაწარმისათვის მაღალი კვებითი ღირებულების უზრუნველსაყოფად ახალ ტექნოლოგიებში გამოყენებულია  ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით მდიდარი ადგილობრივი მცენარეული ნედლეულის ფუძეზე მიღებული ნატურალური ცილოვანი, ბოჭკოვანი, ვიტამინური, ანტიოქსიდანტური დანამატები, ხილ-კენკრის პროდუქტები, სამკურნალო მცენარეები და საქართველოს მინერალური წყლები. ყველა დამუშავებულ ნაწარმს გავლილი აქვს კლინიკური აპრობაცია საქართველოს ვ. ივერიელის ენდოკრინოლოგიის, მეტაბოლოგიის და დიეტოლოგიის ცენტრში და ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოს – „წმინდა დავით აღმაშენებლის საეკლესიო ქსენონში“. ჩატარებული კლინიკური გამოკვლევების საფუძველზე დადასტურებულია ახალი ნაწარმის დაბალგლიკემიურობა (45 ერთეულზე დაბალი გლიკემიური ინდექსით) და მიღებულია რეკომენდაციები  დიაბეტის (ტიპი 2)  პრობლემების მქონე პაციენტთა კვებაში   დასანერგად. ახალი ტექნოლოგიებით მიღებულმა ყველა ნაწარმმა გაიარა საწარმოო გამოცდა ქ. ქუთაისის ფართოპროფილიან კვების საწარმო (ფაბრიკა-დამამზადებელი) -შპს „გურმანში“,   შედგენილია საწარმოო გამოცდის აქტები და დამტკიცებულია დროებით ტექნოლოგიური ინსტრუქციები. მიღებული პროდუქტი არის არა მხოლოდ დიაბეტური დანიშნულების, არამედ იგი არის დიეტური დანიშნულების პროდუქტი ჭარბი წონის, დისლიპიდემიის და მეტაბოლური სინდრომის მქონე ადამიანთათვის და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია - არის ჯანსაღი კვების პროდუქტი ნებისმიერი ჯანმრთელი ადამიანისათვის. იხილეთ პრეზენტაცია
სრულად

პირველი და მეორე რიგის შექცეული სტოქასტური დიფერენციალური განტოლებები და მათი გამოყენება სტოქასტურ მართვასა და ფინანსურ მათემატიკაში

15/01/2016 12:22
2012 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა პროექტმა N 31/68: პირველი და მეორე რიგის შექცეული სტოქასტური დიფერენციალური განტოლებები და მათი გამოყენება სტოქასტურ მართვასა და ფინანსურ მათემატიკაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ა. რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტის თანამშრომლის, მიხეილ მანიას ხელმძღვანელობით. პროექტის  ძირითადი მიზანი იყო ოპტიმალური   ინვესტირების და ჰეჯირების შეცდომის მინიმიზაციის ამოცანების შესწავლა. ეს ამოცანები თანამედროვე ფინანსური მათემატიკის საბაზისო ოპტიმიზაციის ამოცანებს წარმოადგენს და მათი ამოხსნა მჭიდროდ არის დაკავშირებული ფინანსური ვალდებულებების ფასდადების და მათთან დაკავირეული რისკის შემცირების საკითხებთან. პრაქტიკული გამოყენებების თვალსაზრისით, არსებითია ამ ამოცანების გადაწყვეტა შეზღუდული ინფორმაციისა და მოდელის განუზღვრელობის პირობებში. პროექტზე მუშაობის დროს ყურადღება იქნა გამახვილებული ორ მნიშვნელოვან შემთხვევაზე: 1)  როდესაც დაკვირვებადი ნაკადი არ შეიცავს სრულ ინფორმაციას საბაზისო აქტივების ფასებზე და 2) როდესაც საბაზისო აქტივების საშუალო ამონაგებისა და ვოლატილობის მხოლოდ დასაშვები მნიშვნელობებია ცნობილი. აღნიშნული საკითხების კვლევაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს შექცეულ სტოქასტურ დიფერენციალურ განტოლებათა  თეორია და პროექტის ერთ-ერთ მიზანს ამ თეორიის განვითარებაც წარმოადგენდა. შექცეული სემიმარტინგალური განტოლებების ამონახსნის თვისებების გამოყენებით მიღებულია  BMO- მარტინგალების ნორმების ახალი შეფასებები. ეს შეფასებები გამოყენებულია სარგებლიანობის მაქსიმიზირების ამოცანის ფასის ფუნქციის თვისებების შესასწავლად. შესწავლილია სარგებლიანობის მაქსიმიზირებისა  და ჰეჯირების ამოცანის შესაბამისი ფასის ფუნქციის ანალიზური თვისებები. ნაჩვენებია, რომ ფასის ფუნქცია ორჯერ უწყვეტად დიფერენცირებადია  და ოპტიმალური კაპიტალის პროცესი ზრდადია და დიფერენცირებადი საწყისი კაპიტალის მიმართ. ფასის პროცესის ამ თვისებებზე დაყრდნობით დამტკიცებულია, რომ  საშუალო სარგებლიანობის მაქსიმიზაციის შესაბამისი ფასის პროცესი  ბელმანის  სტოქასტური დიფერენციალური განტოლების ერთადერთ ამონახსნს წარმოადგენს. ამ განტოლების ამონახსნის საშუალებით აგებულია ოპტიმალური სტრატეგიები. პროექტის ერთ-ერთ ძირითად ამოცანას ამ პრობლემების სტატისტიკური და გამოთვლითი ასპექტების შესწავლაც წარმოადგენდა. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო რობასტული და რეკურსიული შეფასებების აგებას ზოგადი სემიმარტინგალური მოდელებისათვის. შესწავლილია სემიმარტინგალურ სტატისტიკურ მოდელებთან  დაკავშირებული  პარამეტრის რეკურსიული შეფასებების პროცედურები. რობინს-მონროს ტიპის სტოქასტურ დიფერენციალური განტოლების ამონახსნის ყოფაქცევაზე დაყრდნობით გამოყვანილია უცნობი პარამეტრის რობასტული და რეკურსიული შეფასებების ასიმპტოტური თვისებები.  განხილულია ევროპული ოფციონის ჰეჯირების ამოცანა ფინანსური ბაზრის ბლეკ-შოულსის მოდელში. როგორც ცნობილია, ჰეჯირების პრობლემის გადაწყვეტის ეფექტური მეთოდია კლარკ-ოკონეს სტოქასტური ინტეგრალური წარმოდგენის ფორმულა, მაგრამ განსახილველ  შემთხვევაში აღნიშნული ფორმულის გამოყენება ვერ ხერხდება, ვინაიდან ჩვენ მიერ განხილული გადასახადის ფუნქცია არა არის დიფერენცირებადი მალივენის აზრით. შემოთავაზებულია ჰეჯირების ამოცანის გადაჭრის არატრადიციული მეთოდი, რისთვისაც გამოყენებულია სემიმარტინგალის ლოკალური დროის ცნება და მისი კავშირი ჭვრეტად კვადრატულ მახასიათებელთან. მიღებულია ბერნშტეინის ფუნქციის ბინომური კოეფიციენტების ზედა საზღვრის შეფასებები. ეს შეფასებები გამოყენებულია განაწილების კვანტილების სტოქასტური აპროქსიმაციის მისაღებად. საგრანტო პროექტის ფარგლებში გამოიცა წიგნი- "Backward Stochastic Differential Equations and Bounded Mean Oscillation Martingales" -  Lambert Academic Publishing, United States, 2014,  B.Chikvinidze. მიღებული შედეგები წარდგინდა 3 საერთაშორისო კონფერენციაზე და  გამოქვეყნდა ამ კონფერენციების მასალებში. მიღებული შედეგების ნაწილი გამოქვეყნდა საერთაშორისო მაღალრეიტინგულ  სამეცნიერო ჟურნალებში: 2013 Robust utility maximization for a diffusion market model with misspecified coefficients, Finance and Stochastics,  Vol. 17, pp. 535–563,  Springer,  R. Tevzadze, T. Toronjadze  and T. Uzunashvili; 2013 Upper Bounds for Bernstein Basis Functions, Prokhorov and Conterporary Probability Theory, Springer Series, Vol. 33, (2013), pp.293-303, Springer, V. Gupta   and     T. Shervashidze; 2014 New proofs of some results on bounded mean oscillation martingales using backward stochastic differential equations, Journal of Theoretical Probability,Vol. 27, N. 4, pp. 1213-1228, Springer, B. Chikvinidze and M. Mania,  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/warmatebuli-proeqtebi/miranda-gudadze/5.jpg
15/01/2016 12:08

თანამედროვე დიაგნოსტიკური მიდგომები პრაქტიკულ პათოლოგიურ ანატომიაში

2015 წლის 9-11 ოქტიმბერს, ლოპოტას ტბაზე, სასტუმროში ჩატარდა კონფერენცია თემაზე - "თანამედროვე დიაგნოსტიკური მიდგომები პრაქტიკულ პათოლოგიურ ანატომიაში". კონფერენციის უმეტესი ნაწილი დაეთმო პრაქტიკული შემთხვევების განხილვასა და დისკუსიებს. თითოეული შემთხვევა წარმოდგენილ იქნა მოკლე სამეცნიერო-ლიტერატურულ მიმოხილვასთან ერთად. ამ ნაწილში დეტალურად შეფასდა თანამედროვე საერთაშორისო პროტოკოლებით მოცემული რეკომენდაციები, უახლესი მიდგომები და ხედვა დიაგნოსტიკაში. ახალგაზრდა სპეციალისტებისათვის მიწოდებული იქნა საერთაშორისო პროფესიული ორგანიზაციების მიერ შემუშავებული ალგორითმები, ასევე მონაწილეთა ინდივიდუალური გამოცდილება, რათა მათ სწორი მიმართულებით განავითარონ პროფესიული უნარ-ჩვევები. გარდა ამისა, განხილულ იქნა თანამედროვე მაღალი ტექნოლოგიების გამოყენების როლი და მნიშვნელობა პათოლოგანატომიურ დიაგნოსტიკაში და კვლევაში. შეფასდა საქართველოში უკვე დანერგილი ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენების პერსპექტივა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის შესაძლებლობები.
სრულად

ფუნქციონალურ-დიფერენციალურ და დისკრეტულ განტოლებათა ამონახსნების ასიმპტოტური ყოფაქცვის შესახებ

15/01/2016 11:54
2012 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა პროექტმა N 31/09: ფუნქციონალურ-დიფერენციალურ და დისკრეტულ განტოლებათა ამონახსნების ასიმპტოტური ყოფაქცვის შესახებ , ივ. ჯავაიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის რომან კოპლატაძის ხელმძღვანელობით. პროექტის განხორციელების მიზანი იყო ფუნქციონალურ დიფერენციალური და დისკრეტული განტოლებების ამონახსნების ასიმპტოტური ყოფაქცევის შესწავლის ახალი მეთოდის შექმნა. პროექტის განხორციელების შედეგად მიღებულ იქნა ახალი ტიპის შედეგები ფუნქციონალურ დიფერენციალურ განტოლებათა ქრობადი, რხევადი და შემოუსაზღვრელი ამონახსნების არსებობის შესახებ. შესწავლილი იქნა ემდენ-ფაულერის და წრფივი განტოლების განზოგადოებული ე.წ. არსებითად არაწრფივი და თითქმის წრფივი დიფერენციალური განტოლებები. ასეთი ტიპის განტოლებები პირველად იყო შესწავლილი.გარდა ამისა შესწავლილი იქნა დისკრეტული განტოლების ამონახსნების რხევადობის საკითხი, სადაც მიღებულია ოპტიმალური სახის შედეგები. ეს შედეგები წარმოადგენს ადრე კარგად ცნობილი შედეგების განზოგადოებას. საგრანტო პროექტის ფარგლებში მიღებული შედეგები გამოქვეყნებული იქნა 5 საერთაშორისო მაღალრეიტინგულ რეფერირებად და 3 რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალებში.ს საერთაშორისო მაღალრეიტინგულ (იმპაქტ ფაქტორის მქონე) რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვყნებული სტატიები: "On asymptotic behavior of solutions of generalized Enmden-Fowler differential equations with delay argument". 2014, Art. ID 168425, 13pp . Abstract and Applied Analysis Hindawi Publishing Corporation , რ. კოპლატაძე , ა. დომოშნიცკი . " Oscillation criteria for first order linear difference equations with several delay arguments”. 17 (2014), no. 2, 248-267 . Nonlinear Oscillations , Springer , რ. კოპლატაძე, ს. პინელას. " Oscillation criteria for differential equations with several non-monotone arguments” . 53 (2015), no. 3, 14pp. Funkcialaj Ekvacioj Japan Publications Trading Go. Ltd. რ. კოპლატაძე, ჯ. ინფანტე, ი. სტავროლაკისი . " The specific properties of solutions of first order differential equations with several delay arguments” . 50 (2015), no. 5, 229-235 . Journal of Contemporary Mathematical Analysis Springer , რ. კოპლატაძე . " On higner order generalized Emden-Fowler differential equations with delay arguments " . 18 ( 2015), no. 4, 507-526. Nonlinear Oscillations , Springer , რ. კოპლატაძე, ა. დომოშნიცკი . რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვყნებული სტატიები: ” On oscillatory properties of solutions of n-th order generalized Emden-Fowler differential equations with delay argument”. 40 ( 2014), 32-38, Reports of Seminar of I. Vekua Institute of Applied Mathematics რ. კოპლატაძე . ”Oscillation criteria for difference equations with severaldelay arguments”. 40 ( 2014), 28-31, Reports of Seminar of I. Vekua Institute of Applied Mathematics , რ. კოპლატაძე . ” Oscillation criteria for differential and discrete equations with several delays ” . 18 (2014), 3-10 , Bulletin of TICMI, რ. კოპლატაძე .
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/warmatebuli-proeqtebi/marina-beridze/Marina-beridze.jpg
15/01/2016 11:11

ქართული დიალექტური კორპუსის მორფოლოგიური ანოტირება და დიდი დიალექტური ლექსიკოგრაფიული ბაზა

2012 წლის გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა პროექტმა N 30/20: “საქართველოს ლინგვისტური პორტრეტი III _ ქართული დიალექტური კორპუსის მორფოლოგიური ანოტირება და დიდი დიალექტური ლექსიკოგრაფიული ბაზის შექმნა“ , ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი / არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის პროფესორის, მარინა ბერიძის ხელმძღვანელობით. პროექტის ძირითადი მიზანი იყო მორფოლოგიური ანოტირების კონცეფციის დამუშავება, მორფოლოგიური ანოტირების დაწყება და ანალიზატორის დიალექტური მოდულის შექმნა. აგრეთვე, ბეჭდური  ლექსიკოგრაფიული კომპონენტის გრამატიკულად მარკირება და ინტეგრირება კორპუსში. პროექტის  შედეგი და  ეფექტი: მორფოლოგიური ანოტირების პროცესში გამოყენებულ იქნა სალიტერატურო ქართული ენის ანალიზისთვის შექმნილი სისტემა ”Geo trans”-ი, რომლის საშუალებითაც შემუშავდა კორპუსის საერთო სიტყვანი. მომზადდა რამდენიმე პროგრამული ჩანართი ლექსიკოგრაფიული სამუშაოს წარმართვისა და მორფოლოგიური ანოტირების სრულყოფისათვის, ორგანიზებულ იქნა მოქნილი საძიებო სისტემა როგორც სამომხმარებლო, ისე სამუშაო ინტერფეისისთვის; მომხმარებლის ინტერესის გათვალისწინებით ცალკე კომპონენტად გამოიყო ტექსტების ბიბლიოთეკა, რამაც ინტერდისციპლინური ინტერესით ამ ტექსტების გამოყენების შესაძლებლობა გააადვილა. ცალკე სტრუქტურულ კომპონენტად შეიქმნა ლექსიკონების რედაქტორი, რომელიც ლექსიკოგრაფიულ ბაზაზე და ტექსტების კორპუსზე დაყრდნობით წარმოადგენს უნივერსალურ დიალექტურ ლექსიკონს. მისი საძიებო სისტემა სასურველი ლექსიკონის სურვილისამებრ დაგენერირების საშუალებას იძლევა (მაგალითად: ყველა დიალექტის ლექსიკონი, მხოლოდ ინგილოური ლექსიკონი, მარტო არსებითი სახელების ლექსიკონი ყველა დიალექტში, მარტო ზმნები ინგილოურში და ა. შ.). ამჟამად მომზადებულია 4 ლექსიკონი: ფერეიდნული, ინგილოური, ჩვენებურების ქართული, ლაზური. ხოლო ლექსიკოგრაფულ ბაზაში თითქმის ყველა დიალექტური წარმონაქმნის 60000-მდე გრამატიკულად მარკირებული სალექსიკონო ერთეულია ინტეგრირებული. მიღებული შედეგების ნაწილი წარდგენილი იყო საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებზე (19) და უკვე გამოქვეყნებულია  ამ ფორუმების სამეცნიერო შრომათა კრებულებში. პროექტის ფარგლებში მომზადდა სამი ელექტრონული ვებ-პორტალი: www.corpora.co _ ქართული დიალექტური კორპუსის საერთო მისამართი; http://corpora.co/#/texts _ ქდკ-ს ტექსტების კორპუსი; http://corpora.co/#/dictionaries _ ქდკ-ს ლექსიკონები ორი პუბლიკაცია გამოქვეყნდა საერთაშორისო მაღალრეიტინგულ რეფერირებად, რეცენზირებად სამეცნიერო კრებულში: 1.2015 Corpus Linguistics and interdisciplinary Perspectives on language Historical Corpora. Challenges and Perspectives, გერმანია  (CLIP),vol.5 Tubingen (Narr), მარინა ბერიძე, ლიანა ლორთქიფანიძე, დავით ნადარაია (20 გვ.); 2.2015 Dialect dictionaries and morphological annotation in the Georgian Dialect Corpus Logic, Language, and Computation;  Springer,  მარინა ბერიძე, ლიანა ლორთქიფანიძე, დავით ნადარაია
სრულად

ახალი ფიზიკის სიგნალის ძიება ATLAS ექსპერიმენტზე

15/01/2016 10:20
2012 წლის საზღვარგარეთ მოღვაწე თანამემამულე მეცნიერთა სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა პროექტმა N 13/03: ახალი ფიზიკის სიგნალის ძიება ATLAS ექსპერიმენტზე, ცერნის ასოცირებული წევრი და ატლას ექსპერიმენტის ტაილ კალორიმეტრის მომსახურეობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ირაკლი მინაშვილის ხელმძღვანელობით. პროექტის  შედეგი და   ეფექტი:  1)ATLAS დანადგარის  ტაილ ადრონულ კალორიმეტრზე არსებული დეტექტორის კონტროლის სისტემა საშუალებას იძლევა მუდმივი კონტროლის ქვეშ ვიყოლიოთ დანადგარის 20000 მეტი მნიშვნელოვალი პარამეტრი. 2)ტაილ კალორიმეტრის 180 გევ ენერგიის მქონე მიონების მიმართ გამოძახილის ფსევდო სისწრაფეზე (η) და სინათლის გამოსავალზე დამოკიდებულების შესწავლით დადგენილ იქნა, რომ, ლანდაუ-გაუს ფუნქცია გაცილებით უკეთ აღწერს მიონების სიგნალს ვიდრე მოელის ფუნქცია.     3) ტოპ კვარკის იშვიათი დაშლის  შესწავლის შედეგად მიღებული იქნა ზედა საზღვრები.    პროცესის ადრონული მოდა არ იქნა დამზერილი.დამზერილ ზღვარი 95% დამაჯერებლობის ხარისხით t → qZ  პროცესის ფარდობითი ალბათობისათვის შერჩევის კინემატიკური კრიტერიუმების თანმიმდევრულად დადების მეთოდის გამოყენებით შეადგენს , ხოლო ალბათური ანალიზის მეთოდის საშუალებიოთ შეფასებული .   4) მძიმე კვარკების და ლეპტონების  იშვიათი დაშლების თეორიულად კვლევის შედეგად მივიღეთ, რომ მინი შავი ხვრელებით ინდუცირებული ლეპტონების იშვიათი დაშლების ალბათობები შესადარია თანამედროვე ექსპერიმენტულ შეზღუდვებთან.   5)პროექტის განხორციელების პერიოდში ახალგაზრდა მონაწილეების მიერ შესრულებული იქნა სამი სადიპლომო ნაშრომი (ერთი სამაგისტრო და ორი საბაკალავრო) და ორი მონაწილე გახდა დოქტორანტი.   6) პროექტის ახალგაზრდა მონაწილემ ა.დურგლიშვილმა წარმატებით შეასრულა საკვალიფიკაციო დავალება და გახდა ATLAS კოლაბორაციის სრულუფლებიანი წევრი.   7) პროექტის ფარგლებში საგრანტო პროექტის ფარგლებში მიღებული შედეგები წარდგინდა 44 საერთაშორისო კონფერენციაზე და შედეგები გამოქვეყნდა კონფერენციების მასალებში. გამოქვეყნდა 43 პუბლიკაცია საერთაშორისო რეფერირებად მაღალრეიტინგულ ჟურნალში.   № თარიღი ნაშრომის სახელწოდება ჟურნალის  სახელწოდება გამომცემლობა შემსრულებელი 1 2015 Search for invisible particles produced in association with single-top-quarks in proton-proton collisions at √s = 8 TeV with the ATLAS detector   Eur.Phys.J. C75 (2015) 79   (2015-02-18) Springer G.Aad…,T.Djobava, ….,A.Durglishvili,….. J.Khubua,…, I.Minashvili, …M.Mosidze, … et al 2 2015   JHEP 1501 (2015) 020  Springer G.Aad…,T.Djobava, ….,A.Durglishvili,….. J.Khubua,…, I.Minashvili, …M.Mosidze, … et al 3 2015 Search for s -channel single top-quark production in proton–proton collisions at s √ = 8  TeV with the ATLAS detector   Phys.Lett. B740 (2015) 118-136  (2014-11-19) American Physical Society (APS) G.Aad…,T.Djobava, ….,A.Durglishvili,….. J.Khubua,…, I.Minashvili, …M.Mosidze, … et al 4 2015  Search for Heavy neutral Particle Decaying to em, et or mt in pp Collisions at √s = 8 TeV with the ATLAS detector arXiv:1503.04430 Cornel University G.Aad…,T.Djobava, ….,A.Durglishvili,….. J.Khubua,…, I.Minashvili, …M.Mosidze, … et al 5 2014 Electron and photon energy calibration with the ATLAS detector using LHC Run 1 data Eur.Phys.J. C74 (2014) 10, 3071  Springer G.Aad…,T.Djobava, ….,A.Durglishvili,….. J.Khubua,…, I.Minashvili, …M.Mosidze, … et al 6 2014 Measurements of spin correlation in top-antitop quark events from proton-proton collisions at s √ = 7 TeV using the ATLAS detector Phys.Rev. D90 (2014) 112016 American Physical Society (APS) G.Aad…,T.Djobava, ….,A.Durglishvili,….. J.Khubua,…, I.Minashvili, …M.Mosidze, … et al 7 2014 Measurements of normalized differential cross sections for tt ¯ production in pp collisions at s √ = 7   TeV using the ATLAS detector Phys.Rev. D90 (2014) 072004 American Physical Society (APS) G.Aad…,T.Djobava, ….,A.Durglishvili,….. J.Khubua,…, I.Minashvili, …M.Mosidze, … et al 8 2014     Comprehensive measurements of t -channel single top-quark production cross sections at s √ = 7 TeV with the ATLAS detector Phys.Rev. D90 (2014) 112006 American Physical Society (APS) G.Aad…,T.Djobava, ….,A.Durglishvili,….. J.Khubua,…, I.Minashvili, …M.Mosidze, … et al 9 2014 Search for top quark decays t → qH with H → γγ using the ATLAS detector JHEP 1406 (2014) 008 Springer G.Aad…,T.Djobava, ….,A.Durglishvili,….. J.Khubua,…, I.Minashvili, …M.Mosidze, … et al 10 2014 Measurement of the tt ¯ production cross-section using eμ events with b -tagged jets in pp collisions at s √ = 7 and 8 TeV with the ATLAS detector Eur.Phys.J. C74 (2014) 3109 Springer G.Aad…,T.Djobava, ….,A.Durglishvili,….. J.Khubua,…, I.Minashvili, …M.Mosidze, … et al 11 2014 Measurement of the top quark pair production charge asymmetry in proton-proton collisions at s √ = 7 TeV using the ATLAS detector JHEP 1402 (2014) 107 Springer G.Aad…,T.Djobava,…., J.Khubua,…, I.Minashvili, …M.Mosidze, … et al 12 2013 Measurement of Top Quark Polarization in Top-Antitop Events from Proton-Proton Collisions at s√ = 7  TeV Using the ATLAS Detector Phys.Rev.Lett. 111 (2013) 23, 232002  American Physical Society (APS) G.Aad…,T.Djobava,…., J.Khubua,…, I.Minashvili, …M.Mosidze, … et al 13 2013 Measurement of the mass difference between top and anti-top quarks in pp collisions at ( √ s )= 7 TeV using the ATLAS detector Phys.Lett. B728 (2014) 363-379 American Physical Society (APS) G.Aad…,T.Djobava,…., J.Khubua,…, I.Minashvili, …M.Mosidze, … et al 14 2013 Search for tt¯ resonances in the lepton plus jets final state with ATLAS using 4.7 fb−1 of pp collisions at s√=7 TeV Phys.Rev. D88 (2013) 1, 012004  American Physical Society (APS) G.Aad…,T.Djobava,…., J.Khubua,…, I.Minashvili, …M.Mosidze, … et al 15 2013 Measurement of the top quark charge in pp collisions at s √ = 7 TeV with the ATLAS detector JHEP 1311 (2013) 031 Springer G.Aad…,T.Djobava,…., J.Khubua,…, I.Minashvili, …M.Mosidze, … et al 16 2013 Measurement of the ttbar production cross section in the tau+jets channel using the ATLAS detector Eur.Phys.J. C73 (2013) 2328 Springer G.Aad…,T.Djobava,…., J.Khubua,…, I.Minashvili, …M.Mosidze, … et al 17 2013 Study of heavy-flavor quarks produced in association with top-quark pairs at s√=7  TeV using the ATLAS detector Phys.Rev. D89 (2014) 7, 072012  American Physical Society (APS G.Aad…,T.Djobava,…., J.Khubua,…, I.Minashvili, …M.Mosidze, … et al 18 2013 Measurement of the inclusive jet cross section in pp collisions at sqrt(s)=2.76 TeV and comparison to the inclusive jet cross section at sqrt(s)=7 TeV using the ATLAS detector Eur.Phys.J. C73 (2013) 2509  Springer G.Aad…,T.Djobava,…., J.Khubua,…, I.Minashvili, …M.Mosidze, … et al 19 2013 Improved luminosity determination in pp collisions at s√ = 7 TeV using the ATLAS detector at the LHC Eur.Phys.J. C73 (2013) 2518  Springer G.Aad…,T.Djobava,…., J.Khubua,…, I.Minashvili, …M.Mosidze, … et al 20 2013 Search for new phenomena in events with three charged leptons at /sqrts = 7 TeV with the ATLAS detecto Phys.Rev. D87 (2013) 5, 052002  American Physical Society (APS G.Aad…,T.Djobava,…., J.Khubua,…, I.Minashvili, …M.Mosidze, … et al 21 2013 Search for resonances decaying into top-quark pairs using fully hadronic decays in pp collisions with ATLAS at s√=7 TeV JHEP 1301 (2013) 116  Springer G.Aad…,T.Djobava,…., J.Khubua,…, I.Minashvili, …M.Mosidze, … et al 22 2013 Search for contact interactions and large extra dimensions in dilepton events from pp collisions at s√=7 TeV with the ATLAS detector Phys.Rev. D87 (2013) 015010  American Physical Society (APS T G.Aad…,T.Djobava,…., J.Khubua,…, I.Minashvili, …M.Mosidze, … et al 23 2013 Search for Extra Dimensions in diphoton events using proton-proton collisions recorded at s√=7 TeV with the ATLAS detector at the LH New J.Phys. 15 (2013) 043007  IOP Publishing G.Aad…,T.Djobava,…., J.Khubua,…, I.Minashvili, …M.Mosidze, … et al 24 2013 Search for pair production of heavy top-like quarks decaying to a high-pT W boson and a b quark in the lepton plus jets final state at s√=7 TeV with the ATLAS detector Phys.Lett. B718 (2013) 1284-1302  American Physical Society (APS) G.Aad…,T.Djobava,…., J.Khubua,…, I.Minashvili, …M.Mosidze, … et al 25 2013 Search for resonant top plus jet production in tt ¯ + jets events with the ATLAS detector in pp collisions at s √ = 7 TeV Phys.Rev. D86 (2012) 091103 American Physical Society (APS) G.Aad…,T.Djobava,…., J.Khubua,…, I.Minashvili, …M.Mosidze, … et al 26 2013 ATLAS search for new phenomena in dijet mass and angular distributions using pp collisions at s√=7 TeV JHEP 1301 (2013) 029  Springer G.Aad…,T.Djobava,…., J.Khubua,…, I.Minashvili, …M.Mosidze, … et al 27 2012 Measurements of the pseudorapidity dependence of the total transverse energy in proton-proton collisions at s√=7TeV with ATLAS JHEP 1211 (2012) 033  Springer G.Aad…,T.Djobava,…., J.Khubua,…, I.Minashvili, …M.Mosidze, … et al 28 2013 Search for new phenomena in the WW to ℓνℓ' ν' final state in pp collisions at s√=7 TeV with the ATLAS detector Phys.Lett. B718 (2013) 860-878  American Physical Society (APS) G.Aad…,T.Djobava,…., J.Khubua,…, I.Minashvili, …M.Mosidze, … et al 29 2013 Measurement of charged-particle event shape variables in s√=7 TeV proton-proton interactions with the ATLAS detector Phys.Rev. D88 (2013) 3, 032004  American Physical Society (APS) G.Aad…,T.Djobava,…., J.Khubua,…, I.Minashvili, …M.Mosidze, … et al 30 2013 Measurements of top quark pair relative differential cross-sections with ATLAS in pp collisions at s√=7 TeV Eur.Phys.J. C73 (2013) 2261  Springer G.Aad…,T.Djobava,…., J.Khubua,…, I.Minashvili, …M.Mosidze, … et al 31 2012 Underlying event characteristics and their dependence on jet size of charged-particle jet events in pp collisions at s√=7 TeV with the ATLAS detector Phys.Rev. D86 (2012) 072004  American Physical Society (APS) G.Aad…,T.Djobava,…., J.Khubua,…, I.Minashvili, …M.Mosidze, … et al 32 2012 A search for tt¯ resonances in lepton+jets events with highly boosted top quarks collected in pp collisions at s√=7TeV with the ATLAS detector JHEP 1209 (2012) 041  Springer G.Aad…,T.Djobava,…., J.Khubua,…, I.Minashvili, …M.Mosidze, … et al 33 2012 Measurement of event shapes at large momentum transfer with the ATLAS detector in pp collisions at s√=7 TeV Eur.Phys.J. C72 (2012) 2211  Springer G.Aad…,T.Djobava,…., J.Khubua,…, I.Minashvili, …M.Mosidze, … et al 34 2012 A search for flavour changing neutral currents in top-quark decays in pp collision data collected with the ATLAS detector at s√=7 TeV JHEP 1209 (2012) 139  Springer G.Aad…,T.Djobava,…., J.Khubua,…, I.Minashvili, …M.Mosidze, … et al 35 2012 Evidence for the associated production of a W boson and a top quark in ATLAS at s√=7 TeV Phys.Lett. B716 (2012) 142-159  American Physical Society (APS) G.Aad…,T.Djobava,…., J.Khubua,…, I.Minashvili, …M.Mosidze, … et al 36 2012 A search for tt¯ resonances with the ATLAS detector in 2.05 fb−1 of proton-proton collisions at s√=7 TeV Eur.Phys.J. C72 (2012) 2083  Springer G.Aad…,T.Djobava,…., J.Khubua,…, I.Minashvili, …M.Mosidze, … et al 37 2012 Measurement of the t-channel single top-quark production cross section in pp collisions at s√=7 TeV with the ATLAS detector Phys.Lett. B717 (2012) 330-350  American Physical Society (APS) G.Aad…,T.Djobava,…., J.Khubua,…, I.Minashvili, …M.Mosidze, … et al 38 2012 Measurement of the top quark pair cross section with ATLAS in pp collisions at sqrt(s) = 7 TeV using final states with an electron or a muon and a hadronically decaying τ lepton Phys.Lett. B717 (2012) 89-108  American Physical Society (APS) G.Aad…,T.Djobava,…., J.Khubua,…, I.Minashvili, …M.Mosidze, … et al 39 2012 Measurement of the top quark mass with the template method in the tt ¯ -> lepton + jets channel using ATLAS data Eur.Phys.J. C72 (2012) 2046 Springer G.Aad…,T.Djobava,…., J.Khubua,…, I.Minashvili, …M.Mosidze, … et al 40 2012 Measurement of tt ¯ production with a veto on additional central jet activity in pp collisions at sqrt(s) = 7 TeV using the ATLAS detector Eur.Phys.J. C72 (2012) 2043 Springer G.Aad…,T.Djobava,…., J.Khubua,…, I.Minashvili, …M.Mosidze, … et al 41 2012 Search for FCNC single top-quark production at s √ = 7 TeV with the ATLAS detector Phys.Lett. B712 (2012) 351-369 American Physical Society (APS) G.Aad…,T.Djobava,…., J.Khubua,…, I.Minashvili, …M.Mosidze, … et al 42 2012 Measurement of the cross section for top-quark pair production in pp collisions at s √ = 7 TeV with the ATLAS detector using final states with two high-pt leptons JHEP 1205 (2012) 059 Springer G.Aad…,T.Djobava,…., J.Khubua,…, I.Minashvili, …M.Mosidze, … et al 43 2012 Measurement of the top quark pair production cross-section with ATLAS in the single lepton channel Phys.Lett. B711 (2012) 244-263 American Physical Society (APS) G.Aad…,T.Djobava,…., J.Khubua,…, I.Minashvili, …M.Mosidze, … et al  
სრულად

ინოვაციური დროის რეალურ მასშტაბში მომუშავე პოლარიმეტრული მოწყობილობის შემუშავება სხვადასხვა კონსტრუქციებსა და დეტალებში დაძაბული მდგომარეობის განაწილების განსაზღვრისათვის

15/01/2016 09:47
2012 წლის გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა პროექტმა N AR - 30/22: ინოვაციური დროის რეალურ მასშტაბში მომუშავე პოლარიმეტრული მოწყობილობის შემუშავება სხვადასხვა კონსტრუქციებსა და დეტალებში დაძაბული მდგომარეობის განაწილების განსაზღვრისათვის”, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კიბერნეტიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელის, გიორგი კაკაურიძის ხელმძღვანელობით. კვლევების შედეგად პროექტში შემუშავდა ობიექტებში მექანიკური დაძაბულობების განაწილების რაოდენობრივი განსაზღვრის, რეალურ დროში მომუშავე პოლარიმეტრიული მეთოდი, რომელიც დაფუძნებულია ობიექტის ზედაპირიდან არეკვლილი სინათლის პოლარიზაციის მდგომარეობის განსაზღვრაზე. პოლარიზაციის მდგომარეობის მაანალიზებელ ელემენტად გამოიყენება მხოლოდ ერთი, ავტორების მიერ შემუშავებული ინტეგრალური პოლარიზაციულ-ჰოლოგრაფიული დიფრაქციული ელემენტი, რომელიც იძლევა  სინათლის პოლარიზაციის მდგომარეობის სრული ანალიზის ჩატარების შესაძლებლობას რეალურ დროში, ელემენტზე ფორმირებული დიფრაგირებული კონების ინტენსიობების ერთდროული გაზომვის გზით, სტოქსის ოთხივე პარამეტრის განმსაზღვრელად, შემუშავებული პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით. ჩატარდა სხვადასხვა მასალებისაგან დამზადებულ ნიმუშებში მექანიკური ერთღერძიანი და ორღერძიანი დაძაბულობებისა და მათი ზედაპირიდან არეკვლილი სინათლის პოლარიზაციის მდგომარეობის ცვლილებას შორის კავშირის, აგრეთვე ამ განაწილების დისპერსიის სხვადასხვა დატვირთვაზე დამოკიდებულების ექსპერიმენტული გამოკვლევა და შეიქმნა შესაბამისი მონაცემთა ბაზა. მეთოდი დისტანციურია, არედესტრუქციული და უნივერსალური, ვინაიდან საშუალებას იძლევა გაიზომოს დაძაბულობა სხვადასხვა მასალებისაგან დამზადებულ კონსტრუქციებში: გამჭვირვალე და გაუმჭვირვალე, ლითონის და დიელექტრიკის. ამ მეთოდის  რეალიზაციისათვის გამოყენებული ხელსაწყო გამორჩეული იქნება კომპაქტურობით,  შედარებითი სიმარტივითა  და  დაბალი ფასით. მეთოდი არ საჭიროებს კონსტრუქციების ფოტოდრეკადობის უნარის მქონე მასალებისაგან დამზადებული გამჭვირვალე მოდელების გამოყენებას, ან აღნიშნული მასალისგან ფირფიტების დაწებებას გამოსაკვლევ კონსტრუქციაზე.    დაძაბული მდგომარეობის განაწილება პოლადი 45–ის ნიმუშში სხვადასხვა დატვირთვის დროს: 0, 10, 20, 30, 40 kN.   საგრანტო პროექტის ფარგლებში მიღებული შედეგები წარდგინდა საერთაშორისო კონფერენციებზე და შედეგები გამოქვეყნდა კონფერენციების მასალებში. მიღებული შედეგების ნაწილი გამოქვეყნდა საერთაშორისო მაღალრეიტინგულ რეფერირებად, რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალებში: Kakauridze , B.Kilosanidze , T.Kvernadze , G.Kurkhuli "A new real-time polarimetric method for determining the distribution of stressed state in different constructions", Proc. SPIE 9369, Photonic Instrumentation Engineering II, Eds.: Yakov G. Soskind; Craig Olson, 93690U, 2015. Chaganava, G.Kakauridze, B.Kilosanidze, Yu.Mshvenieradze, “Vector photochromism in polarization- sensitive materials,“ Optics Letters, vol. 39, No.13, pp. 3841-3844,  2014.    მომზადდა განაცხადი პატენტზე.
სრულად

გლობულური ცილების ენერგეტიკული ბუნება: კვანტური ეფექტების და კონფორმაციული ფლექსიბილობის როლი და გამოვლინება ფუნქციასა და სტაბილობაში

13/01/2016 17:53
პროექტის დასახელება: 2011 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო  საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა პროექტმა N 11/14 – “გლობულური ცილების ენერგეტიკული ბუნება: კვანტური ეფექტების და კონფორმაციული ფლექსიბილობის როლი და გამოვლინება ფუნქციასა და სტაბილობაში”, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის პროფესორის დიმიტრი ხოშტარიას ხელმძღვანელობით (საგრანტო პროექტის თანამონაწილე ორგანიზაცია: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი). პროექტის  შედეგი და   ეფექტი: ამ პროექტის ფარგლებში ტარდებოდა, ერთის მხრივ,  კვლევისთვის ადრე აპრობირებული ობიექტების - გლობულური ცილების შემდგომი ჩაღრმავებული კვლევა როგორც ეხსპერიმენტული, ისე თეორიულ/კომპიუტერული მეთოდების და მიდგომების გამოყენებით; მეორეს მხრივ, დაიგეგმა და განხორციელდა სტრუქტურულად და ფუნქციურად სრულიად ან ნაწილობრივად განსხვავებული ჟანგვა-აღდგენითი ფუნქციის მქონე ცილების,, ასევე ბიომიმეტიკური სენსორული ობიექტის - თვითაწყობად ფირში „ჩაჭერილი“ სპილენძის იონების  მონაწილეობით ელექტრონული გადასვლების ჩაღრმავებული კვლევები. მიღებული შედეგები და მათი ეფექტი მოცემულია ქვევით, კვლევის ობიექტების მიხედვით: (A) a-ქიმოტრიპსინის (a-CT) შემთხვევაში შესწავლილი იყო დუალისტური ბუნების ორგანული ნივთიერების, დიმეთილსულფოქსიდის (DMSO) დანამატების გავლენა ამ ცილა-ფერმენტის როგორც კატალიზურ აქტივობაზე, ისე თერმოდინამიკურ სტაბილობაზე, გარემოს pH-ის ორი განსხვავებული მნიშვნელობისას.  კვლევებმა დაადგინა a-CT-ზე DMSO-ს დანამატების ზეგავლენის რთული ბუნება, რომელიც გარემოს pH-ის 8.3 მნიშვნელობის დროს გამოვლინდა, ამ ნივთიერების ზემოქმედების დუალისტურ, დანამატის მცირე კონცენტრაციების პირობებში მასტაბილებელ, ხოლო შემდგომ - მადესტაბილებელ ხასიათში [1]. ასევე შესწავლილი იყო a-CT სტაბილობაზე ახალი ტიპის ორგანული - პროტონული მარილის, ქოლინ დიჰიდროგენ ფოსფატის ([ch][dhp]) დანამატების გავლენა; გამოვლენილ იქნა ცილის თერმოდინამიკური სტაბილიზაციის საგულისხმო ეფექტი [4]. (B) ქ. ერლანგენის (გერმანია) და პიტსბურგის (აშშ) უნივერსიტეტებთან უკვე ტრადიციული სამეცნიერო თანამშრომლობის ფარგლებში, ციკლური ვოლტამპერომეტრიის მეთოდით შესწავლილი იყო ელექტროდთან ელექტრონის მიმოცვლა რედოქს-აქტიური ცილის აზურინის (Az) მონაწილეობით. Az იმობილიზებული იყო Au-ელექტროდებზე დატანილ ალკანთიოლის ფირებზე. ექსპერიმენტული კვლევა ამჯერად ტარდებოდა [ch][dhp]-ის დანამატების მაღალი (90 წონით %-მდე) კონცენტრაციის პირობებში (ზებლანტ გარემოში), როდესაც ცილის გარემოცვაში დანამატის ერთ იონ-წყვოლზე მოდის წყლის მხოლოდ 1-2 მოლეკულა. ამ დანამატის კონცენტრაციის, ასევე გარემოს ტემპერატურის და წნევის ვარირების ხარჯზე, ელექტრონის მიმოცვლის პროცესის დინამიკური მახასიათებლები იცვლებოდა უაღრესად ფართო დიაპაზონში, რამაც მოგვცა საშუალება პირველად მეცნიერების ისტორიაში დაგვეფიქსირებინა შინაგანი ფიზიკური მექანიზმების ახალი ტიპის ურთიერთგარდასახვები ცილის და მისი გარემოს ფაქტობრივად მინისებურო მდგომარეობასთან მიახლოებულ პირობებში [2]. (C) ქ. ერლანგენის (გერმანია) უნივერსიტეტთან ერთობლივად, ციკლური ვოლტამპერომეტრიის მეთოდით ჩვენ ასევე შევისწავლეთ Au-ელექტროდზე დატანილ ალკათიოლის ფირებზე იმობილიზებული, ან თავისუფალი დიფუზიის რეჟიმში მყოფი მიოგლობინის (Mb) ელექტროდთან ელექტრონების მიმოცვლის ფიზიკური მექანიზმები. გარემოს ტემპერატურის და წნევის ვარირების პირობებში ჩატარებული სისტემატური კვლევების ხარჯზე დადგენილ იქნა, რომ ელექტროდებზე დატანილ ალკანთიოლურ ფირებთან Mb-ის ურთიერთქმედების სიძლიერე, ანუ Mb-ის მაკრომოლეკულის კონფორმაციული ძვრადობის (დინამიკის) ხარისხი არსებითად განაპირობებს Mb-ის ბიომოლეკულის მონაწილეობით მიმდინარე ელექტრონების მიმოცვლის პროცესების ფიზიკურ ბუნებას: ხისტად იმობილიზებული  Mb-ის შემთხვევაში ბიომოლეკულის კონფორმაციული ძვრადობის შეზღუდულობა ასევე ზღუდავს ელექტრონის გადასვლებთან შეუღლებული ლიგანდის (ამ შემთხვევში, წყლის მოლეკულის) გადაადგილებებს. შესაბამისად, ელექტრონის გადასვლა ხდება ადვილად და სწრაფად [3,7]. ხოლო, იმ შემთხვევაში, როდესაც Mb „თავისუფალია“, ე.წ. კოორდინირებული წყლის მოლეკულა აქტიურად მონაწილეობს პროცესში და, შესაბამისად, „ამუხრუჭებს“ ელექტრონების მიმოცვლის სიჩქარეს [3,7]. (D) ქ. გრინსბოროს (აშშ) უნივერსიტეტთან ერთობლივად, ციკლური ვოლტამპერომეტრიის მეთოდით აგრეთვე შესწავლილი იყო გრაფიტის (GC) ელექტროდებზე დატანილ, თავის მხრივ, პოლიმერების საშუალებით გააქტივებულ ნახშირბადის ნანომილაკებზე (CNT) იმობილიზებული ცილა-ფერმენტის, გლუკოზ ოქსიდაზის (GOx) ელექტრონული მიმოცვლა GC ელექტროდებთან. GOx-ის ბიოლოგიური ფუნქცია, საერთო ჯამში, უფრო რთულია, ვიდრე მხოლოდ ელექტრონენის გადატანა (მიმოცვლა). მისი ბუნებრივი სუბსტრატის, გლუკოზის არყოფნის შემთხვევაში, მისი აქტიური კო-ფაქტორი ფლავინ ადენინ დინუკლეოტიდი (FAD) მონაწილეობს ელექტროდთან ერთდროულად ორი პროტონის გადასვლებთან შეუღლებულ ორი ელექტრონის მიმოცვლის პროცესში. ჩვენმა კვლევებმა აჩვენა, რომ ხდება გააქტივებული CNT-ბოლოების (ფაქტობრივად, ნანოელექტროდების) შეღწევა GOx-ის აქტიურ ცენტში და FAD-ის კო-ფაქტორთან უშუალო დაახლოება (Direct “Wiring”), ხოლო შემდგომ ხორციელდება რნიშნული შეუღლებული პროცესი [6]. (E) ასევე შესწავლილი იყო ბიომიმეტიკური ობიექტის - Au-ელექტროდზე დატანილ თვითაწყობად ფირში იმობილიზებული („ჩაჭერილი“) სპილენძის იონების მონაწილეობით ელექტროდთან ელექტრონული მიმოცვლის პროცესი, გარემოს ტემპერატურის და წნევის ვარირების პირობებში. კვლევებმა გამოავლინა ელექტრონის მიმოცვლის პროცესზე  „მინისებური“ გარემოს ძლიერი არაერგოტიკული და არაწრფივი გავლენისთვის დამახასიათებელი ეფექტები [5]. (D) ასევე განხორციელდა Mb-ის და ქრომოფორული ლიგანდის, პროფლავინის (Pf) კომპლექსის წინასწარი კვლევა კომპიუტერული მოდელირების მეთოდის გამოყენებით, ამ ორ ობიექტს შორის ელექტრონის ფოტოფიზიკური გადატანის შემდგომი ექსპერიმენტული კვლევების პირობების დადგენის მიზნით. წინასწარმა კვლევამ გამოავლინეს ზემოაღნიშნული კომპლექსის  გამოკვეთილი სტრუქტურა, რომელსაც კონფორმაციულ სივრცეში შეესაბამება კარგად გამოხატული ენერგეტიკული მინიმუმი [8]. საგრანტო პროექტის ფარგლებში მიღებული შედეგები, ორიგინალური სტატიების სახით, გამოქვეყნებულ იქნა 7 საერთაშორისო, რეფერირებად და რეცენზირებად, უმთავრესად მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალებში: Tretyakova, M. Shushanyan, T. Partskhaladze, M. Makharadze, R. van Eldik & D.E. Khoshtariya, Simplicity within the compl exity: bilateral impact of DMSO on the functional and unfolding patterns of a -chymotrypsin. Biophysical Chem. (Elsevier B.V.), 2013, v.175, p.17-27. Uchaneishvili, M. Makharadze, M. Shushanyan, R. van Eldik & D.E. Khoshtariya, Notable stabilization of α -chymotrypsin by the protic ionic additive, [ch][dhp]: Calorimetric evidence for a fine enthalpy/entropy balance. ISRN Biophysics (Hindawi Publishers), 2014, Article No. 834189 (6 p.) E. Khoshtariya, T.D. Dolidze, T. Tretyakova, D.H. Waldeck and R. van Eldik, Electron transfer with azurin at Au/SAM junctions in contact with a protic ionic melt: Impact of glassy dynamics. Phys. Chem. Chem. Phys. (Royal Cemical Society, UK) 2013, v.15, p. 16515-16526. E. Khoshtariya, T.D. Dolidze, M. Shushanyan, & R. van Eldik, Long-range electron transfer with myoglobin immobilized at Au/mixed-SAM junctions: Mechanistic impact of the strong protein confinement. J. Phys. Chem. B. (American Chemical Society, USA), 2014, v.118, p.692-706. E. Khoshtariya, T.D. Dolidze, T. Tretyakova, & R. van Eldik, Electron transfer with self-assembled copper ions in Au-deposited biomimetic films: mechanistic ‘ anomalies ’ disclosed by temperature- and pressure-assisted fast-scan voltammetry . J. Phys. D: Appl. Phys. (IOP Publishing, UK), 2015, v.48, Article No. 513699, (11 p.). Liu, T.D. Dolidze, S. Singhal, D.E. Khoshtariya, & J. Wei, New Evidence for A Quasi-Simultaneous Proton-Coupled Two-Electron Transfer and Direct Wiring for Glucose Oxidase Captured by The Carbon Nanotube-Polymer Matrix . J. Phys. Chem. C (American Chemical Society, USA), 2015, Submitted. D. Dolidze, M. Shushanyan, & D.E. Khoshtariya, Electron transfer with myoglobin in free and strongly confined regimes: disclosing diverse mechanistic role of the Fe-coordinated water by temperature- and pressure-assisted voltammetric studies . J. Coord. Chem . (Taylor and Francis, UK), 2015, v.68, p.3164-3180.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/warmatebuli-proeqtebi/ia-pipia/vazi.jpg
13/01/2016 17:13

ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაცია (OIV)

2015  წლის მოკლევადიან ინდივიდუალურ სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა პროექტმა, N 03/20, სათაურით - ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაცია (OIV), საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მოლეკულური გენეტიკის ინსტიტუტის, ასისტენტ პროფესორის, ია ფიფიას ხელმძღვანელობით. 2015 წლის 5-10 ივლისს, ქ. მაინცში (გერმანია) ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდითა და გერმანიის საკვებისა და სოფლის მეურნეობის ფედერალური სამინისტროს მასპინძლობით გაიმართა ვაზისა და ღვინის 38-ე მსოფლიო კონგრესი, რომლის ძირითად მიზანსაც დარგში არსებული უახლესი სამეცნიერო მიღწევებისა და პრობლემების განხილვა წარმოადგენდა. კონგრესის ძირითად მიმართულებებეს შეადგენდა: მევენახეობა, ენოლოგია, ეკონომიკა და კანონმდებლობა, უსაფრთხოება და ჯანდაცვა. სამოგზაურო გრანტის ფარგლებში დაფინანსებული აპლიკაცია, კონგრესზე წარდგენილ იქნა ზეპირი მოხსენების სახით ა.წ. 7 ივლისს, სექციაში მევენახეობა. მოხსენებაში წარმოდგენილი იყო მონაცემები, რომლებიც მიღებული იქნა ქართველი მკვლევარების მიერ ქართული და სამხრეთ კავკასიის ველური ვაზის მოლეკულური გენეტიკის საკითხების კვლევის ფარგლებში. კვლევამ დიდი ინტერესი გამოიწვია, გაიმართა საინტერესო დისკუსია, რომელიც სექციის სხდომის დასრულების შემდეგაც გაგრძელდა. კვლევის მიმართ უცხოელი სპეციალისტების დაინსტერესება, ახალი სამეცნიერო კონტაქტები ადასტურებს კონგრესში მონაწილების მნიშვნელობას კვლევის სამომავლო განვითარებისა და გაფართოებისათვის. 2015 წლის 10 სექტემბერს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში სამოგზაურო გრანტის მფლობელის, ია ფიფიას მიერ წარმოდგენილი იქნა საჯარო საინფორმაციო პრეზენტაცია კონგრესში მონაწილეობისა და შედეგების შესახებ. შეხვედრას ესწრებოდნენ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები და დაინტერესებული პირები.
სრულად

ქართველოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა - SS/12/1-20/14

13/01/2016 13:58
2014 წლის ქართველოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლის პროგრამაში გაიმარჯვა პროექტმა N SS/12/1-20/14, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ელგუჯა ხინთიბიძის ხელმძღვანელობით. სკოლის პროგრამისა და სწავლების სპეციფიკიდან გამომდინარე, უცხოელ მსმენელთა რაოდენობა განსაზღვრული იყო 10-12 მონაწილით. საზაფხულო სკოლის ხანგრძლივობას შეადგენდა 6 კვირაა (აქედან 5 კვირა ქართული ენის ინტენსიური სწავლებისთვის და ლექციები ქართველოლოგიის სხვადასხვა დარგში). ქართული ენის ინტენსიური სწავლებისთვის მსმენელები ქართული ენის ცოდნის დონის მიხედვით დაყოფილ იქნენ რამდენიმე ჯგუფებად. ენის სწავლებას უძღვებოდა ერთი უფროსი პედაგოგი და რამდენიმე მასწავლებელი. სალექციო და სემინარული მეცადინეობა ქართულ ენაში მიმდინარეობდა ყოველდღიურად 4 აკადემიური საათის ხანგრძლივობით. ყოველდღიურად თითოეული სტუდენტი ინდივიდუალური მასწავლებლის დახმარებით გადიოდა პრაქტიკულ მუშაობის 1 აკადემიური საათის ხანგრძლივობით.           საზაფხულო სკოლის ფარგლებში უცხოელი მსმენელები გაეცნენ საქართველოს ძველ და თანამედროვე კულტურულ ცხოვრებას: ყოველი კვირის ბოლოს ტარდებოდა ექსპედიციები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში. საორგანიზაციო ჯგუფმა მოამზადა საგანგებო საპრეზენტაციო მასალა. ექსპედიციების შემდეგ ჩატარდა ვორქშოფები, რომლებზეც ”სკოლის” მონაწილებმა შეაჯამეს  ექსპედიციის შედეგები. გამოიცა ბუკლეტები და ბროშურები ბუკლეტის „საერთაშორისო ქართველოლოგიური საზაფხულო სკოლა 2014“ .  
სრულად