old
http://rustaveli.org.ge/images/horizon-europe.jpg
08/06/2018 18:04

ფონდი ავრცელებს ევროკომისიის განცხადებას ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალი ჩარჩო პროგრამის 2021 – 2027 წლების ბიუჯეტის შესახებ

ფონდი ავრცელებს ევროკომისიის განცხადებას ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალი ჩარჩო პროგრამის 2021 – 2027 წლების ბიუჯეტის შესახებ. „ჰორიზონტი ევროპა“ -  ევროკავშირის მომდევნო ჩარჩო პროგრამა, რომელსაც საფუძვლად უდევს პროექტ „ჰორიზონტი 2020“ - ის სამეცნიერო - კვლევითი მიღწევები და შედეგები. სანამ ევროპული კვლევით საბჭო და მარი სკლადოვსკა - კიურის პროგრამა განაგრძნობს სამეცნიერო სფეროს განვითარებასა და დახვეწას, „ჰორიზონტი ევროპა“ ასევე შესთავაზებს საზოგადოებას შემდეგ შესაძლებლობებს: A European Innovation Council (EIC) - ევროპული ინოვაციების საბჭო, რომელიც ამჟამად არის საპილოტე პროექტი, წარმოადგენს ევროკავშირის საინოვაციო განვითარების მთავარ მამოძრავებელს, რომელიც ხელს შეუწყობს საბაზრო სისტემის განვითარებასა და მრავალფეროვანი კონკურენციის წახალისებას. პროექტი იქნება მაღალი რისკის მქონე, მაგრამ პერსპექტიული სტარტაპების დაფინანსებისა და წახალისების მთავარი წყარო; ევროკავშირის მასშტაბით შექმნილი კვლევისა და ინოვაციების ახალი მისიები , რომლებიც კონცენტრირებულნი იქნებიან ეფექტურ სოციალურ ცვლილებებზე და ინდუსტრიული კონკურენციის ზრდაზე. „ჰორიზონტი ევროპის“ ფარგლებში ევროკომისია ჩამოაყალიბებს ახალ მისიებს, რომელთაც ექნებათ გამჭვირვალე და ამბიციური მიზნები, მათ შორის კიბოს წინააღმდეგ ბრძოლა და ოკეანეების დაბინძურების აღკვეთა. აღნიშნული მისიების შექმნასა და მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ მოქალაქეები, ევროპული პარლამენტი, ევროკავშირის წევრი ქვეყნები და სხვადასხვა დაინტერესებული მხარეები; პროცესების გამჭვირვალობა : სამეცნიერო პროცესების გამჭვირვალობა იქნება „ჰორიზონტი ევროპის“ მთავარი სამუშაო ფორმატი და ოპერირების პრინციპი. აღნიშნული პრინციპი უზრუნველყოფს საბაზრო განვითარებისა და აღმასვლის პროცესს. დამატებითი ინფორმაცია, შეგიძლიათ იხილოთ ევროკომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე .
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/UNESCO-Young-Professionals-Programme-YPP-2018-300x167.jpg
07/06/2018 11:21

იუნესკოს ახალგაზრდა პროფესიონალების პროგრამა

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას UNESCO-ს მიერ გამოცხადებული 2018 წლის ახალგაზრდა პროფესიონალების პროგრამის შესახებ ( Young Professional Programme) . აღნიშნული პროგრამის მიზანია პროფესიონალი ახალგაზრდების ჩართვა იუნესკოს საქმიანობაში ორგანიზაციის სათაო ოფისში ან მის რეგიონალურ ბიუროებში მსოფლიოს მასშტაბით. ორგანიზაციის ადამიანური რესურსების მართვის ბიუროს წესების თანახმად, ქვეყანას აქვს უფლება წარადგინოს მაქსიმუმ 15 კანდიდატი 2018 წლის 27 ივლისამდე.  2018 წლის 31 დეკემბრისთვის კანდიდატები უნდა იყვნენ არაუმეტეს 32 წლის, სრულყოფილად ფლობდნენ ინგლისურ ან ფრანგულ ენებს და ჰქონდეთ მინიმუმ მაგისტრის დიპლომი. პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი უნდა წარადგინონ ელექტრონულად, ელ-ფოსტაზე: unesco@mfa.gov.ge   2018 წლის 29 ივნისამდე შემდეგი დოკუმენტაცია : CV - ქართულ და ინგლისურ ენაზე; სამოტივაციო წერილი - ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე (წერილი უნდა შეიცავდეს მაქსიმუმ 500 სიტყვას და ასახავდეს აპლიკანტის ხედვას ორგანიზაციაში მის როლთან მიმართებაში - როგორ ხედავს ის საკუთარ თავს ორგანიზაციის სისტემაში და რა წვლილის შეტანა შეუძლია მის ცოდნას, გამოცდილებას და მისწრაფებას ორგანიზაციის მანდატით გათვალისწინებულ საქმიანობაში). იუნესკოს სათაო ოფისს კანდიდატურებს წარუდგენს საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისია. კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია   იუნესკოს ეროვნული კომისიის ვებგვერდზე, იხილეთ ბმული .
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/lk.jpg
06/06/2018 13:28

ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) მომდევნო პრეზიდენტის შესარჩევად კომიტეტი შეიქმნა

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროპის კვლევების საბჭოს (ERC) მომდევნო პრეზიდენტის შესარჩევად შექმნილი კომიტეტის შესახებ. უმაღლესი კომიტეტი შედგება გამორჩეული სამეცნიერო მიღწევების მქონე ექსპერტებისაგან; მათი რეკომენდაციის საფუძველზე არჩეულ იქნება ERC-ის  მომდევნო პრეზიდენტი, რომელიც ჩაანაცვლებს ამჟამინდელ პრეზიდენტს, ჟან-პიერ ბურჟინიონს . ევროკავშირის კვლევის, მეცნიერებისა და ინოვაციების კომისრის კარლოს მოედაშის განცხადებით, ERC-ის ახალი პრეზიდენტის შესარჩევად შექმნილი უმაღლესი კომიტეტის თავმჯდომარე იქნება ევროკავშირის ყოფილი კომისარი, მილანის ბოკონის უნივერსიტეტის პრეზიდენტი და იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მარიო მონტი. კომიტეტი წარადგენს რეკომენდაციებს ევროკომისიაში, რის საფუძველზეც არჩეულ იქნება ევროპული კვლევების საბჭოს პრეზიდენტი 2020 წლის 1 იანვრიდან.  მოედაშის განცხადებით, ევროპული კვლევების საბჭოს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი როლი ექნება ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის მომდევნო ჩარჩო პროგრამაში.  კომიტეტის შემადგენლობა: თავმჯდომარე: მარიო მონტი ჰელგა ნოვოტნი - ERC-ის სამეცნიერო საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი; ფაბიოლა ჯიანოტი - ევროპის ატომური კვლევითი ორგანიზაციის დირექტორი; კარლ-ჰენრიხ ჰელდინი- ნობელის ფონდის საბჭოს ხელმძღვანელი, ლუდვიგის ინსტიტუტის დირექტორი უფსალას უნივერსიტეტში; ჯულს ჰოფმანი - ინტეგრირებული ბიოლოგიის ხელმძღვანელი სტრასბურგის უნივერსიტეტში, მედიცინის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი 2011წ წელს; ელის გასტი - ლონდონის იმპერიული კოლეჯის პრეზიდენტი; მაციეჟ ზულიცზი - პოლონეთის სამეცნიერო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი და პრეზდენტი. დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ იხილოთ ინფორმაცია ვებგვერდზე .
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/Capture-Sb.PNG
05/06/2018 14:16

საერთაშორისო კონფერენცია - “ინოვაციური ევროპა? ევროკავშირის ინოვაციების ახალი სტრატეგია“

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას საერთაშორისო კონფერენციის შესახებ “ ინოვაციური ევროპა? ევროკავშირის ინოვაციების ახალი სტრატეგია“, რომელიც გაიმართება მიმდინარე წლის 5 ივნისს 09:00-17:15 ბრ ი უსელის დროით. კონფერენციაზე განხილულ იქნება ევროკავშირის მომდევნო ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი ევროპა“ (Horizon Europe). განსახილველ საკითხებს შორისაა ასევე სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროგრამა და პოლიტიკური საკითხები კვლევისა და ინოვაციის  სისტემის განვითარებისთვის ევროპის მასშტაბით, რაც გულისხმობს სხვადასხვა სფეროს: ჯანმრთელობა, ინფორმაციული და კომუნიკაციური ტექნოლოგიები, მეწარმეობა, ენერგეტიკა, რეგიონალური განვითარება და ა.შ. კონფერენციაზე განსახილველი ძირითადი საკითხები მოიცავს: მრავალსექტორული ინოვაციის პოლიტიკა - ინდუსტრია; ინოვაციის დაფინანსება - ევროპული ინოვაციური საბჭომდე; ევროკავშირის ჩარჩო პროგრამის მიზანი და მისია; ბარიერები ინოვაციის კუთხით - ხელოვნური ინტელექტი, ფინანსები, რეგიონალური განვითარება, ჯანმრთელობა და საერთაშორისო თანამშრომლობა. კონფერენციაზე დასწრება  შესაძლებელია ასევე ვირტუალურად, რისთვისაც საჭიროა რეგისტრაცია ბმულის მეშვეობით. კონფერენციაზე ინტერაქციისათვის (live webcast), უნდა გამოიყენოთ #InnovativeEU და #HorizonEU. დამატებითი ინფორმაცია მომხსენებლებისა და კონფერენციის პროგრამის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/erc%20eng.png
05/06/2018 14:14

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროპული კვლევების საბჭოს ფარგლებში დაფინანსებული გამორჩეული კვლევითი პროექტების შესახებ

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) მიერ დაფინანსებული გამორჩეული კვლევითი პროექტების შესახებ. სტატისტიკისათვის შემთხვევითი არჩევის პრინციპით (Random sample) შეირჩა 223 პროექტი ევროპული კვლევების საბჭოს მიერ დაფინანსებული 470 პროექტიდან. აღსანიშნავია, რომ პროექტების 79%-ს გააჩნია ინოვაციური ან მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევითი შედეგი. შერჩეული პროექტებიდან, 19% -ს გააჩნია ინოვაციური სამეცნიერო შედეგი, ხოლო 60%-ს მნიშვნელოვანი სამეცნიერო ღირებულება. ყურადსაღებია, რომ ევროპული კვლევების საბჭოს მიერ დაფინანსებულ აღნიშნულ პროექტებს აქვთ მნიშვნელოვანი გავლენა ეკონომიკაზე, საზოგადოებასა და შესაბამის პოლიტიკაზე,  მხოლოდ 21%-ს აქვს მცირე მეცნიერული მიღწევა ან არ გააჩნია სამეცნიერო ღირებულება ( იხ.დიაგრამა ). დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) ვებგვერდი . ევროპული კვლევების საბჭოს მიერ დაფინანსებული პროექტების სია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე . 
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/download_1.jpg
28/05/2018 15:23

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის დაგეგმილი ტრენინგის შესახებ

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას მცირე და საშუალო მეწარმეებისათვის დაგეგმილი საერთაშორისო ტრენინგის შესახებ, რომელიც გაიმართება ათენში , საბერნეთში მიმდინარე წლის 21 ივნისს. ღონისძიების თანაორგანიზატორია ინოვაციებისა და ტექნოლოგიის ევროპული ინსტიტუტი (EIT), რომელიც 2008 წელს შეიქმნა და მისი მიზანია ინოვაციისა და მეწარმეობის ხელშეწყობა ევროპის მასშტაბით. ტრენინგი დაფინანსებულია ევროკომისიის მიერ, მასში მონაწილეობა შეუძლია მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს საერთაშორისო მასშტაბით, რომელთაც სურთ ინოვაციური მიდგომებისა და დიზაინის შესახებ ინფორმაციის მიღება. ტრენინგი, აღნიშნული მიმართულებით,  მოიცავს შემდეგ საკითხებს: სტრატეგიული დიზაინის უპირატესობები მცირე და საშუალო წარმოებაში; მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქციის დიზაინის წარმოება; ინოვაციური დიზაინის მაგალითები; გუნდური მუშაობა - დიზაინი და სტრატეგიული დაგეგმვა მცირე და საშუალო მეწარმეებისათვის. ტრენინგ კურსი გამართება ათენში, ათენის ბიზნესისა და ეკონომიკის უნივერსიტეტში და მას გაუძღვებიან მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები. ტრენინგ კურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდი.  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/download.jpg
23/05/2018 10:22

ინდოეთის ტექნიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამა (ITEC)

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ინდოეთის ტექნიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის ( ITEC ) შესახებ, რომლის ფარგლებში, 2018-2019 წლებში, იგეგმება სასწავლო კურსების ჩატარება ინდოეთის რესპუბლიკაში. აღნიშნული პროგრამა მოიცავს 80-მდე ინსტიტუტის 250-მდე მოკლე-, საშუალო- და გრძელვადიან სასწავლო კურსს 25 დისციპლინაში: სოფლის მეურნეობა, საბანკო საქმე, ფინანსები, განათლება, ინჟინერია და ტექნოლოგიები და ა.შ. აქვე გაცნობებთ, რომ საქართველოს სხვადასხვა უწყებებისთვის გამოყოფილია 30 ადგილი. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 25-დან 45 წლამდე დაინტერესებულ პირებს, რომლებიც ფლობენ ინგლისურ ენას და არ გააჩნიათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. კანდიდატის დარეგისტრირება შესაძლებელია ელექტრონულად . განიხილება მხოლოდ იმ კანდიდატთა განაცხადები, რომლებიც დარეგისტრირდებიან შესაბამისი კურსის დაწყებამდე 3 თვით ადრე. სასწავლო კურსები სრულად ფინანსდება ინდოეთის მთავრობის მიერ. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს .
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/advanced%20grant.png
22/05/2018 15:20

ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) საგრანტო კონკურსი Advanced Grants 2018

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) მიერ დაფინანსებული  2018 წლის საგრანტო კონკურსის შესახებ Advanced Grants. კონკურსი გამოცხადდება მიმდინარე წლის 23 მაისიდან და განაცხადის წარდგენის ბოლო ვადად ამ ეტაპზე განსაზღვრულია 2018 წლის აგვისტო. კონკურსი ღიაა ნებისმიერი სამეცნიერო მიმართულებისთვის და მასში მონაწილეობა შეუძლიათ  სხვადასხვა მოქალაქეობის მქონე წამყვან მეცნიერებს, რომელთაც აქვთ გამორჩეული სამეცნიერო მოღვაწეობის 10 წლიანი კარიერა. ევროპის კვლევების საბჭოს (ERC) მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობისთვის, განცხადება უნდა წარადგინოს პროექტის ხელმძღვანელმა წამყვან ორგანიზაციასთან (იურიდიული პირი) ერთად. წამყვანი ორგანიზაცია დაფუძნებული უნდა იყოს ევროკავშირის წევრ ან ასოცირებულ რომელიმე სახელმწიფოში, მათ შორის საქართველოში. გრანტის ოდენობა: 2.5 მილიონი ევრო 5 წლის განმავლობაში. კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ის მონაწილეთა პორტალი. დამატებითი ინფორმაციისთვის, ასევე შეგიძლიათ იხილოთ ევროპული კვლევების საბჭოს ვებგვერდი .
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/ercomics.png
18/05/2018 15:19

ევროპული კვლევების საბჭოს კომიქსები

ფონდი ავრცელებს ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) ყოველწლიური სახალისო კომიქსების ონლაინ გამოცემას, რომელიც წარმოადგენს კრეატიული პროექტის ERComics    ნაწილს. აღნიშნული გამოცემა 4 წლის განმავლობაში გამოიცემა და ევროპული კვლევების  საბჭოს საგრანტო სქემის ფარგლებში დაფინანსებულ კვლევით პროექტებს ორიგინალური, ვიზუალური ფორმით წარმოაჩენს. თითოეული გამოცემა 16-მდე ვებკომიქსს შეიცავს.  იხილეთ ბმული კომიქსების სანახავად.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/metsniereba1-286.png
18/05/2018 14:23

ახალგაზრდა მეცნიერთა II საერთაშორისო სიმპოზიუმი

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ჰუმანიტარულ მეცნიერებებში ახალგაზრდა მეცნიერთა II საერთაშორისო სიმპოზიუმშის შესახებ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი გიწვევთ ახალგაზრდა მეცნიერთა II საერთაშორისო სიმპოზიუმში მონაწილეობის მისაღებად. სრული ინფორმაცია იხილეთ ბმულზე
სრულად