old
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/Turbo.png
14/05/2018 10:22

ევროკავშირის ჩარჩო პროგრამებისა და სხვა საერთაშორისო პროექტების ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებები

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას სხვადასხვა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებების შესახებ, რომლებიც დაგეგმილია 2018 წლის მაისის თვიდან ოქტომბრის ჩათვლით ევროკავშირის ჩარჩო პროგრამებისა და სხვა საერთაშორისო პროექტების ფარგლებში. ღონისძიებები აერთიანებს სხვადასხვა სამეცნიერო   მიმართულებას და მათში მონაწილეობა შეუძლიათ არამხოლოდ მეცნიერებს, არამედ მცირე და საშუალო მეწარმეებსა და სხვა სფეროს წარმომადგენლებს თავიანთი იდეების განვითარებისა და პოტენციური პარტნიორების მოძიების მიზნით. ინფორმაცია აღნიშნული ღონისძიებების, კვლევისა და ინოვაციის სფეროში არსებული სხვა მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ სრულად თურქეთის კვლევითი და ბიზნეს ორგანიზაციების (Turkish Research and Business Organisations AISBL) 2018 წლის მაისის თვის საინფორმაციო ბიულეტენში.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/Fellowship.jpg
11/05/2018 15:18

ფონდი აანონსებს ახალ საგრანტო პროგრამას - ERC - ის გრანტის სამეცნიერო ხელმძღვანელთან საქართველოს მკვლევართა სამეცნიერო სტაჟირების დაფინანსების კონკურსს

საქართველოს მეცნიერთა  ევროპული კვლევების საბჭოს (ERC)  კონკურსებში წარმატებული მონაწილეობისა და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირების ხელშეწყობის მიზნით შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აანონსებს ახალ საგრანტო სქემას, რომელიც შესაძლებლობას მისცემს საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერებს და გამორჩეულ მკვლევრებს გაიარონ სამეცნიერო - კვლევითი სტაჟირება ევროპული კვლევების საბჭოს (ERC)  მიერ დაფინანსებული პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელთან.    წარმატებული განმცხადებლები იქნებიან ის გამორჩეული მკვლევრები, რომლებიც სამეცნიერო მოღვაწეობას ახორციელებენ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (სახელმწიფო და კერძო კვლევით უნივერსიტეტებში),  ინტეგრირებულ  სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებსა და დამოუკიდებელ კვლევით ცენტრებში. განმცხადებელი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, საქართველოს რეზიდენტი მეცნიერი და თავისუფლად ფლობდეს  ინგლისურ ენას (ან მასპინძელი ქვეყნის, ERC გრანტის მიმღები მეცნიერის მშობლიურ ენას).  კონკურსის გამოცხადების თარიღისთვის განმცხადებელის მიერ დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მიღებიდან გასული უნდა იყოს არაუმეტეს 12 წლისა.  კონკურსი ღიაა ყველა სამეცნიერო მიმართულებაში მოღვაწე მეცნიერთათვის იხ. კლასიფიკატორი OECD/EUROSTAT 1-7). პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ კონკურსის კონცეფცია . კონკურსის ადმინისტრირების სავარაუდო გრაფიკი: გამოცხადება: აგვისტო 2018 (დაზუსტდება მოგვიანებით, შესაძლოა შეიცვალოს) . განაცხადების მიღება ღია იქნება მთელი წლის განმავლობაში. პირველი ციკლის განაცხადების მიღების ბოლო ვადა: ოქტომბერი-ნოემბერი 2018 (დაზუსტდება მოგვიანებით) პირველი ციკლის განაცხადების შეფასების სავარაუდო პერიოდი და შედეგების გამოცხადება: დეკემბერი საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება და სტაჟირების დაწყება: 2019 წლის პირველი, მეორე კვარტალი.  კონკურსის გამოცხადებისას დაიდება დეტალური მარეგულირებელი დოკუმენტი (დებულება) და განაცხადების რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია. განაცხადები წარდგენილი უნდა იყოს შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში.   დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირს: მარიამ ქებურია ( mkeburia@rustaveli.org.ge ) ERC NCP.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/news%20proof%20of%20concept.jpg
08/05/2018 15:17

ERC-ის ერთერთი საგრანტო სქემის კონკურსის შედეგები

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) ერთ-ერთის საგრანტო სქემის - ERC Proof of Concept Grant ფარგლებში გამოცხადებული 2017 წლის კონკურსის შედეგების შესახებ.  დასაფინანსებლად შეირჩა 50 სამეცნიერო პროექტი სხვადასხვა  მიმართულებიდან. პროექტები მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა გრიპის საწინააღმდეგო უნივერსალური ვაქცინის გამოგონება,  ნერვული სისტემის დაავადებების შესახებ კვლევები,  ცრუ სიახლეების ავტომატური აღმომჩენი ალგორითმი და აშ. Proof of Concept Grant-ის ფარგლებში დაფინანსებული თითოეული პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 150,000 ევროს და გულისხმობს ევროპული კვლევების საბჭოს მიერ უკვე დაფინანსებული პროექტების მხარდაჭერას დამატებითი ბიზნეს შესაძლებლობის მოძიების, საპატენტო განაცხადის მომზადების მიმართულებით. 2007 წლიდან დღემდე ევროპული კვლევების საბჭოს სხვადასხვა საგრანტო სქემის ფარგლებში დაფინანსებულია, დაახლოებით, 8 500 გამორჩეული მეცნიერი. Proof of Concept Grant-ის მეშვეობით ERC საშუალებას აძლევს გრანტის მიმღებებს, მოახდინონ თავიანთი კვლევის შედეგების კომერციალიზაცია.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/Study%20in%20Japan_1.png
03/05/2018 12:07

იაპონიის მთავრობის 2019 წლის სტიპენდია

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას იაპონიის მთავრობის 2019 წლის სტიპენდიების (მკვლევართა მხარდაჭერის პროგრამა და საბაკალავრო პროგრამა) შესახებ. იაპონიის განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტრო სთავაზობს სტიპენდიას საერთაშორისო სტუდენტებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ისწავლონ იაპონიის სპეციალიზებულ კოლეჯებში, უნივერსიტეტის დამამთავრებელ კურსებზე, ტექნოლოგიურ კოლეჯებსა და კვლევით ინსტიტუციებში. პროგრამით დაინტერესებულ პირებს დეტალური ინფორმაცია და სააპლიკაციო ფორმები შეუძლიათ იხილონ ბმულზე . საკონტაქტო და დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ ეწვიოთ საქართველოში იაპონიის საელჩოს ვებ-გვერდს .
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/horizon%20Europe.jpg
03/05/2018 11:46

Horizon Europe

ცნობილი გახდა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის  მომდევნო ჩარჩო პროგრამის სახელწოდება  - Horizon Europe. მიმდინარე წლის 2 მაისს მეცნიერების, კვლევისა და ინოვაციის საკითხების ევროკომისარმა კარლოშ მოედაშმა 2021-2027 წლების ჩარჩო პროგრამის სახელწოდება ოფიციალურად გააჟღერა.  Horizon Europe -ის ბიუჯეტი შეადგენს 97.9 მილიარდ ევროს.   ევროკომისია ავითარებს უფრო თანამედროვე, მარტივ და ცხად ფინანსურ რეგულაციებს (ბიუჯეტთან დაკავშირებული სამართლებრივი დოკუმენტები იხილეთ ბმულზე) კვლევისა და ინოვაციის დაფინანსების სფეროში მეტი შედეგისა და ეფექტიანობისათვის ევროკომისია დანერგავს ე.წ. მისიაზე ორიენტირებულ კვლევას. Horizon Europe -ის შემუშავებასთან დაკავშირებული მასალა ხელმისაწვდომია ევროკომისიის ვებგვერდზე.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/GFV%20IMG.png
27/04/2018 17:25

სურსათის გლობალური კვების საწარმოს პროგრამა დოქტორანტებისათვის

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას დოქტორანტებისათვის გამოცხადებული ახალი შესაძლებლობის შესახებ -  EIT Food’s Global Food Venture (GFV) programmes.  პროგრამა ითვალისწინებს ახალგაზრდა მკვლევრების მხარდაჭერას, მათ წახალისებას კვების ინდუსტრიის სფეროში ჩართულ მეწარმეებთან პარტნიორობის განვითარებისათვის. პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ დოქტორანტურის სტუდენტებს, როგორც ევროპული ინსტიტუციებიდან ისე H2020 - თან ასოცირებული სახელმწიფოებიდან. ღონისძიება განკუთვნილია არამხოლოდ აქტიური სტუდენტებისათვის, არამედ მათთვის, ვინც ხარისხი დაიცვა 2017 წლის მეორე ნახევარში ან აპირებენ დოქტორანტურაზე ჩაბარებას 2018 წელს. პროექტში მონაწილეობისათვის საჭიროა: სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 1 გვერდისა); CV (არაუმეტეს 2 გვერდისა); იდეის 1 წუთიანი ვიდეო აღწერა; Start-up - ის აღწერა ( შაბლონის ბმული ) . მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი უნდა გაგზავნონ ელ-ფოსტის მისამართზე: globalfoodventure@eitfood.eu ; განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 7 მაისი; მონაწილეობის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ პროგრამის   ვებგვერდს. პროექტის ბროშურის სანახავად მიჰყევით ბმულს .
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/GFN.jpg
26/04/2018 16:43

საინფორმაციო დღე Grants for Networking-ის შესახებ

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით მიმდინარე წლის 10 მაისს, 16:30 საათზე, ჩატარდება ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“- ის EaP PLUS პროექტის ფარგლებში გამოცხადებული მცირე საგრანტო კონკურსის Grants for Networking (გრანტი მოსამზადებელი და საშუამავლო შეხვედრების ორგანიზებისთვის) მეორე რაუნდის შესახებ საინფორმაციო დღე. Grants for Networking - ის ფარგლებში შეგიძლიათ, მონაწილეობა მიიღოთ საშუამავლო ღონისძიებასა (brokerage events) და Horizon 2020 - ის კონკურსში წარსადგენ საპროექტო განაცხადების მოსამზადებელ შეხვედრაში (preparatory meetings). აღნიშნული საგრანტო კონკურსის ფარგლებში განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 31 მაისი, მონაწილეობის მიღება შესაძლებელია 2018 წლის 31 აგვისტომდე დაგეგმილ ღონისძიებებში. შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია კონკურსისა და ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ის შესახებ. საინფორმაციო შეხვედრაზე დასწრებისათვის, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/horizon-europe_1.png
26/04/2018 14:59

უფრო „პოლიტიკური“ ჩარჩო პროგრამა?

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის შემდეგი მე-9 ჩარჩო პროგრამის (FP9) მოსამზადებელი, სამუშაო ვერსიის შესახებ, რომელიც, ევროკომისრის, კარლოს მოედასის (EU research commissioner) განცხადების მიხედვით, მეტ პოლიტიკურ საერთაშორისო მხარდაჭერას მოითხოვს. ევროკავშირის მომდევნო ჩარჩო პროგრამა, სამუშაო დოკუმენტების მიხედვით,  სახელწოდებით „Horizon Europe”, მეტ ყურადღებას დაუთმობს შემდეგ საკითხებს: ჯანმრთელობა - პროგრამის სამუშაო ვერსიის მიხედვით, მეტი ყურადღება დაეთმობა მნიშვნელოვანი ინოვაციური მიდგომებისა და ჯანმრთელობის სფეროში არსებულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გამოწვევებს; უსაფრთხოება - ახალი სამუშაო პროგრამა მეტ ყურადღებას გაამახვილებს უსაფრთხოების თემატიკაზე,  მათ შორის, კიბერუსაფრთხოების საკითხებზე. სოციალური მედიის, პოპულიზმისა და სხვ. საკითხებზე კვლევების ხელშეწყობის მიზნით ახალ სამუშაო პროგრამაში, ასევე იგეგმება „დემოკრატიული პოლიტიკური ინსტიტუციებისადმი ნდობის“ თემატიკის განხილვაც; ინდუსტრიული და ციფრული ტექნოლოგიები; კლიმატი, ენერგია და ტრანსპორტი; საკვები, ფერმა და ოკეანე - ახალი სამუშაო პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება. ევროპული ინოვაციების საბჭო (EIC) - სამუშაო პროგრამა, მე-9 ჩარჩო პროგრამის მიხედვით, ორ ნაწილს მოიაზრებს:  „გზამკვლევი გამორჩეული კვლევებისათვის“ (Pathfinder for Advanced Research) კარიერის ადრეულ ეტაპზე მყოფი მკვლევრებისათვის ტექნოლოგიური განვითარების ხელშეწყობის მიზნით და „დამაჩქარებელი“ (Accelerator) - ინოვაციისა და მზა ბიზნეს იდეების განსავითარებლად. ჰორიზონტი 2020-ის შემდგომი სამუშაო პროგრამის, ფარგლებში ევროპული ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების კუთხით, სხვადასხვა საერთაშორისო აქტორების, სამუშაო ჯგუფების ჩართულობაც მოიაზრება. ასევე  აღსანიშნავია, რომ მეტი ყურადღება დაეთმობა ევროპული კვლევების საბჭოსა (ERC) და მარია-სკლადოვსკა კიურის აქტივობებს (MSCA) და ფართო საერთაშორისო მასშტაბებს მოიცავს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის მომავალ, მე-9 სამუშაო პროგრამაში. წყარო: https://sciencebusiness.net მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ, იხილოთ ვებგვერდი.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/transport.png
24/04/2018 15:20

ტრანსპორტი და მობილობა - ევროპული კვლევების საბჭოს ანგარიში

ფონდი ავრცელებს ევროპული კვლევების საბჭო (ERC) -ს მიერ გამოქვეყნებულ მოკლე საინფორმაციო ანგარიშს ტრანსპორტისა და მობილობის საკითხების შესახებ (Transport and Mobility). პუბლიკაცია მიმოიხილავს ERC-ს სხვადასხვა საგრანტო სქემის ფარგლებში დაფინანსებულ პროექტებს ტრანსპორტისა და მობილობის მიმართულებით. აღნიშნული კვლევითი პროექტები აერთიანებს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების, ჯანმრთელობის, გარემოს, ინფრასტრუქტურის, საავტომობილო მოძრაობისა და უსაფრთხოების საკითხებს. ამასთანავე, ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია მომხმარებელთა ქცევის, ტრანსპორტის დაგეგმარებისა და ურბანული განვითარების კუთხითაც. დეტალური ინფორმაციისთვის, იხილეთ ანგარიში  ბმულის მეშვეობით. 
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/15585354_10154332363239611_3461040994142597120_o.jpg
24/04/2018 11:51

COST Actions - საინფორმაციო დღე

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას COST Actions -ის საინფორმაციო დღის შესახებ. მიმდინარე   წლის  4  მაისს ,   16:00  საათზე ,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  სამინისტროში ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრა   მეცნიერებისა და ტექნოლოგიების  სფეროში ევროპული  თანამშრომლობის პროგრამა COST -ის შესახებ. შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია COST-ის საქმიანობის, COST Actions-ის ფარგლებში გათვალისწინებული შესაძლებლობებისა და მონაწილეობის წესების შესახებ. საინფორმაციო დღეზე მომხსენებელთა შორის არიან COST  ასოციაციის   პრეზიდენტი, დოქტორი სიერდ კლოტინგი . პრეზენტაციის სახელწოდება: „COST ასოციაციის პერსპექტივები: სამეცნიერო გამორჩეულობის გავრცელებისა და ხელშეწყობის თვალსაზრისით“; COST-ის ასოციაციის წარმომადგენელი,  სამეცნიერო   მიმართულების   ოფიცერი ქ - ნი   ინგა   დადეშიძე . პრეზენტაციის სახელწოდება - ,,COST აქციებში მონაწილეობის სარგებელი და პრაქტიკული რჩევები“.      მეცნიერებისა და ტექნოლოგიების  სფეროში ევროპული  თანამშრომლობის პროგრამა COST მკვლევართა და ინჟინერთა: სამეცნიეროკონფერენციებში, სამუშაოშეხვედრებში, სემინარებში, ტრენინგ სკოლებში  მონაწილეობას; მოკლევადიანსამეცნიეროვიზიტებს COST-ის რომელიმე ქვეყნის კვლევით  დაწესებულებებსა და ლაბორატორიებში; დისემინაციისაქტივობებსდა სამეცნიერო სტატიების გამოქვეყნებას; ასევე, გასცემსსაკონფერენციოგრანტებს, რომელიც დოქტორანტურის სტუდენტებსა და დამწყებ მკვლევრებს შესაძლებლობას აძლევს  დაესწრონ საერთაშორისო სამეცნიერო  და ტექნოლოგიურკონფერენციებს.    COST Actions  არ   ითვალისწინებს   კვლევების   დაფინანსებას .   COST-ის მიზანია, ხელი შეუწყოს ევროპის მასშტაბით მკვლევრების  მობილობის ზრდასა  და საერთაშორისოსამეცნიერო კავშირების დამყარებას COST აქციებში (COST Actions) ჩართვის გზით და სხვადასხვა ე.წ. „networking”ინსტრუმენტების გამოყენებით.   საინფორმაციო   დღის   ჩატარების   დრო   და   ადგილი : 2018 წლის 4 მაისი, 16:00 საათი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტრო, საკონფერენციო დარბაზი (მისამართი:დიმიტრი უზნაძის 52);   ღონისძიებაზე დასწრების მსურველმა პირებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ 2018 წლის 2 მაისამდე, შემდეგ მისამართზე:  h2020georgia@gmail.com   რეგისტრაციისას მიუთითეთ:  სახელი ,  გვარი ,  თანამდებობა ,  ინსტიტუცია ,  ელფოსტის   მისამართი   და ტელეფონის   ნომერი .      
სრულად