old

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას სასტიპენდიო პროგრამის შესახებ

09/02/2016 15:13
კოიმბრა ჯგუფი აცხადებს სასტიპენდიო პროგრამას ახალგაზრდა მეცნიერთათვის. პროგრამა საშუალებას აძლევს დაინტერესებულ პირებს, ეწვიონ საუნივერსიტეტო ჯგუფს (Coimbra Group Unviersities), განახორციელონ კვლევა, დაამყარონ  აკადემიური და სამეცნიერო ურთიერთობები. 2016 წლის სასტიპენდიო პროგრამაში ჩართულია ჯგუფში შემავალი შემდეგი უნივერსიტეტები: გრანადას უნივერსიტეტი (ესპანეთი) გრაცის უნივერსიტეტი (ავსტრია) გრონინგენის უნივერსიტეტი (ნიდერლანდები) ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი (გერმანია) ალექსანდრუ იოან კუზას სახელობის იაშის უნვიერსიტეტი (რუმინეთი) ლიუვენის უნივერსიტეტი (ბელგია) პადოვას უნივერსიტეტი (იტალია) პოიტიერის უნივერსიტეტი (საფრანგეთი) სალამანკას უნივერსიტეტი (ესპანეთი)   განაცხადების მიღება დაწყებულია. აპლიკაციის წარდგენის ბოლო ვადაა: 2016 წლის 31 მარტი. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს :
სრულად

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას მეწარმეობის გლობალური სამიტის (GES) შესახებ

09/02/2016 11:39
მეწარმეობის გლობალური სამიტი (GES) ჩატარდება 2016 წლის ზაფხულში, აშშ-ში, სილიკონ ველიში.  რიგით მეშვიდე ყოველწლიურ სამიტს მასპინძლობს აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, რომელიც წარუძღვება ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციას და შეუერთდება, დაახლოებით, 1,000 დამსწრეს: მეწარმეებს, ინვესტორებს, განათლების სფეროს წარმომადგენლებს, სახელმწიფო მოხელეებს.  ღონისძიებაზე დასწრების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ 2016 წლის 12 თებერვლამდე. მათ, ვინც სამიტზე დასწრებას ვერ მოახერხებს, შესაძლებლობა ექნება თვალყური ადევნოს ღონისძებას ვებგვერდის მეშვეობით: www.ges2016.org  
სრულად

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას IV სამეცნიერო კონგრესის „სოფლის მეურნეობის მანქანები 2016“ შესახებ

03/02/2016 16:56
ბულგარეთის მიწათმოქმედების მექანიზაციის ასოციაციის მიერ ორგანიზებული კონგრესი ჩატარდება ქალაქ ვარნაში 22-25.06.2016. განაცხადის ფორმა დამატებითი ინფორმაცია  იხილეთ ბმულზე.
სრულად

კარლ ფრიდრიხ გორდელერის სახელობის დემოკრატიული მმართველობის კოლეჯი

03/02/2016 14:02
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას კარლ ფრიდრიხ გორდელერის დემოკრატიული მმართველობის კოლეჯის შესახებ. კოლეჯის საშუალებით ახალგაზრდა ლიდერები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, საქართველოდან, მოლდოვადან, რუსეთიდან, თურქეთიდან და უკრაინიდან იმაღლებენ კვალიფიკაციას დემოკრატიული მმართველობის საკითხებში, რაც ხელს უწყობს სამოქალაქო/საჯარო და კერძო სექტორებში პასუხისმგებლობის ამაღლებას. იხილეთ ფლაერი. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
სრულად

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ავსტრიის უმაღლეს სასწავლებელში სწავლის მსურველთათვის

22/01/2016 17:59
ავსტრიაში მოქმედმა ქართულმა დიასპორულმა ორგანიზაციამ - „ქართველ სტუდენტთა ასოციაციამ ავსტრიაში“ (Georgian Students' Association in Austria/GSA) დაიწყო ინტერნეტ-პროექტის „სწავლა ავსტრიაში“ განხორციელება. პროექტი, არის ერთგვარი მონაცემთა ბაზა, რომლის მიზანია ავსტრიაში უმაღლესი განათლების მიღების მსურველ ქართველ ახალგაზრდებს მიაწოდოს მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
სრულად

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ასტურიის პრინცესის პრემიის შესახებ

20/01/2016 18:01
ესპანეთის ტახტის მემკვიდრის, ასტურიის პრინცესა ლეონელის ფონდმა დაიწყო 2015 წლის ყოველწლიურ საერთაშორისო პრემიაზე წარსადგენი კანდიდატების განაცხადების მიღება. პრემია გაიცემა რვა კატეგორიაში: ხელოვნება, ლიტერატურა, სოციალური მეცნიერებები, ჰუმანიტარული სფერო, სამეცნიერო და ტექნიკური კვლევა, საერთაშორისო თანამშრომლობა, მშვიდობა და სპორტი. ძირითადი  აპლიკაციების წარდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 10 მარტი, მშვიდობის კატეგორიაში აპლიკაციები მიიღება – 2016 წლის 14 ივლისი. პრემიის გადაცემის ცერემონია ჩატარდება 2016 წლის ოქტომბერში. პრემიას გადასცემს ესპანეთის მეფე ფილიპე VI. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე . 
სრულად

ფონდი ავრცელებს ინფორმაიცას, სამხრეთ-აღმოსავლეთის მე-10 მათემატიკური ოლიმპიადის შესახებ

18/01/2016 18:02
ოლიმპიადა „სიმუს 2016“ გაიმართება 1- 6 მარტს კვიპროსის კუნძულ პროტარაზე. ღონისძიებას მასპინძლობს როგორც, კვიპროსის ადგილობრივი მათემატიკური საზოგადოება და კვიპროსის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მათემატიკური საზოგადოება (MASSEE). კონკურის მიზანია, მათემატიკური ნიჭით დაჯილდოებული სტუდენტების წახალისება, მომავალში ამ სფეროს განვითარებისთვის. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ გვერდს :  www.massee-org.eu
სრულად