ELSEVIER - წამყვანი საერთაშორისო ონლაინ გამომცემლობაა, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს უახლეს სამეცნიერო ლიტერატურას, სტატიებს, რეფერატებს, წიგნებს და ა.შ.
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი კომპანია ,,ელსევიერთან“ 2014 წლიდან თანამშრომლობს, რის შედეგადაც საქართველოს მეცნიერებს „ელსევიერის“ უმსხვილესი საერთაშორისო სამეცნიერო ბაზით უფასოდ სარგებლობის შესაძლებლობა ეძლევათ. 2014 წლის მაისის თვიდან ELSEVIER ბაზებზე წვდომა აქვს კონსორციუმში გაერთიანებულ 21 ორგანიზაციას
მათ შორისაა:
იხილეთ კონსორციუმში შემავალი ინსტიტუციებისა და შესაბამისი საკონტაქტო პირების შესახებ ინფორმაცია ბმულზე.
კონსორციუმის წევრი ორგანიზაციებისათვის ელექტრონულად ხელმისაწვდომი გახდა მთელ მსოფლიოში გამოქვეყნებული სამეცნიერო ლიტერატურა, არამხოლოდ მოკლე ანოტაციების, არამედ შრომების სრული ვერსიების დონეზეც. საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებია:
ScienceDirect®
(დაახლოებით 2 000 სამეცნიერო ჟურნალი)
(ციტირებისა და აბსტრაქტების უდიდესი საერთაშორისო ბაზა მსოფლიოში)
დამატებით, შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა წვდომა მიიღო სამეცნიერო პროექტების დაფინანსებისა რეცენზენტთა საძიებო ბაზებზე:
აღნიშნულ მონაცემებთან წვდომა ფონდის თანამშრომლებს შესაძლებლობას აძლევს, სწორად და სწრაფად შეარჩიონ ფონდის კონკურსებისთვის შემფასებელი ექსპერტები მიმართულებების მიხედვით. ამასთან, ELSEVIER-ის გამომცემლობა უზრუნველყოფს ტრენინებსა და სემინარების სერიის ჩატარებას საქართველოს მეცნიერთათვის. სამუშაო შეხვედრები და სემინარები ტარდება ბაზების მოხმარებასთან, რეფერირებად ჟურნალებში გამოცემა/გამოქვეყნებასთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია, რომ ჩატარდა ELSEVIER-ის ელექტრონულ პლატფორმაზე გამოსაქვეყნებელი საერთაშორისო დონის რეფერირებადი ქართული გამომცემლობების შესარჩევი კონკურსი. შემოსული 28 განაცხადიდან პირველ ეტაპზე შეირჩა 8 ქართული გამომცემლობა. საბოლოოდ კი, ELSEVIER-ის საექსპერტო საბჭომ შეარჩია 2 ქართული გამომცემლობა:
წარმატებული პარტნიორობა გრძელდება. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი სამი წლით დააფინანსებს ორი ქართული სამეცნიერო ელექტრონული ჟურნალის ინფრასტრუქტურულ განვითარებასა და „ელსევიერის“ ბაზაში განთავსებას.
იხილეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის შექმნილი ELSEVIER-ის ვებგვერდი - elsevier.ge
წლიური გადასახადები - წვდომა საერთაშორისო ბაზებზე და პროგრამებში ასოცირება