old
http://rustaveli.org.ge/images/2017%20AUGUST/IMG/unesco.png
26/06/2018 12:32

იუნესკოს ,,მონაწილეობის პროგრამა“ 2018-2019

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ,,იუნესკოს“ მონაწილეობის პროგრამა 2018-2019 ფარგლებში გამოცხადებულ საპროექტო განაცხადის მიღების შესახებ. ,,მონაწილეობის პროგრამა“ არის იუნესკოს მხრიდან წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერის ერთ-ერთ საშუალება, რომლის მეშვეობითაც წევს სახელმწიფოებს შეუძლიათ განახორციელონ პროექტები ორგანიზაციის მიერ დასახული პრიორიტეტების შესაბამისად.( პრიორიტეტები მოცემულია ბმულზე (გვ 20 იდან)  და დოკუმენტში - 39C/5) დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა საქართველოს იუნესკოს საქმეთა  ეროვნული კომისიის სამდივნოს უნდა მიაწოდონ ელექტრონულ მისამართზე unesco@mfa.gov.ge შემდეგი დოკუმენტაცია : პროექტის ანოტაცია ქართულ ენაზე( მაქს. 1 გვერდი) შევსებული სააპლიკაციო განაცხადი ინგლისურ ენაზე( გთხოვთ იხილოთ ინფორმაცია პროექტის სტანდარტის შესახებ) დოკუმენტაციას თან უნდა ერთოდეს განმცხადებელი ორგანიზაციის ოფიციალური მიმართვა საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის სახელზე.  პროექტის განხილვისას ყურადღება ექცევა შესაბამისი დარგობრივი სახელმწიფო უწყებების სარეკომენდაციო წერილს. დოკუმენტაციის წარდგენის ბოლო ვადა განსაზღვრულია 2018 წლის 16 ივლისს კომისია უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, მოსთხოვოს პროექტის წარმდგენს პროექტთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია. სააპლიკაციო განაცხადის ფორმა და სხვა დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის ვებგვერდზე
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/CulturalHeritage.jpg
25/06/2018 14:52

ევროპული კვლევების საბჭოს მიერ დაფინანსებული პროექტები კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას“ ჩარჩო პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“-ის ფარგლებში, ევროპული კვლევების საბჭოს მიერ დაფინანსებული კვლევითი პროექტების შესახებ კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით. პროექტების მიზანია ხელი შეუწყონ კულტურული მემკვიდრეობის ღირებულებების დაცვას, შენარჩუნებასა და შესწავლას.   აღნიშნული პროექტებია: ისტორიული კონტექსტი უკეთესი მომავლისთვის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები დასავლეთ ევროპის, სასოფლო ცხოვრების კვლევისთვის. კვლევები ითვალისწინებს დაადგინოს საერთო მახასიათებლები, რამაც აღნიშნული საზოგადოებები უფრო მდგრადი გახადა ისტორიული პერიოდის განმავლობაში. პროექტი დაიწყო 2014 წელს და საკვლევი პერიოდი გააჩნია 1300-1800 წლები. მალტა - ცივილიზაციის აღზევება და დაცემა ევროკავშირის დაფინანსებული პროექტი, რომელიც იკვლევს უძველეს მალტის ისტორიას. კვლევა ორიენტირებულია აღმოაჩინოს მახასიათებლები, რომლებმაც მალტის კულტურას ხელი შეუწყო ან გაანადგურა. უფრო კონკრეტულად კი პირველი დასახლებები მალტაზე და მისი გავლენა ფიზიკურ ეროზიასა და დეგრადაციაზე. ახალი ხედვა გოთურ სარდაფებსა და კონსტრუქციაზე არსებული ინფორმაცია გოთურ სარდაფებსა და კონსტრუქციებზე საკმაოდ მწირია. ევროკავშირის დაფინანსებული პროგრამა იკვლევს ადრეულ გოთურ სარდაფებსა და მის კონსტრუქციებს. კვლევა კი გეომეტრიული ინჟინერიის მეშვეობით მიმდინარეობს, რომელიც ისტორიულ წყაროებს ეფუძნება. 3 განზომილებანი მოდელირების ახალი მეთოდი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი ,,ტიტანიუმი“ ორიენტირებულია ურბანულ მოდელირებაზე პარამეტრების დიდი სიზუსტით და ვიზუალურად სრულყოფილი სამგანზომილებიანი მოდელირებით. იგი წარმოადგენს მაღალი სიზუსტით შექმნილ ისტორიული ადგილებისა და ნაგებობების ასლის მოდელირებას, რის დახმარებითაც ისტორიულ ლანდშაფტის და დასახლების ილუსტრირება იქნება შესაძლებელი. ახალი ნახშირბადის კვლევა, საჰარის ცივილიზაციის შესასწავლად ევროკავშირის დაფინანსებული პროექტი ,,ტრანს-საჰარა“ იკვლევს წინარე ისლამური პერიოდის დროინდელ საჰარის ტერიტორიის მახასიათებლებს: ვაჭრობას, დასახლების ტიპებს, ეკონომიკურ აქტივობას, დაკრძალვის ტრადიციებს და ა.შ. კვლევა ცხადყოფს, საჰარის ტერიტორიის დასახლების უცნობ დეტალებს. დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ იხილოთ ევროპული კვლევების საბჭოს ვებგვერდ ი
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/2018%20clis%20konkursebi/grant%20for%20networking/1.jpg
20/06/2018 11:48

გრანტი საშუამავლო ღონისძიებებსა და მოსამზადებელ შეხვედრებში მონაწილეობისათვის

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა “Horizon 2020”-ის  დაფინანსებული პროექტის, EaP Plus-ის ფარგლებში გამოცხადებული მცირე საგრანტო  კონკურსის  მესამე რაუნდის შესახებ. კონკურსის ფარგლებში, შესაძლებელია საშუამავლო ღონისძიებებსა (ე.წ. brokerage events) და Horizon 2020-ის კონკურსებში წარსადგენ საპროექტო განაცხადების მოსამზადებელ შეხვედრებში მონაწილეობა.   კონკურსის მიზანია ევროკავშირის წევრ და ასოცირებულ ქვეყნებს შორის, მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) წევრ ქვეყნებს შორის სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავება და ჰორიზონტი 2020-ის კონკურსებში მონაწილეობის ხელშეწყობა. საგრანტო კონკურსის ფარგლებში,  განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ე.წ.  SPIRE-ის კონკურსებს  და, შესაბამისად, აღნიშნული კონკურსების შესახებ საშუამავლო ღონისძიებებსა და მოსამზადებელ შეხვედრაში მონაწილეობას. SPIRE-ის მიმართულებით კონკურსები იხილეთ  ,,ჰორიზონტი 2020“-ის 2018-2020 წლების   სამუშაო პროგრამაში . აღნიშნული მცირე საგრანტო სქემის ფარგლებში, მონაწილეობა შეუძლიათ კვლევით ორგანიზაციებში/ინსტიტუციებში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე მეცნიერებსა და ასევე მცირე და საშუალო საწარმოების, ინდუსტრიული სექტორისა და  სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.   EaP Plus საგრანტო კონკურსში წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი: განაცხადის წარდგენის გზამკვლევი ; განაცხადის ფორმა საშუამავლო ღონისძიებაში მონაწილეობისთვის ; განაცხადის ფორმა მოსამზადებელ შეხვედრაში მონაწილეობისათვის; მოსამზადებელ შეხვედრაში მონაწილეობისათვის მოტივაციის წერილი ; საშუამავლო შეხვედრის დასრულების შემდგომ წარსადგენი ანგარიშის ფორმა; მოსამზადებელი შეხვედრის დასრულების შემდგომ წარსადგენი ანგარიშის ფორმა.   კონკურსის მესამე რაუნდის ფარგლებში, შესაძლებელია მონაწილეობის მიღება 2018 წლის ივლისიდან 2018 წლის 31 დეკემბრამდე დაგეგმილ საერთაშორისო ღონისძიებებში. განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 15 ოქტომბერი. ყურადსაღებია, რომ მონაწილეობისათვის საჭირო დოკუმენტაცია იგზავნება ელექტრონულად პროექტის ფარგლებში ადგილობრივ კოორდინატორებთან დაგეგმილ ღონისძიებამდე მინიმუმ ერთი თვით ადრე. აღნიშნული საგრანტო სქემით სარგებლობა არ შეუძლიათ მათ, ვისაც EaP PLUS პროექტის წინა ორი რაუნდის ან მულტილატერალური პროექტების: IncoNeET EaP, BILAT-UKR*AINA, Back Sea Horizon, ფარგლებში აქვს მოპოვებული გრანტი  საშუამავლო ღონისძიებებსა და მოსამზადებელ შეხვედრებში მონაწილეობისთვის. დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ მიმართოთ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში კოორდინატორებს: მარიამ ქებურია:  keburia@rustaveli.org.ge თამთა შკუბულიანი:    tshkubuliani@rustaveli.org.ge გიორგი წოწორია:    tsotsoria@rustaveli.org.ge   საგრანტო კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისთვის, ასევე შეგიძლიათ მიმართოთ EaP Plus პროექტის მხრიდან საერთაშორისო ექსპერტს მარგიტ დევიდს: E-mail:  margit.david@rcisd.eu (Regional Centre for Information and Scientific Development, RCISD)   ჰორიზონტი 2020-ის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ჩამონათვალი, შეგიძლიათ იხილოთ ბმულის მეშვეობით. კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია და შეფასების კრიტერიუმები, შეგიძლიათ იხილოთ გზამკვლევის მეშვეობით.  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/1_2.jpg
20/06/2018 09:30

ერთობლივი კვლევების ცენტრის (JRC) ყოველწლიური ანგარიში

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროპის ერთობლივი კვლევითი ცენტრის 2017 წლის ანგარიშის შესახებ.   ევროპის ერთობლივი კვლევითი ცენტრი წარმოადგენს ევროკომისიის მეცნიერებისა და განათლების სამსახურს, რომელიც დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევების საფუძველზე შეიმუშავებს რეკომენდაციებს ევროკავშირის პოლიტიკის შემუშავების პროცესის ხელშეწყობის მიზნით. JRC-ის 2017 წლის ანგარიში აერთიანებს ცენტრის მიერ გასულ წელს განხორციელებულ აქტივობებს, სამეცნიერო მიღწევებსა და კორპორატიულ ინიციატივებს, და ასევე ასახავს კვლევითი ცენტრის 2030 წლამდე სტრატეგიას მიგრაციის პოლიტიკის, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ იხილოთ ერთობლივი კვლევების ცენტრის ანგარიში ევროკომისიის ვებგვერდზე .
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/unies.PNG
18/06/2018 17:02

ევროპული უნივერსიტეტების ინიციატივა მომდევნო ჩარჩო პროგრამის ,,Horizon Europe” შესახებ

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროპის უნივერსიტეტების გაერთიანების ინიციატივის შესახებ ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის მომდევნო ჩარჩო პროგრამის „ Horizon Europe“ -თან დაკავშირებით. ინიციატივის ავტორები არიან ევროპის კვლევითი ინსტიტუტები და ევროპული უნივერსიტეტების ასოციაცია (EUA), რომელიც ევროპის მასშტაბით 850-ზე მეტ ინსტიტუციას აერთიანებს. ინიციატივის ავტორები განიხილავენ პროგრამის ცვლილებას რამდენიმე მიმართულებით: ჩარჩო პროგრამის მთლიანი ბიუჯეტის გაზრდა; პროგრამის მიმართულებებზე დაფინანსების ცვლილება; პროგრამის საზოგადოებრივ და ინკლუზიურ მიმართულებების განვითარება. ინიციატივის ავტორები მიმართავენ ევროპულ კომისიას ჩარჩო პროგრამის ბიუჯეტის 94.1 მილიარდიდან - 160 მილიარდ ევრომდე გაზრდის წინადადებით და  ბიუჯეტის გადანაწილების განსხვავებული სქემის საჭიროებით მე-9 ჩარჩო პროგრამის სამივე სვეტის ფარგლებში. „ Horizon Europe “ 3 სვეტი: ღია მეცნიერება, ღია ინოვაცია და გლობალური გამოწვევები და ინდუსტრიული კონკურენცია.   მე-3 სვეტი 52.7 მილიარდი ევროთი ფინანსდება, ხოლო, ინკლუზიური და უსაფრთხო საზოგადოების“ მიმართულება მხოლოდ 2.8 მილიარდით. ევროპული უნივერსიტეტების გაერთიანება მიმართავს ევროკომისიას წინადადებით რეორგანიზაციის თაობაზე, რაც ითვალისწინებს კონკრეტულ მიმართულებებში დაფინანსების ცვლილებას, მათ შორის ევროპული ინოვაციის საბჭოს დაფინანსების კუთხით და სხვა ინსტიტუციურ ცვლილებებს. დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდი .
სრულად

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ქართველი საჯარო მოხელეებისათვის თურქეთისა და ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფო მართვის ინსტიტუტში (TODAIE) სასტიპენდიო პროგრამის

15/06/2018 17:58
ანკარაში მდებარე თურქეთისა და შუა აღმოსავლეთის საზოგადოებრივი მართვის ინსტიტუტი (TODAIE) 2014 წლიდან სახელმწიფო მოხელეებისათვის აწყობს სახელმწიფო მართვის საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამას, ასევე პოლიტიკური მეცნიერებებისა და სახელმწიფო მართვის დოქტორანტურის პროგრამას ინგლისურ ენაზე. 2018-2019 სასწავლო წლისათვის აღნიშნულ პროგრამაზე განცხადების გაკეთება შესაძლებელია 2018 წლის 17 ივლისამდე და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს სახელმწიფო ორგანიზაციაში დასაქმებულ ახალგაზრდა მოხელეებს. პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: http://www.todaie.edu.tr/genel/bizden_detay_eng.php?kod=1908&tipi=67 განაცხადის ფორმის წარდგენა შეგიძლიათ 2018 წლის 17 ივლისამდე, შემდეგ მისამართზე: enderun@todaie.edu.tr
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/oreal_logo_1.jpg
13/06/2018 16:37

იუნესკოს ჯილდო მეცნიერი ქალბატონებისათვის

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას იუნესკოს ჯილდოს შესახებ  მეცნიერი ქალბატონებისთვის  2019 წლისათვის.   L’ORÉAL–UNESCO FOR WOMEN IN SCIENCE INTERNATIONAL AWARDS. აღნიშნული კონკურსი ცხადდება გამორჩეული სამეცნიერო მიღწევების მქონე ქალბატონი მეცნიერებისათვის ფიზიკის , მათემატიკის ა და კომპიუტერულ მეცნიერებების მიმართულებით. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ქალბატონ მეცნიერებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ჯილდო 2019 წლის კონკურსისათვის შეადგენს 100, 000 ევროს 5 კანდიდატისთვის. აღსანიშნავია, რომ იუნესკოს აღნიშნული პრესტიჟული პროგრამის ფარგლებში, 1998 წლიდან დღემდე 102 მეცნიერს აქვს მოპოვებული ჯილდო, რომელთაგან 3 კანდიდატი ნობელის პრემიის მფლობელია. კანდიდატების წარდგენა შესაძლებელია ონლაინ პლატფორმის: www.forwomeninscience.con მეშვეობით უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო კვლევითი ორგანიზაციების მიერ. ნომინირებული კანდიდატები აღნიშნულ პლატფორმაზე ავსებენ განაცხადს და წარადგენენ საჭირო დოკუმენტაციას.  ნომინაციების ელექტრონულად წარდგენის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 29 ივნისი . (იხილეთ ბმული ). დამატებითი ინფორმაცია და დეტალური მოთხოვნები პროგრამის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ დანართების მეშვეობით:  დანართი 1 ;  დანართი 2;
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/farosana.jpg
12/06/2018 16:31

ფონდი აანონსებს 2018 წლის „აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში სამეცნიერო-კვლევით საგრანტო კონკურსს

„აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში სამეცნიერო-კვლევითი საგრანტო კონკურსი გამოცხადდება 2018 წლის ივნისში. კონკურსის მიზანი: კონკურსის მიზნებია: სახელმწიფოს წინაშე არსებული სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევის - აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისა და მის გავრცელებასთან დაკავშირებული სასოფლო-სამეურნეო სირთულეების გადაჭრა სამეცნიერო-ტექნოლოგიური კვლევების განხორციელების გზით; აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებულ პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული ინოვაციური სამეცნიერო კვლევების მხარდაჭერა; ახალი ცოდნის, მეთოდებისა და ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების ძიება; პრობლემის მოგვარების ახალი მოდელების თეორიული და ექსპერიმენტული შესწავლა-ანალიზი საერთაშორისო სივრცეში არსებული საუკეთესო გამოცდილების გაზიარების საფუძველზე. გრანტის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ ღია კონკურსის წესით! კონკურსის ძირითადი პირობები: საგრანტო კონკურსის ფარგლებში გაიცემა მხოლოდ ინსტიტუციური სამეცნიერო-კვლევითი გრანტები. საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ერთ ან რამდენიმე ორგანიზაციას, პროექტის ძირითად პერსონალთან ერთად. პროექტს უნდა ჰყავდეს წამყვანი ორგანიზაცია; პროექტს უნდა ჰყავდეს ძირითადი პერსონალი; პროექტს უნდა ჰყავდეს სამეცნიერო ხელმძღვანელი; პროექტს უნდა ჰყავდეს კოორდინატორი; პროექტში ჩართული უნდა იყოს მინიმუმ ერთი ახალგაზრდა მეცნიერი პროექტის განხორციელების ყველა საანგარიშო პერიოდში; პროექტს შეიძლება ჰყავდეს თანამონაწილე ორგანიზაცია/ები (ერთობლივი პროექტის შემთხვევაში); პროექტს შეიძლება ჰყავდეს პარტნიორი ორგანიზაცია; პროექტს შეიძლება ჰყავდეს დამხმარე პერსონალი; პროექტს შეიძლება ჰყავდეს კონსულტანტ(ებ)ი; პროექტს შეიძლება ჰყავდეს თანადამფინანსებელი. დაუშვებელია საგრანტო კონკურსში პროექტის ძირითადი პერსონალის სტატუსით ერთი და იმავე პირის მიერ ერთზე მეტი განაცხადის წარდგენა. საკონკურსოდ წარდგენილი პროექტის ხანგრძლივობა უნდა იყოს 1 ან 2 წელი. საანგარიშო პერიოდის ხანგრძლივობა შეადგენს 1 წელს. პროექტისათვის მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 61 250 ლარს წელიწადში და 122 500 ლარს - 2 წელიწადში. ორწლიანი პროექტის შემთხვევაში საანგარიშო პერიოდებს შორის თანხის განაწილება შესაბამისობაში უნდა იყოს პროექტის მიზნებთან და ამოცანებთან. კონკურსის გამოცხადებისას გამოქვეყნდება: კონკურსის პროგრამა და პირობები, კონკურსზე წარმოსადგენი დოკუმენტები, კონკურსის განრიგი და რეგისტრაციის პროცედურები. კონკურსის საკითხებთან დაკავშირებით საკონტაქტო ინფორმაცია: ტელ: +995 32 2 200 220 (4015)
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/elsevier-logo.jpg
12/06/2018 14:02

CiteScore - საერთაშორისო ონლაინ გამომცემლობა

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას საერთაშორისო გამომცემლობა ELSEVIER-ის ბაზის შესახებ. CiteScore - ბაზით სარგებლობა შეეძლებათ მკვლევრებს, რომლებსაც ესაჭროებათ წვდომა 23,350 სხვადასხვა წყაროზე, რომელიც აერთიანებს: აკადემიური ჟურნალებს, ციტირებებს, წიგნებს, წიგნების თავებს და აშ. ბაზა ეხმარება მკვლევრებს აღმოაჩინონ სტატიები და ჟურნალები, რაც დაეხმარებათ გადაწყვეტილების მიღების პროცესში თავიანთი კვლევისთვის ლიტერატურის მიმოხილვის პროცესში; დამატებით საინტერესო ინფორმაციისა და ვიდეორგოლების სანახავად გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/SS-Georgia_photo.png
11/06/2018 15:03

ჰორიზონტი 2020-ის სპეციალური მხარდამჭერი ინსტრუმენტის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციების პრეზენტაცია

მიმდინარე წლის 14 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის # 107 აუდიტორიაში   14:00 სთ-ზე გაიმართება „ჰორიზონტი 2020“-ის პოლიტიკის მხარდამჭერი ინსტრუმენტის ფარგლებში საქართველოსთვის შემუშავებული რეკომენდაციების პრეზენტაცია. პოლიტიკის მხარდამჭერი ინსტრუმენტი - Policy Support Facility გულისხმობს მაღალი რანგის, დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტების  მხრიდან რეკომენდაციის შემუშავებას საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების (STI) სისტემის გაძლიერების მიზნით. ექსპერტთა ვიზიტი ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ევროკომისიისადმი მიმართვის საფუძველზე 2017 წლის ოქტომბრიდან 2018 წლის მაისის ჩათვლით. ექსპერტთა ორი ვიზიტი გაიმართა 2017 წლის დეკემბერსა და 2018 წლის თებერვალში და ვიზიტების ფარგლებში გაიმართა თემატური შეხვედრები საქართველოს სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორის/ინდუსტრიის და აკადემიური სექტორის  წარმომადგენლობასთან შემდეგი საკითხების შესახებ: მეცნიერების სფეროში ძლიერი მხარეების იდენტიფიცირება (Support in identification of promising research fields); მეცნიერებასა და ინდუსტრიას/ ბიზნესს შორის თანამშრომლობის გაძლიერება (Measures for narrowing the gap between research and industry/business); შესრულების ინდიკატორებზე დაყრდნობით მეცნიერების სისტემის დაფინანსების სქემის შემუშავება (Proposal for the performance-based funding of research entities). პოლიტიკის მხარდამჭერი სპეციალური ინსტრუმენტის მესამე, შემაჯამებელი ვიზიტი ითვალისწინებს საქართველოში მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის სისტემის (STI System) განვითარების მიზნით  ევროკომისიის ექსპერტების მიერ შემუშავებული ანგარიშის და შესაბამისი რეკომენდაციის  წარდგენასა და გავრცელებას. აღსანიშნავია, რომ ანგარიში გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 14 ივნისს ვებგვერდზე: https://rio.jrc.ec.europa.eu/en/policy-support-facility/specific-support-georgia 14 ივნისს პრეზენტაციაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია მოცემული ბმულის მეშვეობით.
სრულად