old
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/2020.png
01/08/2018 17:18

ცვლილებები ,,ჰორიზონტი 2020“ -ში

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროპის კვლევის და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“ - ის სამუშაო პროგრამებში ევროკომისიის მიერ განხორციელებულ ცვლილებების შესახებ. დოკუმენტების ჩასატვირთად და დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ,,ჰორიზონტი 2020“ - ის მონაწილეთა პორტალს. პროგრამაში დამატებული საკითხების ჩამონათვალი ხელმისაწვდომია  ვებგვერდზე  .
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/picture.png
27/07/2018 14:33

Innovative Medicines Initiative საგრანტო კონკურსი

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას Innovative Medicines Initiative (IMI) მიერ გამოცხადებული კონკურსის შესახებ. კონკურსი ღიაა სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულების მკვლევრებისთვის და ითვალისწინებს ინოვაციური საპროექტო იდეების დაფინანსებას.  innovative medicines initiative წარმოადგენს ევროკავშირის პარტნიორ ორგანიზაციას, მისი საერთო ბიუჯეტი შეადგენს 3.27 მილიარდი ევროს, (2014-2020 წლებისათვის). 2018 წლის საგრანტო კონკურსი კი ითვალისწინებს მედიცინის სფეროში ინოვაციური კვლევების დაფინანსებას, რომელიც ხელს შეუწყობს მედიცინის სამომავლო განვითარებას. მონაწილეობის მსურველებმა მოკლე საპროექტო წინადადება უნდა წარადგინონ  2018 წლის 24 ოქტომბრამდე . სარეგისტრაციო ბმულების, კონკურსის ფარგლებში ჩასატარებელი ვებინარების და სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ იხილოთ თანდართული ფაილი .  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/unesaco%201.jpg
26/07/2018 11:46

გამოცხადდა UNESCO-ს კონკურსი

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას UNESCO-ს მიერ გამოაცხადებული კონკურსის შესახებ, რომელიც ბაჰრეინის სამეფოს მიერაა დაფინანსებული "UNESCO King Hamad Bin Isa Al-khalifa" პრიზის მოსაპოვებლად, განათლებაში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) გამოყენებისათვის .   2018 წელს, პრიზი გადაეცემა იმ პროექტებსა და პროგრამებს, რომლებიც იყენებენ ინოვაციურ ტექნოლოგიებს, რათა უზრუნველყონ განათლება მოწყვლადი ჯგუფებისათვის. თითოეულ გამარჯვებულს პრიზის სახით გადაეცემა 25 000 აშშ დოლარი იუნესკოს სათაო ოფისში პარიზში დაჯილდოების ცერემონიალზე. კონკურსში მონაწილეობისათვის, ინდივიდებმა, ინსტიტუციებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა დაასახელონ კანდიდატურები თავიანთი ქვეყნის იუნესკოს ეროვნულ კომისიას ა (საქართველოს შემთხვევაში-საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო) და/ან იუნესკოს ოფიციალურ პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებ ში.  თითოეულ ქვეყანას შეუძლია მაქსიმუმ სამი კანდიდატურის წარდგენა. ნომინანტების წარდგენა ხორციელდება ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით. კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კანცელარიაში კანდიდატურების წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 19 ოქტომბერი.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/mashav%20photo.png
24/07/2018 15:18

MASHAV-ის პროფესიონალური კურსები

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (MASHAV) მიერ დაგეგმილი საგანმანათლებლო კურსების შესახებ. კურსები ხორციელდება ისრაელში, პროფესიული და აკადემიურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობით. MASHAV წარმოადგენს ისრაელის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და იგი ყოველწლიურად ატარებს პროფესიონალურ კურსებს ინგლისურ, რუსულ, ფრანგულ და ესპანურ ენებში. განაცხადის ფორმის, კურსების ჩამონათვალისა და სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის , გთხოვთ,  ეწვიოთ ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ვებგვერდს .  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/advanced%20grant_1.png
23/07/2018 15:27

ევროპული კვლევების საბჭოს(ERC) საგრანტო კონკურსი - Advanced Grant 2018

შოთა რუსთაველის საქართველოს  ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ვროპული კვლევების საბჭოს (ERC)  2018 წლის საგრანტო კონკურსის შესახებ Advanced Grants. კონკურსი გამოცხადდა მიმდინარე წლის  17 ივლისს და განაცხადის წარდგენის ბოლო ვადად განსაზღვრულია  2018 წლის 30 აგვისტო. ევროპული კვლევების საბჭოს გრანტები ხელს უწყობს წამყვან მეცნიერებს და მკვლევრებს,  ჩაატარონ უმაღლესი ხარისხის სამეცნიერო კვლევა. გრანტის ოდენობა შეადგენს 2.5 მილიონ ევროს 5 წლის განმავლობაში. კონკურსი ღიაა ყველა სამეცნიერო მიმართულებისთვის და მასში მონაწილეობა შეუძლიათ სხვადასხვა მოქალაქეობის მქონე წამყვან მეცნიერებს, რომლებთაც აქვთ გამორჩეული სამეცნიერო მოღვაწეობის მინიმუმ 10 წლიანი კარიერა. წამყვანი ორგანიზაცია (Host Institution) დაფუძნებული უნდა იყოს ევროკავშირის წევრ ან ასოცირებულ სახელმწიფოში, მათ შორის საქართველოშიც. დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“ -ის მონაწილეთა პორტალზე . კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ევროპული კვლევების საბჭოს ვებგვერდზე.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/space%20lounch.png
19/07/2018 14:06

კონკურსი კოსმოსური კვლევებით დაინტერესებული პირებისთვის

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროკავშირის კვლევის და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“-ის ფარგლებში დაფინანსებულ კონკურსზე, რომელიც ითვალისწინებს მცირე ზომის კოსმოსური თანამგზავრების ორბიტაზე გაშვების დაბალ ბიუჯეტური მეთოდის შემუშავებასა და დანერგვას. კონკურსი მიზნად ისახავს, გამოავლინოს მცირე კოსმოსური თანამგზავრების ორბიტაზე გაშვების ინოვაციური და ხელმისაწვდომი მეთოდი, რათა გაიზარდოს ევროპის წვდომა კოსმოსზე და თანამგზავრების დახმარებით, ხელმისაწვდომი გახადოს ტექნოლოგიური შესაძლებლობები, რომლებითაც ისარგებლებენ ევროპული კომპანიები, უნივერსიტეტები, კვლევითი ინსტიტუტები და აშ. მცირე ზომის სატელიტები, მოწყობილობებია, რომლებიც ეფექტურად გამოიყენება უკაბელო კავშირგაბმულობასა და ქსელებისთვის, ინტერნეტისთვის, ასევე მეცნიერული დაკვირვებასა და ინფორმაციის შეგროვებისთვის. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ევროკავშირის წევრი ან ევროკავშირის კვლევის და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“-თან ასოცირებულ ქვეყნების წარმომადგენლებს.  კონკურსის ფარგლებში შესაძლებელია, როგორც ინდივიდუალური განაცხადების (ფიზიკური და იურიდიული პირები, საერთაშორისო ორგანიზაციები), ასევე ჯგუფების, კონსორციუმის მიერ, გამარჯვებულ პროექტს გადაეცემა ევროკომისიის პრიზი 10 მილიონი ევრო. მონაწილეობა შესაძლებელია 2018 წლის 12 ივნისიდან და ბოლო ვადად განსაზღვრულია 2021 წლის 1 ივნისი. კონკურსის ფარგლებში შესაძლებელია როგორც ინდივიდუალური განაცხადების წარდგენა (ფიზიკური და იურიდიული პირები, საერთაშორისო ორგანიზაციები), ასევე ჯგუფების, კონსორციუმის მიერ. კონკურსის წესებისა და სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ ევროპული კომისიის ვებგვერდს .
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/baner%201.jpg
12/07/2018 15:24

ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ფონდის “საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების” ერთობლივ საერთაშორისო კონფერენცია

2018 წლის 16 ივლისს , საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, გაიმართება ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ფონდის “საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების” ერთობლივ საერთაშორისო კონფერენცია. საერთაშორისო კონფერენცია მიზნად ისახავს ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის ერთობლივი კვლევითი პროგრამის მიღწევებისა და სამომავლო განვითარების პერსპექტივების განხილვას. ასევე, საქართველოს შემსწავლელი ჰუმანიტარული და სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით ფონდის სხვადასხვა სქემით დაფინანსებული კვლევების მნიშვნელოვანი შედეგების წარმოჩენას, საერთაშორისო და ადგილობრივ მკვლევართა შორის დიალოგის ხელშეწყობასა და თანამშრომლური ურთიერთობების გაღრმავებას. კონფერენცია უმასპინძლებს  საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების სფეროში მოღვაწე მკვლევრებს: ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის ერთობლივი პროგრამის აპლიკანტებსა და გრანტიორებს, ფონდის მიერ ადმინისტრირებული სხვა კონკურსების წარმატებულ მონაწილეებსა და საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებებით დაინტერესებულ პირებს.  კონფერენციაზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია   ბმულზე. კონფერენციის დღის წესრიგი იხილეთ შემდეგ ბმულზე .   კონფერენციაზე რეგისტრაცია: 9:00 სთ კონფერენციის სამუშაო ენა - ინგლისური კონფერენციის ჩატარების ადგილი - ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა (ლ. გუდიაშვილის ქ. 7)
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/foto.png
10/07/2018 16:02

„ჰორიზონტი 2020“-ის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის ,,EaP Plus“ -ის საინფორმაციო ბიულეტენი

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, ავრცელებს ინფორმაციას,   „ჰორიზონტი 2020“-ის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის ,,EaP Plus“საინფორმაციო ბიულეტინის შესახებ. საინფორმაციო ბიულეტენი შეგიძლიათ იხილოთ დანართში.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/8473007398-71c677ea45.jpg
09/07/2018 10:51

„ჰორიზონტი 2020-ის“ 2018 წლის ევროპული ჯანდაცვის საშუამავლო ღონისძიება

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020-ის“ 2018 წლის ევროპული ჯანდაცვის საშუამავლო ღონისძიებასთან დაკავშირებით. ღონისძიება გაიმართება 2018 წლის 3-4 სექტემბერს ქალაქ ოსლოში, ნორვეგიაში. ჯანდაცვის ეროვნული საკონტაქტო პირების საერთაშორისო საშუამავლო შეხვედრა ემსახურება „ჰორიზონტი 2020“-ის 2018-2020 წლების ჯანდაცვის სამუშაო პროგრამის 2019 წლის კონკურსებისათვის კონსორციუმების შექმნასთან დაკავშირებულ გამოწვევებს. მონაწილეობის შედეგები: ჰორიზონტი 2020-ის „ჯანმრთელობის, დემოგრაფიული ცვლილებისა და კეთილდღეობის“ სამუშაო პროგრამის მომავალი კონკურსების შესახებ სასარგებლო ინფორმაციის მიღება; საპროექტო იდეის ან კომპეტენციის ფარგლებში გამოცდილების გაზიარება საერთაშორისო აუდიტორიისათვის და სხვა მონაწილეთა მიერ შექმნილი ან აღმოჩენილი ტექნოლოგიების გაზიარება; პოტენციურ პარტნიორებთან შეხვედრა, როგორც ევროპული, ისე არაევროპული ქვეყნებიდან და კონსორციუმის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებული საკითხები. საშუამავლო ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პროგრამა ჰორიზონტი 2020-თან ასოცირებული ქვეყნების: კომპანიებს, უნივერსიტეტებს, კვლევით და ტექნოლოგიურ ორგანიზაციებს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს და სხვ. საშუამავლო ღონისძიებაში მონაწილეობა უფასოა. მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ვებ-გვერდზე.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/218.jpeg
26/06/2018 14:43

ევროპის თავდაცვის სააგენტოს გამოცხადებული კონკურსი ექსპერტებისთვის თავდაცვის სფეროში

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას  ევროპის თავდაცვის სააგენტოს (EDA) მიერ გამოცხადებული კონკურსის შესახებ ექსპერტებისთვის თავდაცვის სფეროში. კონკურსი ღიაა ყველასთვის, თუმცა მასში მონაწილეობა განსაკუთრებით წახალისებულია ექსპერტებისთვის ევროკავშირის წევრი და ასოცირებული ქვეყნებიდან. კონკურსის მიზანია შეარჩიოს მაღალი დონის და გამოცდილების მქონე ექსპერტები სამხედრო სფეროდან, შემდეგი მიმართულებებისთვის: უპილოტო პლატფორმები; კონტროლი, კომუნიკაცია, კომპიუტერები, ზედამხედველობა და დაზვერვა; ეფექტები; ძალოვანი თავდაცვა და სისტემები; სამხედრო კიბერ უსაფრთხოება; ლაზერული ტექნოლოგიები; ელექტრო კომპონენტები. კონკურსი ასევე შეარჩევს ექსპერტებს შემდეგი საკვანძო მიმართულებებისთვის: სტრატეგიული ტექნოლოგიის ხედვა; საერთაშორისო შეიარაღების რეგულაციებთან დაკავშირებული ევროპის თავდაცვითი კომპონენტები; სამხედრო რეგულაციები და ინფორმაციის მართვა; სამხედრო ეთიკური და საზოგადოებრივი საკითხები. დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ იხილოთ  ბმული და ასევე ევროპული კომისიის ვებგვერდი .
სრულად