old
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/unesco_logo.jpg
04/10/2018 17:49

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას UNESCO-ს მიერ გამოცხადებული კონკურსის შესახებ

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას UNESCO-ს მიერ გამოცხადებული კონკურსის შესახებ (UNESCO/Japan Young Researchers’ Fellowship Programme ) ,  რომელსაც აფინანსებს იაპონიის მთავრობა ,, Japanese Funds-in-Trust for the Capacity-Building of Human Resources ’’ პროგრამის ფარგლებში.  პროგრამის ფარგლებში გაიცემა 10 კვლევითი სტიპენდია,  UNESCO-ს  4 პრიორიტეტულ მიმართულებაში. პრიორიტეტი მიენიჭება შემდეგ აპლიკანტებს: 1. პირებს, რომელთაც სურთ აკადემიური კარიერის იაპონიაში გაგრძელება; 2. ქალ აპლიკანტებს; 3. აპლიკანტებს აფრიკის ქვეყნებიდან; 4. აპლიკანტებს პატარა კუნძულოვანი ქვეყნებიდან; 5. აპლიკანტებს განვითარებადი ქვეყნებიდან. პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს კვლევების განვითარებას UNESCO-ს  შემდეგი ოთხი პრიორიტეტის მიმართულებით: 1. გარემოსთან დაკავშირებული საკითხები; 2. ინტერკულტურული დილოგი; 3. საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები; 4. კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტა.  კონკურსის ფარგლებში სხვა მიმართულებით წარდგენილი თემები არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის პირობები: კანდიდატი უნდა ფლობდეს A, M.S. ან მათთან  გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს; კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ მაღალი ინტელექტუალური პოტენციალი, რომელიც უნდა გამოიყენონ მათი ქვეყნის განვითარებისთვის  უკან დაბრუნების შემდეგ; თითოეულ ქვეყანას შეუძლია მაქსიმუმ ორი კანდიდატურის წარდგენა კანდიდატები არ უნდა იყვნენ 40 წელზე მეტი ასაკის, პროგრამის ფარგლებში არ განიხილება 1978 წლის 1 იანვრამდე დაბადებული პირების განაცხადები; შერჩეულმა კანდიდატებმა კვლევა უნდა განახორციელონ მასპინძელი ინსტიტუციაში, აკადემიური ხელმძღვანელის დაკვირვების ქვეშ; ხელმძღვანელის თანხმობის წერილის წარმოდგენა სავალდებულოა კვლევის ხანგრძლივობა უნდა იყოს მინიმუმ 3 და მაქსიმუმ 9 თვე. განაცხადების  მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 30 ნოემბერი   დამატებითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ ბმულზე
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/poto.png
03/10/2018 14:52

EaP PLUS-ის ვებინარი ინტელექტუალური საკუთრების შესახებ

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას პროექტ  EaP  PLUS- ის ფარგლებში ორგანიზებული ვებინარის შესახებ, რომელიც გაიმართება  2018 წლის 17 ოქტომბერს, 10:30 – 12:00 საათზე (ცენტრალური ევროპის დროით) . ვებინარის სამუშაო ენა ინგლისურია და მონაწილეობა უფასოა.  ვებინარის  თემატიკა მოიცავს ინტელექტუალური საკუთრების (IP) , უფლებების (IPR) და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის განხილვას ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“ ის ფარგლებში. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ   EaP PLUS ვებგვერდზე, ხოლო ვებინარში მონაწილეობისათვის, გთხოვთ იხილოთ  ბმული.
სრულად

“ზურაბ ჟვანიას ფონდი” აანონსებს კონკურს 2018 წლის „წინანდლის პრემიის“ მოსაპოვებლად.

18/09/2018 16:39
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას „წინანდლის პრემიის" 2018 წლის კონკურსის  შესახებ.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/2017%20AUGUST/qwqwe.jpg
17/09/2018 14:14

საინფორმაციო დღე ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) შესახებ

მიმდინარე წლის 24 სექტემბერს, ორშაბათს, 15:00 სთ-ზე, 2018 წლის  „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის“ ფარგლებში ფონდის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) შესახებ. ERC  არის  ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020”-ის  ერთ-ერთი კომპონენტი და საგრანტო თანხებს მიმართავს მეცნიერების პერსპექტიული დარგების განვითარებისაკენ. ევროპული კვლევების საბჭო (ERC)  დაარსდა 2007 წელს, როგორც კვლევის დამფინანსებელი პირველი პანევროპული ორგანიზაცია.  აღნიშნულ შეხვედრაზე ეროვნული საკონტაქტო პირები აუდიტორიას გააცნობენ ევროპული კვლევების საბჭოს ახალ სამუშაო პროგრამას, ERC-ის მიმდინარე კონკურსებს და უპასუხებენ შეკითხვებს. შეხვედრაზე დასასწრებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულის მეშვეობით. ასევე, იხილეთ 2018 წლის ,,მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის“ ფარგლებში, ფონდის მიერ დაგეგმილ ღონისძიებათა ჩამონათვალი ბმულზე .
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/asas.png
11/09/2018 11:28

EaP PLUS-ის ვებინარი ინტელექტუალური საკუთრების შესახებ

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას პროექტ EaP PLUS -ის ფარგლებში ორგანიზებული ვებინარის შესახებ, რომელიც გაიმართება 2018 წლის 12 სექტემბერს, 10:30 – 12:00 საათზე (ცენტრალური ევროპის დროით) . სამუშაო ენა ინგლისურია და მონაწილეობა უფასოა.  ვებინარის თემატიკა მოიცავს ინტელექტუალური საკუთრების, უფლებების (IP R ) და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის განხილვას დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ   EaP PLUS ვებგვერდი , ხოლო ვებინარში მონაწილეობისათვის, გთხოვთ იხილოთ ბმული.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/erc_1.png
10/09/2018 10:42

ინფორმაცია Starting and Consolidator Grant 2019-ის აპლიკანტებისთვის

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას, ევროპული კვლევების საბჭო (ERC) - ის მიერ დაფინანსებული კონკურსების: Starting and Consolidator Grant 2019 - ის შესახებ. ERC Starting Grant - გრანტები დამწყები მკვლევრებისთვის გრანტის ოდენობა - 1.5 მილიონი ევრო პროექტის ხანგრძლივობა - 5 წელი ERC Starting Grant 2019 კონკურსის გამოცხადების თარიღი განსაზღვრულია 2018 წლის 14 სექტემბერს და აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 17 ოქტომბერი. ERC Consolidator Grants - გრანტები 7-12 წლიანი გამოცდილების მქონე მეცნიერებისთვის, რათა ჩამოაყალიბონ სამეცნიერო გუნდი და განაგრძონ წარმატებული კარიერა ევროპაში გრანტის ოდენობა - 2 მილიონ ევრომდე; პროექტის ხანგრძლივობა - 5 წლამდე. ERC Consolidator Grants 2019 კონკურსის გამოცხადების თარიღად განსაზღვრულია 2018 წლის 24 ოქტომბერი, ხოლო აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 7 თებერვალი. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) საინფორმაციო ბროშურა  .
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/college-graduation.jpg
05/09/2018 16:39

ფონდი აანონსებს “მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების”2018 წლის კონკურსს

კონკურსის მიზანი მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების დასაფინანსებლად გრანტების გაცემის მიზანია მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული მაგისტრანტების სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაზრდის, აკადემიური დონის ამაღლებისა და კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა, ასევე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის გაუმჯობესების, სწავლის პროცესში კვლევის ინტეგრაციისა და თემატური და/ან ინტერდისციპლინური მიმართულებით კვლევითი აქტივობის განვითარების ხელშეწყობა.    მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების კონკურსში პროექტების წარდგენა შესაძლებელია სამეცნიერო მიმართულების კლასიფიკატორით განსაზღვრულ შემდეგ მიმართულებებში: საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; ინჟინერია და ტექნოლოგიები; მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებები; აგრარული მეცნიერებები; სოციალური მეცნიერებები; ჰუმანიტარული მეცნიერებები; საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები. გრანტის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ ღია კონკურსის წესით! კონკურსის ძირითადი პირობები საგრანტო კონკურსის ფარგლებში გაიცემა მხოლოდ ინდივიდუალური სასწავლო-კვლევითი გრანტები; კონკურსის ფარგლებში გრანტი შეიძლება მოიპოვოს საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულმა, სტუდენტის აქტიური სტატუსის მქონე მაგისტრანტმა; გრანტის მიღების პერიოდში მაგისტრანტი უნდა იყოს მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელი ან დამამთავრებლის წინა სემესტრის სტუდენტი; პროექტის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს მინიმუმ 4 და მაქსიმუმ – 10 თვე; დაუშვებელია საგრანტო კონკურსში ერთი და იმავე პირის მიერ ერთზე მეტი განაცხადის წარდგენა.   ფინანსური მოთხოვნები: პროექტის ბიუჯეტი შეიძლება შეადგენდეს არაუმეტეს 6000 ლარს. მაგისტრანტის სტიპენდია ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 1200 ლარს კონკურის გამოცხადებისას გამოქვეყნდება: კონკურსის პირობები, კონკურსზე წარმოსადგენი დოკუმენტები, კონკურსის განრიგი და რეგისტრაციის პროცედურები. კონკურსი გამოცხადდება მიმდინარე წლის სექტემბერში კონკურსის საკითხებთან დაკავშირებით საკონტაქტო ინფორმაცია: ელ. ფოსტა: mr@rustaveli.org.ge ტელეფონი: 2 200 220 (4302)  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/erc_1.png
15/08/2018 09:55

ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) 2019 წლის პროგრამა და ცვლილებები

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) 2019 წლის სამუშაო პროგრამისა და მასში განხორციელებულ ცვლილებების შესახებ. სამუშაო პროგრამა მუშავდება ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) მიერ და მას ამტკიცებს ევროპული კომისია. 2019 წლის პროგრამის დამტკიცება დაგეგმილი იყო ივლისის თვეში, რაც შეიცვალა და აღნიშნული საგრანტო სქემის განხორციელდება ამ ეტაპზე დაგეგმილია სექტემბრის თვეში. პროგრამა ითვალისწინებს რამდენიმე ცვლილებას, მაგალითად: Starting Grant 2019 გამოცხადდება ივლისის ნაცვლად, პროგრამის დამტკიცების შემდგომ. გარდა ამისა კონკურსი ღია იქნება უფრო მოკლე პერიოდის განმავლობაში, ვიდრე გასულ წელს და განაცხადების მიღების ბოლო დღედ, ამ ეტაპისთვის განსაზღვრულია 2018 წლის 17 ოქტომბერს. Synergy Grant 2019 – გამოცხადება დაგეგმილი იყო იყო 2018 წლის ივლისის თვეში და  გადაინაცვლა პროგრამის დამტკიცების შემდგომი პერიოდისთვის. აღნიშნული კონკურსი მოკლე პერიოდში იქნება ღია, გასულ წელთან შედარებით და განაცხადების მიღების ბოლო დ ამ ეტაპისთვის განსაზღვრულია 2018 წლის 8 ნოემბერი.   ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) 2019 წლის სამუშაო პროგრამა შემუშავებულია სამეცნიერო საბჭოს მიერ, და საჭიროებს დამტკიცებას ევროკომისიის მხრიდან. 2019 წლის პროგრამა გასული წლის პროგრამის მსგავსია, თუმცა სამეცნიერო საბჭოს მიერ მასში მცირედი ცვლილებები იქნა განხორციელებული. აღნიშნული ცვლილებების სანახავად გთხოვთ იხილოთ თანდართული ფაილი .      
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/photo.png
07/08/2018 14:50

ERC – Starting Grants შედეგები და დაფინანსებული პროექტების მაგალითები

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) მიერ დაფინანსებული ერთ-ერთი საგრანტო სქემის Starting Grants-ის ფარგლებში 2018 წელს დაფინანსებული პროექტების შესახებ. აღნიშნული საგრანტო სქემა (Starting Grants) შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდა, დამწყებ მეცნიერებს შექმნან კვლევითი ჯგუფი და შეადგინონ რელევანტური კვლევითი პროექტები. 2018 წელს კონკურსის ფარგლებში შეირჩა და დაფინანსდა 403 გამორჩეული პროექტი, რომელთა ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 603 მილიონ ევროს. თითოეული პროექტზე გათვალისწინებულია  დაახლოებით 1.5 მილიონი ევრო. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ იხილოთ ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) ვებგვერდზე. იხილეთ დაფინანსებული პროექტების სია . კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტების მაგალითები შეგიძლიათ იხილოთ ბმულის მეშვეობით.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/erc%20mathematics.png
01/08/2018 17:20

ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) მიერ დაფინანსებული პროექტები მათემატიკის მიმართულებით

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) მიერ მხარდაჭერილი პროექტების შესახებ მათემატიკის დარგში. ERC -იმ გამოაქვეყნა ბროშურა Mathematics Spotlight on ERC Projects ”, რომელიც მოკლედ აღწერს აღნიშნულ პროექტებს. ევროპის კვლევისა და ინოვაციის პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“ - ის ფარგლებში, ევროპული კვლევების საბჭო (ERC) მხარს უჭერს მეცნიერებს ყველა სამეცნიერო მიმართულებაში.   თუცა, აღნიშნული ბროშურა ემსახურება მათემატიკის როლის წარმოჩენას სხვა სამეცნიერო დისციპლინებს შორის. ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) მიერ დაფინანსებულია 377 პროექტი მათემატიკის მიმართულებით, რომელთა ჯამური ბიუჯეტი 600 მილიონ ევროს შეადგენს. ბროშურა და სხვა დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია Era Portal Austria ვებგვერდზე.
სრულად