old
http://rustaveli.org.ge/images/Images/IMG_0105.JPG
15/04/2016 16:31

"თანამედროვე ქართული ენის მორფოლოგია II დიალექტები" პრეზენტაცია

14 აპრილს 15 საათზე  არნოლდ ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტში გაიმართა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული მონოგრაფიის - "თანამედროვე ქართული ენის მორფოლოგია II. დიალექტები" პრეზენტაცია. პროექტის ხელმძღვანელი − პროფ. გ. გოგოლაშვილი.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/Events/DSC05342.JPG
13/04/2016 15:02

ტყეების ბიოლოგიური დაცვა და მდგრადი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა ბორჯომის მუნიციპალიტეტში

2016 წლის 5 აპრილს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში გამაირთა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის "ტყეების ბიოლოგიური დაცვა და მდგრადი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა ბორჯომის მუნიციპალიტეტში" ხელშეკრულება №AR/245/10-120/13, 10.04.2014–10.04.2016 წწ. შედეგების პრეზენტაცია. მოხსენებებში განხილული იყო ტყეების პათოლოგიური გამოკვლევის შედეგები, ძირითადი მავნებლების წინააღმდეგ ბიოლოგიური და ბიოტექნიკური საშუალებების გამოყენების პერსპექტივები. განხილული იყო ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალი, გამოკვლეული იქნა სასმელი და სამკურნალო წყლები, მათი სასარგებლო თვისებები, ინტერნეტში განთავსდა ახალი ტურისტული მარშრუტები. მომზადებული ბროშურა გადაეცა ბიბლიოთეკებს და სემინარის მონაწილეებს.    
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/presentations/IMG_8452_1.JPG
11/04/2016 16:59

გლობალური დათბობა - პრეზენტაცია

2016 წლის 8 აპრილს ჩატარდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული გრანტის  „გლობალური დათბობის პირობებში საქართველოს წიწვოვანი ტყეების (სოჭი, ნაძვი, ფიჭვი) ფიტომასისა და დეპონირებული ნახშირბადის მარაგების განსაზღვრა, კონვერსიული კოეფიციენტების შედგენა“ დამთავრებული პროექტის პრეზენტაცია. პროექტის ხელმძღვანელი გიორგი ვაჩნაძე. შემსრულებლები: ზვიად ტიგინაშვილი,  ბესარიონ აფციაური,  გიული   წერეთელი,  ქუჯი ნიშნიანიძე და ირინა თვაური. პრეზენტაცია წარმოადგინა პროექტის ძირითადმა შემსრულებელმა ზ. ტიგინაშვილმა. გლობალური დათბობის მოსალოდნელმა საშიშროებამ მნიშვნელოვნად გაზარდა ტყის, როგორც ნახშირბადის შთანთქმისა და დეპონირების ერთ-ერთი მნიშნელოვანი რეზერვუარის როლი ნახშირბადის გლობალურ ციკლში. პროექტის ფარგლებში შესწავლილი იქნა როგორც აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს რეგიონების მიხედვით სოჭით, ნაძვით და ფიჭვით გაბატონებულ ტყეებში საერთო და მათი ცალკეული ფრაქციების (ღერი, ტოტი, წიწვი, ფესვი) ფიტომასა და ნახშირბადის მარაგები ხნოვანების ჯგუფების მიხედვით (ახალგაზრდა, შუახნოვანი, მომწიფარი, მწიფე და მწიფეზე უხნესი). გარდა ამისა განსაზღვრული იქნა ქვეტყისა და მოზარდის, ტყის ცოცხალი და მკვდარი საფრის, ფესვთა სისტემის ბიომასა და ატმოსფერული ნახშირბადის მარაგები, ნიადაგში ჰუმუსისა და ნახშირბადის მარაგები. დადგენილ იქნა წიწვოვან ეკოსისტემებში ბიომასისა და დეპონირებული ნახშირბადის მარაგების წლიური ნამატის მაჩვენებლები,  სამივე სახეობისათვის კონვერსიულო კოეფიციენტები კორომის ფრაქციებისა და ხნოვანების ჯგუფებისათვის.     კონვერსიული კოეფიციენტების დადგენა საშუალებას იძლევა ღეროს მოცულობიდან იოლად განისაზღვროს ტყის საერთო და ცალკეული ფრაქციების ბიომასა და მასში შებოჭილი ნახშირბადი.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/presentations/22295.jpg
05/04/2016 11:58

"სამცხე-ჯავახეთის ლანდშაფტურ-ეკოლოგიური შეფასება გის-ანალიზის მეშვეობით”

2016 წლის 1 აპრილს ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოეწყო პროექტის პრეზენტაცია, რომელიც ჩატარდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის (“ტერიტორიული დაგეგმარებისათვის სამცხე-ჯავახეთის ლანდშაფტურ-ეკოლოგიური შეფასება გის-ანალიზის მეშვეობით”, Aღ /105/9-280/13) ფარგლებში. პროექტის ძირითადი შედეგები წარადგინეს: დალი ნიკოლაიშვილმა (სამეცნიერო ხელმძღვანელი), ლამზირა ლაღიძემ, ბესიკ კალანდაძემ, რობერტ მაღლაკელიძემ და დავით სართანიამ. პროექტის ფარგლებში შესრულებული პუბლიკაციები (სამეცნიერო კონფერენციის მასალები, ცნობარი „სამცხე-ჯავახეთი“, რომელსაც თან ერთვის რუკათა ნაკრები) დარიგდა უფასოდ.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/presentations/DSC_0156.jpg
05/04/2016 09:36

სასოფლო-სამეურნეო კულტურების პროდუქციის წარმოება დახურულ სისტემებში

1 აპრილის,  აგრარული უნივერსიტეტში გაიმართა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გამოყენებითი საგრანტო პროექტის " სასოფლო-სამეურნეო კულტურების სათესლე/სარგავი მასალისა და ეკოლოგიურად უსაფრთხო ( ორგანული) პროდუქციის წარმოება დახურულ სისტემებში ინ ვიტრო ლაბორატორია და ვერტიკალური ფერმა" პრეზენტაცია.   პრეზენტაციაზე განხილული იყო კვლევის შედეგები,კერძოდ:   1. მარწყვის, პომიდორის, სალათების ინ ვიტრო  გამრავლება და უვირუსო სარგავი მასალის წარმოება; 2.  უვირუსო სარგავი მასალის აკლიმატიზაცია და ვერტიკალურ ფერმაში  დარგვა, ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქციის მიღება: 3. შესაფუთი ხაზის მოწყობა: მიღებული  ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქციის  დახარისხება, ეტიკეტირება და შეფუთვა; 4.  სემინარებისა და ტრენინგების მოწყობა გურიის და ქართლის  რეგიონის ფერმერებისთვის. 5. პროპექტის შედეგების  პოპულარიზაცია,  "მაესტროს" საქმიან დილაში მონაწილეობა .  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/presentations/IMG_8425.JPG
05/04/2016 09:35

„ხელნაწერთა გაფორმებაში ჩართული მინიატურების მონაცემთა ბაზა“ - პრეზენტაცია

4 აპრილს  კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელებული პროქტების „ქართულ დასურათებულ ხელნაწერთა გაფორმებაში ჩართული მინიატურების მონაცემთა ბაზა“ და „ბიბლიური სიუჟეტები ქართულ ხელნაწერთა გაფორმებაში: ლიტერატურული და იკონოგრაფიული წყაროები“-ის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტები შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსდა და მათი მიზანია სამ ეცნიერო სივრცეში ინფორმაციული და პრაქტიკული კუთხით გამოსაყენებელი ბაზის შექმნა, რაც დაინტერესებულ პირებს საშუალებას მისცემს მარტივად მოიძიონ სასურველი ინფორმაცია: სხვადასხვა უძველეს ხელნაწერში ჩართული მხატვრობის ნიმუშები, მათი შინაარსობრივი დატვირთვა, სიმბოლური მნიშვნელობა და ა.შ მნიშვნელოვანია, რომ საინფორმაციო ბაზა ორენოვანია და უცხოელ დაინტერესებულ მეცნიერებსაც შეეძლებათ ბაზით სარგებლობა. არსებული ბაზა არის ორივე განხორციელებული პროექტის პირველი ეტაპი. ბაზა მუდმივად განახლებადი იქნება და მომავალშიც შეივსება.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/presentations/IMG_8362.JPG
05/04/2016 09:34

ქვემო ქართლის რიოლითური და დაციტური შედგენილობის პიროკლასტური ქანების შესწავლა

1 აპრილს, კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტში გაიმართა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გამოყენებითი კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2013 წლის კონკურსის გამარჯვებული პროექტის "ქვემო ქართლის რიოლითური და დაციტური შედგენილობის პიროკლასტური ქანების "ქვემო ქართლის ( იგნიმბრიტების, პემზის და ფერფლის ტუფების ვულკანური ფერფლის) გეოლოგიურ-ტექნოლოგიური შესწავლა-შეფასება, მათი ცემენტის ფერადი მინის და კერამიკის წარმოეებაში გამოყენების მიზნით" პრეზენტაცია. 
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/IMG_8322.JPG
30/03/2016 12:55

ტერმინი, ცნება და პარადიგმა

30 მარტს 14:00 საათზე შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის სააქტო დარბაზში პრექტ "ტერმინი, ცნება და პარადიგმა ვეფხისტყაოსანში"-ის სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია ჩატარდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის - ტერმინი, ცნება და პარადიგმა "ვეფხისტყაოსანში" - ფარგლებში.  კონფერენციაზე მოხსენებებით გამოვიდნენ:  ლია კარიჭაშვილი - შესავალი სიტყვა ნანა გონჯილაშვილი - ბინარული სემანტიკის ერთი ნიმუში და მისი განსახოვნება "ვეფხისტყაოსანში" ლია წერეთელი - მეფედკურთხევა "ვეფხისტყაოსანში" თამარ ხვედელიანი - საჩუქრის მხატვრული ფუნქციის მითოსური ასპექტები "ვეფხისტყაოსანში" მარიამ კარბელაშვილი - ზოგიერთი იურიდიული ტერმინის შესახებ "ვეფხისტყაოსანში" ლია კარიჭაშვილი - გონისა და ჭკუის ცნებათა სემანტიკისათვის "ვეფხისტყაოსანში" 
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/IMG_8270.JPG
29/03/2016 12:50

"ანთიმოზ ივერიელი-ქართულ-ევროპული დიალოგი" - პრეზენტაცია

29 მარტს 11 საათზე ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ორი პუბლიკაციის "ანთიმოზ ივერიელის დიდაქეები და სხვა თხზულებები"-ს თარგმანის და მონოგრაფიის "ანთიმოზ ივერიელი-ქართულ-ევროპული დიალოგი"-ს პრეზენტაცია გაიმართა.  პუბლიკაციები ფუნდამენტური კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2013 წლის კონკურსში გამარჯვებული პროექტის "ანთიმოზ ივერიელი-ქართულ-ევროპული დიალოგი" ფარგლებში თსუ -ს ფილოსოფიის ინსტიტუტის პროფესორების მიერ მომზადდა, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით. ანთიმოზ ივერიელის ფილოსოფიურ-თეოლოგიური, საგანმანათლებლო, საერო და საეკლესიო მოღვაწეობა კულტურულ-ისტორიულად მნიშვნელოვანია, რადგან ახლებურად წარმოაჩენს ქართული თეოლოგიური და ფილოსოფიური აზროვნების განვითარების გზებს. მისი მეშვეობით ქართული თეოლოგიური აზროვნება იწყებს ჩართვას ევროპის ისტორიულ, კულტურულ და სააზროვნო სივრცეში. ანთიმოზ ივერიელი წარმოადგენს კულტურათა წარმატებული დიალოგის მაგალითს.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/pre.jpg
28/03/2016 12:58

„ვაზისა და ხეხილის კომპლექსური დაცვა

23 მარტს 14 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პეტრე მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის სააქტო დარბაზში, ჩატარდა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის  - „ვაზისა და ხეხილის კომპლექსური დაცვა  უსაფრთხო და ხელმისაწვდომი ადგილობრივი  საშუალებებით“ დასრულებასთან დაკავშირებული პრეზენტაცია. მოხსენებები გააკეთეს გრანტის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პროფ. ავთანდილ დოლიძემ, შემსრულებლებმა აკადემიურმა დოქტორებმა ომარ ლომთაძემ და დავით კაკაშვილმა, ასევე დამხმარე პერსონალმა მცენარეთა დამცველმა ლუდმილა ცხვედაძემ. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ქიმიური ეკოლოგიის პრობლემათა ლაბორატორიის, ასევე აღნიშნული თემატიკით დაინტერესებული სხვა ლაბორატორიების თანამშრომლები.
სრულად