old
http://rustaveli.org.ge/images/samogzauro%20prezentaciebi/IMG_2467.JPG
07/12/2016 11:57

ბიოდეგრადირებადი კატიონური პოლიმერები არგინინისა და სპერმინის საფუძველზე: სინთეზი, უჯრედთავსებადობა და ბიოლოგიური აქტივობა

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული ინდივიდუალური სამოგზაურო საგრანტო კონკურსის ფარგლებში, ნინო ზავრადაშვილი იმყოფებოდა მესამე საერთაშორისო კონფერენციაზე ბიოინსპირირებულ და ბიოდაფუძნებულ  ქიმიასა და მასალებზე, სადაც მან გააკეთა მოხსენება თემაზე : ბიოდეგრადირებადი კატიონური პოლიმერები არგინინისა და სპერმინის საფუძველზე: სინთეზი, უჯრედთავსებადობა და ბიოლოგიური აქტივობა. კატიონური პოლიმერები (CPs)  ფართოდ შეისწავლება როგორც გენის უჯრედშიდა გადამტანი აგენტები, რომლებიც გამოიყენებიან როგორც გენურ თერაპიაში, ასევე ბიოტექნოლოგიაში და ასევე, როგორც ანტიმიკრობული აგენტები. In vivo გამოყენებისთვის მნიშვნელოვანია ისეთი არატოქსიკური ბიოდეგრადირებადი CPs-ის მიღება, რომლებიც დაკისრებული ფუნქციის შესრულების შემდეგ შეძლებენ მთლიანად გამოიყონ ორგანიზმიდან; აქედან გამომდინარე, წარმოდგენილ  სამუშაოში მიზნად დავისახეთ ახალი, ბიოდეგრადრებადი, მაღალმუხტიანი  CPs-ის სინთეზი ენდოგენური პოლიამინის - სპერმინისა და α-ამინომჟავა L-არგინინის საფუძველზე, რადგან აღნიშნული ,,საშენი ბლოკები’’ ბოლო ხანებში აქტიურად გამოიყენებიან ბიოლოგიურად აქტიური პოლიმერების შექმნისათვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ახალი, მაღალმუხტიანი კატიონური პოლიამიდები დავასინთეზეთ „ორსაფეხურიანი/ერთი რეაქტორის“ სინთეზური სტრატეგიით, კერძოდ, დი-პ-ნიტროფენილ-ტრანს-ეპოქსი-სუქცინატის კონდენსაციით შესაბამის  დიამინებთან და მიღებული შუალედური ეპოქსი-პოლიამიდის  ურთიერთქმედებით არგინინის მეთილის ესტერის დიჰიდროქლორიდთან. დიამინებად სპერმინისა და მსგავსი ნაერთების გამოყენება საშუალებას გვაძლევს მივიღოთ სასურველი, მაღალმუხტიანი CPs, რომლებიც მაკრომოლეკულის ჯაჭვებში შეიცავენ ანქიმერული კატალიზით თვითჰიდრო­ლი­ზებად  ვიცინალურ ამიდურ ბმებს, ასეთ პოლიმერებს კი ექნებათ უნარი, ფიზიოლოგიურ გარემოში დაიშალონ ორგანიზმის მიერ უტილიზირებადი თავისუფალი სპერმინის გამოყოფით. ახალმა კატიონურმა პოლიმერებმა გამოავლინეს მაღალი მეტაბოლური აქტივობა კონცენტრაციულ ზღვრებში  (c =10.00 – 0.04 მგ/მლ; 4T1 , HeLa , NIH3T3 , და CCD-27SK  უჯრედულ ხაზებთან).  გარდა ამისა, ახალი CPs ძალიან კარგად იხსნებიან წყალში (≤ 200 მგ/მლ), რაც ძალიან მნიშვნელოვანია მათი პრაქტიკული გამოყენების თვალსაზრისით, CPs წარმოქმნიან ნანოკომპლექსებს დნმ  პლაზმიდთან დაბალი წონითი თანაფარდობისას (პოლიმერი/დნმ - 5/1, 25/1).  მიღებული  კომპლექსები  ნანოზომისაა (38.0 – 312.0 ნმ), ხოლო ძეტა-პოტენციალი კი დადებითი (≤ +57.4 მვ), რაც განაპირობებს წარმოქმნილი კომპლექსების სტაბილურობას.  კომპლექსების უჯრედშიდა გადატანის უნარი  შევაფასეთ ციტომეტრიული (FACS) ანალიზით და კონფოკალური მიკროსკოპიით. შესწავლილმა პოლიმერებმა გამოავლინეს საკმაოდ მაღალი სელექციური ტრანსფექციის უნარი სხვადასხვა უჯრედული ხაზის მიმართ, რაც პერსპექტულს ხდის მათ გამოყენებას გენურ თერაპიაში, ახალმა CPs-მა გამოავლინეს აგრეთვე ანტიმიკრობული აქტივობა  სხვადასხვა ბაქტერიების შტამების  ( Bacillus cereus, Staphylococcus aureus , Escherichia coli, Salmonella enterica ) მიმართ, ამიტომ ისინი პერსპექტულნი იქნებიან როგორც ანტიბაქტერიული აგენტები.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/samogzauro%20prezentaciebi/technical%202.jpg
07/12/2016 09:34

ინგლისურ-ქართული ტექნიკური ლექსიკონი

მიმდინარე წლის 6 დეკემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიულმა ცენტრმა საზოგადოებას წარუდგინა ინგლისურ-ქართული ტექნიკური ლექსიკონი, მრავალენოვანი ლექსიკონის მართვის სისტემა და ლექსიკონის ონლაინ-ვერსიის ახალი პლატფორმა. პროექტი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.
სრულად

XIX საუკუნის ვერცხლის ჭურჭელი საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის კოლექციიდან

06/12/2016 12:07
  ღვინო და ღვინის კულტურასთან ასოცირებული ტრადიციები, ისევე, როგორც ამ თემასთან დაკავშირებული კულტურული მემკვიდრეობა, საქართველოში უძველეს დროში იღებს სათავეს და ძალზე მრავალფეროვანია. ამ მრავალპლასტიანი ფენომენის ნაკლებად შესწავლილ, თუმცა უაღრესად საინტერესო ნაწილს წარმოადგენს XVIII-XIX საუკუნის თბილისური ვერცხლის ჭურჭელი , რომელიც კარგად ასახავს აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზაგასაყარზე მდებარე ქვეყნის, საკუთრივ კი თბილისის მულტიკულტურულობას. (ამჟამად მიმდინარეობს აღნიშნული ფენომენის კვლევა, რომელიც დაფინანსებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტის ფარგლებში.)   XVIII-XIX საუკუნის თბილისურ ამქრებში შექმნილ ვერცხლის ჭურჭელს ფუნქცია აერთიანებს _ მათი უმეტესობა საღვინე ჭურჭელია: აზარფეშები, თასები, ბადიები, სურები, ყარყარები, კულები, ორშიმოები, მათარები, ყანწები და სხვა. ფორმების მრავალფეროვნება, რომელიც უძველესი დროიდან დამახასიათებელია ქართული კერამიკული საღვინე ჭურჭლისთვის, არანაკლებ მდიდრულადაა გამოხატული ამ პერიოდის ვერცხლის ჭურჭლის ტიპოლოგიაშიც. აქ ვხვდებით ისეთ უნიკალურ ფორმებს, როგორიცაა, მაგ. ყარყარა _ ვიწრო, მრუდე, გრეხილი ყელით გამორჩეული სასმისი, გაშლილი პირითა და გამოყვანილი ფეხით, რომელიც, სულხან-საბა ორბელიანის მიხედვით, როგორც ,,სარწყული სმაში ხმის მომცემი”, სადღესასწაულო შემთხვევებში გამოიყენებოდა. ორიგინალურ ფორმებთან ერთად, აქ ვხვდებით მასალებისა და ტექნოლოგიების სინთეზს, მაგ. ვერცხლის ხესთან ან ქოქოსის კაკალთან კომბინაციას (მაგ. კულებში), ასევე სევადას გამოყენებას, რასაც ვერცხლის ჭურჭლის ამ ჯგუფში მეტი მრავალფეროვნება შემოაქვს. გარდა ფუნქციისა, ამ პერიოდის ვერცხლის ჭურჭელს რამდენიმე თავისებურება აერთიანებს: მაგ. მათი უმეტესობა დაფარულია მცენარეული ორნამენტით (მოგრძო, ტალღოვანი ფოთოლი და ხუთფურცლა ყვავილი), რომელშიც ჩართულია ფიგურატიული და ზოომორფული გამოსახულებები. ფიგურები ორნამენტული ფონიდან გამოყოფილია პროფილირებული ჩარჩოებით, ე. წ. „კარტუშებით“, რომელთა ფორმაც აღმოსავლური, კერძოდ, სეფიანური და ყაჯარული პერიოდის ირანული ლითონის მხატვრული დამუშავების უდავო გავლენაზე მეტყველებს. თბილისური ვერცხლის ჭურჭლის უმეტესობა შესრულებულია თეგური ტექნიკით, რაც მათ ირანული გრავირებული თუ ზარნიშით გაფორმებული ნივთებისგან განასხვავებს და შუა საუკუნეების ქართული ჭედური ხელოვნების ტრადიციებთან აკავშირებს. ვერცხლის ჭურჭლის მორთულობაში ძალზე ხშირად ვხვდებით ფიგურატიულ და ზოომორფულ გამოსახულებებს. მათ შორის უნდა აღინიშნოს: ცხოველთა გამოსახულებები, პროფესიული ნიშნებით დახასიათებული განზოგადებული პორტრეტები, სუფრისა და საქორწინო რიტუალების ამსახველი სცენები, ისტორიული პირების _ მეფეების, ხალხში პოპულარული გმირებისა და წმინდანების გამოსახულებების ვრცელი სერია და ქრისტიანული თემები და სიმბოლოები. ცხოველთა გამოსახულებებს შორის ხშირად გვხვდება როგორც რეალური, ისე ფანტასტიკური ცხოველები და ფრინველები, ასევე მათი ორთაბრძოლის სცენები. აღნიშნული მოტივების იკონოგრაფიის ფესვები უძველესი წინაქრისტიანული ხელოვნების სათავეებამდე მიდის. ამასთან, აღნიშნულ გამოსახულებებს პარალელები მოეპოვება როგორც ირანულ ლითონმქნდაკებლობაში, ისე ქართული შუა საუკუნეებისა და XIX საუკუნის ხელოვნების ორნამენტიკაში (მაგ. ლურჯი სუფრის, ხის ავეჯის მორთულობაში და სხვა).  ამ ტიპის ვერცხლის ჭურჭლის მორთულობის ერთ-ერთ მთავარ თემას ქართველი მეფეების, მოღვაწეებისა და წმინდანების პორტრეტების გალერეა წარმოადგენს. მაგალითად, ხშირად ვხვდებით თამარ მეფის, შოთა რუსთაველის, ერეკლე მეორის, დავით აღმაშენებლის, წმ. შუშანიკის, გიორგი სააკაძის, კონსტანტინე დადეშქლიანისა და სხვათა პორტრეტებს. მათი ძირითადი პირველწყაროებია მ. გ. საბინინის, პ. იოსელიანის ნაშრომების ილუსტრაციები, ა. როინაშვილის რეპროდუქციები და სხვა, რაც საგულისხმო ინფორმაციას გვაწვდის იმ პერიოდის პოლიტიკურ-იდეოლოგიური ტენდენციებისა და ხალხში ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის იდეალების პოპულარობის შესახებ. ვერცხლის ჭურჭლის მორთულობაში ძალზე ხშირად ვხვდებით ქეიფის სცენებს, რომლებიც საქორწონო თემატიკას უკავშირდება და ჯვრისწერისა და წყვილის ცეკვის ამსახველ სცენებთან ერთად გამოისახება. აღნიშნული კომპოზიციები ხშირად გამოისახება ბადიებზე, რომლებიც, როგორც სადღესასწაულო და ხშირად სამზითვე სასმისები, საქორწინო რიტუალის ნაწილი იყო. განსაკუთრებით პოპულარულია ცალკე მდგომი ფიგურების _ ყარაჩოღელების, კინტოების გამოსახულებები, რომლებსაც ხელში ღვინის ჭურჭელი უჭირავთ. აქვე ვხვდებით მუსიკოსებისა და მოცეკვავეების ფიგურებს. აღნიშნული სცენები იმ პერიოდის ქალაქური კულტურის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი გამოვლინებაა. მათ არაერთი პარალელი მოეპოვებათ ნიკო ფიროსმანაშვილის შემოქმედების, საფლავის ქვების პორტრეტების და თანადროული ფოტოპორტრეტების სახით.  ღვინის თემასთან უშუალოდ დაკავშირებულ გამოსახულებებზე საუბრისას განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ ზოგიერთ შემთხვევაში ჩაცმული ან ნახევრადშიშველი მამაკაცის ფიგურა, რომელიც კასრზე მჯდომარე გამოისახება. ეს სახე განსაკუთრებით ტიპურია ვერცხლის თასების ცენტრისთვის. აღნიშნული ფიგურა თავისი იკონოგრაფიით, (ნახევრად შიშველი მამაკაცი, კასრზე, ხელში სასმისით და კვერთხით) უძველეს დიონისურ მოტივებთან იწვევს ასოციაციას, რაც თავის მხრივ, თბილისური ვერცხლის ჭურჭლის მოტივების სინთეზურ ხასიათზე მეტყველებს. თბილისურ ვერცხლის ჭურჭელს ხშირად ახლავს წარწერები, რომლებიც ან მფლობელი ვინაობას გვამცნობს ან ღვინის, როგორც მაგიურ, საკრალურ სასმელზე შექმნილ ლექსებს წარმოადგენს. ღვინის საკრალურობის თემა ვერცხლის ჭურჭლის მორთულობის რეპერტუარშიც იკვეთება. მაგ. აზარფეშებზე თევზის გამოსახულებების ჩართვის პრეცედენტი, რომელიც ზიარებასთან დაკავშირებული ცნობილი ქრისტიანული სიმბოლოა. იგივე შეიძლება ითქვას ირმის _ მორწმუნე ქრისტიანის ცნობილ შუასაუკუნეებრივ სიმბოლოზეც (წყალს დაწაფებული ირემი _ ქრისტიანობასთან ზიარების სიმბოლო), რომლის გამოსახულებაც ასევე ხშირად გვხვდება ვერცხლის აზარფეშების ცენტრში და მრავალი სხვა. ყოველივე ეს ერთიანობაში წარმოაჩენს XVIII-XIX საუკუნის თბილისური ვერცხლის ჭურჭლის მრავალფეროვნებას, მის ღირებულებას როგორც მხატვრული, ისე ისტორიული, პოლიტიკური თუ სოციალური კონტექსტის გააზრებისთვის, რაც თავის მხრივ, განსაზღვრავს ამ კულტურული ფენომენის ადგილს ქართული ღვინის კულტურის ისტორიაში.      XIX საუკუნის ვერცხლის ჭურჭელი საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის კოლექციიდან                                                                                                                                                                                        
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/samogzauro%20prezentaciebi/IMG_2449.JPG
02/12/2016 09:33

B-FoST კონგრესი

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული ინდივიდუალური სამოგზაურო საგრანტო კონკურსის ფარგლებში, ინესსა კეკელიძე იმყოფებოდა, კვების მეცნიერების და ტექნოლოგიის პირველ შავი ზღვის ასოციაციის   კონგრესზე (B-FoST  კონგრესი) მაკედონიაში. კონგრესზე წარმოდგენილი იყო კვების მეცნიერების და ტექნოლოგიის მნიშვნელოვანი საკითხები სხვადასხვა თემატიკაზე. წარმოდგენილი იყო 41 ზეპირი მოხსენება და 43 სტენდური მოხსენება; გამოქვეყნდა 51 სტატია (Journal of Hygienic and Engineering Design http://www.jhed.mk/). მის მიერ წარმოდგენილი იყო ზეპირი მოხსენება, რომელიც მოიცავდა ინფორმაციას სადისერტაციო კვლევასთან დაკავშირებით - ინოვაციური ტექნოლოგიით დამზადებული წითელი სადესერტო ღვინის კვლევას ფენოლური ნივთიერებების თვალსაზრისით. ვინაიდან, ღვინოში ფენოლური ნივთიერებების მაღალი შემცველობაა, - სასმელი გამოირჩევა მეტად მაღალი ანტიოქსიდანტური აქტიობით ვიდრე არსებული ანალოგი. იგი შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთ პროდუქტად, რომლის ზომიერად და რეგულარულად მოხმარების საშუალებით შესაძლებელია ჯანმრთელობის შენარჩუნება. ვინაიდან მომხსენებლის  მიერ დამზადებული წითელი სადესერტო ღვინო ინოვაციაა, მსგავსი ტიპის კვლევა სიახლეს წარმოადგენს მსოფლიო მასშტაბით, ხოლო მაღალი ანტიოქსიდანტური თვისების ფუნქციონალური საკვები ძლიერ მოთხოვნადია მსოფლიოში, თემამ დაიმსახურა ინტერესი დამსწრე საზოგადოების მხრიდან. ისინი დაინტერესდნენ საქართველოს მდიდარი პოტენციალით და მოხარულნი დარჩნენ რომ ესოდენ პატარა ქვეყანაში არამარტო მდიდარი ბუნების  და აგროპროდუქციის რესურსია, არამედ აგრეთვე წარმატებით ხორციელდება მნიშვნელოვანი დონის კვლევები, ხელი ეწყობა ახალგაზრდების ინტეგრირებას მსოფლიო მეცნიერებაში. აღნიშნულ კონგრესზე მონაწილეობით, ინესსა კეკელიძეს შესაძლებლობა მიეცა გაეცნო სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები სამომავლო კოლაბორაციის მიზნით. აგრეთვე, მან მიიღო შემოთავაზება გაწევრიანდეს საქართველოს წარმომადგენლად ავსტრიაში დაფუძნებულ მნიშვნელოვან საერთაშორისო ორგანიზაციაში (Global Harmonization Initiative), რომლის მიზანია კვების მეცნიერების განვითარება და ხელშეწყობა მსოფლიო მასშტაბით უკეთესი ცხოვრებისათვის და მოწვეულიქმნა მეორე B-FoST კონგრესზე სომხეთში 2018 წელს. მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოების მხრიდან მოწონება დაიმსახურა, რომ ქართული სამეცნიერო ფონდი ზრუნავს სამეცნიერო პოტენციალზე და ფინანსურად ხელს უწყობს დოქტორანტებს. აგრეთვე, მოწონება დაიმსახურა იმან, რომ ქართველი მეცნიერები  გვერდში უდგანან ახალი კადრების კარიერულ ზრდაში და მათი ცნობადობის ამაღლებაში, თუმცა ქვეყნის განვითარება მხოლოდ ამ ზემოთქმულზე არაა დამოკიდებული. მსოფლიო ხედვიდან გამომდინარე, თითოეულ ახალგაზრდას უნდა შეეძლოს ინდივიდუალურად საკუთარი განვითარების გზების მოძიება და მათი გავლა უკეთესი საერთო მომავლისათვის.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/stajirebis%20sajaro%20leqciebi/6.jpg
01/12/2016 14:29

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, მეცნიერების პოპულარიზაციის კუთხით ახორციელებს საჯარო, სამეცნიერო/პოპულარული ლექციების ციკლს სკოლის მოსწავლეთათვის

მეცნიერების პოპულარიზაციის პროგრამის ფარგლებში, რომლის დევიზია ,,მეცნიერება იწყება სკოლიდან” ფონდი მიზნად ისახავს ახალგაზრდა, წარმატებული ახალგაზრდა მეცნიერების მიერ, მეცნიერების სხვადასხვა დარგში მოსწავლეებისთვის საჯარო, სამეცნიერო/პოპულარული ლექციების ჩატარებას. ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ავტორები, უცხოეთში სამეცნიერო კვლევითი სტაჟირებიდან დაბრუნების შემდეგ, სკოლის მოსწავლეებს გაუზიარებენ მეცნიერებაში მიმდინარე სიახლეებს. 2016 წლის 29 ნოემბერს ,,ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო- კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების“ 2015 წლის კონკურსის გრანტის მფლობელმა, ლაშა ასანიძემ ჩაატარა საჯარო ლექცია, თბილისის N175-ე და N133- ე საჯარო სკოლაში.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/stajirebis%20sajaro%20leqciebi/thumbnail_IMG_0724.jpg
28/11/2016 11:49

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, მეცნიერების პოპულარიზაციის კუთხით ახორციელებს საჯარო, სამეცნიერო/პოპულარული ლექციების ციკლს სკოლის მოსწავლეთათვის

მეცნიერების პოპულარიზაციის პროგრამის ფარგლებში, რომლის დევიზია ,,მეცნიერება იწყება სკოლიდან” ფონდი მიზნად ისახავს ახალგაზრდა, წარმატებული ახალგაზრდა მეცნიერების მიერ, მეცნიერების სხვადასხვა დარგში მოსწავლეებისთვის საჯარო, სამეცნიერო/პოპულარული ლექციების ჩატარებას. ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ავტორები, უცხოეთში სამეცნიერო კვლევითი სტაჟირებიდან დაბრუნების შემდეგ, სკოლის მოსწავლეებს გაუზიარებენ მეცნიერებაში მიმდინარე სიახლეებს. 2016 წლის 25 ნოემბერს ,,ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო- კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების“ 2015 წლის კონკურსის გრანტის მფლობელმა, ლაშა ასანიძემ ჩაატარა საჯარო ლექცია, თბილისის N 217-ე საჯარო სკოლაში.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/samogzauro%20prezentaciebi/IMG_2433.JPG
28/11/2016 10:34

მე-3 მსოფლიო კონგრესი ფარმაკოლოგიაში

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული ინდივიდუალური სამოგზაურო საგრანტო კონკურსის ფარგლებში, სოფიო გოქაძემ მონაწილეობა მიიღო 2016 წლის 8-10 აგვისტოს, ქალაქ ბირმინგემში (დიდი ბრიტანეთი)   მე-3 მსოფლიო კონგრესში ფარმაკოლოგიაში დევიზით „(ახალი) წამლის აღმოჩენა: მრავალი ბილიკი ბროდვეისკენ“.  კონგრესი ორგანიზებული იყო კონფერენციების ომიკს-ის ჯგუფის მიერ სამეცნიერო ჟურნალების Biochemistry & Pharmacology;  Cardiovascular Pharmacology;  Clinical Pharmacology & Biopharmaceutics; Clinical & Experimental Pharmacology da Forensic Toxicology and Pharmacology მხარდაჭერით. კონგრესის პროგრამა შედგებოდა შემდეგი მიმართულებებისაგან: 1.ფარმაკოლოგია 2.ნეიროფარმაკოლოგია   3.ფსიქოფარმაკოლოგია 4.ფარმაკოლოგიური კვლევის მიღწევები    5.ეთნოფარმაკოლოგია 6.ტოქსიკოლოგია 7.წამალთა აღმოჩენა და სკრინინგი 8.ფარმაკოგენეტიკა და ფარმაკოგენომიკა 9.ბიოქიმიური ფარმაკოლოგია 10.ფარმაკოლოგიური ტესტირება კონგრესზე წარმოდგენილი ზეპირი და სასტენდო მოხსენებები ეძღვნებოდა თანამედროვე ფარმკოლოგიის თითქმის ყველა მნიშვნელოვანი დარგის მეცნიერულ მიღწევებს და მომავლის პერსპექტივებს. კონგრესში მონაწილეობა მიიღო 200-ზე მეტმა დელეგატმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. მას მქონდა ორალური მოხსენება ახალგაზრდა მეცნიერთათვის განკუთვნილ სესიაში ,, მცენარეული ბიოპოლიმერის საფუძველზე ჭრილობის შემახორცებელი მალამოს შემუშავება’’ მოხსენების შემდეგ იყო საინტერესო შეკითხვები, რაზედაც მის მიერ გაცემული იქნა ამომწურავი პასუხები. უცხოელ კოლეგებთან ჰქონდა საინტერესო დისკუსიები, განსჯა და დაისახა მომავალი თანამშრომლობის შესაძლო პერსპექტივები. მოხსენებამ დაიმსახურა მაღალი შეფასება, რის დასტურადაც სოფიო გოქაძეს გადაეცა ოფიციალური სერტიფიკატი. კონგრესის მასალები დაიბეჭდა ჟურნალში Clinical and Experimental Pharmacology, 2016, Volume 6, Issue 4.   დეტალური ინფორმაცია კონგრესის შესახებ მოთავსებულია კონგრესის ვებ-გვერდზე http://www.conferenceseries.com/Past_Reports/pharmacology-2016-past
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/samogzauro%20prezentaciebi/IMG_2424.JPG
28/11/2016 10:33

მე-3 მსოფლიო კონგრესი ფარმაკოლოგიაში დევიზით „(ახალი) წამლის აღმოჩენა: მრავალი ბილიკი ბროდვეისკენ“.

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული ინდივიდუალური სამოგზაურო საგრანტო კონკურსის ფარგლებში, კარენ მულკიჯანიანმა მიიღო მონაწილეობა 2016 წლის 8-10 აგვისტოს, ქალაქ ბირმინგემში (დიდი ბრიტანეთი) ,   მე-3 მსოფლიო კონგრესში ფარმაკოლოგიაში დევიზით „(ახალი) წამლის აღმოჩენა: მრავალი ბილიკი ბროდვეისკენ“.   კონგრესი ორგანიზებული იყო კონფერენციების ომიკს-ის ჯგუფის მიერ სამეცნიერო ჟურნალების Biochemistry & Pharmacology;  Cardiovascular Pharmacology;  Clinical Pharmacology & Biopharmaceutics; Clinical & Experimental Pharmacology da Forensic Toxicology and Pharmacology მხარდაჭერით. კონგრესის პროგრამა შედგებოდა შემდეგი მიმართულებებისაგან: 1.ფარმაკოლოგია 2.ნეიროფარმაკოლოგია   3.ფსიქოფარმაკოლოგია 4.ფარმაკოლოგიური კვლევის მიღწევები    5.ეთნოფარმაკოლოგია 6.ტოქსიკოლოგია 7.წამალთა აღმოჩენა და სკრინინგი 8.ფარმაკოგენეტიკა და ფარმაკოგენომიკა 9.ბიოქიმიური ფარმაკოლოგია 10.ფარმაკოლოგიური ტესტირება კონგრესზე წარმოდგენილი ზეპირი და სასტენდო მოხსენებები ეძღვნებოდა თანამედროვე ფარმკოლოგიის თითქმის ყველა მნიშვნელოვანი დარგის მეცნიერულ მიღწევებს და მომავლის პერსპექტივებს. კონგრესში მონაწილეობა მიიღო 200-ზე მეტმა დელეგატმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. ბატონი კარენი იყო საორგანიზაციო კომიტეტის წევრი და კონგრესის სამეცნირო ნაწილის მოდერატორი. გარდა ამისა უძღვებოდა სესიებს კონგრესის მე-2 დღეს, 9 აგვისტოს. პლენარული მოხსენება “მცენარეული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნაერთები და მათი სინთეზური წარმოებულები: პერსპექტიული თერაპევტული აგენტები“ ჩართული იყო მიმართულებაში “წამალთა ფარმაკოლოგიური შემუშავების უახლესი ტენდენციები” კონგრესის პირველ დღეს, 8 აგვისტოს. მოხსენება შეეხებოდა ახალი ბუნებრივი მცენარეული ბიოპოლიმერების და მისი სინთეზური მონომერის ფარმაკოლოგიური თვისებების შედარებითი შესწავლას სხვა და სხვა ინ ვიტრო და ინ ვივო მოდელებზე. მოხსენების შემდეგ იყო საინტერესო შეკითხვები, რაზედაც მის  მიერ გაცემული იქნა ამომწურავი პასუხები. უცხოელ კოლეგებთან ჰქონდა საინტერესო დისკუსიები, განსჯა და დაისახა მომავალი თანამშრომლობის შესაძლო პერსპექტივები. მოხსენებამ დაიმსახურა მაღალი შეფასება, რის დასტურადაც მომხსენებელს გადაეცა ოფიციალური სერტიფიკატი. კონგრესის მე-2 დღეს, 9 აგვისტოს კარენ მულკიჯანიანი  იყო კონგრესის საპოსტერო კონკურსის  ჟიურის თავმჯდომარე.  ღონისძიების დასასრულს მიიღო ოფიციალური შეთავაზება მომდევნო კონგრესის (პარიზი, 7-9 აგვისტო 2017 წ) საორგანიზაციო კომიტეტის წევრობაზე.   კონგრესის მასალები დაიბეჭდა ჟურნალში Clinical and Experimental Pharmacology, 2016, Volume 6, Issue 4.   დეტალური ინფორმაცია კონგრესის შესახებ მოთავსებულია კონგრესის ვებ-გვერდზე http://www.conferenceseries.com/Past_Reports/pharmacology-2016-past
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/stajirebis%20sajaro%20leqciebi/IMG_5181.JPG
24/11/2016 16:53

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, მეცნიერების პოპულარიზაციის კუთხით ახორციელებს საჯარო, სამეცნიერო/პოპულარული ლექციების ციკლს სკოლის მოსწავლეთათვის

მეცნიერების პოპულარიზაციის პროგრამის ფარგლებში, რომლის დევიზია ,,მეცნიერება იწყება სკოლიდან” ფონდი მიზნად ისახავს ახალგაზრდა, წარმატებული ახალგაზრდა მეცნიერების მიერ, მეცნიერების სხვადასხვა დარგში მოსწავლეებისთვის საჯარო, სამეცნიერო/პოპულარული ლექციების ჩატარებას. ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ავტორები, უცხოეთში სამეცნიერო კვლევითი სტაჟირებიდან დაბრუნების შემდეგ, სკოლის მოსწავლეებს გაუზიარებენ მეცნიერებაში მიმდინარე სიახლეებს. 2016 წლის 24 ნოემბერს ,,ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო- კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების“ 2015 წლის კონკურსის გრანტის მფლობელმა, ვაჟა ნებიერიძემ ჩაატარა საჯარო ლექცია, თბილისის N 217-ე საჯარო სკოლაში.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/stajirebis%20sajaro%20leqciebi/IMG_5161.JPG
22/11/2016 16:10

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, მეცნიერების პოპულარიზაციის კუთხით ახორციელებს საჯარო, სამეცნიერო/პოპულარული ლექციების ციკლს სკოლის მოსწავლეთათვის

მეცნიერების პოპულარიზაციის პროგრამის ფარგლებში, რომლის დევიზია ,,მეცნიერება იწყება სკოლიდან” ფონდი მიზნად ისახავს ახალგაზრდა, წარმატებული ახალგაზრდა მეცნიერების მიერ, მეცნიერების სხვადასხვა დარგში მოსწავლეებისთვის საჯარო, სამეცნიერო/პოპულარული ლექციების ჩატარებას. ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ავტორები, უცხოეთში სამეცნიერო კვლევითი სტაჟირებიდან დაბრუნების შემდეგ, სკოლის მოსწავლეებს გაუზიარებენ მეცნიერებაში მიმდინარე სიახლეებს. 2016 წლის 22 ნოემბერს ,,ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო- კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების“ 2015 წლის კონკურსის გრანტის მფლობელმა, ვაჟა ნებიერიძემ ჩაატარა საჯარო ლექცია, თბილისის N 133-ე და N 175-ე საჯარო სკოლებში.
სრულად