old
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/es.jpg
20/12/2018 18:20

შეხვედრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლებთან

2018 წლის 20 დეკემბერს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილე, ბატონი ჯაბა სამუშია შეხვდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლებს. ფონდის დირექტორის მოადგილემ ინსტიტუტის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა ფონდის მიერ მომზადებული ახალი პროგრამების შესახებ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/jdsfhg.jpg
11/12/2018 11:58

სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ჯილდო წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერთა და მეცნიერთა ჯგუფებისათვის 2018 წლის კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი

ამა წლის 10 დეკემბერს,  მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, გაიმართა სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ჯილდო წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერთა და მეცნიერთა ჯგუფებისათვის 2018 წლის კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი. შეხვედრას ესწრებოდნენ: ფონდის გენერალური დირექტორი - ზვიად გაბისონია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე - ირინა აბულაძე, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე - მარიამ ჯაში, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი - დავით ლორთქიფანიძე, უმაღლესი სასწავლო დაწესებულების რექტორები, კვლევითი ინსტიტუტებისა და ცენტრების ხელმძღვანელები. ჯილდო გადაეცათ შემდეგ ნომინაციებში გამარჯვებულ მეცნიერებსა და მეცნიერთა ჯგუფებს:   ზურაბ გუგუჩია -   ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით  მოღვაწე 2018 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერი;   ეთერ ქემერტელიძე, მარკუს განცერა,მარიამ ბენიძე,ალექსანდრე სხირტლაძე, ვაჟა ნებიერიძე  - სიცოცხლის შემსწავლელ, ჯანდაცვის, აგრარული მეცნიერებების მიმართულებით მოღვაწე 2018 წლის საუკეთესო მეცნიერთა ჯგუფი;   მაქსიმ იავიჩი - ტექნოლოგიებსა და საინჟინრო მეცნიერებებში მოღვაწე წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერი;   ვახტანგ ჭარაია - სოციალური და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში მოღვაწე წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერი;  ასევე წამახალისებელი სიგელებით დაჯილდოვდნენ შემდეგ ნომინაციებში: ელინა ბაქრაძე - საქართველოს შემსწავლელი მეცნიერების მიმართულებით მოღვაწე წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერი; მაია სვანაძე - ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით მოღვაწე 2018 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერი; თენგიზ ვერულავა , იაგო კაჭკაჭიშვილი, რევაზ ჯორბენაძე და ლეილა კარიმი - სიცოცხლის შემსწავლელ, ჯანდაცვის, აგრარული მეცნიერებების მიმართულებით მოღვაწე 2018 წლის საუკეთესო მეცნიერთა ჯგუფი; ომარ მუკბანიანი, ჯიმშერ ანელი, თამარ თათრიშვილი და ელიზა მარქარაშვილი -  ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით  მოღვაწე 2018 წლის საუკეთესო მეცნიერთა ჯგუფი;  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/dfg.jpg
11/12/2018 11:01

სამუშაო შეხვედრა საქართველოში სამეცნიერო კვლევებში ლაბორატორიული ცხოველების გამოყენების საკანონმდებლო ასპექტების და ბიოეთიკის პოლიტიკის განსაზღვრის შესახებ

2018 წლის 10-11 დეკემბერს ქ. ბორჯომში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა საქართველოში  სამეცნიერო კვლევებში ლაბორატორიული ცხოველების გამოყენების საკანონმდებლო ასპექტების და ბიოეთიკის პოლიტიკის განსაზღვრის შესახებ. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის; გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის; ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ); ივ. ბერიტაშვილის სახელობის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის; თსუ ალ. ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტის; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის; საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის; სურსათის ეროვნული სააგენტოს; სართველოს აგრარული უნივერსიტეტის; სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის; საქართველოს ლაბორატორიული ცხოველების მეცნიერებათა ასოციაციის; აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და აშშ თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს წარმომადგენლები. შეხვედრაზე განხილული გახლდათ ქვეყანაში მიმდინარე სამეცნიერო კვლევებში ბიოეთიკისა და ლაბორატორიული ცხოველების გამოყენების რეალური სურათი, ინსტიტუციური პოლიტიკის საკითხები უსაფრთხოების პირველი, მეორე და მესამე დონის კვლევების მიმართ, ევროპარლამენტის რეგულაციები და ევროპის ქვეყნების გამოცდილება. აგრეთვე, საქართველოს საკანონმდებლო სივრცეში აღნიშნული საკითხების რეგულირების განვითარების პერსპექტივები და სამთავრობო და აკადემიურ სექტორებს შორის თანამშრომლობის სქემები. შეხვედრაზე გაფორმდა მემორანდუმი ივ. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრსა და საქართველოს ლაბორატორიული ცხოველების მეცნიერებათა ასოციაციის (GALAS) შორის. შეხვედრაზე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნინო გაჩეჩილაძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო ფონდის საქმიანობა, მიზნები, ამოცანები, პროგრამები, საერთაშორისო ურთიერთობები, სამოქმედო გეგმები და აღნიშნა, რომ ბიოეთიკის,  სამეცნიერო კვლევებში ლაბორატორიული ცხოველების გამოყენების, კვლევების უსაფრთხოების საკითხები და მათთან დაკავშირებული რეგულაციების მიახლოება საერთაშორისო საკანონმდებლო ჩარჩოსთან წარმოადგენს კვლევების პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს ასპექტს, რომლის შემუშავება და დახვეწა აუცილებელია საერთაშორისოდ კონკურენტუნარიანი კვლევების წარმართვისათვის ბიომედიცინისა და აგრარულ დარგებში.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/47506504_1164620893690213_8620460350501814272_n%20(1).jpg
07/12/2018 16:05

ISTC - ისა და STCU - ს მმართველი საბჭოს სხდომები

2018 წლის 6 და 7 დეკემბერს ქ. კიევში ჩატარდა მეცნიერების და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრის  (International Science Technology Center  - ISTC) რიგით 67-ე და მეცნიერების და ტექნოლოგიების ცენტრის უკრაინაში (Science Technology Center in Ukraine - STCU) რიგით 47-ე მმართველი საბჭოს სხდომები, სადაც საქართველო, როგორც ორივე ცენტრის საბჭოების წევრი წარმოდგენილი გახლდათ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სახით. აღნიშნულ ღონისძიებებში ასევე მონაწილეობდნენ  სასომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდავეთის, უკრაინის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთის, ყაზახეთის, იაპონიის, სამხრეთ კორეის, აშშ, კანადის, ნორვეგიის და ევროკავშირის  წარმომადგენლები. ISTC და STCU აქტივობები მოიცავს,  ისეთი კვლევითი პროექტების დაფინანსების საკითხებს, რომლებიც მეიარაღე მეცნიერების ჩართულობით ახალი ტექნოლოგიების განვითარებას ისახავს მიზნად, ასევე, მიზნობრივ პროგრამებს, სამუშაო შეხვედრებსა და სხვა ღონისძიებებს, რომელიც ხელს უწყობს მეიარაღე მეცნიერების ეფექტურ ჩართვას მსოფლიო სამეცნიერო, ტექნოლოგიურ და ინდუსტრიულ საზოგადოებაში. 6-7 დეკემბრის სხდომებზე განხილულ იქნა ISTC და STCU 2018 წლის როგორც პროგრამული, ასევე ფინანსური ანგარიშები და სამომავლო სტრატეგია: ახალი საგრანტო პროგრამების შემუშავებისა და მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების (Targeted Initiatives – TI) და პარტნიორული პროექტების (Partner Projects – PP) დაფინანსების სქემები, ISTC ეროვნული ფილიალების საკითხი, ტექნოლოგიების საექსპორტო კონტროლის თემა, 2019 წლის ფინანსური გათვლები.  აგრეთვე, სამეცნიერო მრჩეველთა და შემფასებელ კომიტეტების მომდევნო წლის შეხვედრებისა და აქტივობების გეგმები. ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილე ნინო გაჩეჩილაძე დაესწრო მმართველი საბჭოს აღმასრულებელ სესიას, სადაც მიმდინარე საკითხებთან ერთად განიხილებოდა ISTC/STCU საქართველოს ეროვნული ფილიალის შემდგომი ფუნქციონირების პერსპექტივები.   
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/20181129_161702.jpg
30/11/2018 10:46

მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა „ლეონარდო და ვინჩი“-ს 2018 წლის კონკურსის ფინალისტთა ნამუშევრების გამოფენა და პრეზენტაცია გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში

2018 წლის 29 ნოემბერს,  გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა უმასპინძლა სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ადმინისტრირებულ  მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა - „ლეონარდო და ვინჩი“-ს 2018 წლის კონკურსის ფინალისტებს. უნივერსიტეტში მოეწყო კონკურსის ფინალისტთა ნამუშევრების გამოფენა და პრეზენტაცია.  საზეიმო ღონისძიებაზე მოსწავლეებს წარმატება მიულოცეს: უნივერსიტეტის რექტორმა - მამუკა თავხელიძემ, ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანმა- მურთაზ კვირკვაიამ, უნივერსიტეტის სტუდენტმა, აღნიშნული კონკურსის ორგზის გამარჯვებულმა გიორგი ნიორაძემ და გიმნაზია „აია-GESS”-ის დირექტორმა რუსუდან ბოლქვაძემ. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ,  კონკურსის  გრანპრის მფლობელებს გადასცა 100% საუნივერსიტეტო გრანტი, რომელიც სრულად დაფარავს შესაბამისი სასწავლო პროგრამის ღირებულებას, გარდა ამისა, კონკურსის ფინალისტებს სწავლის საფასური შეუმცირდებათ 10%-ით.  შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებმა უნივერსიტეტის სასწავლო გარემო და მისი კვლევითი ლაბორატორიები დაათვალიერეს.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NE5A8584.jpg
08/11/2018 12:14

შეხვედრა უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში

დღეს, 8 ნოემბერს, ქართულ-ბრიტანული პოლიტიკური ფორმატის „უორდროპის” სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში, ჩატარდა შეხვედრა ხალხთაშორისი ურთიერთობების, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების საკითხებზე. საქართველოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის,  განათლების საერთაშორისო ცენტრის, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, შემოქმედებითი საქართველოს, თბილისის მერიის წარმომადგენლები. გაერთიანებული სამეფოს მხარეს კი წარმოადგენდა დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩო საქართველოში, ბრიტანეთის საბჭო საქართველოში (British Council Georgia), კარგი მმართველობის ფონდის (Good Governance Fund) პროგრამა საქართველოში, ბრიტანეთის ბიბლიოთეკა. შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოსა და გაერთანებულ სამეფოს შორის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროში მიმდინარე  თანამშრომლობა და წარმატებული პროექტები. ასევე, გაჟღერდა ახალი ინიციატივები ორ ქვეყანას შორის განათლებისა და კულტურის განხრით მჭიდრო თანამშრომლობის დასამყარებლად. შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორმა, ბ-ნ ზვიად გაბისონიამ მიმოიხილა თანამშრომლობა ფონდსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის. მან ხაზი გაუსვა ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის “ საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების ერთობლივი კვლევითი საგრანტო პროგრამას” , რომლის ადმინისტრირებას ფონდი 2015 წლიდან წარმატებით ახორციელებს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ოქსფორდის უნივერსიტეტის და ფონდის ერთობლივი კომისიის მიერ, კონკურსის საფუძველზე შეირჩევიან ახალგაზრდა მეცნიერები ოქსფორდის უნივერსიტეტში სამეცნიერო-კვლევითი პროექტის განსახორციელებლად. ბატონმა ზვიად გაბისონიამ იმედი გამოთქვა, რომ ფონდსა და დიდი ბრიტანეთის კვლევით ინსტიტუციებს შორის თანამშრომლობა გაფართოვდება და მოიცავს არა მხოლოდ ერთობლივი კვლევითი პროგრამის მხარდაჭერას, არამედ მეცნიერების პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას.  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/es%20(5).JPG
26/10/2018 17:13

საქართველოს ონკოლოგიური უროლოგიის მეორე საერთაშორისო კონგრესი

26 ოქტომბერს, 09:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონგრესი ონკოუროლოგიაში  გაიხსნა. აღნიშნული კონგრესი დაფინანსებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის, MMT ჰოსპიტალისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ. ღონისძიებაზე სტუმრებს სიტყვით მიმართა ფონდის გენერალურმა დირექტორმა ბატონმა ზვიად გაბისონიამ. კონგრესში მონაწილეობას იღებენ ამ დარგის მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტები - ამერიკის, გერმანიის, შვედეთის, საფრანგეთის, იტალიის, ბელგიის, დიდი ბრიტანეთის, რუსეთის, უკრაინის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გამოჩენილი წამყვანი მეცნიერები და ექიმები. უროლოგიურ სიმსივნეებთან ბრძოლა აქტუალური თემაა დღევანდელ მსოფლიო მედიცინაში. არსებობს სრულიად ახალი მიდგომები და რეკომენდაციები ამ პათოლოგიათა დასამარცხებლად. კონგრესის ძირითადი მიზანია ამ სიახლეების ურთიერთგაზიარება და ქართველი ექიმებისთვის თანამედროვე მსოფლიო მედიცინის განვითარების პროცესებში თანამონაწილეობა. უროლოგიაში ფართოდ ინერგება მკურნალობის ახალი სტრატეგია და ტაქტიკა. სხვადასხვა დარგის საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტები შეაჯამებენ არსებულ სამეცნიერო ინოვაციებს, მოხდება აზრთა გაცვლა, და დისკუსიები. ეს, უზრუნველჰყოფს სამეცნიერო-პრაქტიკულ და კლინიკურ პროგრესს, სპეციალისტთა ცოდნის, გამოცდილების ზრდას, პროგრესული იდეების დანერგვას.  კონგრესი მულტიდისციპლინურია - მასში მონაწილეობენ უროლოგები, ონკოლოგები, რადიოლოგები და პათანატომები სხვადასხვა ქვეყნებიდან.  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/20181026_104445.jpg
26/10/2018 16:34

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა (თსსუ) უმასპინძლა საერთაშორისო კონფერენციას „ქრონიკული ნევროლოგიური დარღვევები - ელექტრონული ჯანდაცვის მიდგომები“.

26 ოქტომბერს, 10:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა (თსსუ) უმასპინძლა საერთაშორისო კონფერენციას „ქრონიკული ნევროლოგიური დარღვევები - ელექტრონული ჯანდაცვის მიდგომები“. კონფერენციაზე შეჯამდა 2016 წლის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ადმინისტრირებული გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტების კონკურსის გამარჯვებული პროექტის „ელექტრონული ჯანდაცვის პროტოტიპი ძილის დარღვევებისთვის - ქართული ციფრული კოგნიტურ ბიჰევიორული თერაპიის (CBT) ვერსია ინსომნიის მქონე პაციენტებისთვის“ შედეგები.   კონფერენცია გახსნა თსსუ რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ. მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ მედიცინის დოქტორი, ბატონი ჟან უილემ ბარზილაი - ნიდერლანდების სამეფოს ეპილეფსიის ცენტრის (SEIN) დირექტორი, მედიცინის დოქტორი, ბატონი ალ დე ვერდი - ნიდერლანდების სამეფოს ძილის ცენტრის ფედერაციის თავმჯდომარე და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენელი ნინო გაჩეჩილაძე.   კონფერენციაში ქართველი ექიმების გარდა მონაწილეობას იღებენ ნევროლოგიის დარგის წამყვანი სპეციალისტები ავსტრიის, შოტლანდიის, ნიდერლანდებისა და სხვა ქვეყნებიდან.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_2800.JPG
24/10/2018 17:12

შეხვედრა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან

23 სექტემბერს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა  ფონდის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს  და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლების მონაწილეობით. შეხვედრაზე განხილულ იქნა ინსტიტუციებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. მხარეებმა ისაუბრეს ახალგაზრდა მეცნიერთა მხარდაჭერისა და ინოვაციური, გამოყენებითი კვლევების გაძლიერების მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე გენერალურმა დირექტორმა ფონდის სახელით სრული მზადყოფნა გამოხატა, სწრაფად და ეფექტიანად მოხდეს ერთობლივი ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება.  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/44561796_893940954063588_4734050736202055680_n_1.jpg
23/10/2018 12:57

ფონდის გენერალური დირექტორი სტუმრად რადიო იმედში

საქართველოში მეცნიერების ხელშემწყობი პროექტები. საღამოს არხის სტუმარი: სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი - ზვიად გაბისონია. წამყვანი: ზაზა ჭითანავა. იხილეთ ბმული 
სრულად