old

სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდსა და სს ,,თიბისი ბანკს“ შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა

24/12/2018 12:45
ხელი მოეწერა ფონდსა  და სს ,,თიბისი ბანკს“ შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს , რომლის თანახმად, სს „თიბისი ბანკი“ თანხმობას აცხადებს მხარი დაუჭიროს  სსიპ „შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო  ფონდი“-ს მიერ 2018 წელს დაგეგმილ კონკურსს „ლეონარდო და ვინჩი.“ კონკურსის მიზანია ინოვაციებისა და ტექნიკის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივება, შემოქმედებითი აზროვნებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება. ,,თიბისი ბანკი“ კონკურსის  ოფიციალური პარტნიორია 2016 წლიდან.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/2018%20clis%20konkursebi/PHD%20F/download.jpg
21/12/2018 17:07

2018 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსის მონაწილეთა საყურადღებოდ!

ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 30 ნოემბრის N182 ბრძანებით დამტკიცებული 2018 წლის "დოქტორნატურის საგანამანათლებლო პროგრამების დაფინანსების საგრანტო კონკურში გამარჯვებული პროექტებიდან ერთ-ერთი პროექტის ავტორმა უარი განაცხადა გრანტის მიღებაზე (პროექტის შიფრი -  PHDF-18-628) „2018 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების საგრანტო კონკურსზე წარმოდგენილი პროექტების შეფასებისა და საბოლოო ქულის დაანგარიშების წესისა“  და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 სექტემბრის №128/ნ ბრძანების მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, დასაფინანსებლად შეირჩა ერთი პროექტი, რომელიც ჩაანაცვლებს   PHDF-18-628 პროექტს. იხ. ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 21 დეკემბრის  ბრძანება N199
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/es.jpg
20/12/2018 18:20

შეხვედრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლებთან

2018 წლის 20 დეკემბერს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილე, ბატონი ჯაბა სამუშია შეხვდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლებს. ფონდის დირექტორის მოადგილემ ინსტიტუტის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა ფონდის მიერ მომზადებული ახალი პროგრამების შესახებ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/es_1.jpg
20/12/2018 12:29

„სეისმრური საშიშრების შეფასება სქართველოსთვის და სეისმური რისკის ქალაქ მცხეთისთვის თანამედროვე მიდგომებით“

ა.წ. 19 დეკემბერს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა შეხვედრა, სადაც თსუ მ. ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერების მიერ წარმოდგენილი იყო  სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სეისმრური საშიშრების შეფასება სქართველოსთვის და სეისმური რისკის ქალაქ მცხეთისთვის თანამედროვე მიდგომებით“ შედეგები. მომხსენებლები იყვნენ პროექტის ხელმძღვანელი თსუ მ. ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინსტიტუტის სექტორის გამგე, მთავარ მეცნიერ თანამშრომელი დოქ. ნინო წერეთელი, ამავე ინსტიტუტის ახალგაზრდა მეცნიერები ზურაბ გოგოლაძე და დავით სვანაძე, ასევე პროექტის უცხოელი კონსულტანტი,  იტალიის ეროვნული სამეცნიერო-კვლევითი საბჭოს გარემოს გეოლოგიისა და გეოინჟინერიის ინსტიტუტის მკვლევარი დოქ. მასიმილიანო მოსკატელი. შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა საგრანტო პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევების შედეგები. კერძოდ, განხორციელდა: სეისმური საშიშროების შეფასება საქართველოსთვის; ლოკალური სეისმური საშიშროების დადგენა (სეისმური მიკროზონირება) ქ. მცხეთისთვის; სეისმური რისკის შეფასება და მისი შემცირების ღონისძიებების ჩამოყალიბება. პროექტის რეალიზაციის პროცესში მოხდა ახალგაზრდა მეცნიერების მივლინება საზღვარგარეთ, სეისმური საშიშროებისა და მიკროზონირების შეფასების თანამედროვე მეთოდების ათვისება და მათი დანერგვა საქართველოში.   ქ. მცხეთის ტერიტორიისათვის სეისმური საშიშროებისა და რისკის შეფასების, ერთიანი მეთოდოლოგიით განხორციელებული სეისმური მიკროზონირების, განაშენიანების მოწყვლადობის შეფასებისა და ავარიული ზღვრული მდგომარეობის ანალიზის შედეგები გადაეცა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას. ეს ინფორმაცია ძალზედ მნიშველოვანია მცხეთის გენერალური გეგმის შემუშავებისთვის, რათა შეიქმნას ისეთი ურბანული გარემო, რომელიც დაცული იქნება დამანგრეველი მიწისძვრებისგან და შემცირებული იქნება მოსალოდნელი დანაკარგები. ქ. მცხეთა  პირველი ქალაქია საქართველოში, რომლის გენერალური გეგმის შემუშავება დაეფუძნება თანამედროვე მეთოდებით შეფასებული სეისმური საშიშროებისა და რისკის ახალ შედეგებს.  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/es.jpg
19/12/2018 16:47

„საქართველოს ტყეებში დეპონირებული ნახშირბადის მარაგების შეფასება, კონვერსიული კოეფიციენტების დადგენა“

2018 წლის 19 დეკემბერს, 15:00 საათზე, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის 218-ე აუდიტორიაში ჩატარდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული, ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში გამარჯვებული პროექტის „საქართველოს ტყეებში დეპონირებული ნახშირბადის მარაგების შეფასება, კონვერსიული კოეფიციენტების დადგენა“ საბოლოო შედეგების პრეზენტაცია. პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი გახლავთ ზვიად ტიგინაშვილი.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/es.JPG
19/12/2018 16:37

"ქართული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების კოლექციების ფორმირება სანკტ-პეტერბურგის მუზეუმებში"

19 დეკემბერს, 14.30 საათზე გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულ ცენტრში გაიმართა პროფ. ინგა ქარაიას საჯარო ლექცია თემაზე "ქართული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების კოლექციების ფორმირება სანკტ-პეტერბურგის მუზეუმებში". აღნიშნული საჯარო ლექცია ჩატარდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების გრანტით დაფინანსებული პროექტის „ქართული მოძრავი კულტურული მემკვიდრეობის ვირტუალური ანასტილოსი სანკტ-პეტერბურგის მუზეუმებში დაცული კოლექციების კვლევის საფუძველზე“ ფარგლებში. 2018-2020 წლებში განხორციელდება სანკტ-პეტერბურგის მუზეუმებში დაცული ქართული მოძრავი კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების გადინების ფაქტებისა და კოლექციების ფორმირების პროცესის თეორიული კვლევა და ანალიზი, ამ კოლექციების აღნუსხვა, კლასიფიკაცია და სისტემატიზაცია, მათი რაოდენობრივი და თვისებრივი მახასიათებლების კვლევა, იდენტიფიკაციისა და მსოფლიო პრაქტიკაში ფართოდ გამოყენებული ვირტუალური ანასტილოსის პროცესის განხორციელება, რაც აქტუალური და მნიშვნელოვანია ქართული კულტურული მემკვიდრეობის სრული სურათის შექმნისათვის და სავარაუდოდ, ახალი ცოდნით გაამდიდრებს ეროვნულ სამეცნიერო სივრცეს. სანკტ-პეტერბურგის მუზეუმების ფონდებში (სახელმწიფო ერმიტაჟი, რუსეთის ეთნოგრაფიული მუზეუმი, რუსული მუზეუმი, კუნსტკამერა და სხვ.) ამჟამად დაცულია ისტორიული, კულტურული და სხვა სამეცნიერო ინფორმაციის შემცველი ათასობით ქართული მოძრავი კულტურული მემკვიდრეობის ნიმუში, რომელთა შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია უცნობია საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებისათვის, ვინაიდან ამ მიმართულებით სისტემური კვლევა აქამდე არ ჩატარებულა. ცხადია, ანასტილოსის პროცესის რეალურად განხორციელება და კოლექციების თავდაპირველ, ავთენტურ სივრცეში დაბრუნება შეუძლებელია, მაგრამ მსგავსი ფაქტების მოკვლევა, დაფიქსირება და ანალიზი ქმნის შესაძლებლობას, ანასტილოზი განხორციელდეს ვირტუალურად, რაც პირველად მოგვცემს ამ უნიკალური კოლექციების შესახებ სრული ინფორმაციის მიღებისა და სამომავლო მეცნიერულ კვლევებში მათი გამოყენების საშუალებას.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/20181218_161522.jpg
19/12/2018 09:49

„დარგის მასტიმულირებელი აგრარული პოლიტიკა საქართველოში“ შედეგების პრეზენტაცია და სემინარი

2018 წლის 18 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა სემინარი, სადაც წარმოდგენილი იყო სსიპ შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული ახალგაზრდული გრანტის- „დარგის მასტიმულირებელი აგრარული პოლიტიკა საქართველოში“ საბოლოო ანგარიში და კვლევის შედეგები. მომხსენებელი იყო გრანტის ხელმძღვანელი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ასისტენტ-პროფესორი, ნინო რუხაია-მოსემღვდლიშვილი. სემინარზე წარმოდგენილი იყო გრანტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები საქართველოს აგრარულ სექტორში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით. უფრო კონკრეტულად- მცირე და საშუალო ფერმერების განწყობა ფერმერული გაერთიანებების, კოოპერატივების, სახელმწიფოს მიერ განხორციელებული მხარდამჭერი პროგრამებისა და განვითარების პრობლემების შესახებ. ბოლოს მოცემული იყო ავტორის რეკომენდაციები, რაც მკვლევარის აზრით გამოიწვევს აგრარული სექტორის სწრაფ განვითარებას, ფერმერთა ჩართულობის ამაღლებას და მკვეთრად გაზრდის რეგიონში მცხოვრებთა შემოსავლებს, შეამცირებს ქვეყანაში სოციალურად დაუცველთა რიცხვს და გამოათავისუფლებს საბიუჯეტო სახსრებს ეკონომიკის კიდევ უფრო მეტად სტიმულირებისათვის. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა დროს კვლევის შუალედური შედეგები გამოქვეყნებულია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებზე ჩეხეთის, პოლონეთის, ავსტრიისა და ესპანეთის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებსა და სამეცნიერო ცენტრებში. კვლევის შედეგები ასევე გამოქვეყნდება საერთაშორისო რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალში.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/college-graduation-1.jpg
18/12/2018 11:03

მაგისტრანტთა სასწავლო - კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების 2018 წლის კონკურსის მონაწილეთა საყურადღებოდ!

შევიდა ცვლილება კონკურსის   ადმინისტრირების გრაფიკში ცვლილება იხილეთ ბმულზე
სრულად

ფონდისა და თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოს (TUBITAK) ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსში მონაწილეთა საყურადღებოდ!

18/12/2018 11:02
"2017 წლის თურქრთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოსა (TUBITAK)  და სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ" სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2017 წლის 24 ნოემბრის N155 ბრძანებაში შევიდა ცვლილება. იხილეთ გენერალური დირექტორის ბრძანება
სრულად

მაგისტრანტთა სასწავლო - კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების 2018 წლის კონკურსის მონაწილეთა საყურადღებოდ!

18/12/2018 11:00
შევიდა ცვლილება კონკურსის   ადმინისტრირების გრაფიკში ცვლილება იხილეთ ბმულზე
სრულად