old
http://rustaveli.org.ge/images/Sin-t%2B%C2%A1tulo-1.jpg
05/05/2016 15:07

საერთაშორისო თანამშრომლობა ,,ჰორიზონტი 2020“ ფარგლებში

ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა  ,,ჰორიზონტი 2020“-ის  2016-2017 წლების სამუშაო პროგრამა   (Work Programme 2016-2017) საერთაშორისო თანამშრომლობის ფართო შესაძლებლობებს იძლევა. 2016-2017  წლების სამუშაო პროგრამაში გაერთიანებული თემების ერთი მესამედი მიმართულია სწორედ საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებაზე და ისეთ ინიციატივებზე, როგორიცაა პარტნიორობა ევროპისა და გავნითარებად ქვეყნებს შორის კლინიკური კვლევების მიმართულებით ( EDCTP ) , ხმელთაშუაზღვის აუზის ქვეყნებს შორის პარტნიორობა (PRIMA) , კვლევითი პარტნიორობა ბელმონტის ფორუმის ფარგლებში ( Belmont Forum ) . აღნიშნული შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ გაეცნოთ ბროშურას ბმულზე .  
სრულად

იაპონიის მეცნიერების განვითარების საზოგადოება (JSPS)

19/04/2016 16:23
იაპონიის მეცნიერების განვითარების საზოგადოება (JSPS) დაარსდა 1932 წელს საიმპერატორო ფონდის დახმარებით. 80 წელზე მეტია JSPS ინიცირებას უწევს და ახორციელებს მეცნიერების განვითარების პროგრამათა ფართო სპექტრს. 2013 წელს იაპონიის მეცნიერების განვითარების საზოგადოებამ დასახა საშუალოვადიანი ამოცანები, რომელთა შორისაც მოიაზრება ძლიერი სართაშორისო ქსელის განვითარება. საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების ერთ-ერთი პროგრამაა ,,ღია პარტნიორობის ერთობლივი კვლევითი პროექტები / სემინარები“ (Open Partnership Joint Research Projects/Seminars), რომელიც შესაძლებლობას აძლევს იაპონელ მკვლევარებს, უცხოელ მეცნიერებთან ერთად ჩაერთონ  და განახორციელონ  კვლევით პროექტები / ერთობლივი სემინარში.   როგორ მუშაობს Open Partnership Joint Research Projects/Seminars  პროგრამის სქემა? იაპონიის მეცნიერების განვითარების საზოგადოებაში (JSPS) განაცხადის წარდგენა შეუძლიათ იმ იაპონელ მკვლევარებს, რომელთაც თანამშრომლობა აქვთ უცხოელ პარტნიორებთან (საქართველოს მეცნიერებთან).  JSPS განიხილავს ერთობლივ კვლევით პროექტში / სემინარში იაპონელ მეცნიერთა მონაწილეობის დაფინანსების შესაძლებლობას. ერთობლივი პროექტი (1-2 წელი): 2, 500, 000 იაპონურ იენამდე წელიწადში, თითო პროექტზე ერთობლივი სემინარი (1 კვირა): 2, 500, 000 იაპონურ იენამდე წელიწადში, თითოეულ სემინარზე სამეცნიერო მიმართულებები: ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები მათ შორის: მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ინჟინერია, ბიოლოგია, აგრარული მეცნიერებები, მედიცინა, სტომატოლოგია და ფარმაკოლოგია. JSPS განაცხადებს იღებს მხოლოდ ელექტორნული სისტემის მეშვეობით. ,,ღია პარტნიორობის ერთობლივი კვლევითი პროექტები / სემინარების“ მომდევნო კონკურსი გამოცხადდება 2017 წელს. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე , ბმულზე : http://www.jsps.go.jp/english/e-bilat/index.html  
სრულად

საინჟინრო, ტექნოლოგიურ და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში (STEM) გრძელვადიანი კვლევითი პროექტების ხელშეწყობა უკრაინის მეცნიერების და ტექნოლოგიების ცენტრთან (STCU) თანამშრომლობით

05/01/2016 16:54
კონკურსის მიზანი: ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების (ბიოტექნოლოგია) სფეროში არსებული, მაღალკვალიფიციური სამეცნიერო კადრების გამოვლენის ხელშეწყობა, კვლევითი და სასწავლო პროცესის ინტეგრირება და გრძელვადიანი (5-7 წლიანი) კვლევითი პროექტების დაფინანსება. საქართველოს ათასწლეულის გამოწვევის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადრება ექცევა მაღალი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტის სამეცნიერო კვლევების განხორციელებას ზუსტი, საბუნებისმეტყველო და საინჟინრო მიმართულებებით (STEM).  აღნიშნული სამეცნიერო მიმართულებების განვითარება სტრატეგიულ პრიორიტეტებად არის მიჩნეული ქვეყნის ეკონომიკური და სოციალურ-პოლიტიკური პროგრესის ხელშეწყობისათვის. მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია როგორც დარგობრივი, ასევე ინტერ დისციპლინური კვლევითი ჯგუფების დაფინანსება. აქცენტი კეთდება საერთაშორისო სტანდარტების, უმაღლესი ხარისხის სამეცნიერო კვლევის წარმოებაზე, სამეცნიერო წრის ინტერნაციონალიზაციაზე, ქართველ მეცნიერთა საქართველოში დაბრუნებასა და საერთაშორისო მკვლევარებისა და ადგილობრივი ახალგაზრდა მეცნიერების, მათ შორის ნიჭიერი, წარმატებული მაგისტრანტებისა და დოქტორანტების აქტიური მონაწილეობით საერთაშორისო წამყვან სამეცნიერო-კვლევით ცენტრებთან გრძელვადიანი თანამშრომლობით მსოფლიო სტანდარტის კვლევებში ჩართულობაზე. კონკურსის სამიზნე ჯგუფები: უცხოეთის უნივერსიტეტებში, სამეცნიერო - კვლევით ინსტიტუტებში, დამოუკიდებელ კვლევითი ცენტრებში მოღვაწე წარმატებული ქართველი მეცნიერები და საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებუ­ლებები, სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტები, დამოუკიდებელი კვლევითი ცენტრები და მათში მოღვაწე მეცნიერები.  კონკურსის პირობებით და მტცუ-ს პოლიტიკის თანახმად წარმოდგენილი კვლევითი პროექტის ძირითადი პერსონალის არანაკლებ 50% უნდა შეადგენდნენ   ე.წ. „მეიარაღე“ მეცნიერები.   ხანგრძლივობა: სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და უკრაინაში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრს (მტცუ) შორის შეთანხმებული საგრანტო კონკურსის პირობებით კვლევითი პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 12, 24 ან 36 თვეს. კონკურსის კოორდინატორები: ხ. ანანიშვილი
სრულად

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრის (CNRS) ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსი

05/01/2016 16:54
კონკურსის მიზანი: საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრისა და სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი სამეცნიერო გრანტების კონკურსის „საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტი“ (The International Scientific Cooperation Project - PICS)  ფარგლებში გამოცხადებული საგრანტო კონკურსის  მიზანია მეცნიერების სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება – გაფართოება და ქართველ მეცნიერთა სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის ამაღლება, ახალგაზრდა მეცნიერთა ერთობლივ კვლევებში აქტიური ჩართვა და ევროპულ სამეცნიერო-კვლევით სივრცეში მათი ინტეგრაციის ხელშეწყობა, საქართველოს კვლევის ინტერნაციონალიზაცია საერთაშორისო სამეცნიერო ჯგუფებთან მჭიდრო პარტნიორობის დამყარების გზით. პროგრამა CNRS PICS-ი ასევე ითვალისწინებს საფრანგეთისა და უცხო ქვეყნის მოქალაქე მეცნიერთა ჯგუფებს შორის უკვე არსებული თანამშომლობის გაღრმავებას და ახალი კოლაბორაციული საერთაშორისო ჯგუფების/ქსელის შექმნას. სამიზნე ჯგუფი: საქართველოსა და საფრანგეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები, დამოუკიდებელი კვლევითი ცენტრები, სამეცნიერო ინსტიტუტები და მათში მოღვაწე მეცნიერები. ხანგრძლივობა: საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრისა და სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი სამეცნიერო გრანტების კონკურსის პირობების მიხედვით საგრანტო პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 36 თვეს. კონკურსის კოორდინატორები: მ. ქებურია, ნ. ბაქრაძე
სრულად

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს (CNR) ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსი

05/01/2016 16:53
კონკურსის მიზანი: საქართველოს და იტალიის მეცნიერებსა და სამეცნიერო ცენტრებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ორი ქვეყნის მკვლევართა მობილობის მხარდაჭერა, ერთობლივი სამეცნიერო - კვლევითი პროექტების ფინანსური ხელშეწყობა, საქართველოს სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის გაძლიერება, სამეცნიერო წრეების ინტეგრაცია საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში, ახალი კოლაბორაციული ჯგუფების/ქსელის შექმნა. კონკურსი ითვალისწინებს საგრანტო დაფინანსებას: ა) ერთობლივი კვლევითი პროექტების შესასრულებად; ბ) ერთობლივი სემინარების ჩასატარებლად; სამიზნე ჯგუფი: საქართველოსა და იტალიის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები, დამოუკიდებელი კვლევითი ცენტრები, სამეცნიერო ინსტიტუტები და მათში მოღვაწე მეცნიერები. ხანგრძლივობა: იტალიის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრისა და სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი სამეცნიერო გრანტების კონკურსის პირობების მიხედვით საგრანტო პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 24 თვეს. კონკურსის კოორდინატორები: მ. ქებურია, ნ. ბაქრაძე
სრულად

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი კვლევით-საგანმანათლებლო პროგრამა

05/01/2016 16:52
პროგრამის მიზანი : შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის (Forschungszentrum Jülich) ერთობლივი პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს  გერმანიასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. პროგრამის ფარგლებში, ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ,  ესტუმრონ მსოფლიოში წამყვან კვლევით ცენტრს და წარმართონ საქმიანობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ფონდისა და ცენტრის დაფინანსება ქართველ მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს შესაძლებლობას აძლევს, ცენტრში სტაჟირების ფარგლებში, განახორციელონ სადიპლომო/სადისერტაციო ნაშრომების მომზადებასთან დაკავშირებული კვლევა, ასევე დაამყარონ გრძელვადიანი თანამშრომლობა იულიხისა და გერმანიის სხვა სამეცნიერო ცენტრების თუ უნივერსიტეტების მეცნიერებთან შემდეგ შეთანხმებულ კვლევით სფეროებში: მათემატიკა და საბუნებსმეტყველო მეცნიერებები, საინფორმაციო ტექნოლოგიები, სანჟინრო მეცნიერებები, სიცოცხლის  შემსწავლელი და სამედიცინო მეცნიერებები.  პროგრამა ემსახურება მკვლევართა ახალგაზრდა თაობის წახალისებას და ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის ზრდას. კონკურსის საფუძველზე შესაძლებელი გახდება ნიჭიერი ახალგაზრდა მეცნიერების გამოვლენა, იულიხის კვლევით ცენტრში (Forschungszentrum Jülich) საერთაშორისო სტანდარტების კვლევით პროექტებში მაგისტრანტების და დოქტორანტების ჩართვის ხელშეწყობა, ასევე გრძელვადიანი თანამშრომლობის წახალისება იულიხისა და გერმანიის სხვა სამეცნიერო ცენტრებთან; სამიზნე ჯგუფი: Julich თან შეთანხმებული საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტების (თსუ, სტუ, ილიაუნი და აგრუნი)  აქტიური სტატუსის მქონე სამაგისტრო ან სადოქტორო პროგრამების ტუდენტები. კოორდინატორი: ხ. ანანიაშვილი
სრულად

საერთაშორისო სამეცნიერო კვლევითი პროგრამები ქართველი მეცნიერებისათვის (CERN, DUBNA)

05/01/2016 16:51
პროგრამის მიზანი : ბირთვული კვლევის ევროპულ ორგანიზაციასთან (CERN) და ბირთვული კვლევის გაერთიანებულ ინსტიტუტთან თანამშრომლობით (JINR DUBNA),  ჩარჩო ხელშეკრულებების ფარგლებში შესაძლებლობა მიეცეს მოწინავე ქართველ მეცნიერებს - ფიზიკოსებს, ინჟინრებსა და ტექნიკოსებს, მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო თანამედროვე კვლევით პროექტებში და გააღრმავონ სამეცნიერო - ტექნიკური ურთიერთობები. მნიშვნელოვანია აღნიშნოს, რომ მკვლევარები თანამშრომლობის შედეგებს გამოიყენებენ მხოლოდ არასამხედრო დანიშნულებით. აღნიშნული ცენტრების საერთაშორისო პროექტებში ქართველ მეცნიერთა ჩართვა შესაძლებელი იქნება ადამიანური რესურსების გაზიარებით, აგრეთვე CERN-ისა და  JINR-ის ცენტრებში კვლევისათვის საჭირო ტექნოლოგიებზე, აღჭურვილობაზე, მასალებსა და ინფრასტრუქტურაზე კონკურსის საფუძველზე შერჩეულ ქართველ მეცნიერთა ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით. სამიზნე ჯგუფი: საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო და კვლევითი ინსტიტუტები, რომელთაც აქვთ შესაბამისი კომპეტენცია და მათ შორის ექსპერიმენტული და თეორიული ფიზიკის, კოსმოსური სხივების ფიზიკის, ელექტრონიკის, ინფორმატიკული ტექნოლოგიისა და კოორდინატთა გამოთვლის დარგებში, ახალგაზრდა მეცნიერები, დოქტორანტები. საერთაშორისო ცენტრების კვლევით პროექტებში მონაწილეობა შეუძლიათ შემდეგ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და კვლევით ინსტიტუტებს: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 3 ინსტიტუტს - მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტუტს, ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტს, ე. ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტს; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს.  
სრულად