old
http://rustaveli.org.ge/images/IMG-20181205-WA0004_1.jpg
05/12/2018 17:10

ევროპული კვლევების საბჭოს ეროვნული საკონტაქტო პირების შეხვედრა

მიმდინარე წლის 3 დეკემბერს ბელგიის სამეფოში, ქ. ბრიუსელში ჩატარდა ევროპული კვლევების საბჭოს ( European Research Council ) ეროვნული საკონტაქტო პირების შეხვედრა. საქართველოს მხრიდან ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, ბატონმა ზვიად გაბისონიამ. აღსანიშნავია, რომ ფონდი აქტიურად არის ჩართული ევროპული კვლევების საბჭოს საგრანტო შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გავრცელებაში, ბატონი ზვიად გაბისონია კი ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) ეროვნული საკონტაქტო პირია საქართველოში.  შეხვედრაზე განხილული იქნა ევროპული კვლევების საბჭოს სამუშაო პროგრამის მიმდინარეობა და მომდევნო წლის პროგრამისთვის დაგეგმილი სიახლეები, ERC-ის კონკურსების შედეგები და შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები.ეროვნული საკონტაქტო პირების შეხვედრის პარალელულად, ზვიად გაბისონიამ მოლაპარაკება აწარმოა ევროპული კვლევების საბჭოს აღმასრულებელი სააგენტოს წარმომადგენლებთან  საქართველოში საინფორმაციო სესიის ჩატარების შესახებ. შედეგად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ 2019 წლის აპრილში ERC-ის აღმასრულებელი სააგენტოს წარმომადგენლის მონაწილეობით, თბილისში ჩატარდება საინფორმაციო ღონისძიება ევროპული კვლევების საბჭოს საგრანტო შესაძლებლობების შესახებ. ასევე, ზვიად გაბისონიამ შეხვედრა გამართა ახალი საგრანტო სქემის თაობაზე -  ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) კონკურსებში საქართველოს მეცნიერთა წარმატებული მონაწილეობისა და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირების ხელშეწყობის მიზნით, 2019 წლიდან იგეგმება ახალი პროგრამის გამოცხადება -  კვლევითი სტაჟირება ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) მიერ დაფინანსებული პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელთან.  ევროპული კვლევების საბჭოს ( European Research Council ) ეროვნული საკონტაქტო პირების შეხვედრას 50-მდე ეროვნული საკონტაქტო პირი ესწრებოდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. 
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/CulturalHeritage.jpg
25/06/2018 14:52

ევროპული კვლევების საბჭოს მიერ დაფინანსებული პროექტები კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას“ ჩარჩო პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“-ის ფარგლებში, ევროპული კვლევების საბჭოს მიერ დაფინანსებული კვლევითი პროექტების შესახებ კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით. პროექტების მიზანია ხელი შეუწყონ კულტურული მემკვიდრეობის ღირებულებების დაცვას, შენარჩუნებასა და შესწავლას.   აღნიშნული პროექტებია: ისტორიული კონტექსტი უკეთესი მომავლისთვის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები დასავლეთ ევროპის, სასოფლო ცხოვრების კვლევისთვის. კვლევები ითვალისწინებს დაადგინოს საერთო მახასიათებლები, რამაც აღნიშნული საზოგადოებები უფრო მდგრადი გახადა ისტორიული პერიოდის განმავლობაში. პროექტი დაიწყო 2014 წელს და საკვლევი პერიოდი გააჩნია 1300-1800 წლები. მალტა - ცივილიზაციის აღზევება და დაცემა ევროკავშირის დაფინანსებული პროექტი, რომელიც იკვლევს უძველეს მალტის ისტორიას. კვლევა ორიენტირებულია აღმოაჩინოს მახასიათებლები, რომლებმაც მალტის კულტურას ხელი შეუწყო ან გაანადგურა. უფრო კონკრეტულად კი პირველი დასახლებები მალტაზე და მისი გავლენა ფიზიკურ ეროზიასა და დეგრადაციაზე. ახალი ხედვა გოთურ სარდაფებსა და კონსტრუქციაზე არსებული ინფორმაცია გოთურ სარდაფებსა და კონსტრუქციებზე საკმაოდ მწირია. ევროკავშირის დაფინანსებული პროგრამა იკვლევს ადრეულ გოთურ სარდაფებსა და მის კონსტრუქციებს. კვლევა კი გეომეტრიული ინჟინერიის მეშვეობით მიმდინარეობს, რომელიც ისტორიულ წყაროებს ეფუძნება. 3 განზომილებანი მოდელირების ახალი მეთოდი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი ,,ტიტანიუმი“ ორიენტირებულია ურბანულ მოდელირებაზე პარამეტრების დიდი სიზუსტით და ვიზუალურად სრულყოფილი სამგანზომილებიანი მოდელირებით. იგი წარმოადგენს მაღალი სიზუსტით შექმნილ ისტორიული ადგილებისა და ნაგებობების ასლის მოდელირებას, რის დახმარებითაც ისტორიულ ლანდშაფტის და დასახლების ილუსტრირება იქნება შესაძლებელი. ახალი ნახშირბადის კვლევა, საჰარის ცივილიზაციის შესასწავლად ევროკავშირის დაფინანსებული პროექტი ,,ტრანს-საჰარა“ იკვლევს წინარე ისლამური პერიოდის დროინდელ საჰარის ტერიტორიის მახასიათებლებს: ვაჭრობას, დასახლების ტიპებს, ეკონომიკურ აქტივობას, დაკრძალვის ტრადიციებს და ა.შ. კვლევა ცხადყოფს, საჰარის ტერიტორიის დასახლების უცნობ დეტალებს. დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ იხილოთ ევროპული კვლევების საბჭოს ვებგვერდ ი
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/lk.jpg
06/06/2018 13:28

ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) მომდევნო პრეზიდენტის შესარჩევად კომიტეტი შეიქმნა

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროპის კვლევების საბჭოს (ERC) მომდევნო პრეზიდენტის შესარჩევად შექმნილი კომიტეტის შესახებ. უმაღლესი კომიტეტი შედგება გამორჩეული სამეცნიერო მიღწევების მქონე ექსპერტებისაგან; მათი რეკომენდაციის საფუძველზე არჩეულ იქნება ERC-ის  მომდევნო პრეზიდენტი, რომელიც ჩაანაცვლებს ამჟამინდელ პრეზიდენტს, ჟან-პიერ ბურჟინიონს . ევროკავშირის კვლევის, მეცნიერებისა და ინოვაციების კომისრის კარლოს მოედაშის განცხადებით, ERC-ის ახალი პრეზიდენტის შესარჩევად შექმნილი უმაღლესი კომიტეტის თავმჯდომარე იქნება ევროკავშირის ყოფილი კომისარი, მილანის ბოკონის უნივერსიტეტის პრეზიდენტი და იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მარიო მონტი. კომიტეტი წარადგენს რეკომენდაციებს ევროკომისიაში, რის საფუძველზეც არჩეულ იქნება ევროპული კვლევების საბჭოს პრეზიდენტი 2020 წლის 1 იანვრიდან.  მოედაშის განცხადებით, ევროპული კვლევების საბჭოს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი როლი ექნება ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის მომდევნო ჩარჩო პროგრამაში.  კომიტეტის შემადგენლობა: თავმჯდომარე: მარიო მონტი ჰელგა ნოვოტნი - ERC-ის სამეცნიერო საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი; ფაბიოლა ჯიანოტი - ევროპის ატომური კვლევითი ორგანიზაციის დირექტორი; კარლ-ჰენრიხ ჰელდინი- ნობელის ფონდის საბჭოს ხელმძღვანელი, ლუდვიგის ინსტიტუტის დირექტორი უფსალას უნივერსიტეტში; ჯულს ჰოფმანი - ინტეგრირებული ბიოლოგიის ხელმძღვანელი სტრასბურგის უნივერსიტეტში, მედიცინის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი 2011წ წელს; ელის გასტი - ლონდონის იმპერიული კოლეჯის პრეზიდენტი; მაციეჟ ზულიცზი - პოლონეთის სამეცნიერო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი და პრეზდენტი. დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ იხილოთ ინფორმაცია ვებგვერდზე .
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/erc%20eng.png
05/06/2018 14:14

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროპული კვლევების საბჭოს ფარგლებში დაფინანსებული გამორჩეული კვლევითი პროექტების შესახებ

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) მიერ დაფინანსებული გამორჩეული კვლევითი პროექტების შესახებ. სტატისტიკისათვის შემთხვევითი არჩევის პრინციპით (Random sample) შეირჩა 223 პროექტი ევროპული კვლევების საბჭოს მიერ დაფინანსებული 470 პროექტიდან. აღსანიშნავია, რომ პროექტების 79%-ს გააჩნია ინოვაციური ან მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევითი შედეგი. შერჩეული პროექტებიდან, 19% -ს გააჩნია ინოვაციური სამეცნიერო შედეგი, ხოლო 60%-ს მნიშვნელოვანი სამეცნიერო ღირებულება. ყურადსაღებია, რომ ევროპული კვლევების საბჭოს მიერ დაფინანსებულ აღნიშნულ პროექტებს აქვთ მნიშვნელოვანი გავლენა ეკონომიკაზე, საზოგადოებასა და შესაბამის პოლიტიკაზე,  მხოლოდ 21%-ს აქვს მცირე მეცნიერული მიღწევა ან არ გააჩნია სამეცნიერო ღირებულება ( იხ.დიაგრამა ). დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) ვებგვერდი . ევროპული კვლევების საბჭოს მიერ დაფინანსებული პროექტების სია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე . 
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/advanced%20grant.png
22/05/2018 15:20

ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) საგრანტო კონკურსი Advanced Grants 2018

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) მიერ დაფინანსებული  2018 წლის საგრანტო კონკურსის შესახებ Advanced Grants. კონკურსი გამოცხადდება მიმდინარე წლის 23 მაისიდან და განაცხადის წარდგენის ბოლო ვადად ამ ეტაპზე განსაზღვრულია 2018 წლის აგვისტო. კონკურსი ღიაა ნებისმიერი სამეცნიერო მიმართულებისთვის და მასში მონაწილეობა შეუძლიათ  სხვადასხვა მოქალაქეობის მქონე წამყვან მეცნიერებს, რომელთაც აქვთ გამორჩეული სამეცნიერო მოღვაწეობის 10 წლიანი კარიერა. ევროპის კვლევების საბჭოს (ERC) მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობისთვის, განცხადება უნდა წარადგინოს პროექტის ხელმძღვანელმა წამყვან ორგანიზაციასთან (იურიდიული პირი) ერთად. წამყვანი ორგანიზაცია დაფუძნებული უნდა იყოს ევროკავშირის წევრ ან ასოცირებულ რომელიმე სახელმწიფოში, მათ შორის საქართველოში. გრანტის ოდენობა: 2.5 მილიონი ევრო 5 წლის განმავლობაში. კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ის მონაწილეთა პორტალი. დამატებითი ინფორმაციისთვის, ასევე შეგიძლიათ იხილოთ ევროპული კვლევების საბჭოს ვებგვერდი .
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/ercomics.png
18/05/2018 15:19

ევროპული კვლევების საბჭოს კომიქსები

ფონდი ავრცელებს ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) ყოველწლიური სახალისო კომიქსების ონლაინ გამოცემას, რომელიც წარმოადგენს კრეატიული პროექტის ERComics    ნაწილს. აღნიშნული გამოცემა 4 წლის განმავლობაში გამოიცემა და ევროპული კვლევების  საბჭოს საგრანტო სქემის ფარგლებში დაფინანსებულ კვლევით პროექტებს ორიგინალური, ვიზუალური ფორმით წარმოაჩენს. თითოეული გამოცემა 16-მდე ვებკომიქსს შეიცავს.  იხილეთ ბმული კომიქსების სანახავად.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/Fellowship.jpg
11/05/2018 15:18

ფონდი აანონსებს ახალ საგრანტო პროგრამას - ERC - ის გრანტის სამეცნიერო ხელმძღვანელთან საქართველოს მკვლევართა სამეცნიერო სტაჟირების დაფინანსების კონკურსს

საქართველოს მეცნიერთა  ევროპული კვლევების საბჭოს (ERC)  კონკურსებში წარმატებული მონაწილეობისა და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირების ხელშეწყობის მიზნით შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აანონსებს ახალ საგრანტო სქემას, რომელიც შესაძლებლობას მისცემს საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერებს და გამორჩეულ მკვლევრებს გაიარონ სამეცნიერო - კვლევითი სტაჟირება ევროპული კვლევების საბჭოს (ERC)  მიერ დაფინანსებული პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელთან.    წარმატებული განმცხადებლები იქნებიან ის გამორჩეული მკვლევრები, რომლებიც სამეცნიერო მოღვაწეობას ახორციელებენ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (სახელმწიფო და კერძო კვლევით უნივერსიტეტებში),  ინტეგრირებულ  სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებსა და დამოუკიდებელ კვლევით ცენტრებში. განმცხადებელი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, საქართველოს რეზიდენტი მეცნიერი და თავისუფლად ფლობდეს  ინგლისურ ენას (ან მასპინძელი ქვეყნის, ERC გრანტის მიმღები მეცნიერის მშობლიურ ენას).  კონკურსის გამოცხადების თარიღისთვის განმცხადებელის მიერ დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მიღებიდან გასული უნდა იყოს არაუმეტეს 12 წლისა.  კონკურსი ღიაა ყველა სამეცნიერო მიმართულებაში მოღვაწე მეცნიერთათვის იხ. კლასიფიკატორი OECD/EUROSTAT 1-7). პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ კონკურსის კონცეფცია . კონკურსის ადმინისტრირების სავარაუდო გრაფიკი: გამოცხადება: აგვისტო 2018 (დაზუსტდება მოგვიანებით, შესაძლოა შეიცვალოს) . განაცხადების მიღება ღია იქნება მთელი წლის განმავლობაში. პირველი ციკლის განაცხადების მიღების ბოლო ვადა: ოქტომბერი-ნოემბერი 2018 (დაზუსტდება მოგვიანებით) პირველი ციკლის განაცხადების შეფასების სავარაუდო პერიოდი და შედეგების გამოცხადება: დეკემბერი საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება და სტაჟირების დაწყება: 2019 წლის პირველი, მეორე კვარტალი.  კონკურსის გამოცხადებისას დაიდება დეტალური მარეგულირებელი დოკუმენტი (დებულება) და განაცხადების რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია. განაცხადები წარდგენილი უნდა იყოს შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში.   დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირს: მარიამ ქებურია ( mkeburia@rustaveli.org.ge ) ERC NCP.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/news%20proof%20of%20concept.jpg
08/05/2018 15:17

ERC-ის ერთერთი საგრანტო სქემის კონკურსის შედეგები

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) ერთ-ერთის საგრანტო სქემის - ERC Proof of Concept Grant ფარგლებში გამოცხადებული 2017 წლის კონკურსის შედეგების შესახებ.  დასაფინანსებლად შეირჩა 50 სამეცნიერო პროექტი სხვადასხვა  მიმართულებიდან. პროექტები მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა გრიპის საწინააღმდეგო უნივერსალური ვაქცინის გამოგონება,  ნერვული სისტემის დაავადებების შესახებ კვლევები,  ცრუ სიახლეების ავტომატური აღმომჩენი ალგორითმი და აშ. Proof of Concept Grant-ის ფარგლებში დაფინანსებული თითოეული პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 150,000 ევროს და გულისხმობს ევროპული კვლევების საბჭოს მიერ უკვე დაფინანსებული პროექტების მხარდაჭერას დამატებითი ბიზნეს შესაძლებლობის მოძიების, საპატენტო განაცხადის მომზადების მიმართულებით. 2007 წლიდან დღემდე ევროპული კვლევების საბჭოს სხვადასხვა საგრანტო სქემის ფარგლებში დაფინანსებულია, დაახლოებით, 8 500 გამორჩეული მეცნიერი. Proof of Concept Grant-ის მეშვეობით ERC საშუალებას აძლევს გრანტის მიმღებებს, მოახდინონ თავიანთი კვლევის შედეგების კომერციალიზაცია.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/transport.png
24/04/2018 15:20

ტრანსპორტი და მობილობა - ევროპული კვლევების საბჭოს ანგარიში

ფონდი ავრცელებს ევროპული კვლევების საბჭო (ERC) -ს მიერ გამოქვეყნებულ მოკლე საინფორმაციო ანგარიშს ტრანსპორტისა და მობილობის საკითხების შესახებ (Transport and Mobility). პუბლიკაცია მიმოიხილავს ERC-ს სხვადასხვა საგრანტო სქემის ფარგლებში დაფინანსებულ პროექტებს ტრანსპორტისა და მობილობის მიმართულებით. აღნიშნული კვლევითი პროექტები აერთიანებს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების, ჯანმრთელობის, გარემოს, ინფრასტრუქტურის, საავტომობილო მოძრაობისა და უსაფრთხოების საკითხებს. ამასთანავე, ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია მომხმარებელთა ქცევის, ტრანსპორტის დაგეგმარებისა და ურბანული განვითარების კუთხითაც. დეტალური ინფორმაციისთვის, იხილეთ ანგარიში  ბმულის მეშვეობით. 
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/erc.png
20/04/2018 15:21

ევროპული კვლევების საბჭოს Advanced Grants- გამორჩეული პროექტების მაგალითები

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროპული კვლევების საბჭოს - Advanced Grants 2017 წლის კონკურსის ფარგლებში წარმატებული კვლევითი პროექტების შესახებ.  Advanced Grants კონკურსის მიზანია გამორჩეული მეცნიერებისა და მაღალი ხარისხის კვლევითი პროექტების დაფინანსება. კონკურსის ფარგლებში განაცხადების წარდგენა შესაძლებელია ნებისმიერი სამეცნიერო მიმართულებიდან. 5 წლიანი პროექტისათვის გრანტის ჯამური ბიუჯეტია 2.5 მილიონი ევრო. ევროპული კვლევების საბჭო ავრცელებს 2017 წლის კონკურსის წარმატებული პროექტების მაგალითებს ვებგვერდის მეშვეობით: ბარსელონას ბიომედიცინის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი პროფესორი სალვადორ აზნარ ბენიტას პროექტი სახელწოდებით „კვების გავლენა მეტასტაზებზე: როგორ, როდის და რატომ?“ მიზნად ისახავს სიმსივნის მეტასტაზების გავრცელებაზე კვების გავლენის შესწავლას; ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლის მკვლევარი მაიკლ ბრუტერის პროექტი, 27 ქვეყნის მაგალითზე შეისწავლის ამომრჩეველთა შორის პოლიტიკური დაპირისპირების სხვადასხვა მიზეზებს; რომის საპიენცის უნივერსიტეტის მკვლევარი სალვატორე მარია აგლიოტი ERC-ის პროექტის ფარგლებში,  აკრონიმით eHONESTY გეგმავს ადამიანის მიერ საკუთარი თვის აღქმის ცვლილების კვლევას ვირტუალური და რეალური ინტერაქციის სხვადასხვა ტექნიკის შემოწმებით. ევროპული კვლევების საბჭოს Advanced Grants-ის წარმატებული პროექტების სხვა მაგალითები შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე.
სრულად