old
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/erc_proof_0.jpg
24/12/2018 11:27

ევროპული კვლევების საბჭოს Proof of Concept - კონკურსის 2018 წლის შედეგები

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროპული კვლევების საბჭოს „Proof of Concept” 2018 წლის კონკურსის მესამე რაუნდის შედეგების შესახებ. აღნიშნული საგრანტო სქემა გულისხმობს  დაფინანსებას ERC-ის ფარგლებში მიღებული გრანტის კვლევითი კონცეფციის ინოვაციისა და კომერციალიზაციის  პოტენციალის განვითარებისათვის. კონკურსის ფარგლებში გაიცემა 150 000 ევრო პროექტისათვის,  2018 წლის კონკურსის ჯამური ბიუჯეტი 24 მილიონი ევროა.   Proof of Concept მოიცავს რამდენიმე რაუნდს წელიწადში, საიდანაც 2018 წლის მესამე რაუნდის ფარგლებში დარეგისტრირდა 173 ხოლო გაიმარჯვა 60-მა განაცხადმა. შემდეგი რაუნდისათვის რეგისტრაციის ბოლო ვადა 2019 წლის 22 იანვარია. დაფინანსებული პროექტების სია ქვეყნებისა და მასპინძელი ინსტიტუციების მიხედვით, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/download_1_1.jpg
21/12/2018 17:04

„2018 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსი“-ს გამარჯვებული მკვლევრების მიღება

24 დეკემბერს, 17:00 სთ-ზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ტარდება  სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული  „2018 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსის” ფარგლებში გამარჯვებული მკვლევრების მიღება, რომელსაც დაესწრებიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი  - ბატონი მიხეილ ბატიაშვილი და სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი - ბატონი ზვიად გაბისონია. დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ყოველწლიურად ცხადდება. კონკურსის მიზანია ინტელექტუალური პოტენციალის განვითარება და მაღალი კვალიფიკაციის სამეცნიერო პერსონალის მომზადება, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივი გამოყენება, სამეცნიერო კვლევისათვის სათანადო პირობების შექმნა, დოქტორანტებისა და უნივერსიტეტების უცხოეთში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან თანამშრომლობა და ამ გზით საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება და ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში ინტეგრირება, წარმატებული, ნიჭიერი ახალგაზრდა მკვლევარების გამოვლენა და მათი სადოქტორო კვლევების თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში განხორციელების ხელშეწყობა,  ახალგაზრდა ქართველ მეცნიერთა  საერთაშორისო კვლევით პროექტებში ინტეგრირება და საქართველოში სამეცნიერო კვლევების ხარისხის ზრდა, ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო კვლევისათვის სათანადო პირობების შექმნა, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დოქტორანტურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებში სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის განხორციელება და სასწავლო პროგრამების ხარისხის ზრდა. წელს კონკურსი გამოცხადდა აპრილში და დარეგისტრირდა 160 საპროექტო  განაცხადი, მათგან 3 პროექტი მოიხსნა ტექნიკური ექსპერტიზის ეტაპზე.  კონკურსში მონაწილე 157 პროექტი შეფასდა ექსპერტების მიერ და დასაფინანსებლად შეირჩა 54 პროექტი. თითოეული პროექტი შეაფასა სამმა ექსპერტმა. აღნიშნულ ღონისძიებაზე გამარჯვებული დოქტორანტები წარადგენენ პრეზენტაციას თავიანთი პროექტების შესახებ: თეა თალაკვაძე -  90-იანი წლების გარდატეხა ქართულ ლიტერატურაში;  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ირაკლი გელაშვილი - რუისის ფერისცვალების ტაძრის ეპიგრაფიკა (ტექსტების პუბლიკაცია და ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი ანალიზი);  საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი ნიკა თიკანაშვილი - ონტოლოგიური მოდელი ადამიანურ კომპეტენციათა შეფასებისათვის საქართველოს საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემაში;  საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი ქეთევან ცომაია - ბლოკჩეინზე დაფუძნებული ბიომეტრიული საარჩევნო სისტემის დამუშავება და კვლევა;  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი    
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/Daad_1.jpg
21/12/2018 12:28

“Rustaveli-DAAD”-ის ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამა შემაჯამებელი კონფერენცია

27 დეკემბერს, 16:00-დან 18:00 საათამდე თბილისის ღია უნივერსიტეტში (მისამართი: უნივერსიტეტის ქ. N2), ტარდება “Rustaveli-DAAD”-ის ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი შემაჯამებელი  საპოსტერო ხასიათის კონფერენცია. სასტიპენდიო პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა მეცნიერებისა და დოქტორანტების სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის განვითარებას, მათ საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირებას, ხარისხიანი სადოქტორო განათლების მიღებას, საუკეთესო სამეცნიერო პრაქტიკის გაზიარებისა და საერთაშორისო გაცვლის პროცესების გაუმჯობესების გზით, სამეცნიერო ქსელის შექმნასა და თემატური/ინტერდისციპლინური მიმართულებით სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებას. „Rustaveli-DAAD“-ის სასტიპენდიო პროგრამის 2018 წლის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა თებერვალში, კონკურსის ფარგლებში შემოვიდა 38 განაცხადი, რომელთაგანაც დაფინანსდა 18 პროექტი. შემაჯამებელი ღონისძიების ფარგლებში გამარჯვებულები წარადგენენ  გერმანიაში   კვლევითი სტაჟირების პერიოდში განხორციელებულ აქტივობებსა და მიღებულ შედეგებს. მომხსენებლებს წარმოდგენილი ექნებათ სტენდი და კითხვა-პასუხის რეჟიმში აღწერენ კვლევით შედეგებს. მოწვეულ სტუმრებს შორის იქნებიან: სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური  დირექტორი - ბატონი ზვიად გაბისონია, განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  მინისტრი - ბატონი მიხეილ ბატიაშვილი, გერმანიის ელჩი/ატაშე განათლებისა და ეკონომიკის მიმართულებით, გამარჯვებულ აპლიკანტთა უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რექტორები,  ფონდის გრანტიორები და სხვა.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/su.JPG
18/12/2018 14:38

ინოვაციური მედიცინის ინიციატივა

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ინოვაციური მედიცინის ინიციატივის (IMI) შესახებ, რომელიც რეგულარულად აქვეყნებს ინფორმაციას პროექტის სამომავლო აქტივობებსა და დაგეგმილი კონკურსების შესახებ. ინოვაციური მედიცინის ინიციატივა (IMI)   წარმოადგენს ევროკავშირისა და ევროპული ფარმაცევტული ინდუსტრიის ერთობლივ პროექტს, რომელიც ემსახურება სამედიცინო დახმარებასა და პროცედურებზე წვდომის განვითარებას, განსაკუთრებით, იმ რეგიონებში, სადაც პაციენტები ვერ იღებენ შესაბამის სამედიცინო დახმარებას. IMI - ის მიერ ინფორმაციის რეგულარული გამოქვეყნება და განახლება საშუალებას მისცემს პოტენციურ აპლიკანტებს აქტიურად დაიწყონ მუშაობა საპროექტო განაცხადზე და ჩამოაყალიბონ კონსორციუმი. მომავლის საკონკურსო თემატიკა მოიცავს შემდეგ საკითხებს: Optimizing future obesity treatment Open access chemo genomics library and chemical probes for the druggable genome Intelligent prediction and identification of environmental risks posed by human medicinal products  IMI - ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია, როგორც IMI newsletter - ზე რეგისტრაციით, ასევე  Twitter. - ის საშუალებით. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ IMI-ს ვებგვერდს
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Capture.JPG
17/12/2018 12:26

დაფინანსების და ტენდერების პორტალი

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროკავშირის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ის მონაწილეთა პორტალის ახალი ონლაინ პლატფორმით ,,დაფინანსების და ტენდერების პორტალი“ - ჩანაცვლების შესახებ. ახალი ფორმატი ძველი ,,მონაწილეთა პორტალისგან“ განსხვავებულია, თუმცა კვლავ აერთიანებს ინფორმაციას ევროკავშირის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსებისა და საგრანტო შესაძლებლობების შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ კონსორციუმისა და საპროექტო განაცხადების რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები ახალ პორტალზე უცვლელი რჩება. ,,მონაწილეთა პორტალზე“ დარეგისტრირებულ მომხმარებელთა მონაცემები, ანგარიშები და სხვა სახის ინფორმაცია, ავტომატურად გადაპორტირდება ახალ პლატფორმაზე. გთხოვთ, ეწვიოთ ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა ჰორიზონტი 2020-ის დაფინანსების და ტენდერების პორტალს . დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ იხილოთ ევროკომისიის ვებგვერდი .
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/matsumae%20photo.jpg
17/12/2018 10:32

იაპონიის საერთაშორისო ფონდის პროგრამა

იაპონიის საერთაშორისო ფონდის („Matsumae International Foundation) პროგრამა გულისხმობს უცხო ქვეყნის მკვლევარებისათვის   3-6 თვემდე კვლევით სტაჟირებას საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ინჟინერიისა და მედიცინის მიმართულებით. აპლიკანტს უნდა ჰქონდეს დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და მისი ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 49 წელს. აპლიკანტებს შეუძლიათ თავად აირჩიონ კვლევითი ინსტიტუცია, სადაც განახორციელებენ კვლევით ვიზიტს, თუმცა განაცხადის წარდგენისათვის  აუცილებელია აღნიშნული ინსტიტუციის მოწვევის წერილი. პროგრამის ფარგლებში  მოთხოვნილია განმცხადებელი დასაქმებული იყოს საკუთარ ქვეყანაში, სადაც, აგრეთვე აუცილებელი მოთხოვნაა, სტაჟირების პერიოდის დასრულების შემდგომ დაბრუნება. განაცხადების წარდგენა შესაძლებელია ფოსტის მეშვეობით, ელექტრონული განაცხადები არ მიიღება. კვლევითი სტაჟირების განხორციელების პერიოდად განსაზღვრულია 2020 წლის აპრილიდან 2021 წლის მარტამდე პერიოდი და განაცხადების წარდგენის ბოლო ვადად განსაზღვრულია 2019 წლის 31 ივლისი. სტიპენდია მოიცავს კვლევითი ვიზიტის ხარჯებს  220 000 იაპონურ იენას ოდენობით თვეში, დაზღვევისა და ორმხრივი ბილეთის ხარჯებს საერთაშორისო მგზავრობისათვის. გთხოვთ, იხილოთ განაცხადის ფორმა , და დეტალური ინფორმაცია  პროგრამის შესახებ.  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/14.PNG
11/12/2018 17:35

ვებინარი კვლევითი ინფრასტრუქტურების შესახებ

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას EaP PLUS-ის ფარგლებში დაგეგმილი, რიგით მე-5 ვებინარის შესახებ სახელწოდებით „შესაძლებლობები ჰორიზონტი 2020-ში კვლევითი ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის“. კვლევითი ინფრასტრუქტურა მოიცავს სხვადასხვა სფეროში რესურსებისა და სერვისების ხელმისაწვდომობას კვლევისა და ინოვაციების ხელშეწყობის მიზნით. კვლევითი ინფრასტრუქტურის მნიშვნელობა ასევე ყურადსაღებია ტექნოლოგიებისა და მისი გამოყენების თვალსაზრისითაც.   ევროკავშირის მასშტაბით გაზრდილია აღნიშნული თემატიკით დაინტერესება, რაც გამოიხატება კვლევითი ინფრასტრუქტურის ევროპული სტრატეგიული ფორუმის   (European Strategy Forum on Research Infrastructures (ESFRI) წარმატებულად განხორციელებით. EaP PLUS პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ვებინარი მიმოიხილავს ჰორიზონტო 2020-ის კონკურსებს ევროპული კვლევითი ინფრასტრუქტურების 2018-2020 წლების სამუშაო პროგრამიდან (European research infrastructures (including e-infrastructures) , სადაც განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა 2019 წელია. ვებინარი გაიმართება 2018 წლის 13 დეკემბერს, 1 4 სთ-ზე საქართველოს დროით. ვებინარზე დასწრება უფასოა, სამუშაო ენაა ინგლისური და მას წარუძღვებიან პოლონეთის ეროვნული საკონტაქტო პირები და ექსპერტები. გთხოვთ, იხილოთ ბმული ვებინარზე დასარეგისტრირებლად. დამატებითი ინფორმაციისათვის, შეგიძლიათ იხილოთ EaP PLUS პროექტის ვებგვერდი.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/ERC%20logo.jpg
06/12/2018 17:16

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროპული კვლევების საბჭოს 2018 წლის კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული  სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროპული კვლევების საბჭოს 2018 წლის კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ   დევნილთა დაცვის საკითხი მეოცე საუკუნის ცენტრალურ ევროპაში მეოცე საუკუნეში ცენტრალური ევროპა იქცა ომისა და რასობრივი დევნის მთავარ ადგილად. პირველი მსოფლიო ომისა და ჰაბსბურგის მონარქიის დაშლის შემდგომ, სახელმწიფოები მუდმივად ცდილობდნენ მოლაპარაკების გზით განესაზღვრათ დევნილთა სტატუსი და შეემუშავებინათ მათი დაცვის ეფექტური საშუალებები.  დღევანდელ დღეს იძულებითი მიგრაცია მსოფლიოში ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს. UNHCR -ის მონაცემებით მსოფლიოს მასშტაბით 68.5 მილიონი ადამიანი არის იძულებითი მიგრაციის მსხვერპლი, რაც სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს, რათა იმოქმედონ დევნილთა პრობლემის გადასაჭრელად და არ შემოიფარგლონ მხოლოდ სტატისტიკური მონაცემების წარმოებით. მიუხედავად არსებული კრიზისისა ცენტრალური ევროპა არ არის მზად სრულად გადაჭრას მიგრაციის პრობლემა და მიიღოს იძულებით გადაადგილებულ მიგრანტთა გაზრდილი ნაკადი. ამ პროექტში, საერთაშორისო კვლევითი ჯგუფი, დოქტორი მიქალ ფრანკლის ხელმძღვანელობით, შეისწავლის მეოცე საუკუნეში დევნილთა მიგრაციისა და თავშესაფრის უზრუნველყოფის საკითხებს, ისტორიის შედარებითი კვლევისა და მულტი-დისციპლინარული მიდგომების გამოყენებით.  ცენტრალური ევროპის ისტორიული გამოცდილებაზე დაყრდნობით კვლევა მიზნად ისახავს დევნილთა დაცვის საკითხის სამეცნიერო და პოლიტიკური დებატების წამოწყებას. დაფინანსების ოდენობა: € 1,995,950 5 წლიანი პროექტისათვის კვანტური კრიპტოგრაფიის გაუმჯობესება ყოველდღიურად ინტერნეტ სივრცეში გაზიარებული პერსონალური და ზოგადი ციფრული მონაცემების რაოდენობიდან და მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ციფრული კომუნიკაციების წყაროების დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა თანამედროვე სამყაროსათვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს. დღემდე აღნიშნულის განხორციელება ხდებოდა კრიპტოგრაფიული პროტოკოლების გამოყენებით, ვინაიდან არსებობს მოსაზრება, რომ არსებული კომპიუტერული ტექნოლოგია ვერ უზრუნველყოფს კონკრეტული რთული მათემატიკური ოპერაციების შესრულებას. უახლოეს მომავალში კვანტური კომპიუტერების განვითარება გამოიწვევს კლასიკური ფორმატის კრიპტოგრაფიის პროტოკოლების მოხმარებიდან ამოღებას. კვანტური კომპიუტერის განვითარება რთული მათემატიკური ფორმულების ჩართულებიდან გამომდინარე დიდ სირთულეს წარმოადგენს, ვინაიდან ადამიანის ინტუიცია სამყაროსთან გაცილებით უფრო ადაპტირებულია ვიდრე კვანტურ რეალობა. პროექტის ფარგლებში პროფესორი დომინიკ უნრუ , კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით შეიმუშავებს აღნიშნული მათემატიკური ოპერაციების კრიპტოგრაფიული დაცვის ახალ მეთოდებსა და მექანიზმებს. აღნიშნული გულისხმობს ახლებური კომპიუტერული ლოგიკისა და პროგრამული მექანიზმების შემუშავებას. პროექტი მიზნად ისახავს კვანტური პროტოკოლების დაცვის სისტემის გაუმჯობესებას და ამასთან შესაძლო ადამიანური შეცდომების მინიმუმამდე დაყვანას. აღნიშნული პროექტი მკვლევრებს მისცემს საშუალებას შეამოწმონ მათი მათემატიკური კვლევის სისწორე. დაფინანსების ოდენობა: € 1,716,475 5 წლიანი პროექტისათვის
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/SnT%20IMAGE.jpg
27/11/2018 17:44

საერთაშორისო კონფერენცია მეცნიერებისა და ტექნოლოგიების შესახებ SnT 2019

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას მეცნიერებისა და ტექნოლოგიების 2019 წლის კონფერენციის შესახებ, რომელსაც ატარებს ბირთვული ცდების საყოველთაო აკრძალვის ორგანიზაცია ( CTBTO) და ეხება ამავე ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ კონვენციის ამოქმედების საკითხს. ბირთვული ცდების საყოველთაო აკრძალვის ორგანიზაცია არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ემსახურება მსოფლიოს მასშტაბით ბირთვული ცდების ჩატარების აკრძალვასა და კანონგარეშედ გამოცხადებას. ორგანიზაციის ტექნიკური ზედამხედველობის საბჭო ჩამოყალიბდა 1997 წელს და იმართება ავსტრიის დედაქალაქ ვენიდან. აღნიშნული კონფერენცია მეტწილად ეყრდნობა კონვენციის ძალაში შესვლისა და გაუმჯობესებისათვის საჭირო ინოვაციურ და უნივერსალურ მიდგომებს. ღონისძიება წარმოადგენს CTBTO -ს რიგით მეშვიდე კონფერენციას, რომელიც თავს მოუყრის 1000-მდე საერთაშორისო ასპარეზზე მოღვაწე მეცნიერს, ტექნოლოგს, აკადემიკოსს, სტუდენტს, მედიისა და უშუალოდ ორგანიზაციის წარმომადგენელს, რომლებიც პირადად იქნებიან ჩართულნი კონვენციის ვერიფიკაციის პროცესში. კონფერენციის ძირითადი მიზნებია: ბირთვული ცდების აკრძალვის მონიტორინგში სამეცნიერო საზოგადოების, მათ შორის, ახალგაზრდა მეცნიერების ჩართულობის გაძლიერება CTBTO -სა და სამეცნიერო საზოგადოებებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა; ბირთვული ცდების აკრძალვის მონიტორინგთან დაკავშირებული საკითხებისა და პრობლემების გამოვლენა და გადაჭრის გზების მოძიება; ბირთვული ცდების აკრძალვის ხელშეწყობის მიზნით ეროვნული და პოლიტიკური გეგმების იდენტიფიცირების ხელშეწყობა სამეცნიერო საზოგადოების თანამშრომლობის გზით; ცდების აკრძალვის ვერიფიკაციის მიზნით ფართო სამოქალაქო და სამეცნიერო საშუალებების ხელშეწყობა. კონფერენცია ჩატარდება 2019 წლის 24-28 ივნისს ქალაქ ვენაში, ავსტრიაში. ღონისძიებაში მონაწილეობისათვის რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2019 წლის 31 იანვარი. ვრცელი ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიოთ კონფერენციის ოფიციალურ ვებ-გვერდს. დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ორგანიზატორებს შემდგომი ელ-ფოსტის მეშვეობით: SnT@ctbto.org  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/pastedImage_1.png
27/11/2018 12:27

პრიზი ქალი ინოვატორებისათვის

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროკავშირის პრიზის შესახებ „ EU Prize for Women Innovators”. კონკურსი გამოცხადებულია ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ის სოციალური გამოწვევების სვეტის 2018-2020 წლების  სამუშაო პროგრამა „მეცნიერება საზოგადოებასთან ერთად და საზოგადოებისათვის“. აღნიშნული კონკურსი მიზნად ისახავს ქალების როლის გაძლიერებას ინოვაციების მიმართულებით და ითვალისწინებს 4 ინოვატორი  ქალის დაჯილდოებას, (მათგან ერთი ახალგაზრდა „ე.წ. დამწყები ინოვატორის“), რომელთა პროექტებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ინოვაციურ ეკოსისტემაზე გავლენის თვალსაზრისით. კონკურსის ფარგლებში, გაიცემა 3 ჯილდო 100 000 ევროს ოდენობით, და 1 ჯილდო - 50 000  ევროს ოდენობით ახალგაზრდა „დამწყები ინოვატორისათვის“. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ევროკავშირის წევრი და ჰორიზონტი 2020-თან ასოცირებული ქვეყნების წარმომადგენელ ქალ ინოვატორებს (მათ შორის საქართველოდან). მონაწილე უნდა იყოს ინოვაციური კომპანიის დამფუძნებელი ან თანადამფუძნებელი, და აღნიშნული კომპანია დარეგისტრირებული უნდა იყოს 2017 წლის 1 იანვრამდე. განაცხადების წარდგენა შესაძლებელია მონაწილეთა პორტალის მეშვეობით და განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 16 იანვარი. დეტალური ინფორმაციისათვის, გთხოვთ, იხილოთ კონკურსის პირობები.
სრულად