old

Clarivate Analytics

28/05/2018 17:02

Clarivate Analytics (ყოფილი Thomson Reuters) ერთ-ერთი წამყვანი ელექტრონული გამომცემლობაა, რომელიც აერთიანებს საერთაშორისო სამეცნიერო ლიტერატურას, საერთაშორისო რეფერირებად და ციტირებად ჟურნალებს, წიგნებს, სტატიებს, მონოგრაფიებს და ა.შ.

კომპანია Clarivate Analytics შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდთან თანამშრომლობს 2017 წლის დეკემბრიდან. კომპანიის ბაზებზე წვდომა აქვს კონსორციუმში გაერთიანებულ შემდეგ 14 ორგანიზაციას:

  1. შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი;
  2. საქართველოს მეცნიერებათა აკადემია;
  3. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“;
  4. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  5. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  6. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;
  7. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი;
  8. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  9. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  10. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  11. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია;
  12. თავისუფალი უნივერსიტეტი;
  13. საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი;
  14. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი.

კონსორციუმის წევრი ორგანიზაციებისთვის ხელმისაწვდომია Clarivate Analytics-ის შემდეგი ბაზები:

  • Web of Science
  • Derwent Innovation (ხელმისაწვდომია ფონდისა და „საქპატენტი“-სთვის)

აღნიშნული ბაზები მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას, მოიძიონ შემდეგი სახის ინფორმაცია: მსოფლიოს მეცნიერთა ციტირებისა და h-ინდექსები, მათი პუბლიკაციები, ბაზებში ინდექსირებული რეფერირებადი ჟურნალები და ა.შ. ამასთან, კომპანია Clarivate Analytics უზრუნველყოფს პერიოდულად სასწავლო კურსების ჩატარებას ბაზების სწორად გამოყენებასთან დაკავშირებით კონსორციუმის წევრი ორგანიზაციებისთვის.

წლიური გადასახადები - წვდომა საერთაშორისო ბაზებზე და პროგრამებში ასოცირება