old

გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის I ეტაპის შედეგები

25/10/2016 12:05
გამოცხადდა 2016 წლის გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის I ეტაპის შედეგები: კონკურსის II ეტაპზე გადასული პროექტების სია კონკურსის I ეტაპის შემდეგ სამეცნიერო მიმართულებების მიხედვით პროექტების რანჟირებულ სია  შენიშვნა:  II ეტაპზე გადასული პრექტების სამეცნიერო ხელმძღვანელებს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით 31 ოქტომბრამდე ეცნობებათ, კომისის წინაშე, პრეზენტაციით წარდგენის დრო.
სრულად

მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2016 წლის კონკურსის პირველი ეტაპის შედეგები

09/09/2016 09:19
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის უკრაინაში (მტცუ) მიერ “მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის” ფარგლებში ორგანიზებული 2016 წლის კონკურსის პირველი ეტაპის შედეგები დამტკიცდა ფონდის გენერალური დირექტორის 2016 წლის 09 სექტემბრის  N81 ბრძანებით. პირველ ეტაპზე კონკურსში მონაწილე 51 პროექტიდან შერჩეულ იქნა საუკეთესო ქულების მქონე 25 საპროექტო წინადადება. შერჩეული პროექტების ხელმძღვანელები ელექტრონული ფოსტით მტცუ-დან მიიღებენ სპეციალურ ფორმას პროექტების სრული სახით მომზადებისათვის, სადაც მინიჭებული ექნებათ ინდივიდუალური სარეგისტრაციო ნომერი. II ეტაპზე გადასული პროექტების ხელმძღვანელებმა ფონდის კანცელარიაში სათანადო ფორმის შესაბამისად მომზადებული პროექტების სრული ვერსიები და თანამშრომლობის შესახებ ინტერესის გამოხატვის წერილ(ებ)ი უნდა წარმოადგინონ 201 6 წლის 10 ოქტომბრის 16 :00 საათის ჩათვლით . სრული სახით მომზადებული პროექტების შეფასება (მეორე ეტაპი) განხორციელდება მტცუ-ს ექსპერტების მიერ, რის საფუძველზეც მტცუ-ს მმართველთა საბჭო გამოავლენს დასაფინანსებელ პროექტებს. ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება N184 კონკურსის პირველ ეტაპზე შერჩეული პროექტები კონკურსის პირველი ეტაპის შედეგები
სრულად

ინფორმაცია დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების 2016 წლის კონკურსიდან მოხსნილი საკონკურსო განაცხადების შესახებ

06/09/2016 10:13
2016 წლის „დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების კონკურსზე“ დარეგისტრირდა 231 საპროექტო განაცხადი. ფონდის გენერალური დირექტორის 2016 წლის 6 სექტემბრის N177 ბრძანებით, კონკურსის პირობებთან შეუსაბამობის გამო კონკურსიდან მოიხსნა 61 საპროექტო განაცხადი. გენერალური დირექტორის ბრძანება
სრულად

მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2016 წლის კონკურსის მონაწილეთა საყურადღებოდ

08/08/2016 11:50
დამტკიცდა სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2016 წლის კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტების პირველი ეტაპზე შეფასებისა და ქულის დაანგარიშების წესი. გთხოვთ იხილოთ ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება
სრულად

2016 წლის კონკურსის „სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ჯილდო წლის საუკეთესო მეცნიერისა და მეცნიერთა ჯგუფისთვის“რეგისტრაციის შედეგები

08/08/2016 11:49
„სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ჯილდო წლის საუკეთესო მეცნიერისა და მეცნიერთა ჯგუფისთვის“ 2016 წლის კონკურსში დარეგისტრირდა 68 საკონკურსო განაცხადი. საკონკურსო განაცხადები დარეგისტრირდა შემდეგი  ჯილდოების კატეგორიების მიხედვით ა) ქართველოლოგიის დარგში მოღვაწე წლის საუკეთესო  უცხოელი მეცნიერი (პრიორიტეტი ენიჭება რუსთველოლოგიას)-3 საკონკურსო განაცხადი; ბ) 2016 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერი-19 საკონკურსო განაცხადი; გ) 2016 წლის საუკეთესო მეცნიერი-26 საკონკურსო განაცხადი; დ) 2016 წლის საუკეთესო სამეცნიერო კვლევითი ჯგუფი-20 საკონკურსო განაცხადი.
სრულად

ინფორმაცია ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსიდან მოხსნილი განაცხადების შესახებ

05/08/2016 16:46
2016 წლის „ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტების კონკურსზე“ დარეგისტრირდა 472 საპროექტო განაცხადი. ფონდის გენერალური დირექტორის 2016 წლის 5 აგვისტოს N159 ბრძანებით, კონკურსის პირობებთან შეუსაბამობის გამო,  „ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების“ 2016 წლის კონკურსიდან მოხსნა 185 საპროექტო განაცხადი. გენერალური დირექტორის ბრძანება
სრულად

“მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2016 წლის კონკურსში მონაწილეთა საყურადღებოდ!

05/08/2016 16:17
“მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2016 წლის კონკურსში ვადის დაცვით დარეგისტირდა 62 საპროექტო განაცხადი. ფონდის გენერალური დირექტორის 2016 წლის 4 აგვისტოს N158 ბრძანებით, კონკურსის პირობებთან შეუსაბამობის გამო, “მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2016 წლის კონკურსიდან მოიხსნა 11 საპროექტო განაცხადი. იხ. გენერალური დირექტორის ბრძანება 
სრულად

ინფორმაცია ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების კონკურსიდან მოხსნილი საპროექტო განაცხადების შესახებ

21/07/2016 10:09
ფონდის გენერალური დირექტორის 2016 წლის 21 ივლისის N147 ბრძანებით, კონკურსის პირობებთან შეუსაბამობის გამო, ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების 2016 წლის საგრანტო კონკურსიდან მოიხსნა 21 საპროექტო განაცხადი. გენერალური დირექტორის ბრძანება
სრულად

გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში მონაწილეთა საყურადღებოდ !

11/07/2016 11:22
ინფორმაცია  ,,გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2016 წლის კონკურს ში ” დარეგისტრირებული საპროექტო განაცხადების შესახებ. სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2016 წლის კონკურსში ვადის დაცვით დარეგისტირდა 129 საპროექტო განაცხადი. ვადის დარღვევით დარეგისტრირდა 9 საპროექტო განაცხადი. ვადის დარღვევით დარეგისტრირებული განაცხადები ფონდის გენერალური დირექტორის 2016 წლის 21 აპრილის N77 ბრძანების დანართი 1-ის - „კონკურსის პირობების“ მე-7 მუხლის, მე-6 პუნქტის თანახმად არ იქნა განხილული. იხ. ვადის დარღვევით წარმოდგენილი პროექტების სია ფონდის გენერალური დირექტორის 2016 წლის 11 ივლისის N141 ბრძანებით, კონკურსის პირობებთან შეუსაბამობის გამო, ,,გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2016 წლის კონკურსიდან“ მოიხსნა 34 საპროექტო განაცხადი. იხ. გენერალური დირექტორის ბრძანება  
სრულად